კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის დასამტკიცებლად გადავიდა ბაქარი რეალურ ცხოვრებაში მამობილის გვარზე და ვინ დააშორა მან ქმარს #8

როცა გადაღებები არ აქვს, მთელ დროს ოჯახს, მეგობრებსა და საყვარელ სპორტს, კალათბურთს, უთმობს. სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მაყურებლის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟის, ბაქარის ცხოვრებაში რამდენიმე სიახლეა: მსახიობმა საკუთარი გვარი – მათნაძე შეიცვალა და მირცხულავა გახდა. ამის მიზეზებსა და  მისი ცხოვრების სხვა სიახლეებზე, პირადად მისგან შეიტყობთ.
– ბუბა, როცა სერიალზე არ მუშაობ, რით ხარ დაკავებული?
– ოჯახით, მეგობრებითა და კალათბურთით. ოღონდ, არ ვთამაშობ, ვუყურებ და ვგულშემატკივრობ (იცინის). ვსწავლობ. ახლა ფინალური გამოცდებიც მეწყება. გადაღებების გამო, ძირითად დროს გადასაღებ მოედანზე ვატარებ, მაგრამ როგორღაც, უნდა შევათავსო, რადგან სწავლის გარეშე, კარგად ვხვდები, რომ არ შეიძლება. მინდა, აიპი მენეჯერი ვიყო და ამ სფეროში  ვიმუშაო. ენერგიული პროფესიაა და მეც ასეთი ვარ, ერთ ადგილას ყოფნა და უმოქმედობა არ შემიძლია. ახლა, სანამ გადაღებები არ მაქვს, ვცდილობ, მთელი დრო ოჯახსა და მეგობრებს გადავუნაწილო. მერე ვიცი, ძალიან ცოტა დრო დამრჩება ამისთვის.
– სერიალამდე და დღევანდელი ბუბა შევადაროთ ერთმანეთს.
– მაშინდელ და ახლანდელ ბუბას შორის დიდი განსხვავებაა. სერიალში რომ გამოვჩნდი, 15 წლის ბავშვი ვიყავი, ახლა 19 წლის ვარ. ოთხი წელი გავიდა. თან, ეს ზუსტად ის ასაკია, როცა ყალიბდები. ალბათ, უფრო სხვანაირი აზროვნება ჩამომიყალიბა ამ წლებმა. ჩემს ასაკთან შედარებით, დიდივით ვაზროვნებ – მე ასე მგონია... უკვე მეც მიწევს ოჯახზე ფიქრი და შემოსავალს რომ ვიღებ, მარტო საკუთარ თავზე არ ვფიქრობ. ოჯახი, ძმები, და მყავს და ეს ბევრ რამეს გულისხმობს. ხელფასს რომ ვიღებ, სახლში პირველი კითხვაა: ხომ არაფერი გჭირდებათ? ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩემი ფინანსების განკარგვა დავიწყე. ვისწავლე, როგორ გავანაწილო თანხა ხელფასიდან ხელფასამდე. ბოლო სეზონმაც მომცა ამის საშუალება. ეს სამომავლოდ, როცა საკუთარი ოჯახი მექნება, ძალიან დამეხმარება.
– პატარა და, შენი ფეისბუქ-პოსტებიდან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანია შენს ცხოვრებაში.
– ანანო დედამიწაზე ყველაზე მაგარი ადამიანია, ყველაზე მეტად მიყვარს და მეყვარება. ხომ ამბობენ, მამასა და გოგო შვილებს შორის განსაკუთრებული დამოკიდებულებააო, რაღაც მსგავსი ურთიერთობა გვაქვს ჩვენც. მინდა, ასეთი ძმაკაცური დამოკიდებულება გვქონდეს სულ. ასაკობრივად დიდი სხვაობაა, მასზე 14 წლით უფროსი ვარ. სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს ცხოვრებაში ის რომ გამოჩნდა, ძალიან ვიეჭვიანე. სამი ბიჭის შემდეგ, გოგო რომ გაჩნდა, ვიფიქრე, ჩვენ იმდენ ყურადღებას აღარ მოგვაქცევდნენ და დავიჩაგრებოდით. ახლა ეგ რომ არ იყოს, ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სხვათა შორის, ბაქარი ძალიან უყვარს. ერთხელ სახლში მივედი, სამი დღის უნახავი მყავდა და მეკითხება, სერიალი როდის დაიწყებაო? (იცინის) ორი ძმა მყავს – 13 და 12 წლის, ნოდარი და ალექსანდრე.
– გვარი შეიცვალე, მამობილის გვარზე გადახვედი. რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება?
– ჩემი და-ძმის გვარზე. მირცხულავაზე, გადავედი, იმიტომ რომ, ასე ჩავთვალე საჭიროდ. ვიზრდები ალეკოსთან, ის მზრდის (მამობილი – ავტორი) და მინდოდა, მცირედით მაინც დამეფასებინა მისი ამაგი, რაც მას ჩემზე აქვს და რომელიც ძალიან ბევრი წელია გრძელდება. ვიფიქრე, გვარის შეცვლა იქნებოდა ნაბიჯი ჩემი მხრიდან, რომლითაც მისდამი მადლიერებას გამოვხატავდი. ამიტომაც შევიცვალე და მის გვარზე გადავედი. მამაშვილური ურთიერთობა სინამდვილეში მასთან მაქვს.
– მამასთან არ გაქვს ურთიერთობა?
– არა. მამასთან ასეთი ურთიერთობა არ მაქვს. გვარის შეცვლის ამბავი მთელ ოჯახს ძალიან გაუხარდა. ყველა მიხვდა, რაშიც იყო საქმე. 18 წლის გავხდი თუ არა, მაშინვე ეს ნაბიჯი გადავდგი. ატესტატი, პირადობა და ყველა საბუთი უკვე ახალ გვარზე მაქვს. ამაზე მანამდეც მქონდა ნაფიქრი და, უბრალოდ, შესაბამის ასაკს ველოდი.
– საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერე: ბისექსუალი ვყოფილვარო.
– ჰო, უცებ ასეთი ხმა მომივიდა. სიმართლე გითხრა, არც მინდა, ჭორის პოპულარიზაცია. „ფეისბუქზე“ რომ დავწერე, მერე ეგეც ვინანე, მაგრამ აღარ წავშალე. იმ მომენტში, როცა მითხრეს, ნერვებმოშლილი ვიყავი და ამიტომაც დავწერე. მას შემდეგ აღარაფერი მითქვამს. რა ვქნა, ითქვა და ითქვა. რა თქმა უნდა სისულელეა. მე სიცოცხლის ბოლომდე სკარლეტ იოჰანსონის ერთგული დავრჩები (იცინის).
– სხვათა შორის, ქმარს დაშორდა.
– მე დავაშორე (იცინის). მართლა არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ჭორი და თავიდან ძალიან გავბრაზდი.
– ჩვენი ბოლო საუბრისას პირად ამბებში მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა. შეიცვალა რამე?
– შეყვარებულს ვერ დავარქმევ, მაგრამ ერთი გოგო მომწონს. ჯერ მოწონების ეტაპზე ვართ და ვნახოთ, მერე როგორ განვითარდება მოვლენები. თვითონ სპორტსმენია, ისიც კალათბურთში ერკვევა და საერთო ენა ადვილად გამოვნახეთ. მასში ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რომ სერიალს არ უყურებდა. შემპირდა, ახლა დავიწყებო. მაინტერესებს, იქ რომ დამინახავს, რა რეაქცია ექნება (იცინის). ძალიან აქტიურადაა სპორტში ჩართული და აქამდე, მგონი, ამიტომ ვერ ახერხებდა ყურებას. მეგობრების წრეში გავიცანი და საუბარი კალათბურთზე დავიწყეთ, ბაქარი არც უხსენებია.
– სერიალში საოცარი დედა გყავს. ნამდვილი დედა როგორია, რას საქმიანობს?
– სინამდვილეში ძალიან კარგი დედა მყავს. ჩემი პირველი კრიტიკოსია. სწორ მომენტებში მაძლევს მნიშვნელოვან რჩევებს. შეიძლება, იმწუთას ცოტა გავღიზიანდე, მაგრამ მერე ვხვდები, რომ მართალია. ძალიან ვაფასებ და უდიდესი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. „დელტაში“ მუშაობს. ცდილობს, ჩემი მოქმედებები და საუბარი აკონტროლოს და სწორადაც იქცევა. ახლა ისეთ ასაკში ვარ და ჩემ გარშემო იმდენი რამ ხდება, მის რჩევებს დიდი მნიშვნელობა აქვს. თან, ნათქვამს ყოველთვის მისაბუთებს. ძირითადად, მსაყვედურობს, რომ მეგობრებს უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე ოჯახს და ამ მომენტში, მართალიც არის.
– ბაქარის მსგავსად, ბიზნესიდეები შენც ხომ არ გაქვს?
– კი, მეც მაქვს ერთი ბიზნესიდეა და ძალიან მინდა, განვახორციელო. მაგრამ, ჯერ საკმარისი ფინანსები არ მაქვს. ოჯახსაც არ აქვს იმდენი ფული, რომ ეს გეგმა განვახორციელო. არადა, ასეთი რამ არსად არსებობს, თან ნერვები მეშლება, როგორ არავის აფიქრდება ეს იდეა (იცინის).
– ბაქარს მსუბუქი ყოფაქცევის ქალი შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა. შენ რას ფიქრობ ამაზე?
– მე ვამართლებ მის საქციელს – სადაც სიყვარულია, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მეც რომ შემიყვარდეს მსუბუქი ყოფაქცევის გოგო, ცოლად მოვიყვანდი. მაგრამ მე არ შემიყვარდება, იმიტომ რომ, ძალიან ეჭვიანი ვარ, უზომოდ.
– თამუნამ მოახერხა წარსულზე უარის თქმა, მაგრამ ბაქარს მხოლოდ გარემოებებმა შეუშალა ხელი ღალატში.
– ბაქარისა და თენგოს ამ საქციელში გამოჩნდა ქართველი კაცის დამოკიდებულება: კაცი ვარ და მეპატიება. ორივემ არ „გააპრავა“ თავისი საქციელი. ჩემი აზრით, როცა ვიღაც გიყვარს, სხვასთან გართობის მიზნით სექსიც ღალატია. დავუშვათ, მე რომ გოგო მიყვარდეს და ის გასართობად სხვასთან იყოს, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ყველაფერს.

скачать dle 11.3