კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მისტიკური თავგადასავალი გადახდა კარატეს ფედერაციის პრეზიდენტს, კახა ბასილიას და როგორ შეუძლია მას ათ დღეში ადამიანის ცხოვრების შეცვლა #8

საქართველოს კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია 80-იან წლებში უკრაინაში, ქალაქ ლვოვში მოღვაწეობდა. ის იყო უკრაინის კარატეს ფედერაციის პირველი პრეზიდენტი. იმ პერიოდში, მისი ერთ-ერთი მოსწავლის, ბორის ბორისოვის საშუალებით, შეხვდა ვანგას, რომელმაც მისი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ფაქტების შესახებ უწინასწარმეტყველა. რატომ ეჩვენებოდა მას უდიდესი წინასწარმეტყველის საუბარი რეალობას მოკლებულად, როგორ იხსნა მისი სიცოცხლე ტიბეტელმა ბერმა და როგორ შეუძლია, თავად ადამიანის ცხოვრების შეცვლა ათ დღეში, ამას პირადად მისგან შეიტყობთ.
კახა ბასილია: 1990 წელს ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე და იქ ვმოღვაწეობდი. ვიყავი უკრაინის კარატეს ფედერაციის პირველი პრეზიდენტი. ბევრი მოწაფე მყავდა, მათ შორის, არაერთი უცხოელი. ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ ბორის ბორისოვი. ზაფხულობით მასთან დასასვენებლად ჩავდიოდი ქალაქ ბლაგოევგრადში. 1987 წელს კარატისტებს განსაკუთრებული მოლოდინი გვქონდა, რადგან მომდევნო წელს კარატე ოლიმპიურ თამაშებში უნდა შესულიყო, რაც ჩვენი დიდი ოცნება იყო. იმ ზაფხულს ბორისთან ყოფნისას გაირკვა, რომ მისი ნათლია სახელგანთქმული ვანგა იყო. საერთოდ, ვანგას ბევრი ნათლული ჰყავდა, მაგრამ ამათ მასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ. ბორიას დედა და ვანგას შვილობილის, დიმიტრის ცოლი დაქალები იყვნენ. ამიტომ, მათ სახლში ხშირად მესმოდა ფრაზა „მამა ვანგა”. რადგან მისი წინასწარმეტყველური შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი, დიმიტრის ცოლს ვთხოვე, ეკითხათ ვანგასთვის, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ – შევიდოდა თუ არა მომდევო წელს კარატე ოლიმპიურ თამაშებში. ბორისის ოჯახმა არ იცოდა, რომ მე ქართველი ვიყავი, რადგან ლვოვიდან ჩავედი. ფიქრობდნენ, რუსი ვიყავი და ვანგას რომ შეხვედრიან, უთქვამთ, შენი ნათლულის მასწავლებელია რუსეთიდან ჩამოსული და ეს და ეს აინტერესებსო. ვანგას უპასუხია, ეგ კაცი არ არის რუსეთიდან, ის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნიდანაა და როცა გინდათ, მომიყვანეთ, პირადად მას გავესაუბრებიო. ბორისთან ერთად გავემგზავრე ქალაქ პეტრიჩში, სადაც ვანგა ცხოვრობდა. იქ ჩასულებს ძალიან დიდი რიგი დაგვხვდა, ყველას ვანგას ნახვა და მისი წინასწარმეტყველების მოსმენა უნდოდა. ამიტომ ცოტა გვიან მივაღწიეთ იქამდე.
– რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც ვანგა პირადად ნახეთ?
– სიმართლე გითხრათ, ძალიან დავითრგუნე. რომ შევედი და ეს მოხუცი ქალი დავინახე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მისგან ძალიან მისტიკური ენერგეტიკა მოდიოდა, რომელიც შიშს მგვრიდა. ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რომ უბრალო მოხუცი ქალი არ იყო.
– რა გითხრათ, პირადად თქვენ რა გიწინასწარმეტყველათ?
– დავსხედით და ვანგამ თვითონვე თქვა, რომ იცოდა, ვინ ვიყავი და რის გასაგებად მივედი იქ.  მითხრა, ის, რაც შენ გინდა, ახლა არ მოხდება, მაგრამ ოცი რიცხვი დაიმახსოვრე, საკუთარ საქმეზე უარი არ თქვა და განვითარება არ შეწყვიტოო. რიცხვ ოცს ხან რას მივუსადაგებდი და ხან რას. ვცდილობდი, გამეგო, რას ნიშნავდა ეს, მაგრამ უშედეგოდ და წლების შემდეგ, საერთოდ გადამავიწყდა. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ისევ ამომიტივტივდა თავში, რადგან მხოლოდ ახლა მივხვდი მის მნიშვნელობას. საქმე ისაა, რომ 2020 წელს კარატე ოლიმპიურ თამაშებში შევა.
– კიდევ რა გიწინასწარმეტყველათ ვანგამ?
– ჩემს პირადზე მელაპარაკა. მითხრა, როგორ უნდა მეცხოვრა. ასევე, მითხრა, რომ მე არ მექნებოდა ერთი ოჯახი კლასიკური გაგებით. თუმცა, იმ პერიოდში მყავდა საცოლე, რომელთან ხელიც კი  მოწერილი მქონდა, ფაქტობრივად, ცოლ-ქმარი ვიყავით, ამიტომ, ეს ნათქვამი არარეალური მომეჩვენა. მითხრა, რომ როგორც კი ჩემს საქმეს მოვრჩებოდი, უკრაინას დავტოვებდი. არადა, იქ ყველაფერი იმდენად კარგად მქონდა აწყობილი,  რომ უკან დაბრუნება საერთოდ არ მქონდა გეგმაში. თუმცა, ყველაფერი მართლაც მისი ნათქვამის მიხედვით მოხდა. როგორც კი იმ კონკრეტულ საქმეს მოვრჩი, მეუღლესაც დავშორდი, როგორც უკვე ვთქვი, აწყობილი ცხოვრება მივატოვე და აქ დავბრუნდი.
კიდევ  ბევრ რამეზე ისაუბრა. ისიც მითხრა, რომ შენ გაემგზავრები ორი არწივის ქვეყანაში (რუსეთი იგულისხმა). იქ იმუშავებ, მაგრამ საბოლოოდ, მაინც შენს ქვეყანაში დაბრუნდებიო. ასეც მოხდა.  მე 90-იან წლებში გავემგზავრე რუსეთში. იქ მქონდა ჩემი ბიზნესი, მყავდა ცოლი, რომელთან საერთო შვილიც მყავს და უკრაინის მსგავსად, ვერც მაშინ ვიფიქრებდი, რომ იქაურობას დავტოვებდი. მაგრამ, შემდეგ გავიცანი ზურაბ ჟვანია, რომელმაც დამარწმუნა, რომ მე საქართველოს ვჭირდებოდი. აქ უნდა დავბრუნებულიყავი და მემუშავა. ასეც მოვიქეცი, დავბრუნდი და საქართველოში განვაგრძე ჩემი საქმე.
ვანგამ მითხრა, რომ საქართველოს დიდი განსაცდელი ელოდა. ახლა ვხვდები, რომ 90-იან წლებს გულისხმობდა. მახსოვს, თქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილური ცხოვრება ოთხი მეფის (ანუ, პრეზიდენტის) წასვლის შემდეგ დაიწყებოდა.
– ზოგადად, ყველაზე მეტად გვაინტერესებს, რაიმე საფრთხე ხომ არ გვემუქრება მომავალში, მსგავსი კითხვა არ დაგისვამთ მისთვის?
– კი. ვანგამ მითხრა, რომ მივიღებდი სერიოზულ ტრავმას, მაგრამ გადავრჩებოდი და დახმარება აღმოსავლეთიდან მელოდა. მაშინ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა აღმოსავლეთში, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი გაირკვა. მართლაც მივიღე თავის ქალის ძალიან სერიოზული ტრავმა. ექიმებმა მანქანის ტარებაც კი ამიკრძალეს. სიარული შემეძლო, მაგრამ ზედმეტი ფიზიკური აქტივობა მეკრძალებოდა, ძირითადად, ვიწექი.  იმ პერიოდში, სრულიად შემთხვევით, მეგობარმა ტიბეტელი ბერი გამაცნო, რომელიც საქართველოში არატრადიციული მედიცინის სიმპოზიუმზე იყო ჩამოსული. ამ ბერმა მომცა რამდენიმე ბუნებრივი წამალი და რჩევა-დარიგება, თუ როგორ უნდა მეცხოვრა, რა ვარჯიშები ჩამეტარებინა გამოჯანმრთელებისთვის და როგორ მეკვება. ამ ყველაფერმა ერთად საოცარი ეფექტი მოახდინა და ძალიან მალე, დაახლოებით ექვს თვეში, აღმოსავლური მედიცინის წყალობით, ფეხზე დავდექი და ცხოვრების ზუსტად იგივე რიტმს დავუბრუნდი, როგორიც მანამდე მქონდა.
– ზოგადად, გჯერათ მისტიკური მოვლენების?
– მე უფრო იმის მჯერა, რომ ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. მისი წვრთნით შეგვიძლია, ყველა მიზანს მივაღწიოთ. უბრალოდ, ამაზე ძალიან ბევრი მუშაობაა საჭირო. ასევე, აუცილებელია, ჩვენი სურვილები ჩვენივე შესაძლებლობებს შეესაბამებოდეს და ყოველგვარ საზღვარს არ სცდებოდეს.
– სიზმრების თუ გჯერათ?
– სიზმრების – ნაკლებად, მაგრამ მე შემიძლია, ძილის წინ დავაპროგრამო საკუთარი თავი და გონება ისე, რომ ის დამეხმაროს ამა თუ იმ გეგმის განხორციელებაში. მაგალითისთვის, დაწოლის წინ ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას და დილით პასუხი აუცილებლად მაქვს. ამიტომაც მჯერა ფსიქოლოგიური ზემოქმედების და არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვებზეც.
– სხვა ადამიანებზეც შეგიძლიათ ფსიქოლოგიური ზეგავლენა მოახდინოთ?
– დიახ. შემიძლია, ათ დღეში ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შევცვალო. მე ვიცი, როგორ უნდა გახდეს ადამიანი ბედნიერი. ამისათვის საკმარისია, მას ჰქონდეს ჯანსაღი სხეული, ჯანსაღი გონება და სული, იყოს მატერიალურად მყარად. მთავარი ეს ოთხი ოქროს წესია და ისიც ვიცი, როგორ უნდა გამოიმუშაო თითოეული მათგანი.
– როგორ?
– ადამიანებს სწორედ ამაში ვეხმარები და ჩემი ტაქტიკა მაქვს. უპირველესად, აუცილებელია, მოვიწესრიგოთ ძილი და კვება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას და ენერგიის სწორად გადანაწილებას.
– ამ თვალსაზრისით, ვინმეს მოუმართავს თქვენთვის დახმარებისთვის?
– დიახ. უამრავ ადამიანს დავეხმარე, როგორც ფინანსური, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. თუ ძალიან დაგვიანებული არაა, ათ დღეში ნებისმიერი დაავადების მკურნალობა შემიძლია. მთავარია, ორგანიზმს სწორი მიმართულება მისცე და ის თავად დაეხმარება საკუთარ თავს მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

скачать dle 11.3