კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შესაძლებლობები აღმოაჩინა ლიკა ლაბაძემ საკუთარ თავში და რისი ეშინოდა მის მეუღლეს დაქორწინებამდე #8

ლიკა ლაბაძის მეუღლე იტალიელი ჯუზეპე მარელაა, რომელიც პროფესიით მსახიობი და მოდელია. წყვილმა ერთმანეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიცნო – ერთ კოლეჯში ეუფლებოდნენ სასურევლ პროფესიას. მათი ურთიერთობა შემოდგომაზე ქორწინებით დაგვირგვინდა. ქართულ-იტალიური ქორწილი რომში გაიმართა. ლიკა და ჯუზეპე ამჟამად პარიზში ცხოვრობენ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ სამსახიობო კარიერაში. თუ როგორია მათი თანაცხოვრება, ამ და კიდევ სხვა საინტერესო თემასთან დაკავშირებით, ჯუზეპეს დავუკავშირდით.
ჯუზეპე მარელა: ამჯერად კონცენტრირებული ვარ ჩემს მთავარ პროფესიაზე - მსახიობობაზე. ბევრი ტრენინგის გავლის შემდეგ, სხვადასხვა პროექტში აღმოვჩნდი, რომელიც მხოლოდ სამსახიობო ხელოვნებას მოიცავს. ნელ-ნელა ვტოვებ სამოდელო ბიზნესს, თუმცა სარეკლამო გადაღებებიც მაქვს. ჩემი ბოლო ფილმი  წელს გამოვიდა. პრემიერა პარიზში, შანზ-ელიზეზე, ერთ-ერთ ცნობილ კინოთეტარში შედგა. ეს ფილმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და წინ ბევრი ფესტივალი გველოდება.
– ერთხელ ინტერვიუში თქვი, რომ ჰოლივუდისკენ ისწრაფვოდი. ანუ,  მიზნისკენ მიდიხარ.
– კი, ნამდვილად ასეა, ხშირად მიწვეს ამერიკაში ყოფნაც და იქაურ პროექტებში მონაწილეობა. მართალია,  ეს არ არის დიდი პროექტები, თუმცა რაღაცის დასაწყისი ნამდვილადაა. ამერიკაში ბევრად რთულია ყველაფერი, დიდი კონკურენციაა. იქ რასაც ვაკეთებ, ამით კმაყოფილი ვარ. ეს პატარა პროექტები დამეხმარება იმაში, რომ დიდ გამოწვევას მზად შევხვდე. ჩემს ვოკალურ მონაცემებზეც ვმუშაობ. სიმღერისა და ცეკვის ტრენინგებს ინტენსიურად გავდივარ, რადგან მიუზიკლებშიც მინდა, ვცადო ბედი. აქამდე არ ვიცოდი ვოკალური მონაცემები თუ მქონდა (იცინის). ამერიკაში აღმოვაჩინე ეს ყველაფერი და მინდა, ამ მხრივ განვვითარდე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, მსგავსი ნოტების აღებას თუ შევძლებდი. თავადაც გაოცებული ვარ. ამერიკაში, როგორც უკვე ვახსენე, იმდენად დიდი კონკურენციაა,  რომ ჩახვიდე და შემთხვევით გაგიმართლოს, ასე არ ხდება. დიდი მორალური, ემოციური, ფინანსური მომზადება  სჭირდება ამ ყველაფერს. ამჟამად პარიზში ვიმყოფებით. რაც შეეხება ამ ქვეყანას, შეიძლება, შევიცვალო კარიერის მიმართულება – შემოთავაზებები მაქვს თეატრიდან.  ვფიქრობ, დავთანხმდე, თუ არა. ექვსი წელი ვიყავი თეატრში, სხვადასხვა პიესაში ვითამაშე, როგორც საფრანგეთში, ასევე იტალიაში. გამოცდილება ამ კუთხითაც მაქვს, თუმცა საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მივიღებ, არ ვიცი.
– ქორეოგრაფია ახსენე, ლიკა არ გეხმარება ამ მხრივ?
– ლიკა ჩემი პირველი მასწავლებელია (იცინის). ჩვენი ქორწილის ცეკვისთვის ძალიან ბევრი მავარჯიშა და საკმაოდ მკაცრიც  იყო. ეს დიდი დასაწყისია ჩემთვის ქორეოგრაფიაში. თავადაც დაკავებულია და იმდენი დრო არ აქვს, ბევრი მავარჯიშოს, მაგრამ, როცა შეუძლია, მეხმარება. ბევრ პატარა პროექტშია ჩართული,  თავისი შესაძლებლობების აღმოჩენებშია. ეს ადამიანი მთლიანად არტისტია. ის არ არის მხოლოდ მოცეკვავე. ბევრი ტრენინგი აქვს გავლილი სამსახიობო და სიმღერის მიმართულებით. იცოდით, რომ მღერის? მე – არა და გავოცდი, როცა მოვუსმინე.  დარწმუნებული ვარ, მალე ბევრი გაიგებს  მისი ვოკალური შესაძლებლობების შესახებ. მართლა იღბლიანი ვარ, ეს ადამიანი რომ მყავს გვერდით.
– ორივეს ერთი პროფესია რომ გაქვთ, ეს დისკომფორტს ხომ არ იწვევს თქვენს ურთიერთობაში?
– პირიქით, კარგია ერთი პროფესია რომ გვაქვს. ეს ღმერთის საჩუქარია, ერთი მიმართულებით მივდივართ ორივე. მსახიობობა ძალიან რთულია. ჩემი ცოლიც იგივე სფეროში თუ არ იქნებოდა, დარწმუნებული ვარ, ვერ გამიგებდა. ბევრს ვმოგზაურობთ პროფეიისდან გამომდინარე და ხშიარდ გვიწევს ერთად ყოფნა. სხვადასხვა პროფესიის რომ ვყოფილიყავით, ისე ვერ გავუგებდით ერთმანეთს, როგორც ახლა. ჩვენ არ გვაქვს არანაირი დისტანცია ურთიერთობაში, ყოველთვის არსებობს თემა, რომელზეც ვსაუბრობთ და განვიხილავთ. ჩემი პირველი მრჩეველია და კარგად იცის რა უნდა მირჩიოს, რა უნდა მითხრას.
– როგორია თქვენი თანაცხოვრება?
– ძალიან საინტერესო. ორივე დამოუკიდებელი ვიყავით და ახლა, ოჯახურ ცხოვრებაში, ერთმანეთზე დამოკიდებულები გავხდით. ვავსებთ და გვესმის ერთმანეთის. ზუსტად ამაზეა დაფუძნებული ჩვენი ოჯახი. ურთიერთგაგება რომ არ გვქონოდა, ალბათ, რთული იქნებოდა ჩვენნაირი ადამიანების თანაცხოვრება. რაც მთავარია, ძალიან დიდი სიყვარულია ჩვენს ოჯახში. ეს გვეხმარება, რომ გავიზარდოთ. ყოველი დღე ბედნიერია ჩვენთვის, რადგან ერთმანეთი გვყავს.
– გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეთ. თქვენ დაგეგმეთ ყველაფერი?
– ერთად გავაკეთეთ ყველაფერი. ჩვენი ოცნება იყო, ასეთი ქორწილი გვქონოდა. ერთად შევქმენით ეს დღე.  საორგანიზაციო რაღაცეებში გვეხმარებოდნენ, მაგრამ ძირითადი მონახაზი, პროგრამა, ჩვენი იყო. თავიდან ძალიან მეშინოდა, რადგან ყველა ამბობს, რომ ქორწილის დაგეგმვის პროცესში ბევრ წყვილს კამათი მოსდის. ჩვენ არ გვქონია არანაირი დაძაბული ურთიერთობა.
– ქართველი ქალები კარგი კულინარები არიან. გიყვარს ქართული სამზარეულო?
– ლიკა შესანიშნავი კულინარია. არაფერს ვაკეთებ სახლში, რადგან ყველაფერს ის აკეთებს (იცინის). იტალიელი ვარ და გავიზარდე საფრანგეთში. ორივე ქვეყანაში მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოა. წარმოიდგინეთ, როგორი მნიშვენელოვანია ჩემთვის საჭმელი (იცინის). ჩემმა ცოლმა ყოველგვარ მოლიდინს გადააჭარბა. ქართული კერძებიდან ყველაზე მეტად მიყვარს ყველი და მჭადი. ახალ წელს ჩემს მშობლებს მოუმზადა ღომი და ძალიან მოეწონა ყველას. სხვათა შორის, საქართველოსთან დაკავშირებით ჩანაფიქრი გვაქვს, შეიძლება, რაღაც პროექტში გვნახოთ.  ჯერ ვერ ვიტყვით, რადგან დამუშავებისა და ჩამოყალიბების პროცესშია. თუმცა, იმედია, ძალიან მალე განვახორციელებთ ამ ჩანაფიქრს.
– კამათობთ ხოლმე?
– რა თქმა უნდა, ყველა წყვილს აქვს თავისი პატარა-პატარა კამათი რაღაც თემებზე, მაგრამ ეს სასაცილოა. წაკამათება ეხმარება კიდეც ურთიერთობას,   შეინარჩუნოს ის ხიბლი და ვნება. ძალიან სასაცილოები ვართ (იცინის). საოჯახო თემებზე არასდროს ვკამათობთ. ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ლიკას რომ დავუკავშირე ცხოვრება. ადრე რომ გეკითხათ ოჯახზე, გეტყოდით, რომ ძალიან მეშინოდა. ოჯახის შექმნა ნიშნავს, იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც აირჩევ, შეხვდები სიბერეს. დღეს გეტყვით, რომ საუკეთესო რამაა ცხოვრებაში, რაც კი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, მაგრამ გრძნობს, რომ უყვარს, აუცილებლად დაუკავშიროს მას ბედი. მეც მეშინოდა, მაგრამ ყველაზე კარგი გადაწყვეტილება მივიღე.
– ბავშვის საკითხი ხომ არ განიხილება უკვე?
– ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია ბავშვები, ოჯახი რომ უფრო შეიკრას. ამ ეტაპზე იმდენად დაკავებულები ვართ, რომ ბავშვს ჯერ დროს ისე ვერ დავუთმობთ, როგორც საჭიროა. თუმცა, თუ ღმერთი ინებებს, უბედნიერესები ვიქნებით.

скачать dle 11.3