კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეშმაკის ბილიკი #8

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹7(842)

 – რა ხდება, ჟენია, თვითმფრინავს რა დაემართა, ასე ადრე რატომ აფეთქდა?
მოროზოვს გაეცინა და მითხრა:
– იმიტომ, მიშა, რომ ასე იყო საჭირო.
მე უცებ ვერ მივხვდი ჟენიას სიტყვების აზრს და ვკითხე:
– რას ნიშნავს, – ასე იყო საჭიროო?
– რას, მიშა და იმას, რომ განძი ორზე უფრო კარგად იყოფა, ვიდრე სამზე. ეს – ერთი. მთავარი კი ისაა, რომ სუფთად ვიმუშავე და ამ საქმის მომავალ გამომძიებლებს არანაირი ეჭვი არ დავუტოვე, რომ განძი გადარჩა, – ცინიკური ღიმილით მიპასუხა მოროზოვმა, – ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, დანარჩენი რვა მოწმეც გავანადგუროთ. შემდეგ ხელსაყრელ მომენტს დაველოდოთ და განძიანად მოვტყდეთ. გასაგებია?
– გასაგებია, – მივუგე მოროზოვს. თუმცა, იქვე გამოვუტანე მას სასიკვდილო განაჩენი, რადგან დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა იმას, რომ ვერაგი ჟენია მოროზოვი დანარჩენ რვა მოწმესთან ერთად, მეც მიმახურდავებდა, რომ განძს მარტო დაპატრონებოდა.
კაპლერმა პაუზა გააკეთა და სული მოითქვა. შემდეგ ამოიხვნეშა და განაგრძო:
– აი, პროფესორო, რატომ ჩავიდინე ის, რაც ჩავიდინე. განძის ადგილსამყოფელი მხოლოდ მე ვიცი და ჟენია მოროზოვმაც, თუ, რა თქმა უნდა, ის ცოცხალი გადარჩა. გამიყვანეთ აქედან და გპირდებით, იმ აურაცხელი სიმდიდრის ნახევარს შუაზე გაგიყოფთ.
 პროფესორ შირვინდტს ჩაეცინა და კაპლერს უთხრა:
– განძი გერმანიაში, ბავარიაშია, ხომ?
– დიახ, – მიუგო კაპლერმა, – თუ, რა თქმა უნდა, მოროზოვი ცოცხალი არ გადარჩა და განძი სხვაგან არ წაიღო.
– ყველაფერია შესაძლებელი, მაგრამ არ მგონია, მასე მომხდარიყო. თუ მოროზოვი ავტომატით დაცხრილეთ და ის ადიდებულ მდინარეში ჩავარდა, რა გადაარჩენდა. როგორც ეტყობა, მდინარემ სწრაფად და შორს წაიღო ცხედარი და მას ამიტომ ვერ მიაგნეს, – თქვა პროფესორმა.
– მეც ამის იმედი მაქვს, პროფესორო. პირველად მოროზოვს დავუშვი და შემდეგ მივაყოლე სხვები, – დაადასტურა კაპლერმა.
– კარგი. შევთანხმდით. პირობას გაძლევთ, რომ აქედან გაგიყვანთ. გაქცევას მოგიწყობთ და მე შეგიფარებთ. დანარჩენი კი მერე გადავწყვიტოთ. დღეს პარასკევია. ორშაბათს რომ მოვალ, გაქცევის დეტალურ გეგმას მოგიტანთ და გაგაცნობთ, – უთხრა პროფესორმა კაპლერს. შემდეგ გამოემშვიდობა და წავიდა.
 ორშაბათი დილა რომ გათენდა, მიხეილ კაპლერმა მშვენიერ ხასიათზე გაიღვიძა. დილიდან ის პროფესორს ელოდა, რომელსაც გაქცევის გეგმა უნდა მიეტანა და ხუთწლიანი ჯოჯოხეთიდან თავი დაეღწია. კაპლერი მართლაც აპირებდა შირვინდტისთვის განძის გაყოფას და მომავალი, მდიდრული და უზრუნველყოფილი ცხოვრების დეტალებით ტკბებოდა. ამ ფიქრებში იყო ყოფილი მაიორი, უცნობი ნაბიჯების ხმა რომ შემოესმა. ამ დროს, ჩვეულებისამებრ, შირვინდტი მოდიოდა ხოლმე მასთან. „ალბათ, სხვასთან არიან“, – გაიფიქრა კაპლერმა. თუმცა, უცხო ნაბიჯების ხმა მის საკანთან შეწყდა. „კარმუშკა“ გაიღო და სრულიად ახალგაზრდა, 20 წლის ზედამხედველ-სანიტარმა, სევა დურმანოვმა შეიხედა და კაპლერს ჰკითხა:
– „გენერალი“ შენ ხარ?
– მე ვარ, – მიუგო კაპლერმა.
– მე სევა დურმანოვი ვარ, ახალი თანამშრომელი და დღეიდან თქვენს კორპუსში ვიმუშავებ. თუ ჭკვიანად მოიქცევი და პრობლემებს არ შემიქმნი, მეც წესიერად მოგექცევი. ხოლო, თუ იბუინებ, იცოდე, სულს ტრაკიდან ამოგაცლი, – დაემუქრა ახალი თანამშრომელი კაპლერს.
– ვერ ამომაცლი. დააგვიანე. სანამ აქ მომიყვანდნენ, სული მანამდე ამომივიდა, – მხიარულად მიუგო დურმანოვს კაპლერმა, რადგან ფიქრობდა, რომ სულ მალე აქაურობას დატოვებდა და გაილაღებდა.
– ხმა, კრინტი. ზედმეტი ლაპარაკი არ გამაგონო, – შეუღრინა ახალმა სანიტარმა კაპლერს, – ახლა პროფესორი იური ლოსევი მოვა შენთან და არ იბუინო. იცოდე, აქვე ვიქნები და თუ წესრიგს დაარღვევ, დაგამუშავებ.
– რატომ, ლოსევი, შირვინდტი სადაა? – აღელდა კაპლერი.
– არ ვიცი, ხმა გაკმინდე და წესიერად მოიქეცი. აი, ლოსევიც მოდის, – მიუგო კაპლერს ახალმა ზედამხედველ-სანიტარმა და ლოსევს ¹13 საკანი გაუღო.
კაპლერი ძლივს იკავებდა თავს მღელვარებისგან და ცდილობდა, საკუთარი გრძნობა არ გაემჟღავნებინა. როდესაც ლოსევმა აუწყა, რომ პროფესორი მოისეი შირვინდტი ორი დღის წინ ინსულტით გარდაიცვალაო, კაპლერზე ამან ძალიან იმოქმედა. გაფითრდა, ოფლმა დაასხა და აკანკალდა. შემდეგ ისტერიული ხარხარი აუტყდა. ბოლოს პირქუში სახე მიიღო. ლოსევს ყელში სწვდა, ძირს დააგდო, დახრჩობა დაუწყო, თან ისტერიულად ღრიალებდა: შენ, შენ მოკალი შირვინდტი, რომ მისი ადგილი დაგეკავებინაო...
სევა დურმანოვს რომ არ მოესწრო, კაპლერი პროფესორ ლოსევს სულს გააფრთხობინებდა. ახალმა ზედამხედველ-სანიტარმა კი „გენერალს“ ჯერ ებონიტის კომბალი ჩასცხო კეფაში და ძირს დასცა, შემდეგ კი, იმავე კომბლით სასტიკად მანამდე სცემა, სანამ გონება არ დააკარგვინა. გონზე მოსული კაპლერი კი, საწამებელ ოთახში გაათრია ექვსმა სანიტარმა. ის ჯერ გააშიშვლეს, შემდეგ სველი, იალქნის ნაჭრისგან დამზადებული ტილო შემოახვიეს სხეულზე და ძირს დააგდეს. სულ მალე სპეციალურმა ნაჭერმა გაშრობა დაიწყო და რაც უფრო მეტად შრებოდა ტილო, მით მეტად უჭერდა  სხეულზე კაპლერს, რაც აუტანელ ტკივილს იწვევდა.
მთელ ამ წამების პროცედურას ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ახალბედა სევა დურმანოვი და როცა „გენერალი“ საშინელი ტკივილებისგან იკლაკნებოდა და ისტერიულად ყვიროდა, ერთ-ერთმა თავგასიებულმა სანიტარმა 20 წლის კოლეგას უთხრა:
– აი, ისწავლე გიჟების დამშვიდების ხერხები. ახლა ეს „პარუსინა“ (იალქნის ნაჭერი) სრულად გაშრება და ისე მაგრად მოუჭერს ამ შეშლილს, რომ ტკივილისგან გონებას დაკარგავს. როცა გაითიშება, ერთი წუთის განმავლობაში უნდა მოხსნა ტილო, თორემ შეიძლება, სულიც გააფრთხოს. გასაგებია, „სალაგა“? – კი. გასაგებია, – მიუგო გამოცდილ კოლეგას დურმანოვმა, პათოლოგიური ღიმილით დაეფარა სახე და დაკვირვება განაგრძო.
მას შემდეგ სევა დურმანოვი და მიხეილ კაპლერი თითქმის ყოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ თოთხმეტწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სანიტარ-ზედამხედველმა გიჟებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება მიიღო. ბრიყვი და გონებაშეზღუდული სევა მარჯვედ ხმარობდა ებონიტის კომბალს და დიდ სიამოვნებას ანიჭებდა „აბუინებული“ პატიმარ-პაციენტის დამშვიდების პროცესი, რომლის დროსაც სხვადასხვა, მრავალფეროვან საშუალებას იყენებდნენ. დურმანოვის უსაყვარლესი მეთოდი  იყო „პარუსინა“, ანუ სველი საიალქნე ნაჭრის შიშველი პაციენტისთვის შემოხვევა. სევას, შრობის პროცესის დროს გაწამებული პაციენტის ძვლების ტკაცუნის ხმა განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებდა და „გენერლის“ დამშვიდებისას, ყოველთვის ამ მეთოდს იყენებდა.
იმ თოთხმეტი წლის განმავლობაში, რაც მიხეილ კაპლერმა პროფესორ მოისეი შირვინდტის გარდაცვალების შემდეგ „ფსიხუშკაში“ გაატარა, „გენერალი“ სულ გაქცევასა და განძის დაუფლებაზე ფიქრობდა. ამისთვის სხვადასხვა გზას ეძებდა, მაგრამ ოცნებაში დალია სული. ყოფილი მაიორის ერთადერთი ინტელექტუალური საქმიანობა კი, დღიურების წერა იყო. ამას ფარულად აკეთებდა და საამისოდ შირვინდტის მიერ მიცემულ სქელ ბლოკნოტსა და ორ ცალ ფანქარს იყენებდა. ბლოკნოტსა და ფანქრებს „გენერალი“ რკინის ნარის ზურში მალავდა და პერიოდული, მსუბუქი ჩხრეკის მიუხედავად, მას ვერავინ პოულობდა. თავის დღიურებში მიხეილ კაპლერი, ძირითადად, ოცნებებს აღწერდა. ანუ, იმას, თუ სად და როგორ იცხოვრებდა ციხე-კლინიკიდან გაქცევისა და განძის დაუფლების შემდეგ.  დღიურებში მას დეტალურად ჰქონდა აღწერილი თავისი დანაშაულის მოტივი და რაც მთავარია, გადამალული განძის ზუსტი ადგილმდებარეობა. გარდაცვალების წინა ღამეს მიხეილ კაპლერს ბლოკნოტი სამალავიდან ამოღებული ჰქონდა, რომ ახალი ჩანაწერები გაეკეთებინა და ისე დალია სული, დღიურის სამალავში დაბრუნება ვერ მოასწრო. სწორედ ამ ბლოკნოტით ხელში მიაბიჯებდა 34 წლის სანიტარი სევა დურმანოვი ქალაქ ყაზანის „ფსიხუშკის“ დირექტორის კაბინეტისკენ, რომ თავისი უფროსისთვის პაციენტ „გენერლის“ გარდაცვალების ამბავი ეუწყებინა და მის საკანში აღმოჩენილი, აკრძალული ნივთი წარმოედგინა.
***
მას მერე, რაც „გენერლის“ დღიურები „ფსიხუშკის“ დირექტორს მისცა სევა დურმანოვმა, საგიჟეთის მმართველმა ის „კაგებეს“ წარმომადგენელს მიუტანა. იქიდან კი, ბლოკნოტი ჯერ ქალაქ ყაზანის „კაგებეს“ უფროსთან, ბოლოს კი მოსკოვში, ძერჟინსკის მოედანზე მდებარე „კაგებეს“ ცენტრალურ შენობაში მიიტანეს და პირველი სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იური კოტელოვს ჩააბარეს. გამოცდილი გენერალი ჯერ მოხსენებით ბარათს გაეცნო, სადაც დაწვრილებით იყო მოთხრობილი დღიურებისა და მისი ავტორის ისტორია. შემდეგ თავად დღიურებიც შეისწავლა და როცა გაიაზრა, რაშიც იყო საქმე, თავის ქვემდებარე  „სამმართველო K-ს“ (კონტრდაზვერვა) უფროსს, გენერალ-მაიორ პავლოვს უხმო და უთხრა:
– შენთან რაღაც შეკითხვა მაქვს და გონების დაძაბვა მოგიწევს.
– გისმენ, – მიუგო პავლოვმა კოტელოვს, ვისთანაც თითქმის ოცდაათწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდა.
– ორმოცდახუთი წლის ივნისში რომ მეორე, უკრაინული ფრონტის დაზვერვაში „ჩეპე“ მოხდა, გახსოვს?
– მაიორ კაპლერის ამბავს გულისხმობ, ცხრა ადამიანი რომ მოკლა? – თქვა პავლოვმა.
– სწორედ მაგას. მე მაშინ მოსკოვში ვიყავი, რომ დავბრუნდი და სწორედ შენგან შევიტყვე ეს ამბავი.
– მახსოვს, მერე?
– აბა, რა გახსოვს? – გამომცდელად ჰკითხა კოტელოვმა პავლოვს. მას კი ჩაეცინა და თავის უფროსსა და მეგობარს უთხრა:
– ყველაფერი. ყველაფერი მახსოვს, იურა. სანამ შენ მოსკოვში იყავი, ჩვენმა ქვედანაყოფმა მიუნხენში, ფაშისტი გენერალი ავიყვანეთ, რომელსაც „ესესის“ გადამალული განძი უნდა გაეტანა იქიდან. შემდეგ ის განძი ჩვენ ვიპოვეთ. შტაბში მივიტანეთ და მოსკოვში, თვითმფრინავით გაგზავნეს. თუმცა, თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა. ბალტიის ზღვაში ჩავარდა განძიანად და სამუდამოდ დაიკარგა. ამის მერე მიშა კაპლერი შეიშალა და ცხრა ადამიანი ავტომატით ჩაცხრილა, მათ შორის, პოდპოლკოვნიკი ჟენია მოროზოვიც, რომელიც, სხვათა შორის, შენ ვერ გიტანდა. ამის მერე კაპლერმა გაქცევა სცადა, მაგრამ შეიპყრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს, – პავლოვმა თხრობა დაასრულა. უკითხავად გააბოლა სიგარეტი და მოღიმარ კოტელოვს მიუბრუნდა: – რას იტყვი, კარგი მახსოვრობა მაქვს?
კოტელოვმაც გააბოლა და პავლოვს უთხრა:
– მოკლედ ასე, გენა. მახსოვრობა კი კარგი გაქვს, მაგრამ ჩვენ ორივე ამ საქმეში სწორ ინფორმაციას მოკლებულები ვართ. უფრო სწორად, შენ ხარ მოკლებული, თორემ მე ეს ხარვეზი გამოვასწორე.
– რა ქარაგმებით მელაპარაკები, არ მეტყვი, რა ხდება?
კოტელოვმა პავლოვს ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ბოლოს „გენერლის“ დღიურები დაუდო წინ და უთხრა:
– აი, მიშა კაპლერის დღიურებია, რომელსაც ის ყაზანის ფსიხუშკაში წერდა. იქ ის ცხრამეტი წელი იწვა და სამი დღის წინ გარდაიცვალა.
მრავლისმნახველი გენერალი – გენადი პავლოვი გულწრფელად გაოცებული იყო და კოტელოვს უთხრა:
– უყურე შენ, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული. რა ვერაგობა ჩაუდენიათ ამ უნამუსო მოღალატეებს, – პავლოვმა თავი გააქნია, – არც ის ვიცოდი, რომ ჩვენთან სიკვდილმისჯილებს ექსპერიმენტებისთვის იყენებდნენ საგიჟეთში.
– ახლა ხომ იცი. თუმცა, ეს არაა მთავარი. ჩვენი ამოცანაა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამალული განძი მოსკოვში ჩამოვიტანოთ და ეს ოპერაცია სწრაფად, უხმაუროდ და ხარისხიანად ჩავატაროთ. შენ ამ დღიურებს გაეცანი და მოხსენებითი ბარათი მომიტანე თავმჯდომარესთან წარსადგენად, რომ მან ოპერაციის ჩატარების ნება მომცეს. დღის ბოლომდე უნდა მოასწრო. მიდი, გაინძერი. დრო არ ითმენს.
გენადი პავლოვის შემდეგ კოტელოვმა თავისი მეორე ხელქვეითი, პოლკოვნიკი პეტრე დიომინი გამოიძახა, რომელიც „სამსახურ A-ს“ მეთაურობდა. ამ სამსახურის ერთ-ერთი დანიშნულება საიდუმლო ოპერაციების ჩატარება იყო, რაც დიომინსა და მის ჯგუფს ბრწყინვალედ  გამოსდიოდათ. პირველი სამმართველოს უფროსი, გენერალი იური კოტელოვი დარწმუნებული იყო, რომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მას ოპერაციის ჩატარებაზე დათანხმდებოდა და დრო რომ არ დაეკარგა, სწორედ ამიტომ გამოიძახა დიომინი და მას უთხრა:
– სამი დღის შემდეგ ფედერაციულ გერმანიაში უნდა გაემგზავრო და შენი ბიჭები გაამზადე. ბავარიიდან, ოთხი სავსე ყუთი საგანძური უნდა ჩამოიტანოთ. ის ჯერ კიდევ ცხრამეტი წლის წინ გადამალეს იქ და სავარაუდოდ, ისევ ადგილზეა, – კოტელოვმა „სამსახურ A-ს“ უფროსს განძის ადგილმდებარეობის ზუსტი კოორდინატები უკარნახა, რომელიც კაპლერის დღიურებიდან ამოიწერა და ბოლოს დააყოლა, – შენს განყოფილებაში დაბრუნდი და დეტალური გეგმა შეიმუშავე. დღის ბოლოს ველოდები გამზადებულ გეგმას. აბა, შენ იცი. მიდი, გაინძერი.
დღის ბოლოს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ იური კოტელოვს ბავარიიდან განძის ჩამოტანის ოპერაციის დეტალური გეგმაც ჰქონდა, კომიტეტის თავმჯდომარის ნებართვაც და თავადაც საუცხოო ხასიათზე იყო. თუმცა, ერთი კვირის შემდეგ, როცა გერმანიიდან პეტრე დიომინი და მისი ბიჭები დაბრუნდნენ, კოტელოვს ხასიათი გაუფუჭდა და საგონებელში ჩავარდა. საქმე  ის გახლდათ, რომ განძი სამალავში არ აღმოჩნდა. პოლკოვნიკმა დიომინმა კოტელოვს მოხსენებითი ბარათი დაუწერა, რომელშიც ყველაფერი დაწვრილებით აღწერა. პირად საუბარში კი უთხრა:
– დღიურებში აღწერილ სამალავს მდინარე იზარის ხეობაში ნამდვილად მივაგენით, რომელიც საუცხოოდ იყო შენიღბული და ეტყობოდა, რომ წლების განმავლობაში აქ არავინ შესულა. ან, იქ არასდროს ყოფილა საგანძური, ან ეს საგანძური იქიდან მალევე გაიტანეს, სამალავი კი კვლავ შენიღბეს.
– სხვა, რაიმე კვალი იქ არ აღმოგიჩენიათ? – ჰკითხა კოტელოვმა დიომინს.
– არა, ამხანაგო გენერალო. ეს ჩვენ მიერ გადაღებულ სურათებშიც კარგად ჩანს, – მიუგო კოტელოვს დიომინმა.
დიომინთან საუბრის შემდეგ, საგონებელში ჩავარდნილმა კოტელოვმა პავლოვი იხმო და უთხრა:
– რას იტყვი, როგორ მივუდგეთ ამ საქმეს. შენი აზრი მაინტერესებს.
– განძი რომ ნამდვილად არსებობდა, ფაქტია. ბოლო-ბოლო, საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. არც იმაში მეპარება ეჭვი, რაც კაპლერის დღიურებში წერია და დიდი ალბათობით, ეს განძი მართლაც იყო გადამალული მდინარე იზარის ხეობაში, საიდუმლო სამალავში. ვფიქრობ, ეს განძი მაშინვე თუ არა, ერთი წლის შემდეგ მაინც, სადღაც თვრამეტი წლის წინ, გამოიტანეს სამალავიდან და გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. განძი კი, ან თავად ევგენი მოროზოვმა წამოიღო იქიდან, რომელიც ცოცხალი გადარჩა, ან მისი ნდობით აღჭურვილმა პირმა. აი, ასეთია ჩემი აზრი ამ საქმეზე, – უთხრა პავლოვმა კოტელოვს და კვლავ უკითხავად გააბოლა.
– მეც სწორედ ასე ვფიქრობ და მგონია, მოროზოვი ცოცხალი გადარჩა, – თქვა კოტელოვმა და თავადაც გააბოლა, – ამიტომ, ოპერაცია გრძელდება. განძი უნდა მოვძებნოთ და ჯერ მოროზოვი უნდა ვიპოვოთ.
– ნემსი თივის ზვინში, –  თავი გააქნია პავლოვმა. კოტელოვმა კი დააყოლა:
– სწორედაც რომ, ნემსი თივის ზვინში და ამისი სპეციალისტი შენ ხარ. ასე რომ, შეუდექი საქმეს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3