კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გავაძლიეროთ ჩვენი ნებისყოფა #8


როგორ გამოვიმუშაოთ მტკიცე ნებისყოფა? – ეს ის შეკითხვაა, რომელიც ძალიან ბევრს აინტერესებს. რადგან სწორედ ეს თვისება გვეხმარება, ვიყოთ უფრო პროდუქტიულები ნებისმიერ საკითხში – ეს იქნება სამსახური, პირადი ცხოვრება თუ უბრალოდ, დიეტის დაცვა.
ნებისყოფა – ეს არის ადამიანის შესაძლებლობა, წინააღმდეგობა გაუწიოს საკუთარ სურვილებსა და ინსტინქტებს დროის კონკრეტულ მონაკვეთში. მას აქვს დროებითი ხასიათი და მოითხოვს ემოციური ძალისხმევის დიდ დანახარჯს.
არსებობს მოსაზრებაც, რომ ზოგი ძლიერი ნებისყოფით იბადება, ზოგი კი დაბადებიდანვე სუსტია და არ შეუძლია, იყოს ძლიერი.
თუ ძლიერი ნებისყოფა არ არის გენეტიკურად თანდაყოლილი უნარი და ამის გამომუშავება თავად შეგვიძლია, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის?
* გაუკეთეთ ფორმულირება თქვენი ცხოვრების მთავარ მიზეზს, რის გამოც არ გყოფნით ნებისყოფა და მონდომება – ისწავლეთ სირთულეებთან ბრძოლა და ეცადეთ, განივითაროთ მებრძოლი ხასიათი. ყველა სერიოზულ მიზანს ერთგვარი დაბრკოლება ახლავს. აუცილებელია, წინასწარ ამ დაბრკოლებების გაანალიზება. ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული იყავით, რომ სასურველი თვისებების გამომუშავებას ყოველთვის შეძლებთ, თუ ამას გულწრფელად და მთელი ძალისხმევით მოინდომებთ.
* იყავით თავდაჯერებული და ძლიერი, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ! – არასოდეს უთხრათ საკუთარ თავს, რომ სუსტი ხართ. ამით ძალიან ამძიმებთ ვითარებას. თავდაჯერებული რომ გახდეთ, გამოიმუშაოთ ნებისყოფა და იყოთ ძლიერი, აუცილებელია, გქონდეთ მოტივაცია – რატომ გსურთ აღნიშნული მიზნის მიღწევა, რას მიიღებთ ყველაფერ ამისაგან. მოიფიქრეთ წახალისების სისტემა. ანუ,   მოიფიქრეთ ისეთი რამ, რითაც დააჯილდოებთ საკუთარ თავს თითოეული გამარჯვების აღსანიშნავად. ეს მიზნები ხომ თქვენია. თქვენ ხართ დაინტერესებული მათ რეალიზებაში. სწორედ ამიტომ იყავით აქტიური, დრო არ  დაგელოდებათ!
* ჩაიწერეთ დღის განრიგი, განსაკუთრებით იმ საქმეების სია, ძალიან რომ გეზარებათ. გაწერილი დღის განრიგი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ ვალდებული ხართ, შეასრულოთ თითოეული დაკისრებული მოვალეობა. გამუდმებით მუშაობა კიდევ უფრო მეტად გამოგიმუშავებთ ნებისყოფის უნარს. დაიმახსოვრეთ, სიზარმაცით არაფერი გამოგივათ!
* თავდაპირველად, სირთულეები შეიძლება, გადაულახავადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეცადეთ, აკონტროლოთ და არ დაუჯეროთ ამ შეგრძნებას. ის მალე გაივლის, მთავარია, ძალისხმევა და მოტივაცია.
და ყველაზე მთავარი – იყავით აქტიური, დაიმახსოვრეთ: დრო თქვენს სასარგებლოდ არ მუშაობს!

გადადებული
 ცხოვრების
 სინდრომი

გადის წლები... დღეები გაელვებასავითაა, თვეები მიფრინავენ, დგება მომენტი, როცა ისმის შეკითხვა – რა არის ჩემი ცხოვრება? როგორ ვცხოვრობ, რატომ ვცხოვრობ, რას მივაღწიე? ზოგჯერ სათქმელიც არაფერია. ყველაზე მნიშვნელოვან და აუცილებელ საქმეებს, განუსაზღვრელი დროით გადავდებთ ხოლმე, რაც გადადის პათოლოგიაში.  ნელ-ნელა ძალიან ძნელი ხდება, განეწყო და დაიწყო რაღაცის კეთება.
არიან საქმის პროფესიონალები, პასუხისმგებელი პიროვნებები, რომლებსაც დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავთ და იმის უნარიც აქვთ, მოიძიონ უზუსტობა და გამოასწორონ. თუმცა, ისეთებიც არიან, საკუთარ ძალებში რომ ვერ რწმუნდებიან.
სურვილების ნაკრები დაბადებიდანვეა თანდაყოლილი. ისევე, როგორც ის თვისებები, რაც ამ სურვილების რეალიზაციისთვისაა მოცემული. ეს განსაზღვრავს ჩვენი აზროვნების ტიპს, ჩვენს ფასეულობებს და მოძრაობის წესს ცხოვრებაში.
ადამიანს არ შეუძლია თავი აიძულოს, რომ იმოქმედოს – არ შეუძლია ადგილიდან დაძვრა, არ შეუძლია გაჩერება. უსასრულოდ ხვეწს, დაეძებს უზუსტობებს თავის შრომის შედეგებში.
საიმედო ქმრები, ერთგული მეგობრები, ყველაზე საუკეთესო მამები მსოფლიოში, რჩებიან გარიყულნი. მათი ცხოვრება როგორღაც ჩერდება, გადაიდო ხვალისთვის, ზეგისთვის, სამუდამოდ…
მაგრამ...
ცხოვრება შეუძლებელია, გადაიდოს. ის ხდება დღეს, ახლა, ამ გაელვებაზე, იმისგან დამოუკიდებლად, ვართ თუ არა მზად ჩვენ!
დღეს შეგვიძლია, შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთობისკენ, ჩვენი ბუნების, ჩვენი ჭეშმარიტი სურვილების გაცნობიერებით. ჩვენს არჩევანს ჩვენვე ვაკეთებთ.

როგორ მოვეწონოთ
 სასურველ მამაკაცს

თუ ჩვენი სურვილი და მონდომება იქნება, აუცილებლად მოვაწონებთ თავს სასურველ მამაკაცს, თუკი ის სერიოზულად არ არის გატაცებული სხვა ქალით.
მამაკაცთან საუბრისას, დააკვრდით მის ფეხსაცმელს. თუკი ფეხსაცმლის „ცხვირი“ მომართულია თქვენკენ და ფეხს ოდნავ აქანებს კიდეც, ეს ნიშნავს, რომ თავს კომფორტულად გრძნობს.
პირველი პაემანი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელია. ამიტომ, სწორედ ამ დღეს უნდა იყოთ საინტერესო. სხვათა შორის, პაემნის ადგილიც ისე უნდა შეირჩეს, რომ  შემდგომში მისმა გახსენებამ სიხარული მოგგვაროთ.
მოგწონთ მამაკაცი? მაშინ, უყურეთ მას თვალებში. თვალებით კონტაქტი ადამიანებს აახლოებს. დადებითად განაწყობს.  
თუ გინდათ, ადამიანს თავი მოაწონოთ, შეხვედრას მიაქციეთ ყურადღება. ანუ, თავიდანვე უნდა მიხვდეს, რომ მის მიმართ კეთილგანწყობილი ხართ. იყავით მხიარული.
როცა მამაკაცს პირველად ხვდებით,  შეეცადეთ, მასზე სუსტი ადამიანის შთაბეჭდილება არ დატოვოთ. არ იწუწუნოთ, არ ილაპარაკოთ ენის მოჩლექით, ოხვრა-კრუსუნით.
მამაკაცები განსხვავებული, ზოგჯერ ძალიან უცნაური არსებები არიან. მათ შეიძლება, ისეთი რამ მოეწონოთ, რაზეც ქალს მხოლოდ გაეცინება.
მაგალითად, ზოგიერთ მამაკაცს მოსწონს აყვირებული ქალი და აღაგზნებს კიდეც. ფიქრობს, რომ ამაში არის რაღაც პირველყოფილური.
კიდევ ერთი უცნაურობა – ქალს შეუძლია, დახარჯოს უამრავი დრო და ფული განსაკუთრებული ვარცხნილობისთვის, მაგრამ მამაკაცს  ის უფრო გაწეწილი, მხრებზე ჩამოშლილი თმით მოეწონოს.
მამაკაცი ფიქრობს – ჩემი მაისური შესანიშნავად გამოიყურება ქალის სხეულზე, მაგრამ მხოლოდ შიშველ სხეულზე.
ან კიდევ, როცა ქალი ჩემი თანდასწრებით  ჭამს  ბანანს, ეს ძალიან სექსუალურია.

скачать dle 11.3