კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

გამოდის თუ არა მსხვერპლის როლში ცოლი, რომელიც ქმარს ღალატს აპატიებს #8

ხშირად გაიგონებთ მოსაზრებას – კაცები ღალატობენ იმიტომ, რომ იციან, მათ ეს ღალატი შერჩებათ. ცოლი მაინც აპატიებს. დიახ, სწორედ დაუსჯელობის სინდრომია მიზეზი იმისა, რომ კაცები ღალატს სერიოზულად არ აღიქვამენ. ფიქრობენ, რომ ეს მათთვის ნორმალურია და საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. იქნებ მეტი პასუხისმგებლობა გამოეჩინათ, ღალატისთვის ქუჩაში რომ აგდებდნენ. მაგრამ ხშირად, ისინი ამ საფრთხის წინაშე არც კი აღმოჩნდებიან ხოლმე. რა მოტივაცია აქვთ ქალებს, რომლებიც ქმარს ღალატს პატიობენ?

 ანი (36 წლის): ცუდ მდგომარეობაში ვარ. ჩემი ოჯახი დანგრევის პირასაა. არჩევნის წინაშე ვდგავარ და ეს არჩევანი საკმაოდ მძიმეა – ან ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვა და მარტო დავრჩე, ან ჩემს თავმოყვარეობას გადავაბიჯო.
– საქმე ღალატს ეხება?
– დიახ, ასეა. შვიდი წელია, გათხოვილი ვარ. ჩემმა ქმარმა ჯერ კიდევ მაშინ მიღალატა, როცა შეყვარებულები ვიყავით. ძალიან მიყვარდა და ბევრიც ვინერვიულე. ფაქტობრივად, თავზე დავადექი, როცა ვიღაც „ნაშასთან“ ჭკუაზე არ იყო. ჩემი დანაშაული ისაა, რომ მიუხედავად გულის ტკენისა, ეს ამბავი დიდ ტრაგედიად არ აღვიქვი. ჯერ ხომ ცოლი არ ვარ, ამდენ პასუხისმგებლობას ვერ დავაკისრებ-მეთქი. ერთი სიტყვით, გამართლებას ვუძებნიდი და თვალს ისეთ რამეზე ვხუჭავდი, რაც მერე სანანებელი გამიხდა. ახლა კი ვხვდები – ღალატი ღალატია და პასუხისმგებლობა საყვარელი ადამიანის წინაშე ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა აიღო. სამწუხაროდ, თავად ვართ დამნაშავენი, კაცები რომ გვღალატობენ. მათ ზუსტად იციან, რომ ამისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ.
– დაუსჯელობის სინდრომია ამის მიზეზი?
– რა თქმა უნდა. მოღალატე კაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ეს „სიამოვნება“ შერჩება. ცოლი ვერ გაიგებს, ან გაიგებს და აპატიებს. გადახედეთ ჩვენს რეალობას – ბევრი ქალი იცით ისეთი, ვინც ქმარს ღალატში გამოიჭერს და სახლიდან გააგდებს?
– ჯერ ცოლი არ ვიყავი და ჩემ მიმართ პასუხისმგებლობა არ  ჰქონდაო, – ეს მართებულად მიგაჩნიათ?
– არა, რა თქმა უნდა და სწორედ ამ ჩემს შეცდომას მივიჩნევ მიზეზად, რამაც ჩემს ქმარს აფიქრებინა, რომ ღალატი „მოსულა“. არცერთ ეტაპზე არ „მოსულა“. გაქვს ურთიერთობა ადამიანთან? კეთილი ინებე და პირნათელი, ერთგული იყავი მის წინაშე. აი, რა უნდა მომეთხოვა მისთვის. იქნებ, მეორედ უფრო მაგრად არ გავემწარებინე.
– ანუ, ცოლად აღარ უნდა გაჰყოლოდით?
– ალბათ, არა. გაბუტვა-შერიგებით კი არ უნდა დასრულებულიყო მისი ღალატის ამბავი, არამედ სერიოზულად უნდა ეგო პასუხი. ძალიან მკაცრი საუბარი უნდა ყოფილიყო ჩვენ შორის – ისეთი, რომ ეგრძნო თავისი საქციელის სიმძიმე. მერე უკვე, მისი რეაქციიდან გამომდინარე, გადავწყვეტდი, დავრჩენილიყავი თუ არა მასთან. ახლა ჩემს ქმარს უკვირს, ასეთი აღშფოთებული რომ ვარ. რა მოხდა, ისეთი არაფერი ყოფილაო.
– არ მიღალატიაო? „ისეთი არაფერი მომხდარაში“ რა იგულისხმება?
– საყვარელი რომ არ ჰყავს, სტაბილური – იმას. „გაგულავება“ პრობლემად არ მიაჩნია, არც ღალატად და ეს, ჩემი ბრალიცაა. ისევ ის პირველი პრეცედენტი მახსენდება. არ მიიღო პასუხი – შესაბამისად, ვერც ჩადენილი საქციელის სიმძიმე გაიგო. ნდობა რომ მნიშვნელოვანია პარტნიორებს შორის, არ იცის. მე ახლა რა მდგომარეობაში ვარ, ვერ ხვდება. გაკვირვებულია, რა გაგიჟებსო. რატომ იქმნი პრობლემას, იცხოვრე მშვიდად და ნუ იქმნი მსხვერპლის იმიჯსო. აქეთ გამოვედი ნერვული აშლილობის მდგომარეობაში მყოფი ქალი. რით ვარ ცუდი ქმარი? – მეკითხება, – ბარგი ხომ არ შემიკრავს და სხვა ქალთან ხომ არ წავსულვარო. სამწუხაროდ, მამაკაცების უმრავლესობა სწორედ ასე ფიქრობს და ქალებიც ეთანხმებიან.
– ქალები ეთანხმებიან ღალატში?
– სწორედაც. როცა ცოლი ქმრის „გაგულავებაზე“ თვალს ხუჭავს, ის ამ ღალატის თანამონაწილე ხდება. მეც ჩემი ქმრის ღალატში ბრალი მიმიძღვის. რა აზრი აქვს სირაქლემას პოზაში ყოფნას. რეალობა ხომ ჩემ თვალწინაა და ჩემია? ბევრიც რომ ვიძახო, შესანიშნავი ქმარი მყავს-მეთქი, ვის მოვატყუებ? ვცხოვრობ ისე, როგორც ნელი მოქმედების ბომბზე – როდის ამიფეთქდება სიტუაცია, არ ვიცი და ვნერვიულობ. ვის უნდა ოჯახის დანგრევა, რომ მე მინდოდეს, მაგრამ მეორე მხრივ, გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ჩემი ქმარი ვერც კი მიხვდა, რა შანსი მივეცი, როცა არც კი ვაგრძნობინე, ღალატის გამო შეურაცხყოფილი რომ ვიყავი. ჩვეულებრივად მიიღო და სინდისსაც არ შეუწუხებია. საშინელებაა იმის განცდა, რომ უბრალოდ, „დამიკიდა“. გული მტკივა.
– თუ ვერც ხვდება, რა დააშავა?
– შეუძლებელია, ვერ ხვდებოდეს, გულის სიღრმეში მაინც. მე რომ მეღალატა ან მცდელობა მქონოდა, მაშინ რა იქნებოდა? ჰოდა, ჩემი ბრალია, რომ თავი ახლაც „მაგარი ტიპი“ ჰგონია. ზუსტად ასე იყენებს ყველა მოღალატე ქმარი მისთვის მიცემულ შანსს, თუკი ეს შანსი სკანდალის გარეშე მიეცი.

скачать dle 11.3