კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ინახავს სალომე სამადაშვილი დანაზოგს ევროპულ ბანკში და რა სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა დედამისი #8

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი სალომე სადამაშვილი 1976 წელსაა დაბადებული. ის დეპუტატად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პატრიული სიით გახდა. უმაღლესი განათლება, თუ ოფიციალურ ბიოგრაფიას ვენდობით, უცხოეთში მიიღო (სამწუხაროდ, სწავლის წლები მითითებული არ არის). კერძოდ, სწავლობდა ალეგენის კოლეჯში (დაეუფლა სპეციალობას პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია), ცენტრალური უნივერსიტეტის კოლეჯში (სპეციალობა – საკონსტიტუციო სამართალი) და ამერიკის უნივერსიტეტში (სპეციალობა – სახელმწიფოს მართვა). სალომე სამადაშვილის შრომითი ბიოგრაფია 1997 წელს დაიწყო მონტერეის საერთაშორისო კვლევების ცენტრში, სადაც მან 1998 წლამდე იმუშავა მკვლევრად; 1998-ში აშშ-ში საქართველოს საელჩოში მუშაობდა კანცელარიის გამგედ; 2000-2001 წლებში „კარანა კორპორაციის” უფროსი სპეციალისტი იყო, 2001 წელს – საერთაშორისო განათლებისა და ხელოვნების ფონდის უფროსი სპეციალისტი. 2002 წელს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელად დაინიშნა. 2004 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა 2005 წელს დიპლომატიურ საქმიანობას მიჰყო ხელი და 2013 წლამდე გახლდათ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, შემდეგ კი – ბელგიასა და ლუქსემბურგში – საქართველოს ელჩი. 2014-2015 წლებში ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ლივიის (ალბათ – ლიბიის) საპარლამენტო პროგრამის დირექტორად დაინიშნა. 2015 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია, 2016 წელს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორიც გახდა. 2016 წლის  ოქტომბრიდან კი ხალხის რჩეულია.
სალომე სამადაშვილმა დეკლარაცია პირველად 2004 წელს შეავსო პარლამენტის წევრის რანგში და ოჯახის წევრებად მიუთითა დედ-მამა. იმხანად მამის, არჩილ სამადაშვილის, საკუთრება იყო ავტომანქანა „ნივა“ (3 000 ლარი), საცხოვრებელი ბინა თბილისში (60 000 ლარი), სახლი ცხვარიჭამიაში (14 000 ლარი) და მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში (16 000 ლარი); დედის, მარინა გოცირიძის საკუთრება იყო: საცხოვრებელი ბინა თბილისში (20 000 ლარი) და მაღაზიისთვის სათავსო თბილისში (20 000 ლარი). სალომე სამადაშვილს კი ჰყავდა ავტომანქანა (6 000 ლარი). მარინა გოცირიძე, ასევე, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ინდმეწარმე „მარი მარკეტის“ სახით (რამაც 2004 წელს 10 000 ლარი მოუტანა). იმავე წელს სალომე სამადაშვილმა ბინის აშენებაც დიწყო (50 000 ლარი).
2004 წლის განმავლობაში სალომე სამადაშვილმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 11 160 ლარი მიიღო, როგორც ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის თანამშრომელმა, 7 500 აშშ დოლარი; არჩილ სამადაშვილმა, როგორც განათლების სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორმა – 3 700 ლარი, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა – 5 566 ლარი; როგორც პროექტის კოორდინატორმა – 1 235 ლარი. მარინა გოცირიძემ კი, როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებელმა – 2 743 ლარი. იმავე წელს შვილმა დედას 6 000 აშშ დოლარიც აჩუქა და დედამ კი გასესხებული 2 000 აშშ დოლარი დაიბრუნა.
სალომე სამადაშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლის 29 დეკემბრით თარიღდება, რომელიც მან კვლავ პარლამენტარის ამპლუაში შეავსო. ამჯერად ის მარტო ცხოვრობს და მისი საკუთრებაა: ბინა თბილისში, გაბაშვილის ქუჩაზე (70 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი ცხვარიჭამიაში (800 კვ. მ.) და სახლი ირლანდიაში (70 კვ. მ.). ამას გარდა, ფორტისის ბანკის შემნახველ ანაბარზე 20 000 ევროსაც ინახავს.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2015 წლის განმავლობაში სალომე სამადაშვილმა, როგორც საქართველოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა და მიწვეულმა ლექტორმა, 18 000 ლარი აიღო, როგორც ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრის ასოცირებულმა ავტორმა, 5 000 ევრო.

скачать dle 11.3