კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სკამდაკარგული #8

„ისა სჯობს, რაც ძველია“

 აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, აი, სწორედ ის, ამას წინათ რომ შეხვდა ჩვენი ნომერ პირველი დიპლომატი (და ჩვენ სიხარულით ცას ვეწიეთ), თანამდებობიდან გადადგა. ოღონდ ჯერ მოიბოდიშა, მაგრამ, რადგან აღმოჩნდა, რომ ოკეანისგაღმითაც ბოდიში წამლად არ მიაჩნიათ (თორემ აფთიაქში გაიყიდებოდაო), იგი გენერალმა ჯოზეფ კელოგმა შეცვალა.
ან კი სხვა რა გზა ჰქონდა მაიკლ ფლინს, როცა გაირკვა, რომ ის, თურმე, არასრულ ინფორმაციას აწვდიდა შესაბამის პირებს რუსეთის ელჩთან (სერგეი კისლიაკოვთან) კონტაქტის შესახებ.
ასე განსაჯეთ, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, მაიკლ ფლინი ვიცე-პრეზიდენტს რუსეთის ელჩთან სატელეფონო საუბრების შინაარსს სრულად არ გადასცემდა (პათოსით, მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, თავი დავკარგეო. ჰოდა, რაკი ასე იყო, თავს სკამიც მიჰყვა).
საინტერესოა, რომ თავდაპირველად გენერალი ფლინი უარობდა, რომ რუს ელჩს სანქციებზე ელაპარაკებოდა. მოგვიანებით კი გამოტყდა, რომ ეს თემაც განუხილავთ.
რაც ყველაზე მთავარია: მას შესაძლოა, ბრალი დასდონ 1798 წელს მიღებული ლოგანის აქტის დარღვევაში, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს, თუ არ აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება, უკრძალავს გამართოს მოლაპარკებები იმ უცხო ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რომელთანაც აშშ-ს უთანხმოება აქვს.
ცხადია, აშშ-ს უსაფრთხოების სისტემა თავის თავს მოუვლის, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ იქ 219 წლის წინათ მიღებული ნორმა დღესაც არათუ ძალაშია, ეფექტიანადაც მუშაობს, კიდევ უფრო ტრაგიკომიკურ ელფერს იძენს ჩვენი განათლების მინისტრის შეგონებანი, რომ ძველი ზღაპრებიც კი გადასაყრელია. –

скачать dle 11.3