კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გირჩი“ „კიტრია“?! #8

„რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“

გასულ კვირას ამ ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც იქნა, აასრულა საქართველოს „დამბოლებელი“ მოსახლეობის ნანინანატრი სურვილი და 100 გრამამდე ხმელი მარიხუანის მოხმარება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა (იმდენი გიწევიათ, ფილტვებიც დაგიხვრეტიათო, თუმცა აქვე შევნიშნავ, რომ პირადად მე ვემხრობი მარიხუანის დეკრიმინალიზაციას).
სარჩელის ავტორი „თეთრი ხმაურია“, აი, პარლამენტის შენობის წინ დაბოლების თავისუფლებას ოკუპაციაზე ძალუმად რომ აპროტესტებდნენ (მოტივით: რომ ვერ ვბოლდებით თავისუფლად, ეს პატივსა და ღირსებას გვილახავსო).
ამის პარალელურად, გასულ კვირასვე ქუთაისის საქალაქო სასამართომ მარიხუანის დათესვისთვის დიაკვან გიორგი ჯახუას 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამ უკანასკნელის განცხადებით, მისი სახლიდან ამოღებული კანაფი 400 გრამს იწონიდა, თუმცა მხოლოდ ფოთლების წონა 50 გრამს არ აღემატებოდა.
თანაც, როგორც თავად აცხადებს, მარიხუანას მძიმე დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებდა (C ჰეპატიტი, B კატეგორიის დიაბეტი, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნე და პანკრეატიტი).
ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით, რა ვერდიქტს გამოიტანს სასამართლო, რაკი ვიცით, რომ „გირჩელებს“ ბუზიც კი არავინ აუფრინა, თუმცა საჯაროდ და დემონსტრაციულად ჩარგეს თავიანთი ოფისის ქოთნებში კანაფი, ჩვენ რომ „გირჩი“ გვეგონა, მწვანე კიტრი ყოფილა?! –

скачать dle 11.3