კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ახალი ეტაპი დაიწყო ბაია გადაბაძის ცხოვრებაში და როგორ მოხიბლა მაკა ასათიანმა გუნდ „ბარსელონას“ მფლობელი #7

ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე „მაესტროს“ ირგვლივ ატეხილი სკანდალების დროს, აქტიურად იყო მოქცეული საზოგადოების ყურადღების ცენტრში. დღეს ის ეკრანზე არ ჩანს და მის ცხოვრებაში ახალი, განსხვავებული ეტაპი დაიწყო... როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ტელევიზიის შემდეგ, სად არის და რას საქმიანობს ახლა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბაია გადაბაძე: 2002 წელს მივედი ტელევიზიაში და ყოველთვის მოვლენების ეპიცენტრში ვიყავი. მართლა წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩემს თავს, თორემ ყველაფერი გადავიტანე. მიმაჩნდა, რომ ტელევიზიის გარეშე ცხოვრება არ არსებობდა და ამაში ვიყავი დარწმუნებული. როდესაც ჩემს ცხოვრებაში „მაესტრო“ დამთავრდა და მივხვდი, ეს იყო ბოლო საფეხური ტელევიზიისა, მეგონა, მოვკვდებოდი, ტრანკვილიზატორებს ვიღებდი. უზარმაზარი გამოცდილება მივიღე – კარგიც და ცუდიც. დიდი მადლობელი ვარ ამ ცუდი და სუპერსტრესული გამოცდილებისთვის, რადგან ძალიან გამაძლიერა. მე იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც არასდროს ნებდება – რაც არ მკლავს, მართლა ძალიან მაძლიერებს. ახლა მაქვს განცდა, რომ არაფერი მომხდარა და მე იქ, არასდროს ვყოფილვარ. მივხვდი, თურმე, ტელევიზიის გარეშეც ძალიან ბედნიერი ვარ და გავთავისუფლდი საკუთარ თავში ამ მონობისგან, როცა   მეგონა, ტელევიზიის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ვიყავი საკუთარი შთაბეჭდილებებისა და შეგრძნებების ტყვე. საერთოდ, მგონია, ჩემი დიდი წვლილი შევიტანე ქართულ მედიაში და მიმაჩნია, რომ უფრო პოზიტიური გახდა ჩემი ცხოვრება, ვიდრე აქამდე იყო. გადავწყვიტე, აღარ გავრისკო სიცოცხლით, უბრალოდ, აღარ მოვიშალო ნერვები.  მე ძალიან მიყვარდა ჩემი წარსული ტელევიზია და მიყვარს ის წლები, რაც იქ გავატარე. ყველაფერს ჩემით მივაღწიე და არავის გავუქაჩივარ. ჩემი კარგი უფროსები მქაჩავდნენ, იმიტომ რომ, მიაჩნდათ, მე ამას ვიმსახურებდი. ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტელევიზიის ხელმძღვანელი ვიყავი და ასე დავამთავრებ, ალბათ. ტელევიზია აღარ მაინტერესებს, ჩემი ამბიციები ბოლომდე დავიკმაყოფილე.
– ახლა რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რას საქმიანობთ?
–  კარგად დავისვენე და ახლა მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაპირებ, შევიცვალო პროფესია  და ამისთვის ვემზადები. ვაპირებ, ვისწავლო ესპანეთში და  ჩემი ახალი პროფესია იქნება სტუმარმასპინძლობის მენეჯმენტი, რომელიც დაკავშირებულია მოგზაურობასთან, სასტუმროებთან, დასვენებასთან და კარგ დღეებთან. საქართველო ტურიზმის განვითრების კუთხით ძალიან პერსპექტიული ქვეყანაა. სტუმარმასპინძლობა გვაქვს გენში – მე პირადად ძალიან მაქვს ჩემი ოჯახიდან, წარმომავლობიდან გამომდინარე. ამას თუ დავუმატებ ევროპულ განათლებას, დარწმუნებული ვარ, შევძლებ, რაიმე საინტერესო გავაკეთო. ახლა მთლიანად ვუთმობ დროს მეცადინეობას. ამდენი არ მიმეცადინია აბიტურიენტობის მერე. მთელი ჩემი ყურადღება მივმართე აქეთ. ფილმს ვუყურებ სასტუმროებზე, ვკითხულობ სასტუმროებზე...
– სტუმარმასპინძლობის ტრადიცია თქვენთვის მნიშვნელოვანია. სხვა ტრადიციებთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– რაც ასაკში შევედი, ძალიან კონსერვატორი გავხდი და დავიწყე ტრადიციების დაფასება. არ მეგონა, იმიტომ რომ, უფრო ანარქისტი ვიყავი ბავშვობაში. ყველაფრის მიმართ ძალიან ლიბერალური დამოკიდებულება მქონდა. რაც კარგი ტრადიციაა, ყველაფერს პატივს ვცემ და რამაც მერე, ფორმა შეიცვალა, აღარ მომწონს. არ მიყვარს ერთ ქვაბში რომ ურევენ ყველაფერს. მე ვერასდროს ვხვდებოდი, ქელეხი რა არის და რამდენიმე წელია, რაც ჩავუღრმავდი და მივხვდი, რომ ქელეხი ძალიან ჰუმანური ტრადიციაა. ანუ, ქელეხი რა არის? შენ გაქვს უბედურება სახლში, ჭირი... რეგიონებიდან ჩამოდიოდა ხალხი ან, პირიქით, ჩადიოდნენ რეგიონებში და ჩვენ სტუმარმასპინძლობას ისეთ რანგში ვაყენებთ, რომ ამ უბედურების ჟამსაც კი, მივიჩნევთ, რომ ჩვენთან მოსულ სტუმარს უნდა გავუმასპინძლდეთ და ეს დგას ყველაფერზე მაღლა. მე ასე დავინახე და დარწმუნებული ვარ, არ ვცდები. ყოჩაღ, პირველად ვინც მოიფიქრა, რომ უბედურებისა და ჭირის დროს, უნდა დადგე საკუთარ თავზე მაღლა და გაუმასპინძლდე სტუმარს. როცა ვმოგზაურობ, დიდ ყურადღებას ვაქცევ სხვის სტუმარმასპინძლობასაც. მიყვარს, კარგად რომ მიმასპინძლდებიან. მეც კარგად ვუმასპინძლდები და ამიტომ ავირჩიე ჩემი მომავალი პროფესია. ვამბობ, რომ გრძნობის ორგანოებიდან, გემო არის ჩემთვის პირველი. ძალიან მიყვარს პროვანსული სამზარეულო. მე თვითონაც ვაკეთებ, მოყვარული კულინარი ვარ.
–  რომელმა ქვეყანამ მოახდინა განსაკუთრებული შთაბეჭდილება თქვენზე?
– ამ ბოლო დროს ბევრი ვიმოგზაურე და რაც უფრო მეტს ვმოგზაურობ, უფრო ვრწმუნდები, რამდენად კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ. არაფერი არავიზე ნაკლები არ გვაქვს და რაც ნაკლებია, ის ადამიანების გამოსასწორებელია. მე, მაგალითად, ნიუ-იორკში აღმოვაჩინე, რომ თბილისი ძალიან მიყვარს, რა ლამაზი ქალქია და როგორ მენატრება. ჩემი აზრით, ნიუ-იორკი არის დედამიწის დედაქალაქი. კიდევ ერთი თვეც უნდა ვყოფილიყავი იქ, მაგრამ ვერ გავძელი, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მივატოვე და ჩამოვედი. თბილისში  რომ ჩამოვედი, მარტო დავდიოდი ძველ თბილისში და სულ სხვა თვალით დავინახე ყველაფერი. ღამე მეღვიძებოდა და ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ თბილისში ვიყავი, ქართული ლაპარაკი მესმოდა. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ ამას. ჩემდა სამარცხვინოდ, მე ჩემი ქვეყანა აღმოვაჩინე ამერიკაში. სამხრეთი ნაწილი მიყვარს მეტწილად, იმიტომ რომ, მზესა და სითბოს ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. იტალია და ესპანეთია ქვეყნები, სადაც სულ მიხარია ჩასვლა. მგონია, რომ იქაური ვარ. საერთოდ, მგონია, რომ წინა ცხოვრებაში იტალიელი ვიყავი, იმდენად ყველაფერი ორგანულია ჩემთვის. იტალიელი რომ მელაპარაკება, სიტყვა არ ვიცი, მაგრამ მესმის, ვგრძნობ. როგორც წესი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობ. ნიუ-იორკში ყოფნისას შევიძინე შვიდი ბრაზილიელი მეგობარი. იცი, როგორები აღმოჩნდნენ? – „შენ რომ სან-პაულოში ჩამოხვალ და ჩემთან არ მოხვიდე, მეწყინება“. ძალიან ჰგვანან ქართველებს და ამიტომ, მიყვარს სამხრეთელები. საერთოდ ვერ ხვდებოდნენ, საქართველო სადაა და გრძნობდნენ, რომ ძალიან მათნაირი ვარ – მათნაირად ვიქცევი, მათნაირად ვერთობი. მითხრეს, რუკაზე გვანახე, შენი ქვეყანა სად არისო. რომ ვანახე, მკითხეს, თოვსო. კი თოვს, მაგრამ ძალიან იშვიათად. თოვლი ძალიან ედისკომფორტათ, თურმე, რა შორს ცხოვრობ და როგორ ჩვენნაირი ხარო, გაუკვირდათ. ასე შევიძინე ბრაზილიელი მეგობრები და მაქვს განცდა, რომ მათ დიდი ხანია, ვიცნობ. რესტორანში გადახდა და დაპატიჟება, ჩვენსავით იციან. ძალიან დავმეგობრდით და ეს მეგობრობა დღემდე დაგვრჩა. სულ მქონდა განცდა, რომ ბრაზილია იყო შორს, სხვა პლანეტაზე. ახალ წელს უნდა ჩავსულიყავი და რომ ვერ წავედი, ძალიან გულდაწყვეტილი დარჩნენ. მიყვარს იმის ნახვა, რაც აუცილებლად უნდა ვნახო. ძალიან ცოცხალ, ხალისიან ადამიანებთან ურთიერთობა. დავდივარ პატარ-პატარა სოფლებში. კულინაირია მიყვარს ძალიან.
– თქვენ და მაკა ასათიანი დიდი ხნის მეგობრები ხართ. მასთან თუ დადიხართ?
– მაკას დიდი ხანია, ვიცნობდი და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. როდესაც „მაესტროდან“ მივიღე შემოთავაზება, ამის მერე უფრო დავმეგობრდით. ახლაც ძალიან ვმეგობრობთ, არა „მაესტროს” გამო, ვმეგობრობ მის ქმართან, დედასთან და ასევე, არიან თვითონ ჩემი ოჯახის წევრებთან. კანის კინოფესტივალზე ვიყავით მე და მაკა საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა კინოფილმის საყიდლად. მოგეხსენებათ, კანში უამრავი ვარსკვლავი ჩადის და სილამაზე არ უკვირთ. მაგრამ, ქუჩაში რომ მივდიოდით, ეს იყო საოცრება. უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად და უკვე ისე გავრცელდა, ტაქსიში რომ ჩავჯექით, ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, თქვენზე ლაპარაკობენო? საღამოს წავედით სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, წინა მაგიდასთან სხედან მამაკაცები და ძალიან ბევრი ხალხი მიდის, ფოტოს იღებს მათთან. მივხვდი, რომ სელებრითები არიან, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ. აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები იყვნენ. ვართ, მე, მაკა, მაკას მეუღლე – კოტე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. უცებ მოდის რესტორნის მფლობელი, რომელიც მაკას იცნობდა და რაღაცას ეუბნება ფრანგულად. მაკა ცოტა გაშრა. ვეკითხებით, რა მოხდაო და იმ სუფრაზე, რომ კაცია, იმას უნდა მოსვლა და კომპლიმენტის თქმა ქალბატონისთვის, თუ სუფრასთან მსხდომი მამაკაცები არ იქნებიან წინააღდეგიო. ყველამ კოტეს შევხედეთ. კოტემაც – არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ კომპლიმენტის თქმა უნდა, მე რა მაქვს საწინააღმდეგოო. ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი დიდი მოწონება გამოვხატოო – დაიღვარა კომპლიმენტებად, ლამის დაიჩოქა და ჩვენც ძალიან ამაყები ვართ. ეს კაცი იმ მაგიდიდან მოვიდა, სადაც ფოტოებს იღებდნენ და ვკვდები ინტერესით, ვინ არის. მაკას ვუთხარი, დაუძახე რესტორნის მფლობელს, ჰკითხე, უნდა „დავგუგლო“, თორემ გავგიჟდები, რომ არ გავიგო, ვინ არის ეს კაცი-მეთქი. ვწერ სახელს და გვარს „გუგლში“ და ვინ აღმოჩნდა? – კლუბ „ბარსელონას“ მფლობელი. მერე კარგა ხანს „ბარსელონას“ ვეძახდით მაკას. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ მაკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ღრმა და საინტერესო ამ სილამაზესთან ერთად – ძალიან იშვიათია ასეთი ტანდემი.

скачать dle 11.3