კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწევს მანიკა ასათიანს გიჟურ რეჟიმში ცხოვრება და რა შემთხვევაში ვერ გააგრძელებს ის მეუღლესთან ურთიერთობას #7

მანიკა ასათიანი იმ წარმატებულ ადამიანთა რიცხვშია, ვინც საყვარელ საქმეს აკეთებს, ჰყავს მოსიყვარულე მეუღლე და უსაყვარლესი შვილი. მანიკასთვისაც წარმატება სწორედ ეს არის: დალაგებული პირადი ცხოვრება და საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებს.
მანიკა ასათიანი: ჩემთვის წარმატებაა, როცა მოწესრიგებული გაქვს როგორც პირადი ცხოვრება, ასევე, კარიერა. როგორი კარიერაც უნდა გქონდეს, თუ პირადი ცხოვრება არეულია, ალბათ, მაინც არ მიიჩნევი წარმატებულ ქალად. მე ვფიქრობ, რომ წარმატებული ვარ: 24 წლის ასაკში, მყავს მეორე ნახევარი, შვილი, მაქვს სამსახური, რომელიც ძალიან მიყვარს, ვმუშაობ ჩემი პროფესიით. ამას პლუს პატარ-პატარა რაღაცეები, რაც კიდევ უფრო წარმატებულს გხდის. ყოველდღიურად ყველაფერი  იდეალურად არ არის, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რისი გამოსწორებაც შეიძლება.
– დღეს ხშირად ამბობენ ქალები, რომ რთულია, გქონდეს მოწესრიგებული პირადი ცხოვრება და წარმატებული კარიერა. შენ როგორ ახერხებ ამას?
– 15 წლის ვიყავი, ტელევიზიაში რომ მივედი. 17 წლის გავთხოვდი. იმდენად პატარაობიდან დაიწყო ეს რეჟიმი ჩემთვის, რომ იმის იქით რას ვაკეთებდი, არც მახსოვს. გამართლებაც იყო, ალბათ – ხელიც უნდა შეგიწყონ. როცა ადამიანს არჩევნის გაკეთება უწევს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ვერ იქნება კარგად. მე, საბედნიეროდ, არ დავმდგარვარ არჩევნის წინაშე და რაღაცნაირად ვახერხებ, ორივე სფერო მოწესრიგებული მქონდეს. როცა ორი ადამიანის ურთიერთობაა, იქ მარტო ერთი ვერაფერს გადაწყვეტს.
– 17 წლის ასაკში რომ თხოვდებოდი, მაშინ ფიქრობდი ამ ყველაფერს თუ მხოლოდ შეყვარებული იყავი?
– მაშინ მარტო გათხოვება მინდოდა. სიყვარულისგან დაბრმავებული, დალენჩებული დავდიოდი, საერთოდ არ ვფიქრობდი შედეგზე. მართლა გამიმართლა, ბექა რომ შემხვდა – ეს ბიჭი არის გამგები, ყველანაირად მიწყობს ხელს და ჩემი წარმატება უხარია. ამ ყველაფერზე მაშინ არ ვფიქრობდი, თუმცა ყველაფერი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს 17 წლის ასაკში წარმომედგინა. როცა ბავშვი გყავს, კიდევ სხვა სირთულეებია: ბავშვს უნდა ყურადღება, შენს საქმეებს აკლებ ან, პირიქით, გიჟურ რეჟიმში გიწევს ცხოვრება. მაგრამ, უკვე მივეჩვიე და ვერც წარმომიდგენია, ეს რეჟიმი რომ შევცვალო.
– ახლაც ისეთივე ყურებამდე შეყვარებული ხარ, როგორც 17 წლის ასაკში?
– თუ არ გიყვარს, მასთან 24-საათიან რეჟიმში როგორ უნდა გაჩერდე. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. გიო რომ დაიბადა, სულ სხვა ეტაპზე გადავედით. გრძნობა რჩება, მაგრამ პრიორიტებები, შეხედულებები იცვლება. თავიდანვე მხოლოდ სიყვარული არ იყო, რაღაც გარემოებები მქონდა გათვალისწინებული: ბექას ოჯახიც მომწონდა, სხვადასხვა რამესაც ვაქცევდი ყურადღებას. შემიყვარდა, ფეხი დავკარი და გავთხოვდი – არც 17 წლის ასაკში ვყოფილვარ ასეთი. დროთა განმავლობაში, გრძნობაშიც რაღაც იზრდება, რაღაცეები იცვლება და ბრმად, ყურებამდე შეყვარებული აღარ ვარ.
–  ბევრი პატარა ასაკში გათხოვებას არ ამართლებს და ოჯახების ხშირ ნგრევასაც სწორედ ამას მიაწერს.
–  არ მინდა, რომ ჩემი შვილი 17 წლის ასაკში გათხოვდეს. იმიტომ არა, რომ მე მაქვს ცუდი გამოცდილება, პირიქით, მე გამიმართლა. მაგრამ, 17 წლის ასაკში მას შეუძლია, საკუთარ თავში ბევრად მეტი პოტენციალი განავითაროს და არა – წავიდეს და გათხოვდეს. მე შევძელი, რომ გათხოვების მერე ჩემი პოტენციალი გამომეყენებინა, მაგრამ ალბათ, 100 პროცენტიდან 10 პროცენტში ვარ, თუ უფრო ნაკლებში არა. ჩემი მაგალითი უფრო აბსურდია, რადგან ის, რაც ჩემ გარშემო ხდება, სხვა რაღაცეებზე უფრო მეტყველებს. აქედან გამომდინარე, არ მინდა, ადრე გათხოვდეს. მაგრამ, არის მეორე მომენტიც: თუ ხვდები, გინდა, მასთან ერთად მთელი ცხოვრება გაატარო, დარწმუნებული ხარ ამაში, მაშინ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. მე რომ მაშინ მეთქვა: მოდი, 5 წელი მოვიცადოთ და 22 წლის გავთხოვდები-მეთქი, სისულელე იქნებოდა. როცა შეყვარებულობის პერიოდი გრძელდება, სხვა პრობლემები ჩნდება. თუ ჩემი შვილი 17 წლის ასაკში ჩემსავით იქნება ყურებამდე შეყვარებული, ხელს არ შევუშლი. ვისურვებდი, გვიან შეჰყვარებოდა.
– ამბობებ, რომ წყვილის ურთიერთობაში არსებობს კრიზისული წლები, პერიოდები.
– მეუბნებოდნენ: თავიდან ადაპტაციის პერიოდია რთულიო, მაგრამ ჩემთვის ასე არ ყოფილა. 9 თვე ვიყავით შეყვარებულები, გავიცანი მისი ოჯახი და ისე ვიყავი, რომ უკვე მინდოდა მასთან. პატარ-პატარა, ზოგჯერ დიდი პრობლემები, კამათი ყველა ოჯახშია. თუ ეს ვერ გადალახე, მაშინ რაზე უნდა ილაპარაკო? თუ ადამიანი არ გაინტერესებს, არც ის პრობლემა გაინტერესებს. როცა გიყვარს, პრობლემის გადალახვის სურვილიც გაქვს და მერე, ცხოვრების ჰარმონიულად გაგრძელებისაც. ეს ჰარმონიაც არ არის მუდმივი: რაღაც მომენტში წყდება, მერე გრძელდება. ამის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში რომ ჰარმონია არსებობდეს, ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ნდობა. ნდობის გარეშე სიყვარულზე არავინ მელაპარაკოს. თუ ენდობი, პატივისცემაც გაქვს. თუ არ მენდობი, ესე იგი, პატივსაც არ მცემ. მერე უკვე დათმობა უნდა შეგეძლოს. ჩვენ ორივე ჯიუტები ვართ, მე კიდევ უფრო. ამიტომ, სიჯიუტის გამო უაზრობაზეც გვიჩხუბია და ამასაც თავისი მუღამი აქვს, კარგია. მაგრამ, როცა საჭიროა, ორივეს შეგვიძლია დათმობაზე წასვლა.
– როგორ გაქვთ ოჯახში გენდერული უფლებები გადანაწილებული?
– ჩემი აზრით, ოჯახში კაცს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს, ქალს – თავისი. „ქალი ვიცი სამზარეულოში“ – ეს აბსურდია. მაშინ სულ სახლში უნდა ვიჯდე და საჭმელები ვაკეთო. თუმცა, ამასაც ვახერხებ: შემიძლია, ვიმუშაო, ბავშვსაც მივხედო, ქმარსაც, იმან კი მე მომხედოს და საჭმელიც გავაკეთო – ეს არის ჩემთვის გენდერული თანასწორობა. ის, რომ ქმარმა უნდა გაიტანოს ნაგავი და ცოლმა – არა, ან ნათურა კაცმა უნდა გამოცვალოს და არა ქალმა – სისულელეა. ვინც იმ მომენტში აღმოჩნდება, იმან უნდა მოირგოს საჭირო როლი.
– არაფერი შეუზღუდავს ბექას შენთვის?
– ყველაფერს ვეკითხები ბექას, ოღონდ ნებართვის აღებას არ ვგულისხმობ – ამას რჩევის სახე აქვს. ბექაც სულ ითვალისწინებს ჩემს აზრს. რაღაც მნიშვნელოვანი რომ გადაწყვიტოს, ძირეულად შეცვალოს და მერე გავიგო, ძალიან მეწყინება. რაც არ უნდა კარგი იყოს. მაინც არ გამიხარდება. არაფერს მიკრძალავს, ჩაცმაზე არ აქვს გართულება. დროის უქონლობა კი აწუხებს, მაგრამ თუ იცის, რომ ეს ჩემთვის  მნიშვნელოვანია, არც ამაზე აქვს გართულება. გოგონებთან ერთად სადმე ყოფნასა თუ  უცხოეთში წასვლასაც არ მიშლის. ერთადერთი, რაზეც გართულება აქვს, არ უყვარს, ღამის კლუბში მის გარეშე წავიდე და არც მივდივარ. ბექასთან ერთად ბევრად კარგად ვერთობი.  ამიტომ, ამ აკრძალვას არც ვაპროტესტებ. თვითონაც ყოფილა ღამის კლუბში მარტო და არ მქონია ამაზე გართულება. შემიძლია, დავიფიცო, რომ  7 წლის განმავლობაში გადაბრუნებული აზრი არ მომსვლია ბექაზე: სად არის, ვისთან არის. იმას თუ დაუშვებ ტვინში, რომ შენი ქმარი შეიძლება, სხვასთან იყოს, მორჩა, დამთავრდება ყველაფერი. თუ ამას ტვინში დაუშვებ, რეალურადაც მოხდება – ასე მჯერა.
– და რომ გაიგო, ასეთი რაღაც მოხდა, რას იზამ?
– გამეცინება. იმდენად წარმოუდგენელია ეს ჩემთვის, რომ ვღადაობ ხოლმე: ფოტო რომ მაჩვენონ, ვიტყვი: ფოტომონტაჟია-მეთქი. ბექამ იცის, რომ ერთადერთი, რასაც ვერ გადავიტან და ვეღარ გავაგრძელებ ურთიერთობას, ეს ღალატია. თუ ბექა ამ ნაბიჯზე წავა და მიღალატებს, ესე იგი, უღირს ჩემი დაკარგვა და ვისაც ვიღაცის გამო ჩემი დაკარგვა უღირს, მასთან მე აღარაფერი მესაქმება. ნებისმიერი მწარე სიმართლე ჯობია, უკნიდან გაგებულ აბსურდს, რომელიც ხშირად რეალობად იქცევა.  „კაცი მაინც გაძვრება“ – ამაზე ცუდად ვხვდები, ვმწარდები. გოგო რომ მაგას იტყვის, მისი ქმარი აუცილებლად გაძვრება. არ უნდა მისცე იმის საბაბი, რომ გაძვრეს. შეიძლება, გიყვარს, გიღალატა და აპატიე – გავიგე, ეს შენი გადასაწყვეტია. ვიღაცას უსიყვარულოდაც, შვილების გამო შეუძლია, ურთიერთობის გაგრძელება. ჩემთვის ორივე მიუღებელია. თუმცა, ფაქტის წინაშე რომ დავდგე, არ ვიცი, რას ვიზამ. მაგრამ, ამ ეტაპზე მჯერა, რომ ასე მოვიქცევი.

скачать dle 11.3