კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ახალგაზრდა ექიმები თქვენს სამსახურში #7

ახალგაზრდა, წარმატებული ექიმების რუბრიკაში ამჯერად ორი განსხვავებული  პროფილის მქონე ექიმს წარმოგიდგენთ. ბატონი ირაკლი ფოფხაძე ჯერ სრულიად ახალგაზრდა და სისხლძარღვთა ქირურგიის ერთ-ერთი პერსპექტიული ექიმია. სწორედ ამიტომაც, ჩვენი გამოკითხვების შედეგად,  ის წლის წარმატებულ ექიმთა  რიცხვში მოხვდა.
 განათლება: 2012-2015 – უკრაინის „შუპიკის” ნაციონალური სამედიცინო აკადემიის დიპლომის შემდგომი განათლება (რეზიდენტურა). სპეციალობა – სისხლძარღვთა ქირურგია.
2006-2012 – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი;
2007-2012 – ინდივიდუალური ამერიკული  სამედიცინო პროგრამა USMLE.
სამუშაო გამოცდილება:
2008-2010 – სისხლძარღვთა ქირურგის ასისტენტი.
სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის განყოფილება, კლინიკა „კარაბადინი”.
2010-2012 სისხლძარღვთა ქირურგის ასისტენტი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის განყოფილება, კლინიკა „ამტელ-ჰოსპიტალი”.
2014 -2015 სისხლძარღვთა ქირურგი.
უკრაინის სახელმწიფო სამედიცინო სამეცნიერო ინსტიტუტის კლინიკა „შალიმოვის“ სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული განყოფილება.
2015 -2016  – სისხლძარღვთა   ქირურგი,
ზღვის ჰოსპიტალი.
2015 -დღემდე  – სისხლძარღვთა  და მიკროქირურგი.
PSP-new hospitals.
2015-დღემდე – სისხლძარღვთა  და მიკროქირურგი.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
– ბატონო ირაკლი, ანგიოქირურგია საკმაოდ შრომატევადი და რთული დარგია და სკრუპულოზურ მუშაობას მოითხოვს. რატომ გააკეთეთ ამ მიმართულებაზე  პროფესიული არჩევანი?
– მედიცინის ყველა დარგი თავისებურად მძიმეა და  მოითხოვს სკრუპულოზურ მიდგომას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  რიცხვი მასშტაბურია, განსაკუთრებით საქართველოში არსებული ფონის გათვალისწინებით. ვიდრე ანგიოქირურგიაში დავიწყებდი მუშაობას, რამდენიმე მიმართულებით ვცადე ბედი. ვმორიგეობდი, ვმუშაობდი, მედიცინის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ როგორც კი ანგიოქირურგიულ ოპერაციაზე აღმოვჩნდი, მივხვდი, სისხლძარღვთა ქირურგია ჩემი მოწოდება იყო.  გავაკეთე კიდეც სწორი  არჩევანი. სხვა დარგებს არ ვაკნინებ, მაგრამ ეს, ერთ-ერთი ექსტრემალურია მედიცინაში და  ჩემთვის ყველაზე აქტუალური.
– რა გაძლევთ ამ ექსტრემისთვის აუცილებელ ადრენალინს?
– უპირველესად, უნდა გიყვარდეს შენი პაციენტი და აუცილებლად, გათავისებული გქონდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან გაქვს საქმე. მახსოვს, პირველ ოპერაციაზე რა განცდა მქონდა, ბატონ ზაურ ნონიკაშვილის  ასისტენტი ვიყავი  და ერთ-ერთი, რთული ოპერაცია იყო  პირველ კლინიკურ საავადმყოფოში. იმდენად კარგად შესრულებული ოპერაცია ვნახე, სურვილი გამიჩნდა, მეც ასეთივე მაღალპროფესიულ დონეზე მეკეთებინა ოპერაციები. ეს განცდა მომყვება  დღემდე ყველა ოპერაციაზე.
– თქვენი დაკვირვებით, საქართველოში ვენური და არტერიული პათოლოგიების დაავადებათა რიცხვი მატულობს?
– სამწუხაროდ, ასეა. საოფისე, სტატიკურმა სამსახურებმა და მეტმა უძრაობამ  განაპირობა ვენური პათოლოგიების მატება, რაც სოციალურ დაავადებად ითვლება.  ფიზიკური აქტივაცია და დატვირთვაა   საჭირო. არტერიული დაავადებები სულ იყო და ახლაც ჭარბადაა. ჩვენს ყოფით ცხოვრებაში არსებული მავნე ჩვევების, ალკოჰოლის, სიგარეტის, არაჯანსაღი კვების წყალობით, სამწუხაროდ, ამ დაავადებათა რიცხვი ისევ მაღალია. ამიტომაც, მოსახლეობას ვურჩევდი, ჯანსაღი კვების რაციონს და უფრო მეტ აქტიურ სპორტს.
ბატონი ვიქტორ ლომაძე ჩვენი რუბრიკის მეორე რესპონდენტი გახლავთ, რომელიც ასევე, წლის წარმატებულ და აღიარებულ ახალგაზრდა ექიმთა რიცხვში მოხვდა. ბატონი ვიქტორი ამჟამად კლინიკა „ინოვას“  სამედიცინო შემადგენლობაშია და ახალგაზრდა პერსპექტიული  ნეიროქირურგია.
განათლება
2005-2011 –  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტი, სპეციალობა – სამკურნალო საქმე;
2013-2015 პ.ლ. შუპიკის სახელობის დიპლომის შემდგომი განათლების ეროვნული სამედიცინო აკადემია. კლინიკური ორდინატურა, სპეციალობა - ნეიროქირურგია;  
2015-დან აკად. ა.პ. რომოდანოვის სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტი.
ასპირანტი, სპეციალობა - ნეიროქირურგია.
სამუშაო გამოცდილება
2011-2012 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფო, უმცროსი ექიმი-ნეიროქირურგი;
2012-2013 წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი  კლინიკური საავადმყოფო, უმცროსი ექიმი-ნეიროქირურგი.
2015-დან დღემდე სამედიცინო ცენტრი „ინოვა“ .
2016 – შპს „ნიუ ჰოსპიტალსი“; წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, 2016-დან თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ექიმი-ნეიროქირურგი.
არის: ევროპის ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ასოციაციის წევრი; ევროპის სტერეოტაქტიკური და ფუნქციონალური ნეიროქირურგიის ასოციაციის წევრი; პედიატრიული ნეიროქირურგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.         
– ბატონო ვიქტორ, როგორია თქვენი სამუშაო პროფილი  ამჟამად?
– ჩვენს კლინიკაში შეგვიძლია, მივიღოთ თითქმის ყველა ტიპის ნეიროქირურგიული პათოლოგიის მქონე პაციენტი. ნეიროქირურგიულ (ოპერაციულ) ჩარევას მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული ჩვენებებისა და ავადმყოფის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ ვგეგმავთ.  ჩვენი კლინიკის  ეს მიმართულება ამ მხრივ განსაკუთრებულად კვალიფიციურია. ამ ეტაპზე ჩვენთან კეთდება სხვადასხვა   სირთულის  ოპერაციები, თუმცა გამოსაყოფია „კლინიკა ინოვას“ როლი სპინალური ქირურგიის, ასევე თავის ტვინის სიმსივნეებისა და სამწვერა ნერვის ნევრალგიის  ქირურგიულ  მკურნალობაში.
რაც შეეხება ჩემს სამუშაო პროფილს,  ზოგად ნეიროქირურგიასთან ერთად, ის მოიცავს  სტერეოტაქტიკურ, ფუნქციონალურ ნეიროქირურგიას და პედიატრიულ ნეიროქირურგიას. სტერეოტაქტიკური ნეიროქირურგია  თანამედროვე მსოფლიოში აქტიური განვითარების ფაზაშია, დღესდღეობით, ამ მეთოდით მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: პარკინსონის დაავადება, დისტონია, სხვადასხვა ტიპის მოძრაობათა აშლილობები. ჩემი დისერტაცის თემაც  პარკინსონის დაავადების რთული ფორმის ქირურგიულ მკურნალობას უკავშირდება. მიმდინარეობს  კვლევები   დეპრესიის, ალცჰეიმერის დაავადების, ობსესიურ-კომპულსიური დაავადების ქირურგიული მკურნალობის მიმართულებით.  უნდა აღინიშნოს თავის ტვინის ელექტრომასტიმულირებელი და დესტრუქციული ოპერაციები. ბოლო პერიოდში აქტუალურია თავის ტვინის ღრმად მდებარე სტრუქტურების სტიმულაცია (DBS ქირურგია), რომელიც საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა  მოძრაობათა აშლილობების მქონე პაციენტებში. ასევე, ხშირი გამოყენება აქვს სტერეოტაქტიკურ მეთოდს თავის ტვინის  სიმსივნეების მორფოლოგიური დიაგნოზის დასადგენად. ეს მეთოდი  კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოფს თავის ტვინის ნებისმიერი ლოკალიზაციის სიმსივნური წარმონაქმნიდან პათოლოგიური ქსოვილის  აღებას, რაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის  აუცილებელია.
– თქვენი სამუშაო პრინციები – რა გაძლევთ ენერგიას? პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– რაც შეეხება პრინციპებს, ამაზე საკმაოდ დიდი ხნის წინ იზრუნეს და განსაზღვრეს  მეცნიერებმა. ეს კარგად არის ჩამოყალიბებული ბიოეთიკის სახელმძღვანელოში და მეც, რა თქმა უნდა, ამ პრინციპების ერთგული ვარ. ენერგიას მაძლევს სურვილი იმასა, რაც შეიძლება, მეტი სასიკეთო საქმე გავაკეთო სხვისთვის და კონკრეტულად, ჩემი პაციენტებისთვის, გამოჯანმრთელებული ადამიანის მადლობა ყველაზე დიდი სტიმულია ექიმისთვის. პირველი, დამოუკიდებლად შესრულებული  ოპერაციაც, რა თქმა უნდა, კარგად მახსოვს. ეს იყო პაციენტი, რომელსაც ქალა-ტვინის მძიმე ტრავმული დაზიანება ჰქონდა. პაციენტი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ჩვენ დავმეგობრდით კიდეც. საერთოდ, მკურნალობის კარგი შედეგი არა მხოლოდ ექიმის, არამედ პაციენტის და ხშირ შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრების დამსახურებაა.

скачать dle 11.3