კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აუფორიაქა ელდარ შენგელაიამ ვიტალი ხაზარაძეს ცხოვრება #7

წლების წინ ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი  ყველაზე ხმაურიანი და ეპატაჟური სახე, ვიტალი ხაზარაძე   ელდარ შენგელაიამ  ფილმში გადაიღო და წასვლა-მოსვლის მინისტრის როლი არგო. რაც ვიტალი ხაზარაძეს  „წინა ცხოვრებაში” რეგალია დააკლდა, ცნობილმა რეჟისორმა „აუნაზღაურა”. თავად ვიტალი ხაზარაძე კი ასე არ ფიქრობს – ის, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მშვიდი ცხოვრება აქვს არ დაგვიმალა, თუმცა იმაზე, რომ რამე დააკლდა, ვერ „შევთანხმდით”. უფრო მეტიც, როგორია ვიტალი ხაზარაძის ცხოვრება მას შემდეგ, რაც პოლიტიკას ჩამოშორდა და სად „დაბანაკდა” ის, ამას თავად ჩვენი რესპონდენტისგან ექსკლუზიურ ინტერვიუში შეიტყობთ. 
ვიტალი ხაზარაძე: ელდარ შენგელაიას ფილმში „სავარძელი” მინისტრის როლი შევასრულე, სერიოზული და  განსაკუთრებული  ფუნქციის მინისტრი ვარ – წასვლა-მოსვლის. თავიდან ლტოლვილი, მერე მინისტრი ვხდები.  წამსვლელი და მომსველელი ადამიანების პატრონობა, მოვლა  მევალება – დაახლოებით, „ცისფერი მთები” გვაქვს. დარწმუნებული ვარ   ფილმს კარგად მიიღებს საზოგადოება  (იცინის). ყველამ კარგად იცით, რომ მე კინოსთან შეხება  და   სამსახიობო გამოცდილება არ მქონია.  ეს იყო დებიუტი, ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი, გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი სიურპრიზი ბატონი ელდარისგან. ძალიან შევეცადე,  რომ ჩემთვის ეს ძალიან უცხო საქმე თავიდან ამეცილებინა.   შუამავლები გავუგზავნე ელდარს, იყო  შუამდგომლობები ჩემი  საძმო-სამეგობროსგან: დაანებე ამ კაცს თავი, ხომ ხედავ, არ უნდა კინოში გადაღებაო, მაგრამ ხომ იცით, ამ დიდი რეჟისორის   განსაკუთრებული ხედვა. არ ვიცი, რა დაინახა ჩემში, შემომითვალა:  მოდი, გადავიღებ და თუ არ მოგეწონებათ, შენ და შენს ძმაკაცებს,  გადავაგდებ გადაღებულ მასალას და სხვას ავიყვანო. მოკლედ, ამ პირობით დამიყოლია. სხვათა შორის, ბატონი ელდარი კმაყოფილი დარჩა გადაღებებით.  როგორც ჩანს,  არც ელოდა ჩემგან ამ მიმართულებით გამოჩენილ „ნიჭს” – ყველაზე ნაკლები დუბლი დასჭიდათ ჩემზე, დარწმუნებული ვარ ისეთი ფილმი   გამოვიდა, ალბათ, რომ ნახავენ, ჰოლივუდშიც მიმიწვევენ (იცინის). საქმე ის გახლავთ,  მე რომ მეგონა, მსახიობობა მარტივი და იოლი საქმე იყო, ასე არ ყოფილა. ამ ამბავში ღრმად  ჩახედვამ დამარწმუნა, რომ ეს ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა.  ჩემი მეგობრები სამსახიობო ელიტიდან ხუმრობენ: ჩვენ შემოგეჭერით შენ პოლიტიკაში? რა გინდა, დაგვანებე თავიო.  ჩემი გმირი ვიზუალურად ისეთია, როგორიც გახსოვართ. როდესაც სახლში მოვიყვანე ქალბატონი, რომელიც რეკვიზიტებს არჩევდა გადაღებისთვის,  ბევრი შრომა არ დასჭირვებია ჩემი გარდერობის ასარჩევად. ის ტანსაცმელი შემირჩია, რასაც სულ  ვატარებდი.  ლტოლვილობის პერიოდის გადაღებებზე, ის სამოსი გამოვიყენე, რაც მეცვა ხოლმე, როცა სანადიროდ და სათევზაოდ დავდიოდი. დანარჩენ შემთხვევებში - კლასიკური ფორმა, რაც წლები მეცვა თანამდებობებზე მუშაობის დროს.  მე ნადირობისა და თევზაობისთვის იმ დროსაც არ დამინებებია თავი, როცა აქტიური ცხოვრება მქონდა. ეს იყო ჩემი ჰობი, რომლისთვისაც მქონდა შაბათი-კვირა. ქუთაისის შემადგენლობიდან მყავდა საიმედო  და გამოცდილი პარტნიორები ამ საქმეში.   ერთხელ ფოთიდან დამირეკეს, ძალიან დიდი ოდენობით იხვი შემოვიდაო.   დეპუტატი ვიყავი, კომიტეტის თავმჯდომარე, ვალდებულება მქონდა, შაბათ-კვირის  გასვლაც კი პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შემეთანხმებინა. შევედი ზურაბ ჟვანიასთან, აცხონოს ღმერთმა მისი სული. ვუთხარი: სანადიროდ მივდივარ,  ორშაბათს სამსახურში ვიქნები-მეთქი.  მისი კარგი იუმორი ყველას ახსოვს. ხუმრობით  მითხრა: ალექსანდროვიჩ, ბევრი მინახავს  სანადიროდ წასული, მაგრამ  არავის ჩამოტანილი ნანადირევი არ გამისინჯავსო. პირობა მივეცი, თქვენს გულისწყვეტას გამოვასწორებ-მეთქი. მართლაც, ბევრი  იხვი ჩამოვიტანე.  ჩვენთან, პარლამენტის სასადილოში ჩავაბარე და გოგოებს  ვთხოვე,  ნაწილი  შეწვით, ნაწილი ბაჟეში ჩააწყვეთ,  ნაწილითაც შავი ხარჩო გააკეთეთ-მეთქი.  მოვახსენე ზურაბს, ბესარიონიჩ,  „პერერივზე,” სასადილოში ჩამობრძანდით-მეთქი. ვერაო, მითხრა, მაგ დროს კონსულს ვხვდები, მაშინ აქ მოგართმევთ-მეთქი. მივართვით  იხვი კაბინეტში, თან, ერთი გრაფინი თეთრი ღვინო და ერთი – წითელი აუტანეს ზევით.  სამშაბათს კენჭისყრის დღე იყო, კვორუმი არ შეიკრიბა,  სანამ განმეორებითი კვორუმი ჩატარდა და  სხდომა გაიხსნებოდა, გამოაცხადა –  უნდა გითხრათ, რომ პარლამენტში ბევრი ხელომცარული მონადირე გვყავს, ამდენი წლის განმავლობაში, ერთადერთი კაცი, ვინც თავისი დანაპირები შეასრულა, ვიტალი ხაზარაძეაო.  ხალხმა გადმომხედა. ვინც იყო იმ სადილზე, იცოდა იხვების ამბავი, ვინც არ იცოდა, სახტად დარჩა. 
–   რაც რეალურ პოლიტიკაში დაგაკლდათ, ცნობილმა რეჟისორმა კინოში „აგინაზღაურათ”.  რა პოზიციაზე არ ყოფილხართ წლების წინ, მაგრამ მინისტრი ვერ გახდით.
 –   მე და ბატონი ელდარი განუყოფელი, ბავშვობის მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ეტყობა, იფიქრა ამაზე – გულდაწყვეტილი იქნება ეს კაცი, მინისტრი ვერ გახდა და მოდი, მინისტრადაც გავხდიო, გამოასწორა ეს „ჩავარდნა” (იცინის). პოლიტიკის შემდეგ ჩემი მშვიდი ცხოვრება, კარგი გაგებით, ნამდვილად ააფორიაქა, მით უმეტეს,  ჩემთვის  უცხო და მოულოდნელი ამბით. ასე გავხდი მსახიობი ამ ასაკში.   მე არ ვარ პრეტენზიული კაცი, არ ვფიქრობ, რომ  ცხოვრებაში რამე დამაკლდა, ან – პოლიტიკაში.  პირიქით, მინისტრობის ოცნება არასდროს მქონია,  თორემ, ალბათ, არც ეს იქნებოდა რთული.   თანამდებობა ჩემთვის  ტვირთი იყო.  როგორც არ მინდოდა პოლიტიკაში მოსვლა 1995 წელს, ისე არ მინდოდა პოლიტიკაში დარჩენა 2004 წელს, როცა  დავწერე  განცხადება საპენსიო უზრუნველყოფაზე და წამოვედი. მას შემდეგ თქვენ პირველი ჟურნალისტი ხართ, ვისაც ინტერვიუს ვაძლევ.  არც მე და არც ჩემი ოჯახი პოლიტიკისკენ არ ვიხედებით.   ვცხოვრობ ოჯახით, შვილებით, შვილიშვილებით. ჩემს შვილიშვილს, ლევან ყიფიანს  ხუმრობით პრეზიდენტობას ვუწინასწარმეტყველებდი.  ერთადერთი კაცი ვიყავი, ვისაც  პარლამენტში, კაბინეტში ედუარდ  შევარდნაძის სურათი ეკიდა. სადაც კი გადავდიოდი, ეს სურათი თან დამქონდა.   იმ პერიოდში  დაიბადა ჩემი შვილიშვილი, ლევან ყიფიანი. ბატონი ედუარდის სურათის გვერდით,  ჩემი შვილიშვილის დიდი  სურათი დავკიდე – ნახევარი მეტრი იყო 60 სანტიმეტრზე. სურათი იმდენად დიდი იყო,  ჟურნალისტების ყურადღეებას იქცევდა. რომ მეკითხებოდნენ, ვინ არისო, ვპასუხობდი: მომავალი პრეზიდენტია, ოღონდ  ჩუმად იყავით,  ედუარდმა არ გაიგოს,  კონკურენტები არ უყვარს-მეთქი.   დღეს ლევანი დიდი ბიჭია. ბირმინგემის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია.  
–  პოლიტიკასა და მსახიობობას შორის რაიმე საერთო აღმოაჩინეთ?
–   შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერი დადებითი შედეგით მაშინ მთავრდება, როცა საქმეს ისე ემსახურები, როგორც გწამს. როდესაც  შინაგანი ხმა რასაც გკარნახობს, იმას ქმედებებში ახორციელებ. ფილმშიც ასეა და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც. რასაც წარმოვადგენ, ის წარმოვადგინე ფილმშიც. ასე იყო პოლიტიკაშიც – მე არაფერს ვიგონებდი. ჩემი მენტალობით ვმოქმედებდი ყოველთვის. ის, რომ ხშირად ვხვდებოდი ხმაურიან ისტორიებში, თქვენი, ჟურნალისტების დამსახურება იყო. თქვენ მხდიდით ხმაურიანს (იცინის). ხმაური და სკანდალი იმ პერიოდშიც იყო, მაგრამ ასეთი ურთიერთობა, რაც ახლა აქვთ პოლიტიკოსებს, ჩვენ დროს არ ყოფილა.
–  რაც პოლიტიკურ პენსიაზე გაგიშვეს, რას საქმიანობთ?
– რაც პოლიტიკიდან წავედი, ეს წლები ჩემი ცხოვრება იყო მშვიდი. დაბანაკებული ვარ თბილისსა და ქუთაისში, შუაში ჩემი მშობლიური სოფელია. მე არ ვარ ზარმაცი კაცი, მეურნეობა წამოვიწყე, ხეხილის ბაღი გავაშენე მისაქციელთან. ოჯახისთვის მინდოდა, მაგრამ ცოტა დიდი გამოვიდა.  შეგიძლიათ, ჩამობრძანდეთ მისაქციელში და ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ხაზარაძის ბაღში შემიყვანეო, მოგასწავლით - ბაღს ბოქლომი არ ადევს და  მაისიდან გვიან შემოდგომამდე უამრავი ჯიშის ხეხილი  გვაქვს – ატმიდან დაწყებული ზღმარტლით დამთავრებული.  ამ ბაღის მოსავლის 70 პროცენტი ძირს ცვივა და ლპება,   ტონობით ხილი მოდის, ჩემი ოჯახი და საძმაკაცო ვერ ვერევით. სამწუხაროდ, მომხმარებელი არ გვყავს.  როცა მოგესურვებათ, ნებისმიერ ჟურნალისტს შეგიძლიათ, ჩამოხვიდეთ და მიირთვათ ჩვენი ბაღის ხილი და სხვებსაც წამოუღოთ. მაქვს  სახლი სამტრედიის რაიონის სოფელ ბაშში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ეს სოფელი ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილია. ხუმრობით ჩემს სოფელს რიო-დე-ბაშს ვეძახი.  გულმა შემაწუხა.  საავადმყოფოდან რომ გამოვედი, რამდენიმე დღეში, ჩემი მეგობრის დედის ორმოცი იყო და სუფრაზე მომიწია თამადობა. ექიმებმა ამიკრძალეს, ორი კვირა მაინც არ დალიოო. სახლში რომ დავბრუნდი, ცუდ ხასიათზე ვიყავი.  ვერ დავიძინე, ხან ილია წავიკითხე, ხან – აკაკი.  გული ვერაფერს დავუდე. ავიღე ფურცელი და დავწერე სათქმელი, რომელიც 100 წლის რომ გავხდები, მაშინ უნდა ვთქვა (იცინის)  „ჭაღარა თმაში, სკლეროზი თავში, სუსუსტე ხმაში, ხელის კანკალი ჭამის დროს ჯამში, არ მინდა  ხალხში და ვზივარ სახლში, მე მომვლელს ვხედავ საყვარელ ქალში, როს მომინდება დასვენება მივდივარ  მაშინ, რიონის პირას, ჩემს მშობლიურ რიო-დე-ბაშში – ეს სიტყვები მათქმევინა იმ ღამის  დარდმა,  რომ ვერ დავლიე, თორემ  ჯერ არც სკლეროზი მაქვს და არც საყვარელ ქალში ვხედავ მომვლელს. რითმისთვის დამჭირდა   ჩემი სოფლისთვის  სახელის  „შეცვლა” (იცინის).

скачать dle 11.3