კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რის შემდეგ ვერ გამოდის ორი თვე სტრესიდან გიგა კუხიანიძე და რატომ არ სურდა მას საბავშვო „ევროვიზიის” დირექტორობა #7

უკვე, 10 წელია, რაც საქართველო საბავშვო „ევროვიზიის“ პროექტში აქტიურადაა ჩართული. ამ პერიოდის განმავლობაში სამი გამარჯვება და კიდევ, არაერთი წარმატება მოვიპოვეთ. ის, რომ ამ კონკურსში ყოველთვის მოწინავე ადგილი გვეჭირა მსოფლიო კონკურსანტებს შორის, მუსიკალური პროდიუსერის, გიგა კუხიანიძის დამსახურებაა. წელს „ევროვიზია” საქართველოში გაიმართება. ამ დიდ საბავშვო შოუს მსოფლიო საქართველოდან ნახავს. რა გზა გაიარა საქართველომ ამ ეტაპამდე, როგორ უმასპინძლებს ჩვენი ქვეყანა საბავშვო „ევროვიზიას“ და რა ფუნქცია-მოვალეობები დაეკისრება გიგა კუხიანიძეს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
– 2007 წელს გამოცხადდა საბავშვო „ევროვიზიის“ პირველი შესარჩევი ტური, რომელშიც ბევრი წარმატებული სტუდია მონაწილეობდა და მათ შორის, მეც.  წარვადგინე რამდენიმე ნომერი და იქიდან შეირჩა ერთი – მარიამ რომელაშვილი. მისი სიმღერა რომ გავაგზავნეთ, მაშინვე  წარმატებულები აღმოვჩნდით  – მე-4 ადგილი დავიკავეთ.  2008 წელს იყო ჯგუფი „ბზიკების“ პირველი ადგილი. ამის შემდეგ: მარიამ კახელიშვილი (მე-4 ადგილი),  ჯგუფი „ქენდი“ (პირველი ადგილი), FUNKIDS (მე-4 ადგილი), The Smaile Shop (მე-5 ადგილი), ლიზი ჯაფარიძე (მე-10 ადგილი). ეს ბავშვი გაიცნო მთელმა მსოფლიომ. „იუთუბიზე“ დღემდე იმატებს ხალხი და მათი მაჩვენებელი უკვე 8 მილიონს ასცდა. ასეთი შემთხვევა არ ახსოვს არც ერთი ქვეყნის მონაწილეს, მათ შორის არც გამარჯვებულს.  2015 წელს მონაწილეობა მიიღო ჯგუფმა „ვირუსმა“, ხოლო 2016 წელს, არნახულმა ბავშვმა, მარიამ მამადაშვილმა გვაჩუქა პირველი ადგილი. თითოეულ მათ გამოსვლას კი არ ვიხსენებ, მახსოვს.
– მსგავს კონკურსებს დიდი ბიუჯეტი სჭირდება. იყო სპონსორების მოძიების მხრივ პრობლემები?
– ვერ ვიტყვი, რომ ამ საქმეში ჩემი ფული ჩამიდევს. ნამდვილად არ მაქვს იმის თანხები, რომ ოჯახს, შვილს მოვაკლო და „ევროვიზიას“ ვაჩუქო. ბევრჯერ ენთუზიაზმით გამიკეთებია საქმე, ბევრჯერ მშობლები დამხმარებიან. არც ისე იყო, რომ მშიერი დავდიოდი და ამ საქმეს ისე ვაკეთებდი. თუმცა, დაფინანსება, რაც აუცილებელია, არასდროს გვქონია. ამიტომ, თავად მშობლების გვერდში დგომით კეთდებოდა ყველაფერი. მოკლედ, რთული გზა გავიარეთ ამ ათი წლის განმავლობაში. აქ საუბარი არ არის 1 000 და 100 ლარზე, საკმაოდ სერიოზულ თანხებს უკავშირდება ეს პროექტი. ახლა კიდევ, დაგროვდა ფაქტები და გამოჩნდა ჩვენი შრომა. მიხარია, რომ ამას მივაღწიეთ. დღეს საამაყო პროექტი გახდა, უპირველესად, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის”. შემიძლია, ამაყად ვთქვა და ვისაც უნდა ეწყინოს, მსგავსი გახმაურებული პროექტი ამ ტელევიზიას არ გააჩნია. ვამაყობ ამით და მხოლოდ იმის გამო შემიძლია, ამ ტელეკომპანიას მადლობა გადავუხადო, რომ ეს პროექტი შემოიტანა. არცერთი დირექტორის მადლიერი არ ვყოფილვარ აქამდე. 10 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიე იმას, რომ ხელფასი მქონოდა და  ოფიციალურად ვყოფილიყავი საბავშვო  „ევროვიზიის” მუსიკალური პროდიუსერი. ცოტა ცუდი ტონია და მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ისეთი ამბავი ატყდა სოციალურ ქსელში... რომ ვდუმვარ, არ ნიშნავს, რომ ენა არ მაქვს. ამიტომ, იძულებული გავხდი, რაღაც ვთქვა – დღემდე არ მიმიღია ოფიციალური სამსახური ამ პროექტთან დაკავშირებით. საქართველოში ტარდება კონკურსი, რომელშიც ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის როგორც მე, ასევე, ჩემს ჯგუფსა და სტუდიას.
– „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ახალი დირექტორი ჰყავს. რაიმე მოლოდინი გაქვს? რა ფუნქცია-მოვალეობები დაგეკისრება ამჟამად ამ პროექტთან დაკავშირებით?
– ჯერჯერობით არ მქონია საუბარი ბატონ ვასილთან. ვუყურე მის პრეზენტაციას და ისეთი გეგმები აქვს ამ ადამიანს, რომ ჩემთვის მისაღებია. მართლაც, ბევრი რამაა შესაცვლელი. მეც მაქვს პრობლემები და პრეტენზიები ამ არხთან, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, შიგნით არსებულ პრობლემებთან შედარებით.  ალბათ, ბატონ ვასილს შევხვდები და ბევრ რამეს ვეტყვი აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით. საბავშვო „ევროვიზია“ ბევრ ქვეყანაში ვნახეთ და ვიცი, რა არის მისაბაძი, რა –  არა და როგორ უნდა გაკედეს უკეთესად. ჩვენ გვაქვს იმის, რესურსი, ყველა ქვეყანა გავაოცოთ და თქვან: რა მაგარი „ტიპები“ არიანო. მაგრები რომ ვართ, მაგიტომაც გავიმარჯვეთ სამჯერ. ამ ეტაპზე ოფიციალური შეთავაზება არ მიმიღია, თუმცა საქმის კურსში ჩამაყენეს. ყველას აინტერესებს გიგა „მოტეხეს“, თუ არა ამ საქმიდან. ვერავინ „მომტეხავს“, ამის სურვილი არც არავის აქვს (იცინის). სოციალურ ქსელში ატყდა ერთი ამბავი, რადგან ჩემმა მეგობრებმა იციან, რას ვუძლებდი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ჭიდილში. ამ პროექტის დირექტორობა და მისი ფინანსური მართვა, ნამდვილად არ მინდა, ეს არ არის ჩემი საქმე. მე ვარ მუსიკალური პროდიუსერი – ვიყავი და ყოველთვის ვიქნები. არანაირი ამბიციები არ მაწუხებს, რომ დირექტორი ვიყო. ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ, მინდა, „საზოგადოებრივი მაუწყებელი” აშენდეს. ახლა გვაქვს ამის შანსი, მე ვიმუშავო ამ არხზე კეთილსინდისიერად, ჩემი ღვაწლი დამიფასდეს – ვიყო ოფიციალურად ამ პროექტის პროდიუსერი. თუ, ეს გამოვა, კარგია, თუ არადა, ძალიან ბევრი შემოთავაზება მაქვს.  საქმე საბავშვო „ევროვიზიამდეც” მქონდა და მის პარალელურადაც.
– რატომ გადაწყდა, წელს საქართველოში რომ ჩატარებულიყო კონკურსი და აქამდე რატომ არ ვიყავით „ევროვიზიის“ მასპინძელი?
– ეს დეტალები ბოლომდე არ ვიცი. სურვილი სულ იყო, რაღაც უშლიდა ხელს და ეს რაღაც ვერ გავიგე. ეტყობა, სწორად არ მიდიოდა ინფორმაცია ადრესატთან. ბიუჯეტის მხრივ, რომ ვთქვათ, ისეთი რაღაცეები ჩატარებულა და ისეთი ბიუჯეტი გაწერილა, ეს ზღვაში წვეთია, იმ ღონისძიებებთან შედარებით. ჩვენი მხირდან იყო პასიურობა. ახლა მოინდომა ჩვენმა ქვეყანამ, პრიორიტეტიც გვქონდა, როგორც გამარჯვებულებს და ძალიან კარგი რამეც გაკეთდა.
– ვის წარადგენს საქართველო წელს, ცნობილია? დიდების „ევროვიზიაზეც“ ხომ არ გეგმავ ჩართვას სამომავლოდ?
– ჯერ ცნობილი არ არის. იმდენი რამეა ჩამოსაყალიბებელი ამ ეტაპამდე, რომ არ ვიცი. უთქვამთ, საბავშვო „ევროვიზიას” თუ აკეთებს, დიდებიც მაგან რატომ უნდა გააკეთოსო. მაგრამ, არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. დიდების „ევროვიზიაზე” რამდენჯერმე მიფიქრია, მაგრამ  თავი შევიკავე. როცა საბავშვო მთავრდება, მაშინვე ცხადდება დიდების შესარჩევი კონკურსი. ანუ, ორ კვირაში სიმღერა უნდა გქონდეს. გამორიცხულია, ეს მოვასწრო. იმხელა სტრესით ჩამოვდივარ იქიდან, რომ ორი თვე აზრზე ვერ მოვდივარ. არანორმალურად ვნერვიულობ კონკურსამდე. შესაბამისად, დრო არ მრჩება. თუ გადავწყვეტ დიდებზე მუშაობას, მაშინ ეს დიდი ხნით ადრე უნდა დავიწყო. თუმცა, ისე ვერ გავაკეთებ, რომ 6 თვე ვიმუშაო და ამაში ფული არავინ გადამიხადოს.
– ნინოც მუსიკოსია, გეხმარება „ევროვიზიის“ სამზადისში?
– ნინო ბევრს იტანს. მეტიც, ჩემი გაძლებისთვის მართლა ღირსების ორდენი ეკუთვნის (იცინის). პროექტის მზადების პროცესში გასული ვარ მდგომარეობოდან. შეიძლება,  აუტანელ ხასიათზე ვიყო და ყველა უნდა მომერიდოს ირგვლივ. 2 თვე ვიტანჯები: ნეტა, რა მოხდება. ეს იცით, რისი კომპლექსია? ცუდად, რომ გამომივიდეს, მერე აქ გადამივლიან. ამის სულ მეშინოდა და მეშინია დღემდე. მაინც ჩემს ქვეყანასა და ჩემს მაყურებელზე ვფიქრობ. ეს შიში ისე მაძლიერებს, რომ ყველაფერს ვაკეთებ კარგი შედეგისთვის. როგორი ასატანია ახლა ასეთი გიგა სახლში? ნინო მშვიდი და გაწონასწორებულია, მე აფექტური ვარ. ყოველთვის უძლებს ჩემს ნერვებს და უხასიათობას. ეს მხარში დგომაა, აბა, რა არის?! პროფესიული თვალსაზრისითაც უთქვამს ბევრჯერ, მოგეხმარებიო. მაგრამ, ამ პროცესში ძალიან დამოუკიდებელი ვარ. ყოფილა შემთხვევა, როცა ვიღაცეების რჩევები გამითვალისწინებია და წამიგია. ამიტომ, საკუთარ თავზე ვიღებ ყველაფერს. საბოლოო ვარიანტს ვანახვებ მას. მაინტერესებს, რა განწყობა აქვს, რა მოსწონს, რა არა, რას მიწინასწარმეტყველებს. წელს რა სიმღერაც გავაკეთე, ყველა გაკვირვებული იყო რატომ მომინდა ასეთი  ჟანრის გაკეთება. ეს ბავშვიდან გამომდინარე მოხდა. მის სამყაროში ისე ვიყავი შესული, რომ სხვანაირ სიმღერას ვერ ვაკადრებდი.
– როგორც ვიცით, სანდროც აქტიურადაა ჩართული ამ ყოველივეში.
– სანდრო არის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. უკვე, მეოთხე წლია, ჩვენთან ერთად დადის კონკურსზე და პირველი გამარჯვება იყო მისთვის. მან არ იცოდა, რა იყო გამარჯვების ემოცია და სულ ტანჯვით ჩამომყავდა ხოლმე ბავშვი. ისე ტიროდა, ისე ნერვიულობდა რომ თვითონ მონაწილეები აწყნარდებნდნენ. მათ არ აინტერესებდათ, რომ ვერ მოიგეს და სანდროს აწყნარებდა ყველა (იცინის). ერთი პერიოდი თვითონაც უნდოდა „ევროვიზიის” სცენაზე დამდგარიყო, მაგრამ ყველანაირიად მოვახერხეთ ისე, რომ გადაეფიქრებინა. ვერაფრით გავუძლებ შვილის სცენაზე გასვლას. იმდენს ვნერვიულობ სხვის შვილზე, ჩემსაზე რა მომივა, არ ვიცი.  არ მინდა, მომღერალი გახდეს, მაგრამ თვითონ რასაც გადაწყვეტს და აირჩევს, ყველაფერში შევუწყობ ხელს.

скачать dle 11.3