კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რას ამბობდნენ საბერძნეთსა და საქართველოში მამუკა ლიპარტელიანისა და ჯული მასინოს სასიყვარულო ურთიერთობაზე და რა აკავშირებთ მათ სინამდვილეში #7

29 იანვარს ათენში გაიმართა გრანდიოზული მუსიკალური დაჯილდოება – „ოქროს არგო 2017“.  საბერძნეთში მცხოვრები ემიგრანტების გამოკითხვის შემდეგ, ქართული დიასპორის მუსიკალური ჯილდო „ოქროს არგო“ გადაეცათ მომღერლებს – მარკუს მეტრეველსა და ნინო ჩხეიძეს. ამ ღონისძიების სულისჩამდგმელი, პროდიუსერი და წამყვანი კი მამუკა ლიპარტელიანია, რომელიც უცხოეთში ქართულ მუსიკას, ქართველ მომღერლებს აქტიურად უწევს პოპულარიზაციას.
მამუკა ლიპარტელიანი: „ოქროს არგოს“ იდეის ავტორი ავთანდილი გიუნაშვილია. როგორც ავთო, ასევე, მეც ვარ ამ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ხელმძღვანელი და საღამოს წამყვანი. რაც შეეხება მარკუს მეტრეველისა და ნინო ჩხეიძის შერჩევას, ჩავატარეთ გამოკითხვა ცალკეულ დიასპორულ ორგანიზაციებთან, ემიგრანტებთან და ორთვიანი ინტერაქტივის შედეგად, პირველ ადგილზე ქალ მომღერლებში გავიდა ნინო ჩხეიძე, მამაკაცებში – მარკუს მეტრეველი. ასევე, ამ ღონისძიებაზე კიდევ იყო ორი პრიზი –„მუსიკალური ნოტი“, რომელიც გადავეცით ანა მიქელაძეს და თეონი ნაცვლიშვილს, რომლებიც ბერძნულ „X ფაქტორში“ მონაწილეობენ. საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. გიორგი ათონელის სახელობის ოქროს მედლით დაჯილდოვდა საბერძნეთში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი, იოსებ ნანობაშვილი და ასევე, დავაჯილდოეთ ათენში ცნობილი ადვოკატი. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს სამართლის ჰოლდინგის ხელმძღვანელს, ირმა კახიძეს, რომელიც ბევრ რამეს აკეთებს ქართველი ემიგრანტებისთვის. ასევე, ქალბატონ დარეჯან ღამბაშიძესა და ყველა ემიგრაციულ დიასპორას, ვინც მხარი დაგვიჭერა. ჩვენი წლიური კალენდარი უკვე გაწერილია, რომელიც 25 დეკემბერს დამთავრდება. ყველა მომღერალი წლის ბოლოს დასკვნით კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. დაჯილდოვდებიან პრიზებით და ორი მომღერალი, გამოკითხვის შემდეგ, მიიღებს „ოქროს არგოს“.
– წლების განმავლობაში ცხოვრობდი საბერძნეთში, შემდეგ საქართველოში დაბრუნდი. თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, ისევ ათენში ცხოვრობ და მოღვაწეობ.
– ეს ქვეყანა ჩემი მეორე სამშობლოა. აქ გრძნობ, როგორ გაფასებენ, ადამიანებს სჭირდები. შეგიძლია, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზება. აქ არის არაჩვეულებრივი გარემო იმისთვის, რომ იცხოვრო, პროგრესულად იაზროვნო და არ დაითრგუნო – ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვანისთვის. რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას, ვთანამშრომლობ ათენის სხვადასხვა დიასპორულ ორგანიზაციასთან და მალე შევქმნი ახალ ცენტრს, სადაც გაერთიანდებიან ცნობილი ბერძენი მომღერლები და ქართველი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც საბერძნეთში ცხოვრობენ.
– გაიხსენე ის პერიოდი, როცა პირველად ჩახვედი საბერძნეთში და დაიწყე კარიერის აწყობა.
– პირველად, საბერძნეთში რომ ჩამოვედი, ძალიან გამიჭირდა, ენა არ ვიცოდი, არავინ მყავდა, არავის ვიცნობდი. ისიც არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. ბერძნული ურთულესი ენაა. ამიტომ, გადავწყვიტე, მის შესასწავლად წავსულიყავი ათენიდან შვიდასი კილომეტრის მოშორებით, ბერძნულ სოფელში. დავიწყე ტავერნაში მიმტანად მუშაობა, რომ ენა მესწავლა. ცხრა თვე ვიმუშავე, ვისწავლე ენა. მერე დავიწყე მუშაობა საერთაშორისო ბანაკში, სადაც თარჯიმნობას ვუწევდი რუსულ ჯგუფებს. ეს იყო ოლიმპიადაზე, 2004 წელს. ვითამაშე რამდენიმე ბერძნულ სერიალაში, რამაც გაზარდა ჩემი ცნობადობა შოუ-ბიზნესში. მეგობრები შევიძინე და მომეცა საშუალება, ამ სფეროში ადვილად დავმკვიდრებულიყავი.
– როგორ მოხვდი ბერძნულ სერიალში?
– არ არის ადვილი, ითამაშო ბერძნულ სერიალში. მაგრამ, იმ დროს ვმუშაობდი ერთ-ერთ არხზე, დილის გადაცემის კონსულტანტად. პირადი ნაცნობობით, საუბრებში გავიგე, რომ ერთ-ერთ სერიალში სჭირდებოდათ მსახიობი, რომელიც აქცენტით საუბრობდა. რადგან პროფესიით მსახიობი ვარ, გავიარე ქასთინგი. მოეწონათ ჩემი დიქცია და ამ მომენტმა განაპირობა ყველაფერი. სერიალში 11 ეპიზოდი ვითამაშე, ძალიან კარგად იხდიდნენ: ერთ ეპიზოდში – 500 ევროს. სულ ვითამაშე 3-4 სერიალში, მთლიანობაში, 31 ეპიზოდი. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული როლები იყო, თუმცა ამას ჩემთვის ფინანსური დატვირთვა უფრო ჰქონდა, ვიდრე შემოქმედებითი.
– საბერძნეთში შენს კარიერაზე, ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა ჯული მასინომ. ერთი პერიოდი მასზე შეყვარებულიც იყავი.
– ბერძნულ შოუ-ბიზნესში მოხვედრა ძალიან რთულია და ამისთვის, დიდ მადლობას ვუხდი ჯული მასინოს, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი გზამკვლევი იყო. ჩემი სასიყვარულო თემა მერე მეგობრობაში გადაიზარდა. ჩვენ ახლა ძალიან კარგი მეგობრები ვართ. ახლო მომავალში შეიძლება, ერთობლივი პროექტიც გავაკეთოთ. საბერძნეთში ჩავედი, დიდხანს ვცდილობდი მასთან კონტაქტზე გასვლას და ბოლოს გავიცანი. იმ დროს კარგად ვერ ვლაპარაკობდი ბერძნულად და არ ვიცოდი ყველა სიტყვის მნიშვნელობა. ბერძნულში ორი სიტყვაა: „საღაპაო“ – ნიშნავს მიყვარხარ და შეგიძლია, ეს სიტყვა უთხრა ძმას, დას, მეგობარს. მეორე სიტყვა, „ეროტევმენოს“ – ქალისა და მამაკაცის სიყვარულს აღნიშნავს. მაშინ ეს სიტყვა არ ვიცოდი. მახსოვს, ერთხელ ავედი მასთან და რომ ვუთხარი, „საღაპაო“, გაგიჟდა – მეც მიყვარხარო. მაგრამ ვერ ვიგრძენი ის, რაც მინდოდა და მივხვდი, რაღაც არ იყო კარგად. მერე მეგობარს ვკითხე: ქალმა კაცს რომ სიყვარული აუხსნას, რა უნდა უთხრას-მეთქი. თუ გინდა, სწორად გაგიგოს, უნდა უთხრა: „ეროტევმენოსო“. ეს რომ ჯულის ვუთხარი, მოკვდა სიცილით – შენს ცხოვრებაზე მომიყევიო. მე ჩემი მოვუყევი და მერე, სამი საათი მის ცხოვრებას ვისმენდი. ბევრი რაღაცის გამო არ შედგა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ დღეს კარგი მეგობრები ვართ. მე სერიოზულად ვიყავი მასზე შეყვარებული და დღემდე იმდენად მიყვარს, მირჩევნია, ჩემ გვერდით იყოს, ვიდრე დავკარგო. სანამ ცოცხალი ვიქნები, ჯული ჩემ გვერდით უნდა იყოს. ძალიან ბევრ რამეს მაძლევს მასთან ურთიერთობა. რომ ვხედავ და მეუბნება, „ჩემო მამუკა”, ამ დროს სამყარო 180 გრადუსით ტრიალდება.
– არ ეჭვიანობდი, როდესაც მის გვერდით სხვა მამაკაცს ხედავდი?
– ვეჭვიანობდი, მაგრამ ის ყოველთვის მეუბნებოდა: ჩემს ცხოვრებაში არავინ არისო. ვინმესთან რომ დავინახავდი, ვეტყოდი: მიხარია, კარგად რომ ხარ-მეთქი და ის მპასუხობდა: ეს არ არის ის, რაც შენ გგონია. მე მარტო ვარ, ეს ჩემი თანამშრომელიაო. მქონდა ეჭვიანობის მომენტი, თუმცა, ის დღესაც მარტოა და მშვიდად ვარ.
– ჭორები არ ვრცელდებოდა თქვენი ურთიერთობის შესახებ?
– კი, დაიბეჭდა ერთ-ერთ გაზეთში, რომ მას ვიღაც უცხოელთან ჰქონდა ურთიერთობა და ისინი ერთად ნახეს სხვადასხვა უბანში, ჯულის სტუდიაში. ანუ, სადაც ჩვენ დავდიოდით. ჯულიმ ამაზე ძალიან კორექტული განმარტება გააკეთა. საქართველოშიც ჭორაობდნენ, რომ ის იყო ჩემი ფეხზე დამყენებელი, ჩემი საყვარელი...
– ჯულისთან ურთიერთობის შემდეგ ბევრი ცნობილი ადამიანი გაიცანი.
– ეს იყო წლების წინ, როცა ახალი ჩამოსული ვიყავი საბერძნეთში. ჯული თავის დროზე იყო ენრიკე ეგლესიასის, ბიონსეს, რიჰანას ვოკალის პედაგოგი. მღეროდა ფრენკ სინატრასთან ერთად და ლაიზა მინელის დაქალი იყო. ძალიან ბევრ ვარსკვლავთან მეგობრობს. სელინ დიონიც მან გამაცნო, ჯული უტარებდა მასტერ-კლასებს. ასევე გავიცანი რიჰანა, სეზარია ევორა,  იან გილანი. სხვათა შორის, სელინ დიონს შევთავაზე საქართველოში ჩამოსვლა, ვერ მიხვდა, რომელ ქვეყანაზე ვესაუბრებოდი. შემდეგ შევარდნაძე გაახსენდა და კი, მისი სამშობლოა-მეთქი. მერე ჯულის უთხრა: თუ მექნება დრო, ვესტუმრები საქართველოსო. ჯულის სახლში ვიყავით. ისე აღმოჩნდა, რომ არავინ აღარ დარჩა, მე კი ყავა მინდოდა. სელინი ადგა და მომიტანა. ვხუმრობდი: სელინ დიონი თავად გამიმასპინძლდა ყავით-მეთქი. ისეთი ლამაზი ქალია... რიჰანა გავიცანი კონცერტის შემდეგ ავთერ-ფართიზე. ჯულიმ გამაცნო. ბევრი არ გვისაუბრია. სეზარია ევორა ყოველ წელს დადიოდა ათენში. ძალიან მიყვარდა, მის კონცერტზე სულ დავდიოდი. მეფერებოდა, საოცარი ქალი იყო. მისი მასპინძელი ჩემი მეგობარი გახლდათ – საბერძნეთში ძალიან ცნობილი მომღერალი და მისი საშუალებით გავიცანი. საგრიმიოროში სულ ვსაუბრობდით, არაჩვეულებრივი ქალი იყო. მასაც ვუყვებოდი საქართველოს შესახებ და როდესაც პირველად მოდიოდა ჩვენს ქვეყანში, მანამდე ათენში ჰქონდა კონცერტი და უკვე ჰქონდა წარმოდგენა საქართველოზე.
 სხვათა შორის, ახლა დავიწყე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე: მინდა, გაკეთდეს ქართველი და ბერძენი მომღერლების დუეტები. ბერძნებს ვამღერებთ ქართულად, ქართველებს – ბერძნულად. ასე რომ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს.

скачать dle 11.3