კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასტროლოგიური ცვლილებებია მოსალოდნელი 14 თებერვლიდან პრესა-ტელევიზიაში, გაღრმავდება თუ არა რელიგიური დაპირისპირებები და რა ბედი ელის ქართულ განათლებას #7

რა გავლენას იქონიებს დონალდ ტრამპის ახალი ეპოქა და პუტინთან მეგობრობა საქართველოზე, როგორ აისახება მშვილდოსნის ზოდიაქოში მყოფი შავი მთვარე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, გაღრმავდება თუ არა რელიგიური დაპირისპირებები და რა ბედი ელის ქართულ განათლებას მომავალი 9 თვის განმავლობაში – ამაზე საუბარი ასტროლოგ დავით ბუტიკაშვილს ვთხოვეთ, რომელიც, როგორც წესი, შეუცდომელ პროგნოზებს აკეთებს.
– მთელ მსოფლიოში ახალი ეტაპი დაიწყო ტრამპის გაპრეზიდენტებით. ევროპარლამენტის წევრებიც ამბობდნენ, რაღაც ეპოქა დასრულდაო. თუმცა, არ აკონკრეტებდნენ, რა დაიწყო. მე არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ვთქვი, რომ ტრამპი გახდებოდა პრეზიდენტი და ეს შეგიძლიათ, მარტივად გადაამოწმოთ ჩემს იმდროინდელ ინტერვიუებში. დონალდ ტრამპი დაინტერსებულია ეზოთერიკით, განსაკუთრებით კი, ასტროლოგიითა და ფენშუით. მისი ცნობილი ფრაზაა: „მე არ უნდა მჯეროდეს ფენშუის, მაგრამ ვიყენებ, რადგან მას ჩემთვის ბევრი ფული მოაქვს...“ ფაქტია, ის ფულის გამო არ მოსულა... მას მარსი აქვს ლომში, რაც ნიშნავს, რომ აქვს ამბიცია, შევიდეს კაცობრიობის ისტორიაში, თანაც რადიკალური ცვლილებებით. მას კარგი ასპექტები აქვს პირად რუკაში და შესაბამისად, სწორედ ამ ამბიციებით იგებს. იუპიტერი – მისი წარმატების პლანეტა არის სასწორში. ეს კი მიუთითებს, რომ ის მოვიდა წონასწორობის დასამყარებლად, რაც დაირღვა ობამას მმართველობის პერიოდში, რომლის ლიბერალიზმმა მკვეთრად გადაწონა. მისი წარმატების მომტანი ჰოროსკოპია სასწორი და თუ იცით, რატომ დუმს ტრამპი პუტინთან მიმართებაში? ის კიდევ უფრო ღრმა და მჭიდრო კონტაქტს დაამყარებს პუტინთან, რადგან ისიც სასწორი გახლავთ. ტრამპი გაპრეზიდენტებას, სწორედ რუსეთის მხრიდან ჰილარი კლინტონზე გავრცელებული, „ვიკილიქსზე“ ატვირთულ ინფორმაციას უნდა უმადლოდეს. შესაბამისად, ტრამპი და პუტინი იქნებიან უახლოესი მოკავშირეები. შეიძლება, ეს აშკარა და ღია მეგობრობა არ იყოს, მაგრამ ეს კავშირი შეუმჩნეველიც არ იქნება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას შავი მთვარე მშვილდოსანში ჰყავს, ის ყოველთვის იქნება საზოგადოების აღშფოთების ობიექტი, შავი მთვარე მას არ აძლევს ენაზე კბილის დაჭერის საშუალებას – რასაც ფიქრობს, პირდაპირ ამბობს. ამიტომაც, უკვე არაერთი მისი დაუფიქრებელი გამოთქმა გახდა საზოგადოებაში აგრესიის საბაბი.
– ჩვენს ქვეყანას მართავს ლომის ზოდიაქო, ამ დროს ტრამპს მარსი ჰყავს ლომში და რა გავლენას იქონიებს ჩვენზე მისი ეს მდგომარეობა?
– ტრამპის ლომებთან ურთიერთობა რთულია და სწორედ ამითაც აიხსნება, ობამასთან მუდმივ კონფლიქტში ყოფნა. რაც შეეხება საქართველოს, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, ლიბერალების მხარეს რომ იჭერს. ამით ტრამპს კიდევ უფრო მეტად ვაღიზიანებთ. ლომი, ამ შემთხვევაში საქართველო, უნდა ეცადოს, აგრძნობინოს – „ისე ვიქცევი როგორც შენ ბრძანებ.“ ასე, ლომი მოიგებს მასთან ურთიერთობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, წაგებული დარჩება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მის სიმპათიებს პუტინის მიმართ. ტრამპი დაეხმარება საქართველოს, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობაში და დაიცავს კიდეც, თუ მის აზრებს გავიზიარებთ. ის არ არის ორიენტირებული ამერიკის გარე ექსპანსიაზე – პირიქით, ის ამოქაჩავს და ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით არსებულ ბიზნესებს. მისთვის მთავარი საზრუნავი იქნება კონკრეტულად, ამერიკა და არა მისი გავლენები სხვა ქვეყნებში.
– ახლა, რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს... უახლოეს მომავალში რაიმე დაძაბულობა ხომ არ გველოდება ქვეყნის შიგნით?
– სანამ იუპიტერი იმოძრავებს სასწორის ზოდიაქოში, ანუ 11 ოქტომბრამდე, საქართველოს პოლიტიკაში მასობრივი საშუალებების გავლენა გაიზრდება – დადებითად. ამ პერიოდში, შეიძლება ითქვას, ამინდს შექმნიან მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და დროა, ხელისუფლებამ ეს თავის სასიკეთოდ გამოიყენოს, რაც გამოიხატება იმაში, რომ აქტიურად, ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს მედიასთან. ასევე, საქართველოს მოუწევს უცხოელ პარტნიორებთან რადიკალური, მოულოდნელი ცვლილებების განხორციელება, რაც ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, უფრო ორიგინალური და  რეფორმატორული ცვლილებები განახორციელოს. თუ მთავრობამ საგარეო სექტორში ცვლილებები არ განახორციელა, გამოდის, რომ ამ პერიოდის პოზიტიურ ტენდენციებს დაკარგავს.
– დიდი მედიაჰოლდინგის შექმნასთან დაკავშირებით, აჟიოტაჟია ატეხილი: ხელისუფლება მის სასიკეთოდ ქმნის ახალ მედიაგარემოს და ამით საბოლოოდ დაიკარგება თავისუფალი მედიასივრცე. თქვენი აზრით, ეს ჰოლდინგი ხომ არ იქნება სწორედ ზემოთ ხსენებული ამინდის შემქმნელი?
– საოცარ რამეს გეტყვით, მაგრამ მომავალი 9 თვის განმავლობაში, თავად იქნებით მომსწრე საზოგადოების ადეკვატური პოზიციებისა მედიის მიმართ. თუ კი აქამდე ბრმად მიჰყვებოდა საზოგადოება კონკრეტულ ტელევიზიას და მათ ყველა ნათქვამს იღებდა, როგორც ჭეშმარიტებას, საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი შეიცვლება. თქვენ დაინახავთ, რამდენად გაიზარდა და დაიხვეწა მაყურებელი. თუ კი აქამდე ტელევიზია ქმნიდა და აყალიბებდა მაყურებელს, ახლა თავად მაყურებელი შექმნის ტელევიზიას თუ ნებისმიერ მედია-საშუალებას. უგემოვნობა და უხარისხობა აღარ იქნება ხალხის მიერ დაკვეთილი და ყველანაირი მედიასაშუალება იძულებული გახდება, მიაწოდოს სიმართლე და ხარისხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ რომ ხელისუფლების რუპორად იქცეს მთელი მედიასივრცე, ხალხი მაინც იპოვის მისთვის სასურველ, ერთ, ნათელ წერტილს და ყველაზე ურეიტინგო, ყველაზე უფულო, ყველაზე არაკითხვადი და ყველაზე პატარა მედიასაშუალება შესაძლოა, ერთ დღეში უდიდეს კომპანიად იქცეს. ის გადაყლაპავს ამ დიდ გაერთიანებებს, თუ კი, რა თქმა უნდა, ეს გაერთიანება არ მოემსახურება ხალხის აზრს და არ შეასრულებს მის დაკვეთას. ერთი სიტყვით, წლევანდელი პოზიტიური გარდატეხა ქართულ მედიაში წარმატებით იმუშავებს მომავალი 9 წლის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, როცა მხოლოდ თავისუფალი სიტყვის და ობიექტურობის ხარჯზე გაუძლებენ კონკურენციას და დარჩებიან ასპარეზზე.
– რა სახის რთული პერიოდის გავლა მოუწევს საქართველოს მშვილდოსნის შავი მთვარიანობის პერიოდში? განსაკუთრებით ეკონომიკური პროცესები მაინტერესებს.
– სანამ ეკონომიკაზე გადავალ, იქამდე მინდა გითხრათ, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობა მოიმატებს და ეს სულაც არ არის წინასწარმეტყველება. მესამე თვალი და ნათელმხილველობა ამას არ სჭირდება, ვისაც ცოტათი მაინც ესმის ასტროლოგია. 14 თებერვლიდან ნოემბრის ბოლომდე იწყება საკმაოდ რთული პერიოდი, როდესაც მოსალოდნელია ძალიან დიდი დაძაბულობა სასულიერო, რელიგიურ სფეროში – ამას მიუთითებს შავი მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში. ასევე, მოსალოდნელია ახალგაზრდების საპროტესტო გამოსვლები როგორც რელიგიური თვალსაზრისით, ისე განათლების მიმართ უკმაყოფილების მხრივ. ასევე, დიდი ალბათობაა, ახალგაზრდების აბსოლუტურად გულწრფელი პროტესტი და აქტიურობა დესტრუქციულმა ძალებმა თავის სასიკეთოდ გამოიყენონ. წინ წამოიწევს მარიხუანის ლეგალიზების თემა, რომელშიც ახალგაზრდობა იქნება ჩართული და ამავე ბნელი ძალების მიერ იმართება. ერთი სიტყვით, შავი მთვარის ტრანზიტი მშვილდოსანში, ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 9 თვის განმავლობაში დიდია ალბათობა, ადამიანი მოხვდეს ცრუ რელიგიის, ცრუ ფილოსოფიის გავლენის ქვეშ. ანუ, რელიგიური ექსტრემიზმი აქტიურდება და არ არის გამორიცხული, ძალიან ადვილად მოექცეთ თუნდაც რელიგიური სექტების ზეგავლენის ქვეშ. ასევე, სიფრთხილეა საჭირო უცხოურ კომპანიებთან ახალი საქმიანობის დაწყების მხრივ. დიდია ალბათობა, მოტყუებულები დარჩნენ. თუმცა, ამ პერიოდში გაიშიფრება ყველა ამდაგვარი ტყუილი და შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ, საქართველოს ვითომ ძალიან კარგი პარტნიორები, თურმე, მთელი ეს წლები გვატყუებდნენ. ანუ, ხდება პარტნიორების ლუსტრაცია. ფილტრაცია, თუმცა, ძირითადი პრობლემები მაინც დაკავშირებულია ახალგაზრდობასთან და ახალგაზრდულ მოძრაობებთან.
– ხომ არ არის შესაძლებელი, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდეს ახალგაზრდა, ქარიზმატული ლიდერი, რომელიც იქნება დამაჯერებელი და მისაღები საზოგადოებისთვის – ხალხის ნდობას მოიპოვებს, მაგრამ მოლოდინს ვერ გაამართლებს?
– ასეთი ახალგაზრდა შესაძლოა, არაერთი გამოჩნდეს ამ ცხრა თვის განმავლობაში, რომელიც შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას, უცებ მოვიხიბლებით, ავიტაცებთ, მაგრამ ასევე, მალე განვიხიბლებით. შესაძლოა, გამოჩნდეს ლიდერი, რომელსაც ეს ახალგაზრდობა გაჰყვება, მაგრამ ამ ლიდერმა უფსკრულში გადაჩეხოს ისინი. 11 ოქტომბრიდან დაიწყება პერიოდი, რომელიც გაგრძელდება 2018 წლის ბოლომდე, როდესაც საქართველოს ექნება რეალური შანსი, მოაგვაროს ტერიტორიული პრობლემები აფხაზეთთან და ოსეთთან. ამ დროს თუ საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს ასტროლოგიურ ხედვებს, შესაძლოა, ძალიან კარგი შედეგებიც მივიღოთ. რა მოხდება, ზუსტად ამის თქმა არ შემიძლია, მაგრამ საკმაოდ პოზიტიური ცვლილებები რომ არის მოსალოდნელი, ეს ცხადია.
– ფინანსების მხრივ რა გვეშველება?
– თუ გახსოვთ, მე გითხარით დაახლოებით ცხრა თვის წინ, რომ ხელისუფლებამ ბანკების პრობლემას თუ არ მიხედა, სხვა დანარჩენი მცდელობა ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის ამაო იქნება-მეთქი?! სულ რაღაც ერთი თვე აქვს მთავრობას, რომ მიხედოს, თუ არა და, სტუდენტების საპროტესტო მუხტს, კიდევ ბანკებისგან გაჩანაგებული ხალხის საპროტესტო ტალღა დაემატება. არსებობს შანსი, ეს სისტემა დარეგულირდეს, 11 ოქტომბრის შემდგომ, წელში გაიმართოს და დაიწყოს ეკონომიკური აღმავლობა. თუმცა, ნებით თუ საპროტესტო აქციებით, ეს პროცესი გარდაუვალია. უბრალოდ, ხელისუფლებისთვისვე აჯობებს, ეს საკუთარი ნებით გამოასწოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფონზე დაძაბულობა მოიმატებს და შეიძლება, ამ პროცესს შეეწიროს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი. ლარის ინფლაცია მომდევნო 9 თვის განმავლობაში აღარ იქნება, თუ, რა თქმა უნდა, რამე კატასტროფა არ მოხდა მსოფლიოშო. ძირითადად, ლარი დასტაბილურდება და იმერყევებს 2.50 – 2.70-ს შორის. ყოველ შემთხვევაში, თუ უფრო არ დაიწია, 3 ლარზე არცერთ შემთხვევაში არ ავა.
– ყველაზე მეტად რომელი სფეროებისთვის არის წარმატების ან წარუმატებლობის მომტანი მომავალი თვეები?
– კარგი პერიოდია ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, როგორიცაა: მოდა, დიზაინი, მხატვრობა და ასე შემდეგ. საუკეთესო წელია მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის, ასევე გამომცემლობებისა და სარეკლამო ბიზნესისთვის. საკმაოდ რთული წელია საბანკო სისტემისთვის, აგრეთვე, მძიმე პერიოდია შოუ-ბიზნესისთვის. შოუ-ბიზნესს განაგებს მეხუთე სახლი ანუ მშვილდოსანი და სწორედ მშვილდოსანში შედის შავი მთვარე. ასევე საგანმანათლებლო სისტემას დაუდგება მძიმე 9-თვიანი პერიოდი.
– ეს წეღანაც ახსენეთ და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ განათლების მინისტრი კიდევ ერთხელ შეიცვლება?
– არ გამოვრიცხავ, ეს კამპანია და საპროტესტო ტალღა მინისტრის იმპიჩმენტამდეც მივიდეს და მოითხოვონ მისი გადაყენება.

скачать dle 11.3