კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრობლემა – ჩაბრუნებული თმა #7

ძალიან ცუდად ჩანს კანზე ამობურცული ადგილები, მუქი ლაქები ფეხებზე და თმა კანქვეშ. ეს პრობლემა არცთუ იშვიათია. თუ გაწუხებთ თმის ჩაბრუნება, მაშინ ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები, ნამდვილად დაგემხარებათ.
პილინგი
დღეში ორჯერ, პილინგით კარგად დაიმუშავეთ ის ადგილი, სადაც ხშირად ხდება თმის ჩაბრუნება. ამით მოიცილებთ მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყსა და ცხიმს, რომელიც თმის ჩაბრუნების ძირითადი მიზეზია. პილინგისთვის შეგიძლიათ, დაამზადოთ შემდეგი სკრაბი - მარილი, ზეითუნის ზეთი და შაქარი აურიეთ ერთმანეთში. უმჯობესია, კანი დაიმუშაოთ დიდხანს და ნაზად. მოერიდეთ სწრაფ და უხეშ მოძრაობებს.
აკნეს მკურნალობის მეთოდი
ჩაბრუნებული თმა ძალიან ჰგავს აკნეს სტრუქტურას. გამოიყენეთ სალიცილის სპირტი დღეში რამდენიმეჯერ. პილინგთან ერთად, სალიცილის სპირტით კანის გასუფთავება, საკმარისია ჩაბრუნებული თმის მოსაცილებლად. თუ ხელთ არ გაქვს სალიცილის სპირტი, შეგიძლიათ, გამოიყენოთ კბილის პასტა.
კომპრესები
დაიდეთ თბილი, მკვებავი კომპრესი რამდენიმე წუთით. ეს დაარბილებს კანს.
• დაასველეთ ღრუბელი ცხელ წყალში, გაწურეთ და დაიდეთ იქ, სადაც თმა ხშირად გიბრუნდებათ. როგორც კი შეგრილდება, კვლავ დაასველეთ ცხელ წყალში.
• თუ კანქვეშ თმის ღერს ხედავთ, კომპრესი დაეხმარება თმას კანის ზედაპირზე ამოვიდეს, ხოლო თუ თმა არ ჩანს, გაიჩერეთ თბილი კომპრესი მანამ, სანამ ის არ გამოჩნდება.
• თუ კომპრესის გაკეთებიდან 10 წუთის შემდეგ თმა არ ჩანს, ესე იგი, დამოუკიდებლად მას ვერ მოიცილებთ და დროა, ექიმ-დერმატოლოგს მიმართოთ.
პინცეტი და ნემსი
გამოიყენეთ სტერილური ნემსი ან პინცეტი, რათა ჩაბრუნებულ თმას, კანის თხელი ფენა მოაცილოთ. უპირველესად, დაიდეთ თბილი კომპრესი – ეს დაეხმარება თმას ზედაპირზე ამოსვლაში. ნუ ამოჩიჩქნით და თუ შესაძლებელია, ნუ მოწყვეტთ თმას. უბრალოდ, დარწმუნდით, რომ თმის ბოლო კანს ზემოთაა.
მუდმივად გაისუფთავეთ კანი ჩაბრუნებული თმისგან
დაიბანეთ პრობლემური ადგილი თბილი წყლით და დამატენიანებელი საპნით. გამოიყენეთ ანტისეპტიკური საპონი, რათა დაიცვათ თავი ინფექციისგან. მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმელს და მუდმივად გამოიყენეთ პილინგი.
დამატებითი რჩევები:
• თუ თმა არ ჩანს საწყის ეტაპზე, დაიტოვეთ თბილი კომპრესი ცოტა დიდხანს.
• ყოველთვის გამოიყენეთ ახალი საპარსი, როცა საქმე მგრძნობიარე ადგილს ეხება.
• რაც უფრო გრძელია თმა, მით ნაკლებია ჩაბრუნების შანსი. სცადეთ და იშვიათად გაიპარსეთ ის ადგილები, სადაც თმა ბრუნდება. უმჯობესია, გამოიყენოთ ერთპირიანი ან ელექტროსაპარსი, მრავალპირიანი საპარსის ნაცვლად.
• არასოდეს გაიპარსოთ მშრალად.
• შეინარჩუნეთ სისუფთავე. ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურები აგარიდებთ მსგავს პრობლემებს.
• ყოველთვის გაასუფთავეთ საპარსი გამოყენებამდე. ხარისხიანი საპარსი კრემის გამოყენებამ, შესაძლოა, დაიცვას თმა ჩაბრუნებისგან.
• ეცადეთ, არ გაიპარსოთ, სანამ ამის აუცილებლობა არაა. ყოველდღიური პარსვისას თმა უფრო ხშირად იზრდება. თუმცა, ზოგიერთი ღერი ვერ ასწრებს გაზრდას და სწორედ ამიტომ, ხდება თმის ჩაბრუნება.

скачать dle 11.3