კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი #7

კითხვა: ხშირად მიწევს სახლში გვიან დაბრუნება და მაკიაჟის მოშორების გარეშე ვიძინებ. რაიმე პრობლემას ხომ არ შემიქმნის ეს სახის კანზე?
პასუხი: მაკიაჟის მოშორების გარეშე ძილს ბევრი უარყოფითი შედეგი მოსდევს. კერძოდ, მაკიაჟისა და მკვდარი უჯრედებისგან დახშობილი ფორები და დიდი ალბათობით – გამონაყარი, აკნე. ამიტომ, ყოველთვის როგორი დაღლილიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად გაიწმინდეთ სახის კანი და ისე დაწექით დასაძინებლად.
კითხვა: ვარ 20 წლის. რომელი ასაკიდან უნდა ვიხმარო ასაკობრივი მოვლის სილამაზის პროდუქცია? არასდროს ვაქცევ ამას ყურადღებას და ხშირად დედის ან დის სახის, ტანის კრემებს ვისვამ.
პასუხი: ასაკობრივ პროდუქციაზე უარის თქმა, უმეტესად, მაშინ ხდება, როცა მიგაჩნია, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ ამისთვის. სინამდვილეში, 20 წლის ასაკში დაწყებული მოვლა, უზრუნველყოფს კანის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას და როცა 40 წლის იქნებით, სახის კანი 30 წლის ასაკის შესაბამის ვიზუალს შეინარჩუნებს.
კითხვა: არ ვჭამ ბევრს, თუმცა, თუ ზედმეტი მომივიდა, ეგრევე თეძოებსა და უკანალზე მემჩნევა. საშინლად ვიმატებ ამ ადგილებში, მერე კი, დაკლება მიჭირს. რისი ბრალია ეს და რა მოვიმოქმედო?
პასუხი: თუ ამ ადგილებში მეტად იმატებთ და ვერ ახერხებთ დაკლებას, ორგანიზმში, სავარაუდოდ, ჭარბი ესტროგენის გამომუშავება ხდება. აუცილებელია, ესტროგენის დონის კლება ბუნებრივი გზით. ეს კი ცხოვრების წესის შეცვლით შეიძლება. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული, რადგან უჯრედისი, ეს პროდუქტები რომ შეიცავს, ხელს უწყობს ჭარბი ესტროგენის გამოდევნას. შეზღუდეთ ალკოჰოლი და გადამუშავებული ხორცი, რომელიც სავსეა ისეთი ქიმიური ნივთიერებებით, რაც ღვიძლს ხელს უშლის ესტროგენის დონის რეგულირებაში. ნატურალური იოგურტის მიღება შესაძლოა, ასევე, დაეხმაროს საჭმლის მომნელებელ სისტემას ჭარბი ესტროგენის გამოდევნაში. რეკომენდებულია დღეში 10-წუთიანი სირბილი ან ველოსიპედით სეირნობა.
კითხვა: ხშირად მიწევს ფერიმჭამელების გამორწყვა და დამღალა მათთან ბრძოლამ. რაც უფრო ხშირად ვეხები, უფრო მომრავლდა. როგორ და რა ინტენსივობით მირჩევთ მათ მოშორებას?
პასუხი: ფერიმჭამელის გამორწყვა შეიძლება, მაგრამ კვირაში მხოლოდ ერთხელ. მთავარია, სწორად ჩაატაროთ ეს პროცესი. კანი უნდა გულდასმით გაიწმინდოს და 5 წუთი „დარბილდეს” ორთქლის აბაზანაზე (ორთქლის აბაზანის მოსამზადებლად კარგია ერთი მუჭა გვირილის 2 ლიტრ წყალში ხარშვა). ამის შემდეგ თითის ირგვლივ დაიხვიეთ კოსმეტიკური ხელსაწმენდი და ძლიერი ზეწოლის გარეშე გამორწყეთ კომედონი. შემდეგ, დეზინფექციის მიზნით, ამ ადგილას წაისვით ალკოჰოლის შემცველი „ტუალეტის წყალი”.

скачать dle 11.3