კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ცოლი კოტრდება #7

ლორდი ბერნარდ რეინოლდსი ყავას სვამდა, როცა მსახურმა დილის გაზეთები შეუტანა. ბერნარდმა პირველი გვერდი ჩაიკითხა, შეიჭმუხნა და მსახურს ბუხარში ცეცხლს რომ აღვივებდა, მკაცრად მიმართა.
– ევანს, ეს გაზეთები გაიტანე და თუ მისის რეინოლდსი მოიკითხავს, უთხარი, ჯერ არ მოუტანიათო.
– სწორად იქცევით, სერ, – შენიშნა ევანსმა და თითი კმაყოფილებით დაუქნია. გაზეთები გაიტანა თუ არა, დარბაზში მისის რეინოლდსი – ძალიან ლამაზი, ქერა და მოვლილი, კარგად ჩაცმული პაულა შემოვიდა.
მეორე მხრიდან უსიტყვოდ მიუჯდა მაგიდას და ევანსს ანიშნა, ყავა დამისხიო.
– პაულა, ისევ ცუდ გუნებაზე ხარ?
– ნეტავი რატომ? ბერნარდ, რატომ შეიძლება, იყოს შენი ცოლი ცუდ გუნებაზე? – გაღიზიანებული ტონით მიუგო პაულამ. ბერნარდმა მხრები აიჩეჩა.
– ევანს, გადი! – მსახურს მბრძანებლურად მიმართა პაულამ, ხოლო, როცა მარტონი დარჩნენ, ტონი უფრო გაამკაცრა.
– როდის აღიარებ, რომ ჩვენი ურთიერთობა განწირულია. ექვსი თვეა, რაც ვიქორწინეთ, – სახლში გამთენიისას მოდიხარ, საერთოდ აღარ გაინტერესებ. ტყუილში კიდევ დიდხანს ვიცხოვრებთ?
– საყვარელო, ჩემს მოთმინებას სცდი? არ არის საჭირო. დამიჯერე, მე ერთგული ქმარი ვარ.
– ძნელია, დავიჯერო, როცა ღამით სახლში არ ხარ.
– პაულა, რამდენჯერ გითხარი, ამ ყველაფერს ჩემი ცხოვრების სტილი მოითხოვს. აუცილებელია, საზოგადოებაში ვიტრიალო, სხვადასხვა ადამიანს შევხვდე.
– ჰო, მათ შორის ქერა, სულელ ლამაზმანებს – ისეთ ქალებს, რომლებისთვისაც სულერთია, კაცს ცოლი ჰყავს თუ არა...
ბერნარდი შეიჭმუხნა.
– პაულა, რატომ გინდა, ვიჩხუბოთ?
– შენ რატომ არ გინდა, სიმართლე აღიარო? – არ ცხრებოდა ქალი.
– რომელი სიმართლე? რის მოსმენა გინდა?
 – იმის, რომ ჩვენი ქორწინება შეცდომა იყო. არანაირი სიყვარული არ ყოფილა. უბრალოდ, ხმამაღლა ამას არცერთი არ ვამბობთ.
– პაულა, მე არ დამიწყია, – გამაფრთხილებელი ტონით მიმართა ქმარმა.
– საჭიროა, ბერნარდ, აუცილებელია, სიმართლე ვთქვათ. შენ მე ფულის გამო შემირთე, კორპორაციაში ჩემი წილის გამო.
– ჰო და შენ რატომ გამომყევი?
– ახლა უკვე მიჭირს თქმა, – მხრები აიჩეჩა პაულამ.
– მე გეტყვი, – ჩემმა ტიტულმა, გარეგნობამ და ჭკუამ მოგხიბლა. ჩემზე ქალები გიჟდებიან და გინდოდა, ცოლად სწორედ შენ ამერჩიე. ამით პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილე.
– ანუ, ჩვენი ქორწინება გარიგებაა, ამის თქმა გინდა?
– ჰო, მაგრამ ეგ სამართლიანი და თანასწორი კავშირი ახლა დაირღვა, დღეს დილით...
 ლორდი ბერნარდი უჩვეულოდ მშვიდი და უშფოთველი იყო. სამაგიეროდ, პაულა შეაცბუნა ქმრის დამცინავმა და ირონიულმა გამოხედვამ.
– მოიცა, რა ხდება? საკმარისი ფული აღარ მაქვს, რომ შენი პოპულარობა და ტიტული გადავწონო?
– ჰო, ასეა, საყვარელო. სამწუხარო ინფორმაცია უნდა გაგანდო, შენ ფული აღარ გაქვს – გაკოტრდი.
– რა? – პაულა ცარცივით გაფითრდა,  – არ მჯერა შენი, – თქვა ბოლოს ხმის კანკალით, – გინდა, ნერვები მომიშალო და შენი დანაშაული გადაფარო.
ლორდმა გულგრილად აიჩეჩა მხრები.
– იცი, რა, პაულა, შენ თქვი, რომ ჩვენი ქორწინება სრულფასოვანი და ორი, თანასწორი ადამიანის კავშირი იყო სიყვარულის გარეშე, – გეთანხმები, მაგრამ გეუბნები, რომ დილით ეს კავშირი დაირღვა. ახლა შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას.
– არ მესმის, რას ლაპარაკობ! – შეჰყვირა პაულამ, – რას ნიშნავს, ფული აღარ მაქვს. ფაქტები სადაა? ფაქტები მჭირდება.
– ფაქტები? ახლავე, – ბერნარდმა ზარი დარეკა და ოთახში მსახური შემოვიდა.
– ევანს, თუ არ შეწუხდები, მოუტანეთ მისის რეინოლდს დილის გაზეთები. შენი თვალით ნახე, პაულა.
ქალმა ხელის კანკალით გაშალა დილის გაზეთები. მთავარი სვეტი ჩაიკითხა და კიდევ უფრო გაფითრდა.
– შეუძლებელია, ო, არა... ღმერთო, დადლი გაუჩინარდა, ჩემი ნდობით აღჭურვილი პირი?
– ჰო, სწორედ ასეა. გახსოვს, გაფრთხილებდი, – ზედმეტად ნუ ენდობი-მეთქი. მთელი მისი ფინანსური ვალდებულებები შენზეა.
– რა? ანუ, მართლა გავკოტრდი?
– ჰო, პაულა, ასეა... ჩვენ შორის გრძნობა არ ყოფილა. რამდენიმე წუთის წინ, თავადაც დამიდასტურე. ამიტომ შეგვიძლია, ჩვენი კავშირი გავაუქმოთ. სასწორის ჰარმონიულობა დაირღვა. ტყუილშიც აღარ მოგიწევს ცხოვრება.
– მე, მე... არ შემიძლია, შენზე უარი ვთქვა, – ლამის ტირილით მიუგო ქალმა.
– ვერაფერს შევცვლით, ძვირფასო, მეც არ შემიძლია, საკუთარ ცხოვრებაზე უარი ვთქვა.
– ძალიან სასტიკი ხარ, – დაიგმინა პაულამ.
– ცხოვრებაა სასტიკი, ჩემო ძვირფასო. რეინოლდსი ბოლომდე ინარჩუნებდა სიმშვიდეს. პაულა ადგა და ოთახიდან ბარბაცით გავიდა. ლორდმა ცოლს თვალი გააყოლა და ზარი დარეკა.
– ევანს... ახლა მისის რეინოლდსი თავს მოიკლავს. მიზეზი კი ეს საგაზეთო სტატია იქნება, რომელშიც მისი გაკოტრების შესახებ იუწყებიან. მისი ერთადერთი მემკვიდრე ვარ, ამიტომ ხელის შეშლას არ ვაპირებ. განგებას წინ ვერ აღუდგები. ისე, თუ გინდა, შენ სცადე, იქნებ გადააფიქრებინო. მაგრამ, დააგვიანე, გასროლის ხმაა, პოლიციას უნდა გამოვუძახოთ...
ევანსი ლორდ რეინოლდსს პატარა ბიჭობიდან იცნობდა და ემსახურებოდა. შეიძლება, მიხვდა, დიდად რომ არ სწყენია ცოლის სიკვდილი, მაგრამ პოლიციელებისთვის არაფერი უთქვამს. სიტყვაც კი არ დაუძრავს. ლორდი დიდი მწუხარებით იღებდა სამძიმრებს – მას ხომ უბედურება დაატყდა თავს. გულის სიღრმეში კი გამარჯვებას ზეიმობდა. დადლიმ გააკეთა ის, რაც ლორდმა უთხრა და ამაში დიდ ფულს მიიღებდა, როგორც კი ყველაფერი ჩაწყნარდებოდა. ლორდ ბერნარდ რეინოლდსს კი ვერავინ დაადანაშაულებდა ცოლის მკვლელობაში. ძნელია, დაამშვიდო პაულასნაირი ქალი, როცა ის კოტრდება.

скачать dle 11.3