კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაამკაცრა სტალინმა სასჯელი ჰომოსექსუალობისთვის #7

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი აბსოლუტურ ძალაუფლებას ფლობდა და თითქმის ყველაფერს აკონტროლებდა, იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა სახელმწიფო დანაშაული მის (სტალინის) ყურადღებასაც ეპარებოდა. თუმცა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ საბჭოთა ბელადს დაუსჯელად დაეტოვებინოს დამნაშავე, რა რანგისაც არ უნდა ყოფილიყო ის. რაც უფრო მაღალჩინოსანი იყო მოღალატე, მით უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახლდათ სტალინი მის მიმართ. ისტორიკოსი ვიქტორ ბარსუკოვი წერს: „თვით ტოტალური სტალინური კონტროლის პირობებშიც კი ხდებოდა ისე, რომ საბჭოთა ბელადს ატყუებდნენ, რაღაც-რაღეცებს უმალავდნენ, რაც შემდგომ მასვე (სტალინს) შემოუბრუნეს მტრებმა (ხრუშჩოვმა) – რეპრესიებსა და მასობრივი დანაშაულის ჩადენაში დასდეს ბრალი, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო სიმართლე. ასე მოხდა მომავალში სახელგანთქმულ საბჭოთა მარშლის, იმ პერიოდში (1937 წელი) კი გენერალ-მაიორ კონსტანტინე როკოსოვსკის შემთხვევაშიც. „ენკავედეს“ მაშინდელი შეფის, ნიკოლაი ეჟოვის ძალისხმევით, როკოსოვსკი ჯერ პარტიიდან გარიცხეს, შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს, ბოლოს კი ლაჩრულად დააპატიმრეს. ლენინგრადში, ადგილობრივი „ჩეკას“ ჯურღმულში მოათავსეს და სასტიკად აწამებდნენ. გენერალს აღიარებით ჩვენებას სთხოვდნენ, რომ თითქოს ის უცხოეთის აგენტი იყო და მასავით უდანაშაულო ადამიანების დასახელებას აძალებდნენ. როკოსოვსკის ჩაქუჩს ურტყამდნენ ფეხის თითებზე. სასტიკად სცემდნენ და ნეკნები ჩაუმტვრიეს. ერთი სიტყვით, ყველა ის ჯოჯოხეთი გაატარეს, რაც ეჟოვს ჰქონდა „ჩეკაში“ დანერგილი. ოფიციალური ვერსიით, როკოსოვსკიმ თითქმის  3 წელი (1937-1940 წლები) გაატარა „ჩეკაში“, რაც ტყუილია. ის 1938 წლის 20 ნოემბერს, ეჟოვის მოხსნამდე ხუთი დღით ადრე გაათავისუფლეს. ორი წელი კი ესპანეთში იმყოფებოდა არალეგალურად, როგორც სამხედრო მრჩეველი და მიგელ მარტინესის სახელს ატარებდა. სტალინის ნაშვილები შვილი, გენერალ-მაიორი არტიომ სერგეევი იხსენებდა: „როდესაც მამასთან (სტალინთან) კუნცევოს აგარაკზე ვიყავით მე და ვასია (ვასილი სტალინი, სტალინის ღვიძლი შვილი), იქ ხშირად მოდიოდა „ენკავედეს“ ხელმძღვანელი ნიკოლაი ეჟოვი. ის ძალიან დაბალი, გამხდარი, ჩია კაცი იყო და ბოროტად იღიმებოდა. ვასია მას განსაკუთრებულად ვერ იტანდა. შეიძლება ითქვას, სასტიკად სძულდა და „ბოროტ გნომს“ უწოდებდა. თავის სიძულვილს ვასია ვერ ფარავდა, ეჟოვს სხვადასხვა ოინს უწყობდა და ძალიან ხალისობდა ამით. ერთხელ ეჟოვს უზარმაზარი ორმო გაუთხარა აგარაკზე, ფოთლებით შენიღბა და როდესაც მამასგან გამოსულმა ეჟოვმა იქ გაიარა, ორმეტრიან ორმოში მოადინა ზღართანი.
– ტომკა, ტომკა, მოდი, ნახე ბოროტი გნომი მახეში გაება, – ხარხარებდა ვასია.
ხმაურზე მამა გამოვიდა ეზოში და რომ გაიგო, რაშიც იყო საქმე, ვლასიკს ეჟოვის ამოყვანა დაავალა. ვასია კი მკაცრად დასაჯა. ის ცალკე ოთახში გამოკეტა ორი დღით. ორმოდან ამოყვანილი ეჟოვი ჩვეულად, ბოროტად იღიმებოდა და მანქანით მოსკოვში გაემგზავრა...
ვასია ძალიან დაუდეგარი, მექალთანე იყო და რამდენიმეჯერ მითხრა, – ევგენია სოლომონოვნას საწოლში უნდა ჩავუწვეო. ის ეჟოვის მეორე ცოლს გულისხმობდა, რომელიც ძალიან ლამაზი და საკმაოდ ვნებიანი ქალი იყო. ეჟოვის ცოლობის მიუხედავად, ურთიერთობებზე უარს არ ამბობდა და ალბათ, ვასიასაც ჩაუწვებოდა, მე რომ არ მეთქვა ეს მამასთვის (სტალინისთვის), რომელმაც ასეთი რამ ვასიას კატეგორიულად აუკრძალა. ეჟოვის ცოლთან ურთიერთობის გამო, ლამის კონსტანტინე როკოსოვსკი დაიღუპა, რომელიც ეჟოვმა დააპატიმრა. რომ არა ჟუკოვი და ბერია, მომავალი სახელგანთქმული მარშალი, „ჩეკას“ კედლებში უსახელოდ დალევდა სულს...“
მარშალი ჟუკოვის ცნობილი წიგნის „აზრები და მოგონებების“ ტაბუირებულ, გამოუქვეყნებელ გვერდებზე ვკითხულობთ: „როკოსოვსკის დადანაშაულება ღალატში რომ აბსოლუტური აბსურდი იყო, ყველამ კარგად ვიცოდით. ისიც ვიცოდით, რომ ეჟოვი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ერჩოდა როკოსოვსკის, რომ კონსტანტინ კონსტანტინოვიჩი მის ცოლთან „კონტაქტობდა“. 1937 წელს, მე სტალინს ასე ახლო არ ვიცნობდი და ტიმოშენკოს ვთხოვე, რომ ბელადთან მას მიეტანა სიმართლე როკოსოვსკიზე. ერთი სიტყვით, სტალინს ტიმოშენკომ და ეჟოვის მოადგილემ, ლავრენტი ბერიამ, უთხრეს სიმართლე როკოსოვსკიზე, რის მერეც როკოსოვსკი სტალინის ბრძანებით გაათავისუფლეს ციხიდან. შემდეგ კი პირადად იოსებ ბესარიონოვიჩმა გაგზავნა როკოსოვსკი ესპანეთში, სადაც  არალეგალურად იმყოფებოდა და სამხედრო მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა...“
სტალინის დაცვის უფროსი ნიკოლაი ვლასიკი იხსენებდა: „1938 წლის 20 ნოემბერს, ანუ ეჟოვის მოხსნამდე ხუთი დღით ადრე, ის კუნცევოში ჩამოვიდა სტალინთან გამოძახებით და იოსებ ბესარიონოვიჩი მას ჩემი თანდასწრებით ელაპარაკა. სტალინი სავარძელში იჯდა და ეწეოდა. ეჟოვი კი გაჭიმული იდგა ფეხზე და ოფლში იწურებოდა. სტალინმა მას მილიონ-ნახევარი რეპრესირებულის შესახებ შეახსენა (ეს ციფრი ბელადს ბერიამ მიაწოდა), ბოლოს კი როკოსოვსკიზე გადავიდა და უთხრა:
– სრული სიმართლე ვიცი. როკოსოვსკი მოღალატე არაა და ის მხოლოდ იმიტომ დააპატიმრე და სასტიკად აწამებინე, რომ შენს ცოლთან ჰქონდა კავშირი. ამ ლოგიკით, ნახევარი მოსკოვი უნდა დააპატიმრო და აწამო.
ეჟოვი დუმდა. სტალინმა კი ასე დააბოლოვა: როკოსოვსკი კიდევ გამოიჩენს თავს, როგორც გმირი მებრძოლი. შენ კი შეიძლება, საერთოდ უსახელოდ დარჩე. ახლა წადი და შენს ცოლს მიხედე. მის მეგობრებს კი მოეშვიო...
მეგობრებში სტალინი ეჟოვის ცოლის უამრავ „მეგობარ მამაკაცს“ გულისხმობდა, რომელთა შორის არაერთი ცნობილი ადამიანი იყო...
 სტალინის სიტყვები მალევე გადაიქცა საქმედ და ეჟოვი პირადად ბერიამ დააპატიმრა მალინოვის კაბინეტში. მასზე საქმე აღძრეს, რომელსაც ასევე, პირადად ბერია უძღვებოდა...
ეჟოვის საქმეების გამოაშკარავებამ მტკიცე და შეუვალი სტალინი საკმაოდ დააფიქრა და „ენკავედეს“ აპარატისა და სახელმწიფო ორგანოების მკაცრი წმენდა-კონტროლი დაიწყო. მისი (სტალინის) მდივნის, პოსკრებიშევის თქმით: სტალინი ძალიან განიცდიდა, რომ ეჟოვს ენდობოდა და მას ბოლომდე არ აკონტროლებდა. ხოლო, როდესაც ძიება დასრულდა და სტალინი ბოლომდე გაეცნო შედეგებს, გაბრაზებულმა თქვა: მალევე მოაშორეთ ეს ნაძირალა ამ ქვეყანას. ასეთ საზიზღარს სიცოცხლის უფლება არ აქვსო...
საგულისხმო დეტალია, რომ როგორც კი ეჟოვის საქმე დასრულდა, რომელშიც გაირკვა, რომ „ენკავედეს“ შეფი ჰომოსექსუალი, მამათმავალი იყო, საბჭოთა ბელადმა ასეთი კატეგორიის (ჰომოსექსუალობა-მამათმავლობა) დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაამკაცრებინა და სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი შესწორებებიც შეატანინა. გარდა ამისა, უკიდურესად გამკაცრდა კონტროლი ამ კუთხით ყველა სფეროში და სამსახურში მიღებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ადამიანის სექსუალურ ორიენტაციას. „ლესბოსელები, მამათმავლები და სხვა ჯურის მსგავსი ნაგავი, ჩვენ გვერდით აღარ უნდა ეყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდ ქვეყანას ვერ ავაშენებთ“, – ამბობდა საბჭოთა ბელადი მაღალი ტრიბუნიდან...

скачать dle 11.3