კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #7

დაუთაშვილი
დაუთაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი დათუ.
დავითა დაუთაშვილი მოიხსენიება 1696 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნში, როგორც ნაზარალიხანის კარის მდივან-მწიგნობარი ანუ მდივანი, დამწერი. მისი ხელითაა შედგენილი სოფლების – ღვევისა და ზირბითის ყმა გლეხებთან დაკავშირებული წიგნი.
საქართველოში 373 დაუთაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 171, თბილისში – 130, ბოლნისში – 30. არიან სხვაგანაც.
ყირიმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყირიმია.
ბესო ყირიმელაშვილი მოიხსენიება 1843 წელს დიდ თონეთში, მოსახლეობის აღწერის დროს.
1885 წელს სვიმონ მჭედლიძის თავმდებად მოიხსენიება ბერუა ყირიმელაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები ყირომელი, ყირიმლიშვილი, ყირიმელიშვილი.
საქართველოში 47 ყირიმელაშვილი ცხოვრობს.
გულდამაშვილი
გვარი ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან გულდამანა. ეს სახელი მომდინარეობს სპარსულიდან, რაც ვარდისტანას ნიშნავს.  
საამისა და ედიშერ აბაშიშვილების მამულში, სოფელ დვალეთში, 1621 წელს მოიხსენიება ადუა გულდამაშვილი.
გულდამაშვილები მარაბდაში დვალეთიდან უნდა იყვნენ გადმოსულები.
საქართველოში 115 გულდამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 52, თეთრი წყაროში – 25, გარდაბანში – 12. არიან სხვაგანაც.
მამუჩარაშვილი
ამ ქართულ გვარში ფუძედაა გამოყენებული მამისგან ნაწარმოები მოფერებითი სახელი – მამუჩარი. ზოგადად, მამადან ბევრი გვარ-სახელია წარმოშობილი – მამაიშვილით დაწყებული, მამუშალვიშვილით დამთავრებული.
მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, რუსებმა აღწერეს ქართული გვარები. მათ სუფიქსი – შვილი და ძე ჩამოაცილეს და რუსული ფორმატები – ოვი და იევი დაუმატეს. ამ გზით გაჩნდა: მამუჩაროვი, მამუკოვი, მამულოვი, კევლიევი და სხვა.
სამწუხაროდ, გვარი მამუჩარაშვილის შესახებ, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება ისტორიულ საბუთებში.
საქართველოში 297 მამუჩარაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 182, გორში – 66, თბილისში – 35. არიან სხვაგანაც.
ხოჯაშვილი
გვარის ფუძეა ხოჯა, ხოჯო. მეგრულად ხოჯი იგივეა, რაც ხარი.
ამავე ძირისაა გვარები: ხოჯავა, ხოჯელანი, ხოჯიშვილი, ხოჯანაშვილი.
ქვემო ქართლში, 1721 წლის აღწერით, ხოჯაშვილები მებატონეები იყვნენ და მათ ჰქონდათ მამულები და სოფლები.
საქართველოში 110 ხოჯაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 55, თიანეთში – 18, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.
სარიკაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სარიკა. სარეკი ურმის თვლების წინ ხელნებზე ქვემოდან, გარდიგარდმო მიკრული ლატანია, რომელიც დაღმართში ხარებს უკნიდან ედება და ურემს აჩერებს.
1721 წელს, მუხათში მოიხსენიება ევანეზა სარიკაშვილი.
ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში და საბუთებში საკმაოდ მცირე ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 1 279 სარიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 336, ოზურგეთში – 251, ლანჩხუთში – 225. არიან სხვაგანაც.
 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3