კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცევა ზოგიერთი კაცი, როცა ცოლს მისი მხარდაჭერა სჭირდება #7

კაცების უმრავლესობა შინაგანად არ აღიარებს ქალის თანასწორობას. თუმცა, ამას არ გაამხელს. შეიძლება, ქალური უფლებების დამცველადაც მოგევლინოთ, მაგრამ რეალურად, მიიჩნევს, რომ სუსტ სქესზე უპირატესობა აქვს. რაში გამოხატავს ამას? იმაში, რომ შეეცდება, ცოლი „უკან“ გადასწიოს, ნელ-ნელა ჩააგონოს, რომ „უფროსი“ თავად არის და თუ ქალი თავისუფლად სუნთქავს, ეს მისი დამსახურებაა. ანუ, კეთილი ნებაა.

 დიანა (31 წლის): ჩემი ქმარი ტირანია. განათლებული, „დაბანილ-დავარცხნილი“ ინტელიგენტი, მაგრამ მაინც ტირანი. რომ იცოდეთ, როგორი სურვილი მაქვს, ვუღალატო და გაიგოს ამის შესახებ.
– ეს პროტესტია თუ შურისძიების სურვილი?
– უფრო პროტესტია, რადგან შურისძიებისთვის მიზეზი უნდა მქონდეს – რეალური და საფუძვლიანი. თან, შურისძიება ძალიან მდაბიურ გრძნობად მიმაჩნია. ასე მგონია, შურისმაძიებელი ვერასდროს ვიქნები.
– ანუ... შურისძიება სხვა გრძნობაა და პროტესტი – სხვა?
– რა თქმა უნდა. თანაც, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულიც. მე შეძრული და შეურაცხყოფილი ვარ. გაოცებულიც, იმიტომ რომ, ერთ დღეს ჩემს ქმარში სულ სხვა კაცი აღმოვაჩინე. ეს ისეთი შოკი იყო, რომ მთლიანად დამანგრია. წარმოიდგინეთ, რამდენი ტკივილი მომაყენა, ისე გამიცრუა იმედი, მეეჭვება, მის მიმართ ნდობა და გრძნობა დამიბრუნდეს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი სახით, ერთგული მეგობარი და ძლიერი საყრდენი მყავდა. ახლა კი, სულ მარტო ვარ და უარესი ის არის, რომ სწორედ მისგან მიწევს თავის დაცვა. ვერ წარმოიდგენთ, ეს როგორი ცუდი მდგომარეობაა. რისთვის თხოვდება ქალი? – იმიტომ ხომ არა, რომ ვიღაცამ ტანსაცმელი ან საჭმელი გიყიდოს; ან სახლში შეგიფაროს და ზოგჯერ, შენთან დაწვეს. პარტნიორი გჭირდება, ხომ ასეა – სრულფასოვანი და სანდო. ადამიანის სიახლოვე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თანაც, ისეთი ადამიანის, რომელსაც დაეყრდნობი. მით უფრო, მძიმე სიტუაციაში, როცა ვიღაცის თანადგომა სასიცოცხლოდ აუცილებელია. კიდევ ცუდი ის არის, რომ მამაკაცებს არასწორი წარმოდგენა აქვთ „კარგი ქმრობის“ ფენომენზე.
– ასეთი ფენომენი არსებობს?
– რა თქმა უნდა. მაგალითად, როგორია კარგი ქმარი – კაცების უმრავლესობა გეტყვით, რომ თუ კაცი არ ჩხუბობს, არ სვამს, „წამალს“ არ იკეთებს და არ გცემს, ის უკვე კარგი ქმარია. რეალურად, ასე არ არის და რადგან ხმამაღლა ამაზე ლაპარაკს ყველა ერიდება, საბოლოოდ, არასრულფასოვან ურთიერთობას ვიღებთ. ოცი წლის გავთხოვდი და ეგრევე ოჯახმა „გადამყლაპა“. ანუ, იმას ვგულისხმობ, რომ თავი არ დამიზოგავს, ისე შევუდექი ჩემი მოვალეობების შესრულებას. თან, სწავლას ვამთავრებდი. ჩემს ქმარს იმხელა შემოსავალი არ ჰქონდა, რომ ოჯახი სრულფასოვნად ერჩია. ბავშვს ორივე  ვუვლიდით. სხვათა შორის, ბავშვის დაბადება ქმარმა გააპროტესტა – უკმაყოფილო იყო. ასე ადრე არ უნდა გაგეჩინა, ცოტა ხანი ჩვენი სიამოვნებისთვის გვეცხოვრაო. ისიც მინდა ვთქვა, რომ ჩემი ქმარი მართალია, მცირეანაზღაურებად სამუშაოს ასრულებდა, მაგრამ ეს მისი შეგნებული არჩევანი იყო. მოსწონდა, რასაც აკეთებდა და ზედმეტად თავს არ იტვირთავდა. მე კი კარგი შემოსავლისთვის ბევრი რამის ატანა მიწევდა – ცუდი უფროსის, უსიხარულო, მომქანცველი სამუშაო გრაფიკის. პლუს – ოჯახი, ბავშვი... რამდენი წელი ვგრძნობდი თავს გამოსაყენებელი ნივთივით – ჩემს ქმარს ეს არ ესმოდა. ჩუმად ვიყავი, რატომღაც მეგონა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, ქმარი საერთოდ აღარაფრად მაგდებდა. ქანცგაწყვეტილი ვიყავი შინ და გარეთ შრომით. არც უფიქრია, შემშველებოდა – ან სახლში გადაენაწილებინა საქმე, ან დამატებითი სამუშაო ეშოვა. საერთოდ არ დარდობდა იმაზე, რომ მე არანორმალურად ვიყავი დატვირთული.
– რატომ არ დაელაპარაკეთ?
– მანდ მივდივარ სწორედ. როგორც კი ხმა ამოვიღე და დავიწუწუნე. მინდოდა, მეთქვა, როგორ გამოვასწოროთ ეს მძიმე სიტუაცია-მეთქი, ეგრევე გაგიჟდა. შენ მადლობა თქვი, რომ ასეთი ცივილიზებული ქმარი გყავს – არ გცემ, სამსახურში სიარულის უფლებასაც გაძლევ, არც ჩაცმულობას გიკონტროლეებო... წარმოგიდგენიათ? თურმე, ამ  ყველაფრის გამო კარგი ქმარი ყოფილა. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. უცებ თვალები ამეხილა, თურმე, როგორი სულელი ვიყავი. ის დამაყვედრა, რომ არ მცემდა, წარმოგიდგენიათ? ლამის შოკში ჩავვარდი. შევყევით კამათს და ბოლოს ძალიან მაგრად ვიჩხუბეთ. დამაყვედრა ისიც, რომ სხვა ქმრებივით „პასტაიანნი“ საყვარელი არ ჰყავდა.
– ანუ, დროებითები ჰყავდა?
– ჰო, ასე გამოვიდა. ამის აღიარება მოხდა და არც კი შეექმნა უხერხულობა. რომ ჩავეძიე, ხელი აგდებით ამიქნია – აბა, რას ელოდებოდი, მე ხომ კაცი ვარო. სხვა ქალი თუ მომინდება, ვიყოლიებ კიდეცო. მოკლედ, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მე ვყოფილვარ უმადური, უსინდისო, პრეტენზიული, ცუდი ცოლი, რომელიც „ანგელოზივით“ ქმარს ვერ ვიფერებდი. წარმოიდგინეთ, როგორ გავმწარდებოდი. ტირილიც ვერ შევძელი. ცრემლი გამიშრა და სულ ავკანკალდი. თვითონ ოდნავაც არ აღელვებულა. პირიქით, ზემოდან მიყურებდა, როგორც მბრძანებელი. მისი მზერის დავიწყება არ შემიძლია. სწორედ იმ წუთებიდან აღარ მიყვარს ჩემი ქმარი. მისკენ გული აღარ მიმიწევს. ასე, როდემდე გაგრძელდება, ეგეც არ ვიცი. წარმოიდგინეთ, აღარც ის მაინტერესებს, მიღალატებს თუ არა.

скачать dle 11.3