კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ელოდება უპატრონოდ დარჩენილი გენეტიკური კოდი ახალ ჩანასახში ჩასახლებას და რა დროს ხდება ის ადამიანისთვის უბედურების მომტანი #7

ამქვეყნად, უბრალოდ არაფერი ხდება, მით უმეტეს, თუ ეს ახალი სიცოცხლის დაბადებას თუ ძალადობრივად, მის ჩანასახშივე სიკვდილს ეხება. მთელი ცხოვრება ვიბრძვით, ვიძენთ ცოდნას, გამოცდილებას, ვყალიბდებით პიროვნებად. თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი ვახტანგი ამბობს, ამ ყოველივეს, არა მარტო ჩვენი მიდრეკილებები და ნიჭი, არამედ გენეტიკური კოდი განსაზღვრავს, რომელიც ჩანასახშივე გვეძლევა.

 ვახტანგი: საქართველოს ერთ-ერთ რაიონში დავიბადე და გავიზარდე. მამა, ცნობილი გინეკოლოგი და მთელს რაიონში, საკმაოდ პატივსაცემი ადამიანი გახლდათ. მახსოვს, ხშირად აღვიძებდნენ ღამით და მიჰყავდათ საავადმყოფოში. ხუმრობდა, რამდენი ადამიანისთვის მიჩუქებია სიცოცხლე, ჩემს ხელებში ამოუსუნთქავთ პირველად და მე სამოთხეში შარავანდედით, ოქროს ტახტზე წამომჯდარი მოვხვდებიო. თუმცა, ამ ხუმრობას, ყოველთვის სევდიანად ამბობდა. ერთ დღეს ვკითხე: მამა, ხშირად ამბობ ამ სიტყვებს და რატომ ხარ სევდიანი, ვერ მივხვდი-მეთქი. მიპასუხა: მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანის ამქვეყნად მოვლინებაში  მიმიძღვის დიდი წვლილი, ბევრი აბორტიც გამიკეთებია – ცოცხლად დამინაწევრებია და მუცელში, დაუბადებლად მომიკლავს ჩვილი, ამ ცოდვას ვიცი, ვერსად დავემალები; ნეტავ, ჩემს შვილებზე არ გადმოვიდეს ეს ცოდვა და ჩემს თავს აღარ დავეძებო. ეს რომ მითხრა, ცრემლი წამოუვიდა. შემეცოდა, მივხვდი, ცოდვა და შიში არ ასვენებდა. იმ ღამეს ვერ დავიძინე. მინდოდა, გამეგო, სად მიდიოდა იმ ადამიანების გენეტიკური კოდი, რომლებმაც დაბადებაც ვერ მოასწრეს. დილიდან დავიწყე ისეთი ლიტერატურის მოძიება, სადაც პასუხს ამოვიკითხავდი. სამწუხაროდ, მსგავსი ლიტერატურა, არც ქართულ ენაზეა და არც ჩვენს ქვეყანაში იშოვებოდა. მამა, მალევე, საშინელ ვითრებაში გარდაიცვალა. იმ წელს დიდი თოვლი მოვიდა. მამას დილით სამსახურში ეჩქარებოდა. მანქანა დაქოქა გასათბობად და თავად სახლში შემოვიდა, ჩანთის ასაღებად. ახლაც არ ვიცით როგორ, მაგრამ მანქანის ქვეშ მეზობლის ბავშვი შემძვრალა. გუნდაობდნენ ბავშვები და ალბათ, იქ დაიმალა. მამა რომ ჩაჯდა და დაძრა მანქანა, ბავშვი ბორბლებქვეშ მოიყოლა. მხოლოდ რამდენიმე წუთით იცოცხლა იმ საბრალომ, მამის ხელში დალია სული. ხელში კი ისევ თოვლის გაუმდნარი გუნდა ჰქონდა ჩაბღუჯული. მამასაც, იქვე გაუსკდა გული. არადა, ამ ფაქტამდე, რამდენიმე დღით ადრე, სიზმარი ჰქონდა ნანახი. მოყვა: კლდეზე ვიდექი, ბავშვები მოცვივდნენ, წრე დამარტყეს და უფსკრულისკენ მექაჩებოდნენო. დედა გაეხუმრა: რამდენჯერ გითხარი, ეგეთი სიზმრები წყალს გაატანე, ჩვენ კი ნუ გვიყვებიო. მამამ უპასუხა: ზუსტად ვიცი, ის ბავშვები იყვნენ, ვის სიკვდილშიც მე მიმიძღვის ბრალი და ალბათ, მათი ცოდვით, ჯოჯოხეთში მოვხვდები მალეო. ვერ გეტყვით, მამა ახლა ჯოჯოხეთშია თუ სამოთხეში, მაგრამ ამქვეყნიდან რომ წავიდა და იმ ცოდვების გამო დაისაჯა, რაც ჩაიდინა, ზუსტად ვიცი. წლების შემდეგ, გავიცანი უცხოელი ეზოთერიკოსი, ბატონი დევიდი და მისგან უამრავი რამ გავიგე. თავადაც ამ სფეროში ჩავები და პარაფსიქოლოგიითა და ეზოთერიკით დავინტერესედი. მოკლედ, გენეტიკური კოდი, რომელიც ადამიანში ჩასახვისას იდება, მასთან ერთად არსებობს სიკვდილამდე. სული ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, მეორმოცე დღეს თვისუფლდება. კოსმოსში კი ყველაზე დიდ დანაშაულად აბორტი ითვლება. ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ რჩება და შემდეგ დაუგეგმავ ჩანასახში ახერხებს ჩასახლებას. ჩანასახში წარმოიქმნება და ადამიანის დაბადებას, ანუ, თავის სხეულს ელოდება. სამწუხაროდ, ამაზე არც მამაჩემი ფიქრობდა და ზოგადად, არც ის ექიმები თუ ფეხმძიმეები, აბორტზე რომ თანხმდებიან.
– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ჩასახვამდე კონკრეტული ადამიანის გენეტიკური კოდი რეალურად არსებობს?
– რასაკვირველია, არსებობს და ამაში ეჭვიც კი არ უნდა შევიტანოთ. ბავშვს ჩასახვისას კოდს მაშინვე აძლევს კოსმოსი, ხოლო, როცა ქალი ბავშვს იშორებს და აბორტს იკეთებს, ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ, უსხეულოდ რჩება. ამიტომ, შესაძლოა, დაუგეგმავად მოხვდეს სხვა ჩანასახში. თუ ბავშვი იმ გენეტიკურ ნიადაგზე არ იზრდება, რომელზეც საჭიროა, ოჯახში უცნაური ცვლილებები ხდება და ეს შეიმჩნევა კიდეც. ერთ ასეთ შემთხვევას გიამბობთ: ჩემს სამეზობლოში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი. არაჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მაგრამ რამდენჯერაც დაფეხმძიმდა ქალი, ვერ შეინარჩუნა. ნაყოფი მოშორდა. დაიტანჯნენ საწყლები და გადაწყვიტეს ბავშვის შვილად აყვანა. აჭარიდან ჩამოიყვანეს ექვსი თვის ჩვილი და მას ზრდიდნენ. დაახლოებით ერთ თვეში, ქალი ორსულად დარჩა. დიდად აღარ ფიქრობდა, გააჩენდა თუ არა და მამაჩემს უთხრა: მთავარია, მყავს შვილი, მერე რა რომ აყვანილია, ძალიან მიყვარს და თუ საკუთარი ვერ გავაჩინე და ვერ მივედი ცხრა თქვემდე, არ ვიდადრდებო. მოკლედ, ღმერთის წყალობით, საკუთარი შვილიც ეღირსათ. თუმცა, ის ბავშვი უცნაუროად იქცეოდა. ხშირად მინახავს, ეზოში იჯდა, ხეს ეხუტებოდა და ცისკენ იხედებოდა. ასეთ პოზაში შეეძლო, საათობით მჯდარიყო. შემლოცველი ქალიც კი დადიოდა ხშირად. ნახშირით ულოცავდა, მაგრამ ბავშვი მაინც გაშტერებული იჯდა, ცაში იხედებოდა. ბოლოს, იმ მლოცველმა ქალმა უთხრა: ვერ მივხვდი, ამ ბავშვს რა სჭირს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაღაცას ხედავს მაღლა, ცაში, ვიღაცას გონებით ესაუბრება და მე ვერ გიშველითო. ერთ დღესაც, მათ სახლს ცეცხლი მოეკიდა და ფერფლად აქცია. ოჯახი იქვე, სოფელში, გადავიდა ნათესავის სახლში საცხოვრებლად. წლების მერე გავიგე, რომ ის ბავშვი დაღუპულა, თანაც, საკმაოდ უცნაურად. ეზოში გამოსულა, სამჯერ შემოურბენია ჭისთვის და უსულოდ დაცემულა. აყვანილი ბავშვი კი დღეს ცნობილი მსახიობია და საკმაოდ წარმატებულიც.
– იმ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ვერ დაადგინეს?
– სხვათა შორის, იმ ბავშვის მამამ მიამბო, სანამ დაიბადებოდა, ჩემი ცოლი რომ ორსულად იყო, სიზმარი ვნახე, პატარა ბიჭი დარბოდა ეზოში, ჭასთან მივიდა, ჩავარდა და იქიდან ყვიროდა – მამა, მიშველეო. მივვარდი, მაგრამ ვერაფერი დავინახე ჭაში, სიბნელე იყო და გიჟივით გამომეღვიძაო. ახალ სახლში რომ გადასულან, ეს სიზმარი გახსენებია და ჭა დაულუქავს, მიწით ამოუვსია. უფიქრია, სიზმრები მიხდება და ბავშვებს არაფერი დაემართოსო. თუმცა, იმ გაუქმებული ჭის გარშემო შემოირბინა ბავშვმა, სამი წრე დაარტყა და უსულოდ დაეცა. სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო, მაგრამ როგორც ახლა ვხვდები, მასში დაბადებამდე, უსახელო გენეტიკური კოდი იყო ჩადებული და სწორედ, ის გახდა მისი უცნაური ქცევებისა და უდროოდ გარდაცვალების მიზეზი. მეორე ფაქტი კი, ასეთი იყო. ჩემს მეგობარს ჰყავდა და, რომელიც საოცრად ჰგავდა გარდაცვლილ დეიდას, რომელიც მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ცხონებულს ძალიან ჰყვარებია უცნაურად ჯდომა, საწოლში დამახასიათებელი პოზით ძილი და ჭამის დროს ხელის ისეთი მოძრაობა, რომელიც თუ არ ნახე, ვერ გაიმეორებ. იმ ბავშვს, გარდა იმისა, რომ დეიდას საოცრად ჰგავდა გარეგნობით, ზუსტად იგივე ქცევები და მანერები ჰქონდა. ამას მშობლებიც მიყვებოდნენ და მეუბნებოდნენ, ასე გვგონია, ის საცოდავი გაცოცხლდა და ამის სხეულში ჩასახლდაო. ეს იმ გენეტიკური კოდის განმეორებაა, როცა სული კვლავ ბრუნდება დედამიწაზე. მაგრამ, ზოგადად, როცა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში მიაღწევს სრულყოფას, გარდაცვალების შემდეგ მისი სული დედამიწაზე აღარ მოდის და კოსმოსში რჩება. ეს კი, მისთვის იდეალური მდგომარეობაა.

скачать dle 11.3