კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასტარტო პოზიციები აქვთ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი გადანაწილების წინ და რომელ მხარეს მოხვდება საქართველო #6

გასულ კვირას სანქციებმოხსნილმა ირანმა ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ტრამპი ირანს დაემუქრა და ტერორისტული სახელმწიფოც უწოდა. თუმცა ირანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი მარტო არ დატოვებს სანქციების წინაშე. თავის მხრივ, ამერიკის ახალი პრეზიდენტის მოთოკვას ამერიკელების ნაწილი საპროტესტო აქციებით ცდილობს, რაც, ცხადია, ასევე, ასუსტებს აშშ-ის პოზიციას საგარეო პოლიტიკურ ფლანგზე, იმის პარალელურად, რომ რუსეთის პრეზიდენტი იმყარებს პოზიციას დიდი გადანაწილების წინ, რომელზეც აუცილებლად ისაუბრებენ რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები უკრაინაში განახლებული საომარი მოქმედებების ფონზე. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო საკითხი ისაა, თუ სად მოხვდება საქართველო, –   ამ თემაზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად ვიმსჯელებთ.
– ფაქტია, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები ან შეხვდებიან ერთმანეთს, ან დიპლომატიური არხებით მოილაპარაკებენ სამომავალო ურთიერთობის შესახებ და ამ მოლაპარაკების ფონია ახლო აღმოსავლეთი. როგორი პოზიციები აქვთ მხარეებს ამ ეტაპზე დიდი სავაჭრო გარიგების წინ?
– პროცესები მიდის ლოგიკურად. თქვენი ჟურნალის მეშვეობით ამ თემებზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ და ახალი და განსაკუთრებული არაფერი ხდება. სატელეფონო დიალოგი პუტინსა და ტრამპს შორის, თუ არ ვცდები, უკვე ორჯერ გაიმართა. მოგახსენებთ, როგორია მოცემულობა რუსეთსა და ამერიკაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის, სენატის, სპეცსამსახურების, სასამართლოს, მედიისა და ცნობილი სახეების დონეზე ნიადაგი მომზადდა იმისთვის, რომ, თუ ტრამპი გადაუხვევს „რესპუბლიკური პარტიის“ კურსს, ძალიან დაუახლოვდება რუსეთის პოლიტიკურ  ხელმძღვანელობას და სანქციებს მოუხსნის, მის წინააღმდეგ დაიწყება საზოგადოებრივი მოძრაობა. საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, ყველა ზემოჩამოთვლილი ოფიციალური სტრუქტურა იძულებული გახდება, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა. იმის თქმა მინდა, რომ აშშ-ში დონალდ ტრამპის მოღვაწეობა დაიწყო შეზღუდულ ჩარჩოებში.
– თუმცა მაინც ძალიან აქტიურია.
– პირველი სასამართლო პროცესი უკვე წააგო, ახლა მეორედ ჩივის, მაგრამ, რაც მახსოვს, აშშ-ის არცერთ პრეზიდენტს ასეით სტარტი არ ჰქონია, ანუ არ ჰყოლია ამდენი მოწინააღმდეგე. დედამიწაზე ყველაზე დავარცხნილ ქვეყანაში დღე არ გავა, საპროტესტო აქცია არ გაიმართოს.
– მარტო საპროტესტო აქცია რომ იყოს: ტრამპის მომხრეებს უბრალოდ სცემენ.
– ასეთი მოცემულობა საწყის ეტაპზე ამერიკის არცერთ ბოლოდროინდელ პრეზიდენტს არ ჰქონია: ასეთი აშკარა და აგრესიული საპროტესტო მუხტი. მეორე მხრივ, რასაც შეჰპირდა ამომრჩეველს არჩევნებამდე, იმის განხორციელება დაიწყო. უკვე მოაწერა ხელი რამდენიმე საპრეზიდენტო აქტს, რასაც მღელვარება მოჰყვა და არა მარტო მღელვარება, აღსრულების პროცესში, უკვე სასამართლოები ერევა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სენატისა და კონგრესის თანხმობის გარეშე, ერთი თეთრი ვერ გავა ბიუჯეტიდან. ერთადერთი საკითხი, რაშიც დონალდ ტრამპმა აბსოლუტური მხარდაჭერა მიიღო სენატისა და კონგრესისა და არც არავის გაუპროტესტებია აქციებით, ეს არის განკარგულება უკანასკნელი ტიპის უნიკალური თვითმფრინავებისა და რაკეტების სერიულ წარმოებაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე წინააღმდეგობა ხვდება. მაშასადამე, ტრამპის მოღვაწეობა სტარტზევე ჩარჩოებშია და სავარაუდოდ, ის ამ ჩარჩოებიდან ვერ გამოვა.
რაც შეეხება რუსეთს: რუსეთი ტრამპთან შესახვედრად მზად არის. მიუხედავად იმისა, რომ სირიაში განსაკუთრებულად დიდი ტერიტორიები ვერ ჩაიგდო ხელში: რუსეთის გავლენის ქვეშ სირიაში მთელი სირიის ტერიტორიის ერთი მესამედიც კი არ არის, მაგრამ მოახერხა და შეინარჩუნა პრორუსი ბაშარ ასადი, რომელიც ძალიან კარგ სავაჭრო პოზიციას შეუქმნის რუსეთს. მკითხველმა ისიც კარგად იცის, რომ საჭიროების  შემთხვევაში, ბაშარ ასადის პრეზიდენტობასაც შეელევა რუსეთი, მაგრამ კარგად ივაჭრებს. რაც შეეხება საქართველოს, აქ გავლენა გაყოფილია: ცხინვალი და აფხაზეთი არის რუსეთის კონტროლის ქვეშ, დანარჩენი საქართველო კი  პროდასავლურია. ასევეა აზერბაიჯანშიც: ყარაბაღი რუსეთის კონტროლქვეშაა სომხეთის მეშვეობით, დანარჩენი აზერბაიჯანი კი ელოდება პროცესების განვითარებას. კონკრეტულად, ელოდება საქართველოს სამომავლო არჩევანს. მას სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს თურქეთის სახით, ისევე როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები.
– რუსეთის შიგნით პუტინის პოზიცია გაცილებით მყარია, ვიდრე ტრამპის –  აშშ-ში. ეს ასუსტებს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს?
– რუსეთს შიგნით სერიოზული პრობლემები აქვს. თებერვლის ბოლოს, მარტის შუა რიცხვებისთვის, რუსეთში პროდუქტები ძალიან გაძვირდება. ეს მოჰყვება რუბლის რეფორმას, რომელსაც აპირებენ. თუმცა რეფორმის გარეშე საერთოდ დაკარგავს ძალას რუსული ვალუტა. ოღონდ საგარეო პოლიტიკური დივიდენდები რუსეთმა აკრიფა, არა ისე, როგორც სსრკ-ის დროს, მაგრამ უფრო უკეთესად, ვიდრე გასული საუკუნის 90-იან წლებში. თუმცა ქვეყნის შიგნითაა ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება, რომელიც დღითი დღე უარესდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ, თუ რაღაც ნაწილში სანქციები არ მოეხსნა, საკმაოდ მნიშვნელოვანი უარყოფითი პროცესები განვითარდება. ეს დასავლეთში იცის ყველამ და რუსეთს სწორედ ამიტომ უგრძელებენ სანქციებს. რუსეთს ეკონომიკური ზეწოლით აიძულებენ, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში დაბრუნდეს. ამას დაემატა უკრაინაში განახლებული საომარი მოქმედებები.
– ვისი ინტერესი იყო უკრაინაში ომის განახლება?
– ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობისაც, რომ მიიქციოს ყურადღება, რა თქმა უნდა, რუსეთის თანხმობით და უკრაინის ხელისუფლებისთვისაც. კონფლიქტი მიდიოდა დაკონსერვებისკენ და გააცოცხლეს, რითაც აჩვენეს საერთაშორისო საზოგადოებას და მათ შორის, ტრამპს, რომ პრობლემა არსებობს. ის არც გადაწყვეტილია, არც დაკონსერვებული და სავარაუდოდ, ვერც მოგვარდება იმ მეთოდით, რასაც რუსეთი სთავაზობს დასავლეთს და რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს საერთაშორისო საზოგადოებამაც და ტრამპმაც პუტინთან მოლაპარაკებისას უკრაინის თემა. ბოლო სატელეფონო საუბრისას ტრამპმა და პუტინმა ილაპარაკეს ახლო აღმოსავლეთზე, რადიკალურ ისლამზე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკრაინაზე და, საუბედუროდ,  არაფერი უთქვამთ ჩვენზე. ჩვენ მეორე თუ მეათეხარისხოვანი პრობლემების სიაში ვინაცვლებთ, იმ მიზეზით, რომ ჭირს ვმალავთ.
– მაგრამ ახლო აღმოსავლეთზე კონტროლს როგორ გააძლიერებს დასავლეთი, თუ კავკასიაში ზურგი არ ექნა?
–  ძალიან კარგი კითხვაა. რა თქმა უნდა, ეს ასეა. როგორც უნდა მართო პროცესები ახლო აღმოსავლეთში, რა ხარისხითაც უნდა ჩაერიო და რა შედეგზეც უნდა გახვიდე, ყველაფერი იქნება მოკლევადიანი, თუ ზურგი არ იქნა გამაგრებული. ასეთი ზურგი კი არის კავკასია, სადაც არის აფხაზეთის, ცხინვალის, ყარაბაღის, ჩეჩნებსა და რუსებს, ოსებსა და ინგუშებს შორის პრობლემა; სადაც არის რადიკალური ისლამის საფრთხე. მაგრამ, თუ ექიმთან არ მიხვალ და არ ეტყვი, რა გტკივა, რამდენი ხანია და რა სიმპტომები გაქვს, ექიმი ვერასდროს გაიგებს, რა გჭირს და როგორ უნდა გიმკურნალოს. ამიტომ საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ყოველგვარი ისტერიკისა და წივილ-კივილის გარეშე, ღირსეულად, ადამიანურად და სამართლიანად უნდა დასვას საკითხები. ჩვენი ყველაზე დიდი კოზირი ნებისმიერი მოლაპარაკებისას არის სამართლიანობა. აქამდე იმიტომ არ გავნადგურდით, ჩვენს  წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნიდან დღემდე, რომ ყოველთვის მართლები ვიყავით მომხდურთან. ჩვენი ტერიტორიის მიღმა არავის დასაპყრობად არ გავსულვართ და ყოვლადწმიდა ღვითსმშობლის მადლით იყო, რომ, მერვე საუკუნიდან მეთვრამეტე საუკუნემდე, მარტო ვებრძოდით იმას, რასაც მთელი მსოფლიო ებრძვის და ვერ ამარცხებენ. ყოველი მორიგი შეტევისას ახლებურ ფორმას მიიღებს რადიკალური ისლამის დაჯგუფებების თავდასხმები.
რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ ისინი დაინტერესებულები არიან ამ მოლაპარაკების რეალური შედეგით, მაშინ მათ არ უნდა წარმართონ მოლაპარაკება აგრესიულად და ისე ერთმნიშვნელოვნად, როგორც ამას აკეთებდნენ მანამდე, როდესაც ომი დაიწყო უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში. თუ რეალური შედეგი აინტერესებთ, მოლაპარაკება უნდა აწარმოონ ისე, რომ ტრამპის მოწინააღმდეგეებს, ტრამპის პოლიტიკის რევიზორებს ან ტრამპის პარტიის ხელმძღვანელებს არ მისცენ ტრამპის უფრო მეტ წნეხში მოქცევის მიზეზი.
– კერძოდ, როგორ უნდა მოიქცეს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა?
– თუ პუტინი სწორ ნაბიჯებს გადადგამს, მაშინ ტრამპის მოწინააღმდეგეები ტრამპს ვერც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ და ვერც სენატი და კონგრესი დაბლოკავენ მის განკარგულებებსა და გადაწყვეტილებებს. ამდენად, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად კარგად იცნობს პუტინი სტალინის პოლიტიკას, თუ ის მაინც „კაგებეს“ მეთოდებით იმოქმედებს. სტალინს ჰქონდა ასეთი ტაქტიკა: ყველას აჩვენებდა თავის ძალას და შემდეგ ბევრ რამეს თმობდა თავისი ინტერესების სფეროს მიღმა. თუ პუტინი მოახერხებს, არ გადაკვეთოს წითელი ხაზები, შეიძლება, მათ შორის დიალოგი გაიმართოს. არავინ იცის, რა შედეგს მოიტანს ეს დიალოგი, მაგრამ ნებისმიერი დიალოგი ჯობია ერთი დღის ომსაც კი. თუ ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგი გაიმართა, ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტი უნდა გააქტიურდეს. თუ არ გააქტიურდებიან, გავაქტიურდებით ჩვენ და ჩვენ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ და რა უნდა შევთავაზოთ როგორც მეზობლებს, ისე ორ დიდ სახელმწიფოს: დასავლეთსა და აშშ-ს, იმიტომ რომ, კავკასია და საქართველო მხოლოდ აშშ-ის ინტერესის სფერო არ არის. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც დაჩქარდება და ბევრი სხვა რამეც. როგორც იქნა, გლობალურ პოლიტიკაში დადგა დრო, როდესაც საქართველოს, მის გეოგრაფიას, მის წარსულსა და მნიშვნელობას კუთვნილი სახელი დაერქვა და ფასიც დაედო.
– გავრცელებული ინფორმაციით, აშშ დაინტერესებულია, რომ ევროპა ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე. ეს ნიშნავს ენეგრომატარებლების აშშ-დან მიწოდებასაც და მილსადენების ამოქმედებასაც, რის ენერგოდერეფანიც ჩვენ ვართ. კავკასიაში რატომაა ასეთი სიწყნარე? უკრაინისა და სირიის კონფლიქტები გვშველის? ეს კარგია ჩვენთვის, მაგრამ ეს ქარიშხლის წინ ჩამოწოლილი სიჩუმე ხომ არ არის?
– გეთანხმებით, სირია დიდი ქვეყანაა, სირიაში საერთაშორისო საზოგადოების ინტერესები დაუპირისპირდა როგორც ირანის, თურქეთისა და რუსეთის ინტერესებს, ისე რადიკალური ისლამის ინტერესებს. ამიტომ სირიაში მიმდინარე პროცესებმა, ცხადია, კავკასიიდან გადაიტანა ყურადღება. უკრაინა არის რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების ძირითადი მიზეზი და რომ არა ყირიმის ანექსია და ომი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნის გამო რუსეთს სანქციებს არ დაუწესებდნენ.
– უკრაინამაც იგივე როლი შეასრულა, რაც ჩვენ –  2008-ში, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით.
– რა თქმა უნდა, უფრო დიდი მასშტაბით, უფრო დიდი ისტერიკა, უფრო დიდი პანიკა და რისხვა გამოიწვია. ამასთან, რელიგიური ომის პროცესმაც გადაინაცვლა  ჩრდილო კავკასიიდან სირიაში, ხოლო პოლიტიკური ბრძოლის ინტერესები –  ანექსია-ოკუპაციას ვგულისხმობ –  გადავიდა უკრაინაში და იქ გადაჰყვა ყურადღება. მადლობა ღმერთს, კავკასიაში სიმშვიდეა. ამ პროცესების დირიჟორებიც, სცენარისტებიც და მაპროვოცირებლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ, თუკი ეს პროცესები კავკასიაში დარჩებოდა, არც სირია იქნებოდა და არც უკრაინა, მაგრამ აფეთქებული კავკასია თუ არ დალაგდა არც სირია აინტერესებს ევროპას, იმიტომ რომ მაშინ კავკასიაზე ვერაფერი გაივლის. ანუ კეთილდღეობა, რომელიც უნდა მიიღოს ევროპამ, გადის ჩვენზე. ამდენად, ამ ეტაპზე მოგვეცა ამოსუნთქვის საშუალება. ოღონდ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიყენებთ ამ მდგომარეობას. მაგრამ კაკასიაში ვითარების დაძაბვის საფრთხე დაიწყება მაშინვე, როგორც კი დაიწყება ვაჭრობა აზერბაიჯანისა და საქართველოს მეშვეობით ენერგომატარებლების გატარებაზე და ნებისმიერი მომლაპარაკებელი, რომელსაც ვითარება არ მოეწონება, სიტუაციას დაძაბავს.
– ყარაბაღით?
– უპირველესად, ყარაბაღი და შემდეგ –  ცხინვალი.
– 9 აპრილს დანიშნა თიბილოვმა ალანიის გადარქმევის რეფერენდუმი.
– ცხინვალში ქართველების გატაცების ფაქტები შემთხვევით არ გახშირებულა. ვიღაც პერიოდულად სულს უბერავს ცეცხლს. ამდენად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პროვოკაცია იქნება აფხაზეთიდან. აფხაზები ამ თემას არ წამოეგებიან, მათ ახსოვთ გასული საუკუნის 90-იანი წლები და გეოგრაფიულად ისინი არიან საქართველოს განაპირას, ცხინვალის რეგიონი კი შუაგულშია და თუ აქ ააფეთქებენ, აღმოსავლეთსა და დასავლეთ საქართველოს უფრო იოლად არევენ. გარდა ამისა, ეს რუსეთს ჩრდილო კავკასიაში უფრო მეტი ჯარის შეყვანის საშუალებასაც მისცემს და არა მარტო ჯარის –  რაკეტებისა და სხვა ლეტალური იარაღის შეტანის. ამდენად, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ეს რამდენიმეწლიანი სიმშვიდე შეიძლება, უცებ დაირღვეს.

скачать dle 11.3