კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შემოსისხლხორცებული #6

ანუ ნაგავთმყრელები

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, საკუთარი უფლებებიც გაგვახსენდა (სავსებით სამართლიანადაც) და ისე ძალუმად ავიტაცეთ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების ცნება, თითქოს ბალღობიდან დემოკრატიის აკვანს ვიყავით მიჩენილები მთავარ დამრწევებად.
ოღონდ ამასობაში, უფლებების დაცვით გართულებს მოვალეობები გადაგვავიწყდა. იმდენადაც კი, რომ ქუჩებში ნაგვის დაყრა და გარემოს დაბინძურება ლამის მოქალაქის მთავარ უფლებადაც კი შემოგვესისხლხორცა.
ჰოდა, რაკი შემოგვესისხლხორცა, ისე მოხდა, რომ ნაგავთმყრელობას ვერა და ვერ გადავეჩვიეთ. ხოლო, რადგან ვერ გადავეჩვიეთ და ვერც მეეზოვეთა არმიამ უწამლა ამ ჩვენს გასაჭირს, „თბილსერვისჯგუფმა“ გვაუწყა, რომ ამიერიდან, კერძოდ, მარტის ბოლოდან ჩვენს ქუჩებში დასუფთავების ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან, რომლებსაც ამ ეტაპზე ტრენინგები უტარდებათ.
როგორც კი შესაბამისი უნარებით აღიჭურვებიან ქვეითი ინსპექტორები, თავდაპირველად, ქალაქის ცენტრალურსა და ტურისტულ უბნებში იმორიგევებენ და ნაგვისმყრელებს ადგილზევე დააჯარიმებენ.
გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ისინი კამერებით იქნებიან აღჭურვილნი და დედაქალაქში სისუფთავეს გააკონტროლებენ.
ინიციატივა ფრიად საშურია, რაკი ტკბილი სიტყვა არ ჭრის, იქნებ სანქციებმა მაინც გაჭრას?! თუმცა, თუ გავიხსენებთ, თუ რაოდენ მონდომებით აბინძურებენ ჩვენი თანამოქალაქეები გარემოს, იბადება იჭვნეული კითხვა: ვითომ გადაცმული ყიზილბაშები არიან?! –

скачать dle 11.3