კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრინცესას მოლოდინში #7

ანუ უცოდინრობა სიბნელეა

 საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ეს ჩვენი უპირველესი განმანათლებელი ქართულ ზღაპრებს არა და არ სწყალობს, მაგრამ, როგორც ჩანს, მაინცდამაინც, არც აფორიზმების კითხვა-გაცნობიერებითაა მკვდარი.
რაკი არ არის, მისი იმიჯის გამაკეთილშობილებელ თითოეულ სატელევიზიო გადაცემა-სიუჟეტში ცეცხლს ნავთს უმატებს (ან კი როგორ არ დაუმატებს, როდესაც „კოკასა შიგან რაცა დგას…“).
ამჯერადაც ასე მოხდა: ზღაპრებს ვერ ასცდა და აწ ის გვაუწყა, რომ „მთავარია, ზღაპრები განვითარდეს და წინ წავიდეს. შარშანწინდელი ან ორი საუკუნის წინანდელი ყოველთვის სასარგებლო არ არის.“
მეორე მხრივ, პირადად მე, უკვე ხელი ჩავიქნიე, რომ ეს ჩვენი ნომერ პირველი განმანათლებელი ოდესმე მაინც გაიაზრებს ზღაპრის რაობას ან იმას, თუ რა დანიშნულება აქვს ფოლკლორს და, რაც მთავარია, რომ ის ვერ იცვლება.
თუმცა მან ამჯერად გენდერული თემატიკა შემოიტანა, კერძოდ, ზღაპრულ პრინცესებს პრინცის მოლოდინი დაუწუნა. მომყავს ციტატა: „პრინცესებიან ზღაპრებში ერთი რამ შევამჩნიე საერთო, ყველა პრინცესა ელოდება კაცს, რომ რამე უშველოს და თავის თავს რატომ არ უნდათ უშველონ?! ეს ამბები შეიძლება, გოგონებს არწმუნებდეს, რომ შენი ამბავი აუცილებლად კაცმა უნდა მოგიგვაროსო…“
ბ-ნი ჯეჯელავას ამ მოსაზრებიდან ჩანს, რომ ის ქართულ ზღაპარ-მითებთან იმაზე მეტადაც კია მწყრალად, ვიდრე ეს აქამომდე ჩანდა. იმ მარტივი მიზეზით, რომ ქართულ საკულტო ზღაპრებში პრინცესები, როგორც წესი, იქით აკვალიანებენ თავიანთ სატრფოებს, თუ როგორ მოიგვარონ პრობლემები.
აქედან გამომდინარე კი, სავარაუდოდ, ერთი ქართული ზღაპრული პრინცესა „დახატვდა“ ამ ჩვენს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. –

скачать dle 11.3