კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მანტიამოსხმულები #7

ანუ, როცა შექსპირი ისვენებს

 მართალია, იქამომდეც, ანუ აგერ უკვე მეხუთე წელია, დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის დამცველთა მანტია ჰქონდათ მოსხმული, მაგრამ მას შემდეგ, რაც „ევროპული საქართველო“ დაირქვეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაემიჯნენ (და მერე რა, რომ „ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს“?!) ყოფილი „ნაციონალები“, ზედაც –  ნაჩინოვნიკრები (ნაჩინოვნიკრობაა სწორედ არსებითი) აწ უკვე ხალხის რჩეულთა ამპლუაში გამოხატვის თავისუფლების მთავარ მესაჭეებადაც მოგვევლინენ.
ჰოდა, რაკი მოგვევლინენ (მიუხედავად შოთას შეგონებისა) გასულ კვირას პარლამენტის სასესიო დარბაზში, არც მეტი, არც ნაკლები, მედიის მხარდაჭერის მიზნით, პლაკატის გამოფენასაც აპირებდნენ, სხვათა შორის, ფრიად ამაღელვებელი წარწერით: „არა – ზეწოლა ქართულ მედიაზე (რაც მართალი, მართალია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, თუკი გულწრფელია), რითაც „ევროპული საქართველოელები“, როგორც თავად განმარტავენ, „რუსთავი 2-სა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელს ამხნევებდნენ.
თუმცა აპირებდნენ, მაგრამ მანდატურებმა პლაკატი ჩამოახსნევინეს, თავის მხრივ, მეტად აქტიურობდა ქ-ნი ხოშტარია, პათოსით: „ქართულ ოცნებას“ არ სურს თავისუფალი მედია, დღეს დარბაზში ამ შინაარსის პლაკატის გამოკვრა შერცხვათ..“.
მე ვერ გეტყვით დაზუსტებით, როდის იქცნენ სავლენი პავლეებად ან თავად თუ რცხვენოდათ მედიის დაწიოკების, როდესაც ხელისუფლებაში ბრძანდებოდნენ და ამჯერად არც მედიის იმდროინდელი წიოკის დეტალებს გავიხსენებ, ოღონდ ის კი ფაქტია, რომ შექსპირი ისვენებს, რადგან რიჩარდის ტრაგედია დღევანდელ მიზანსცენებთან „თხა და გიგოა“. –

скачать dle 11.3