კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა იცოდეს სესხისგან დაზარალებულმა ადამიანმა და ვინ დაიცავს მის უფლებებს #6

ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონი ყოველდღიურად ზრდის იმ ადამიანთა რაოდენობას, ვისაც თვიდან თვემდე თავი სესხების საშუალებით გააქვს. ხალხი იძულებულია მიაკითხოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ბანკებს... ისარგებლოს  კიდევ უფრო მარტივად ხელმისწავდომი ონლაინ-სესხებით, რომლებიც საკმაოდ მაცდური სარეკლამო შეთავაზებებით, ძალიან მარტივად გვთავაზობენ ფულს. საბოლოოდ კი, ეს „მარტივი ფული“ სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება.
რა უნდა ვიცოდეთ, სანამ სესხს ავიღებთ და ვინ დაგვიცავს, იმ ვალდებულებებისგან, რასაც სასესხო ხელშეკრულებებით გვაკისრებენ და რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, ან საერთოდ არ ვკითხულობთ, ან ვკითხულობთ ნაჩქარევად, რაც სამართლებრივ პასუხისმგებლობებს გვაკისრებს.
გვესაუბრება ადვოკატი, იურიდიული საკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი, ეკატერინე ჩაფიჩაძე.
– ქალბატონო ეკა, რატომ სარგებლობს მოსახლეობა სესხით?
– მიზეზები, რის გამოც მოსახლეობა სხვადასხვა სესხით სარგებლობს, დამახასიათებელია ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებისთვის. ძირითადად, არასაკმარისი ხელფასის, შემოსავალის სიმცირის გამო, ადამიანები სხვადასხვა საჭიროებისთვის იყენებენ სესხს. ხშირად ელემენტარული, ყოფითი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, პირობების გასაუმჯობესებლად, შვილების სწავლის საფასურის გადასახდელად.
– ანუ,  ვისესხებ დღეს, გადავიხდი ხვალ...
– დიახ, დაახლოებით, ეს პრინციპია, მაგრამ „გადავიხდი ხვალ“, ასე მარტივად არ გამოდის და ამასაც  თავისი მიზეზები აქვს.
– ბანკები, თუ ონლაინ-სესხი – როდის ვართ უფრო დაცულები?
– ორივეს აქვს თავისი მინუსები და პლუსები. ბანკში სესხს ყველას არ აძლევენ. ითხოვენ დამატებით პირობებს – უნდა გქონდეს სტაბილური შემოსავალი, კარგი საბანკო ისტორია და ასე შემდეგ.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სესხებს უფრო მარტივად იძლევიან. ონლაინ-სესხი კიდევ უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა გაცილებით მაღალპროცენტიანი, რისკებსაც მეტს შეიცავს.
– ახალი რეგულაციები, რომელიც შეეხება ონლაინ-სესხებს, გაართულებს სესხით სარგებლობას?
– ახალი რეგულაციით ონლაინ-სესხები აღარ გასცემენ მცირევადიან სესხებს, გაიზრდება საპროცენტო განაკვეთი, ვეღარ მოხდება გადავადება... ვეღარ იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის.
– ანუ, ადამიანების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება?
– დიახ, სამწუხაროდ, ასეა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელიც ბანკებს პირდაპირ ავალდებულებს, სესხები გასცენ დაბალ პროცენტში და ასევე, სესხის ვადამდე დაბრუნების შემთხვევაში დაწიონ საპროცენტო ღირებულება და შეამცირონ პირგასამტეხლოს ოდენობაც. თუმცა, ეს ცვლილებები ახალია და აქამდე გაცემულ სესხებს არ ეხება. შესაბამისად, ის, რომ ვიღაცა ფიქრობს, საკანონმდებლო ცვლილებით გაიმარტივებს სასესხო პირობებს, ასე არ არის.
– იმის თქმა გინდათ, რომ  მსესხებელმა ხშირად არც იცის თავისი უფლებების შესახებ?
– დიახ. მაგალითად, აუცილებელია, წინასწარ კარგად გვქონდეს გაცნობიერებული დოლარიდან ლარზე გადასვლის რისკები და პლუსები – უნდა დავთანხმდეთ თუ არა ამ პირობას და რატომ – კარგად გავიგოთ, რას გვთავაზობენ ბანკები?
2017 წლის 17 იანვრიდან 17 მარტამდე მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს კონვერსია. რას ნიშნავს ეს – თუ ფიზიკურ პირს 2015 წლის 1 იანვრამდე აღებული აქვს სესხი დოლარში, შეუძლია, მიმართოს მსესხებელ ბანკს და მოითხოვოს სესხის ლარში გადაყვანა. ამასთან, თუ რამდენიმე ბანკიდან აქვს აღებული სესხი, უნდა მოახდინოს ერთში პორტირება, რათა სახელმწიფომ გამოყოს სუბსიდიები. მაგრამ ადამიანები სრულად ინფორმირებული არ არიან და შესაბამისად, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ანუ, რამდენად უღირს ადამიანს, რომელსაც თუნდაც სესხი 2014 წლის 31 დეკემბერს აქვს აღებული და 2 წლის განმავლობაში გადახდილი აქვს პროცენტიც და ძირი თანხის ნაწილიც, გადაიყვანოს ეს ყველაფერი ლარში? გასათვალისწინებელია ისიც, რომ კონვერსიის შესახებ ცვლილება ეხებათ არა მარტო ფიზიკურ პირებს და ამით ვერ ისარგებლებენ მცირე, საშუალო თუ მსხვილი მეწარმეები, მაგრამ მათ კანონი უკვე ვალდებულებებს უწესებს.
– ქალბატომო ეკა, სესხის დაფარვის ვადაგადაცილება იწვევს სამართლებრივ დავას?
– დიახ და სწორედ აქ იწყება ის პრობლემები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ და რასთან გამკლავებაც ჩვეულებრივ ადამიანებს, ხშირად არ შეუძლიათ. ამიტომ  ხალხს ეშინია, გაურბის სამართლებრივ დავას. გაურბის სასამართლოს და არ იბარებს სარჩელს. რა ხდება ამ დროს? – მხარე არ მიდის სასამართლოში, არ გამოხატავს თავის პოზიციას და დგება დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება აღსრულება და პირი კარგავს საცხოვრებელ ადგილს ან მოძრავ ქონებას.
– ამის თავიდან აცილება შეიძლება?
– რა თქმა უნდა, ჩვენი იურიდიული საკონსულტაციო კომპანია „ელსისი“ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სთავაზობს სარჩელებისა და შესაგებლების მომზადებასა და სასამართლოში წარმომადგენლობას, რათა ისედაც მძიმე პირობებში მყოფი ადამიანებისთვის თავიდან იქნეს აცილებული სასამართლოში გამოუცხადებლობით გამოწვეული შედეგები, ანუ, თუ დროულად მოგვმართავენ,ძალიან ბევრ პრობლემას საწყის ეტაპზევე მოვაგვარებთ, გართულებების გარეშე.
საკონტაქტო ნომრები:
032 2946982; 599 030037.
მის. ქ. თბილისი,
ზ. ფალიაშვილის ¹88.
E-mail: info@lcc.com.ge

скачать dle 11.3