კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლია თუ არა გარდაცვლილის სულს შურისძიება და როგორ ჩნდებიან ისინი ჩვენ გარშემო #6

ალბათ ბევრს სმენია სიტყვა პოლტერგეისტი, მაგრამ მის შესახებ არაფერი იცის. არადა, ის რეალურად არსებობს და ამის უამრავი ფაქტიც არის. ამ ამოუცნობ ფენომენზე, უკვე წლებია, მუშაობენ ექსტრასენსები, მეცნიერები და სასულიერო პირებიც კი აღიარებენ, რომ ის არსებობს. ბატონი გიორგი ერთადერთი ქართველია, რომელიც ამ თემაზე, არა მარტო საქართველოში, არამედ  უცხოეთშიც ეზოთერიკ-ექსტრასენსის სტატუსით, არაერთ კვლევაში მონაწილეობდა და საკმაოდ საინტერესო ამბებიც აქვს მოსაყოლი.

 გიორგი: პოლტერგეისტი ხმაურიანი, განრისხებული სული-მოჩვენებაა, რომელიც თავს ესხმის ადამიანებს. ამის უამრავი ფაქტი არსებობს. ბევრი დაზარალებული ადამიანის ისტორია მაქვს მოსმენილი, რომლებიც ამბობენ, რომ სული მათ ზიანს აყენებდა და ზოგჯერ სცემდა კიდეც. თუმცა, გარდა ადამიანისა და პოლტერგეისტის უარყოფითი დამოკიდებულებისა, არსებობს მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობებიც. მაგალითად,  ასეთი ამბავი მოხდა ქართლში. ახლად დაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, სოფელთან ახლოს, რაიონში ეყიდა სახლი. დიდხანს ეძებდნენ კომფორტულ ბინას და ბოლოს მიაგნეს ერთ მყუდრო სახლს, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, ადრე მსუბუქი ყოფაქცევის, რუს ქალს ეკუთვნოდა. ამბობდნენ, რომ ნატაშა, ბინის ყოფილი მეპატრონე, საყვარელმა სახლში ცოცხლად დაწვა. თან, სიცოცხლის ბოლო დღეებში, ყველაზე იყო განრისხებული, რადგან ბოზს ეძახდნენ და ქუჩაში ათვალწუნებით უყურებდნენ. როგორც მეზობლები ყვებიან, დაკრძალვიდან 40 დღის განმავლობაში, ყოველღამე ქალის კივილის ხმა ისმოდა. ვინც კი ეს სახლი იყიდა და  იქ დასახლდა, დაინგრა და განადგურდა. იმ ახალდაქორწინებულმა წყვილმა კი, სწორედ ეს სახლში შეიძინა, რადგან იაფად იყიდებოდა. როგორც მიამბეს, ყოველდღე აწუხებდა მათ ხმაური, რომელიც სამზარეულოდან ისმოდა. ყოველღამე, როცა საათი 3-ს ჩამოჰკრავდა, იწყებოდა არასასიამოვნო ხმაური. წყვილმა იფიქრა, რომ სახლში თაგვი იყო, ის ხმაურობდა ღამით და კატა მიიყვანეს. მაგრამ, როგორც კი კატა სახლში შევიდა, კედლებს ეცა, გადაირია, არ გაჩერდა იქ და გაიქცა. მოკლედ, გარდა ხმაურისა, შეამჩნიეს, რომ სახლიდან ნივთები იკარგებოდა. მეც წარმოშობით ქართლიდან ვარ და შემთხვევით გავიგე ამ ოჯახის შესახებ, დავურეკე, ჩავაკითხე და დავიწყე დაკვირვება-გამოძიება. თუმცა,  როგორც კი ფეხი შევდგი, იმწუთას მივხვდი, რომ სახლში მოხეტიალე სული იმყოფებოდა. ის ვერ გავიდა ამ სამყაროდან და რეალურ და არარეალურ სამყაროებს შორის გაიჭედა. კვლევით მივხვდი, რომ ამ სულს ჰქონდა მხოლოდ ერთი მისია – მისი არსებობის შესახებ გაეგებინებინა ადამიანებისთვის.  სპეციალური ექსტრასენსურ-ეზოთერული რიტუალების შემდეგ, სულმა სახლი დატოვა. აღმოჩნდა, რომ ადამიანებზე გამწარებული, გარდაცვლილი ნატაშას სული ჯავრს იმაზე იყრიდა, ვინც მის შეწუხებას ცდილობდა.
– ესე იგი, აგრესიული სულები ცდილობენ, ხმაურით დაამტკიცონ, რომ ისინი ჩვენს შორის არიან?
– დიახ, ზუსტად ასეა. თბილისის გარეუბანში, ერთ-ერთ სააგარაკე დასახლებაში, სადაც ახლოს ტყეა,  ბავშვებს შორს არასდროს უშვებენ და მოსახლეობა მისტიკურ, შავ მოჩვენებაზე ყვება. მონაყოლის მიხედვით, მას არა მარტო ტყეში, სახლებშიც შეჩეხებიან. როგორც გავარკვიე, ეს შავი მოჩვენება, უსაზღვრო ძალას ფლობს, მაგალითად, შედის სახლში და ისვრის ნივთებს აქეთ-იქით, ამოძრავებს ავეჯს, ამას თან ერთვის, საშინელი ხმა, რომელსაც ის გამოსცემს. დასახლების ერთ-ერთმა მკვიდრმა  მითხრა: ის მაშინ აქტიურდება, როცა სავსემთვარეობაა. მითხრა, გვიანი იყო, ჩემს ქმარს ეძინა, მე ტელევიზორს ვუყურებდი და უცბად, გავიგე როგორ დაიგრუხუნა ჭურჭელმა სამზარეულოში. თავიდან ვიფიქრე, რომ ჭურჭლის კარადა ჩამოვარდა, მაგრამ როცა შევედი, ვნახე, კარადა ადგილზე იყო, იქიდან კი ჭურჭელი მოფრინავდა და ხმაურით ეხეთქებოდა იატაკზეო. ერთმა კი მითხრა, მაცივარი რომ გავაღე, კვერცხები დამტვრეული, ხოლო ძეხვი დაგლეჯილი დამხვდაო. უცნობი, არასუფთა ძალა, მოჩვენებები და პოლტერგეისტი მართლაც არსებობს ჩვენს გარემოცვაში, უბრალოდ, ამას ვერ ვამჩნევთ. თანამედროვე მეცნიერებას არ შესწევს ანომალიური მოვლენების ბუნების შეცნობის ძალა. სხვადასხვა დროს მოაზროვნენი, რომლებიც მათ არსებობაზე საუბრობდნენ, გარიყულები იყვნენ საზოგადოებისაგან. მეთექვსმეტე საუკუნეში, კათოლიკურმა ეკლესიამ ჯორდანო ბრუნოს კოცონზე დაწვა მიუსაჯა, იმის მტკიცების გამო, რომ მსოფლიო უზარმაზარია და არსებობს სხვა მრავალი სამყარო. ბრუნომ, ის იდეაც დატოვა, რომ სულს შეუძლია, გადასახლდეს ერთი სხეულიდან მეორეში და პარალელურ სამყაროებში იმოგზაუროს.
– როგორც ვიცი, ერთ-ერთმა ფსიქიატრმა უცნაური კვლება ჩაატარა, ამ საიდუმლოს ფარდა   ახადა და ის გიჟად შერაცხეს.
– დიახ, ერთ-ერთმა ფსიქიატრმა გადააბიჯა ყველასთვის აკრძალულ ზღვარს  და მოჩვენების გადაღებით, მან შეძლო მრავალსაუკუნოვანი საიდუმლოსთვის ფარდის ახდა. მან შეძლო ფირზე აღებეჭდა ჰალუცინაციებისგან გაწამებული ავადმყოფთა მოლანდებები. ის მიიჩნევდა, რომ სურათებზე იყო დასუსტებული ენერგეტიკული აურის მქონდე ხალხის ტვინში შეღწეული არაამქვეყნიური არსება ანუ სული. ის მოგვიანებით, გიჟად გამოაცხადეს.  უცხოეთში კი შეიქმნა ბევრი საიდუმლო ლაბორატორია, რომელიც ამ ფსიქიატრის მეთოდების გათვალისწინებით მუშაობდა.
– გამოდის, რომ ფსიქიკური აშლილობისას, ადამიანის სხეულში ავი სული სახლდება?
– როდესაც ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია, ხედავს კოშმარულ ჰალუცინაციებს. თუ ასეთ პაციენტს დააკვირდებით, რაღაც პერიოდში ის არანორმალურ ხმაზე იწებს ყვირილს, არაადეკვატურად მოქმედებს. ეს კი იმის თქმის უფლებას იძლევა, რომ სხეულში ავი სული  ჩაუსახლდა და იმ პერიოდში სწორედ ის აწვალებს მას. სხვათა შორის, ასეთი პაციენტები ხშირად ახსენებენ ავ სულს, ეშმაკს, ალს, მოჩვენებას... უხილავი სულების მხედველობითი გამოსახულება, სწორედ ფსიქიკურად აშლილი ადამიანის თვალებია. ასე რომ, უხილავ ასტრალურ სამყაროს, ნეგატიური ენერგეტიკა აქვს და შესაბამისად, მოქმედებს სუსტი ფსიქიკის ადამიანებზე.

скачать dle 11.3