კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იქნება მამლის წელიწადი კონკრეტულ წლებში დაბადებულებისთვის #6

ვინც ჯიუტად მიიწევს მიზნებისკენ, მისთვის 2017 წელი წარმატებული იქნება. თუ, როგორი იქნება მამლის წელიწადი კონკრეტულ წლებში დაბადებულებისთვის, ამას ქვემოთ ამოიკითხვათ:
ვირთხის წელში დაბადებულებს მოუწევთ, დააკვირდნენ გარშემო მყოფებს და არ ღირს, ენდონ ყველას. სამსახურებრივი საქმეების გადაწყვეტისას, იხელმძღვანელეთ საღი გონებით და არა ემოციებით. ხშირად წადით დათმობებზე და დაიცვით სიმშვიდე.
ხარის წელში დაბადებულებს, მოუწევთ აკონტროლონ საკუთარი ემოციები. ყველაფერი კარგად იქნება, თუ ნაკლებს ილაპარაკებენ და მეტს მოისმენენ. გირჩევთ მეტად დააკვირდეთ მოვლენებს. წელს, მოგიწევთ, გააკეთოთ რთული არჩევანი, რაზეც დამოკიდებულია მთელი თქვენი მომავალი.
ვეფხვის წელში დაბადებულებისთვის ეს წელიწადი იოლი გასავლელი არ იქნება. თავი შეიკავეთ სარისკო იდეების განხორციელებისგან. გააზრებულად იმოქმედეთ და ამ შემთხვევაში, დაელოდეთ წარმატებებს, როგორც ფინანსების მხრივ, ასევე, პირად ცხოვრებაში. უსმინეთ ინტუიციას. წელს ვარსკვლავები გპირდებიან ბევრ რომანტიკულ ურთიერთობას. თუმცა გაგიჭირდებათ ცხოვრების მეგზურის პოვნა.
კატა-კურდღლის წელში დაბადებულებს, წელს გეკრძალებათ ბევრი ფიქრი და ყოყმანი. თამამად გამოავლინეთ საკუთრი ნიჭი და უნარები. ამ შემთხვევაში, გექნებათ წარმატებები. საქმე ხვალისთვის არ გადადოთ და დღესვე შეასრულეთ. ეს წელი წარმატებულია მსხვილი პროექტების განსახორციელებლად. ოჯახში კი, გლობალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
დრაკონის წელში დაბადებულებს მოგიწევთ მეტი შრომის უნარი და მიზანდასახულობა გამოავლინოთ. 2017 წელს წარმატებები გელოდებათ როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. კარგი წელია, უძრავი ქონების შესაძენად, ხელშეკრულებების დადებისა და ქორწინებისთვის. მოგზაურობებისგან კი, თავი შეიკავეთ.
გველის წელში დაბადებულებისთვის ცეცხლოვანი მამლის წელი, ერთი მხრივ, წარმატებულია, მეორე მხრივ კი, არც თუ ძალიან. თუ შანსს ხელიდან არ გაუშვებთ, თავბრუდამხვევი წარმატება გელოდებათ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ამ წელს შექმნილი ოჯახი, საკმაოდ მყარი იქნება. პროფესიული თვალსაზრისით კი, არცთუ გაგიმართლებთ.
ცხენის წელიწადში დაბადებულებს წელს ელის ბევრი ახალი და სასარგებლო ნაცნობობა. სამსახურში, რაიმე სერიოზული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ოჯახურ ურთიერთობაში კი იქნება ბევრი ბედნიერი წუთი. კარგია, თუ ახალ საქმეს წამოიწყებთ.
თხის წელში დაბადებულებისთვის 2017 წელი არასტაბილურია. სასურველია, მშვიდად და წყნარად გადაჭრათ ყველა პრობლემა. კარგია ცვლილებები პირად ცხოვრებაში, ან სამსახურის მხრივ.
მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის ეს წელი სავსე იქნება სასიამოვნო მოვლენებით. მოახერხებთ, დაალაგოთ ურთიერთობები ოჯახში, რასაც აქამდე უშედეგოდ ცდილობდით. ამ წელს მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს, ვიდრე სამსახურს. თავი შეიკავეთ თავბრუდამხვევი გართობისგან და უპირატესობა მიანიჭეთ მშვიდ დასვენებას.
მამლის წელში დაბადებულებისთვის ეს წელი განსაკუთრებულად წარმატებული იქნება. რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ. 2017 წელს, ბოლოს და ბოლოს დაალაგებთ ურთიერთობებს გარშემო მყოფებთან და შეძლებთ მიიღოთ მათი მხარდაჭერა და დახმარება.
ძაღლის წელში დაბადებულებისთვის დიდი პერსპექტივების წელიწადია. მთელი წლის განმავლობაში, წარმატება იქნება თქვენი მეგზური. გირჩევთ, გლობალური საკითხები არ გადაწყვიტოთ, მშვიდად მიჰყევით ცხოვრებას და მეტი ყურადღება დაუთმეთ საპირისპირო სქესს.
ტახის წელში დაბადებულებმა ძველი წყენა უნდა დაივიწყოთ, აპატიოთ და იყოთ მეტად გულისხმიერი გარშემო მყოფების მიმართ. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა და ახალი პროფესიის ათვისება. ეს მომავალში წარმატებას მოგიტანთ. ასევე, წელს შეძლებთ დაამარცხოთ მავნე ჩვევები და ისწავლოთ იმის დაფასება, რაც ბედნიერს გხდით.

скачать dle 11.3