კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2018 (152)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)
იანვარი 2018 (215)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #6

წითელაური
სოფელ გეზერეთში მცხოვრები მწითურების გადმოცემით, მათი წინაპარი გუდამაყრიდან გადმოსულა, იქ კი წიკლაურები ყოფილან. ლუთხუბიდან არიან მათი წინაპრები. გეზერეთიდან სამთავისში გადასულა მთხრობელის პაპის ძმა და მისი შთამომავალნი წითელაურის გვარს ატარებენ. მათი კიდევ ერთი შტო გორში კი მწითურიძედ იწერება. ლუთხუბიდან გადმოსახლებულ წიკლაურთა ამ შტოს, როგორც ჩანს, თავისი ძველი გვარი – წითელაური აღუდგენია და მწითურად დაწერილან.
მწითურში ორი შტო გამოიყოფა. ქსნის ხეობის სოფელ გეზერეთიდან ისტორიულ ძაგნაკორში, სოფელ მწითურებში გადმოსახლებული ალექსი მწითური მოგვითხრობს: „მწითურების სრული თავდაპირველი გვარი არის ალხასტაისძე. ჩვენი წინაპარი ქისტეთიდან მოსულა – კაცი შემოჰკვდომიათ და ქისტეთს გამორიდებიან, ხევსურეთში დასახლებულან და ხატისთვის შეუწირავთ ხარი და საარყე ქვაბი. ესენი სამი ძმა ყოფილან. ხევსურეთში არ მოასვენეს მოსისხლე ქისტებმა და დევნა დაუწყეს. ერთ ძმას ერქვა დორე, მეორეს – სისო, მესამე ძმა კი მწითური ყოფილა და ამათგან წამოვიდა გვარები: დორეული, სისაური და მწითური. ვისაც ეს გადმოცემა ახსოვს, ერთმანეთში ქალს არ გაათხოვებს“.
სხვა ეთნოგრაფიული მასალით, ძეგნაკორაში მწითურები სოფელ ალევიდან (ქსნის ხეობა) გადმოსახლებულან, რომელთა ძველი გვარი სისაური ყოფილა.
1774 წელს სოფელ გეზერეთში მოსახლე მწითურები, ორი კომლი, წითურაულის გვარით არის ცნობილი.
ორი კომლი წითურაული მოხსენიებულია, ასევე, სოფელ საძეგურაში. 1781 წლის აღწერაში კი საძეგურაში 5 კომლი წითურაულია აღრიცხული. ალევში – კომლი წითურიძე.
ქსნის ხეობაში კიდევ ერთი გვარია, რომელიც სისაურთა გვარიდანაა შტონაყარი. ესაა საძეგურელი ჭალისებურების გვარი. ჭალისებურების თავდაპირველ გვარად სისაური დასტურდება როგორც ეთნოგრაფიული მონაცემებით, ისე 1886 წლის საოჯახო სიებით. სისაური ყოფილა სოფელ წვერში მოსახლე სამნიაშვილების ადრინდელი გვარი.
საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს: ახმეტაში – 124, თბილისში – 55, თელავში – 53. არიან სხვაგანაც.
კომახიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კომახი. კომახი, კომახიტი უძველესი ფეოდალური საგვარეულოა ტრაპიზონში.
გადმოცემის მიხედვით, ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ლესაში მცხოვრები კომახიძეები გადასახლებულნი არიან ქობულეთის რაიონიდან. მათ შორეულ წინაპარს გურიაში რაღაც დაუშავებია და ერთი ოჯახი ქობულეთის რაიონის სოფელ ჯახათში ჩასახლებულა, იქიდან კი სოფელ აჭყვისთავში გადასულა. ამ გვარის ერთი წარმომადგენლისთვის, რომელიღაც გურიელს აზნაურის წოდება უბოძებია, ასევე, მიწებიც მიუცია სოფელ ჩეხედანაში და ის მიწები დღესაც კომახიძეების მიწებად იწოდება.
გვარის წინაპართაგან შემორჩენილი გადმოცემის მიხედვით, კომახიძეების წინაპრები მესხი დიდებულები ყოფილან და ტრაპიზონის იმპერიის მიდამოებში ცხოვრობდნენ, საიდანაც გამოიქცნენ ოსმალების მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ.
ორი საგვარეულო – ჭანიხიდები და კომახიძეები მძლავრობდნენ და სწორედ მათგან წარმოშობილად მიიჩნევა დღეს არსებული ჭანიშვილებისა და კომახიძეების გვარი.
კომახიძეებმა აჭარაში ოსმალების ბატონობის 300 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს პირვანდელი გვარი. ხახუტა კომახიძის შთამომავალნი კი დღემდე ხახუტაიშვილებად იწერებიან. ისინი სოფელ აჭყვისთავში ჩასახლებულან. ეს ადგილი ამჟამად იწოდება, როგორც კომახიძეებისა და ხახუტაიშვილების ქედი.
საქართველოში 1 353 კომახიძე ცხოვრობს. ხელვაჩაურში – 354, ბათუმში – 233, თბილისში – 193. არიან სხვაგანაც.
 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3