კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთფეროვნებით დაქანცულები #6

ანუ გაგისინჯავს „SIRI“?!

ჯერჯერობით ამ ჩვენს მეზობელსა და ოკუპანტს ქართული პროდუქციისთვის არ დაუკეტავს თავისი ბაზარი (თუმცა ჩრდილოეთიდან ყველაფერია მოსალოდნელი, განსაკუთრებით, ევროკავშირის მიერ ჩვენთვის უვიზო მიმოსვლის მონიჭების ფონზე). ჰოდა, რაკი კვლავაც ღიაა, კომპანია „სევერნი ალიანსს“ (რომელიც აქამომდე ალკოჰოლის მხოლოდ რეალიზაციას ეწეოდა) გადაუწყვიტავს, ახალი ქართული ღვინის გამოშვება.
ამ ამბავში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი: „სევერნი ალიანსელებს“ ამ თავიანთი ახალი ღვინისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, „Siri“ დაურქმევიათ.
ეს სიახლე რუსი საზოგადოებისთვის „სევერნი ალიანსის“ გენდირექტორს, ვინმე ევგენი კომისაროვს უცნობებია და იქვე აუხსნია ამ სიტყვის მნიშვნელობაც.
მომყავს ციტატა: „ვაპირებთ ალკოჰოლური ხაზის – „Siri – ახალი ქართული ღვინის“ წარმოებაში ჩაშვებას. ქართულად „სირი“ ნიშნავს ბეღურას.“
ზედაც, ევგენი კომისაროვმა ქართული ღვინოების ერთფეროვნებაც დაგვიწუნა. კვლავ ციტატას მოვიშველიებ: „ქართული ღვინის ხაზები ძალიან ტრადიციული და ერთფეროვანია. ამიტომ ჩვენ იდეა გაგვიჩნდა, გავაკეთოთ ახალი, თანამედროვე მიმართულება“.
მეტიც, კომპანიას უკვე მიუმართავს „როსპატენტისთვის“, რომ სავაჭრო ნიშანი „Siri (ჟèðè)“ რეგისტრაციაში გაატარონ (ემანდ ვინმემ არ მოგვპაროს იდეაო!).
ჩვენ დაზუსტებით არ ვიცით, „სევერნი ალიანსი“ თავს იშტერებს თუ თავის რუს მომხმარებელს აშტერებს, მაგრამ, თუ ზემონახსენები კომისაროვის ნათქვამს გავიხსენებთ („იდეა გაგვიჩნდა, რომ გავაკეთოთ ახალი, თანამედროვე მიმართულება“) ანუ ქართული ტრადიციულისგან დაღლილობას, როგორც ჩანს, სანქციებით გაერთფეროვნებული ყოფის გამხიარულება ახალთახალი ჩვენებური „SIRI“-ს დაგემოვნებით გადაუწყვიტავთ. –

скачать dle 11.3