კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამომცხვარი ობლის კვერი #6

ანუ „ციცას აღარ ეფერება ლუი მეთოთხმეტე“?!

 ბევრი გვალოდინეს თუ ცოტა;
ბევრი შეგვაქეს თუ ცოტა;
მეტიც – ბევრი გვაკრიტიკეს თუ ცოტა, ობლის კვერი ნახევრად უკვე გამოცხვა, ანუ ევროპარლამენტმა, ბოლოს და ბოლოს, დაადგა საშველი და აუზში წყალი ჩაგვისხა, ანუ უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან ამოქმედდება.
მხოლოდ 66-მა ევროკავშირელმა დეპუტატმა გვიგანა (მათ შორის, ლუი მეთოთხმეტის შთამომავლებმაც – ვითომ ისევ ციცას ეფერება?!), თუმცა ჩვენს მხარდამჭერებს მაინც ვერ აჯობეს (500-ზე მეტს).
ერთი სიტყვით, კავკასიაში კვლავ პირველები ვართ და, თუმცა ჩვენი დღევანდელი პოლიტიკურ-სამხედრო-ეკონომიკური მდგომარეობით ტრადიციული ლიდერის როლს, თუ გულზე ხელს დავიდებთ, თავს ვერ ვართმევთ, ფაქტია, მორალური ლიდერის როლი ისევ გავინაღდეთ.
მეორე მხრივ, მიუხედავად მოლოდინისა (მოგვცემენ-არ მოგვცემენ), ამ ჩვენი საზოგადოების რეაქცია მაინც არაერთგვაროვანი აღმოჩნდა.
კერძოდ, ჩრდილოეთისკენ მომზირლებმა განგაშის ზარები დაარისხეს – ჯერ ერთი, დიდი ვერაფერი ბედენაა უვიზო მიმოსვლა და, რაც მთავარია, ქვეყანა დაიცლებაო; ნაწილი იმას არკვევს, რომელი ხელისუფლის დამსახურებაა ეს უვიზობა; ნაწილი გადაჭარბებულ სიხარულს იწუნებს, ნაწილი კი ამ ამბის უფრო მეტი ზარზეიმით აღნიშვნას მოითხოვს.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ბოლო თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში იმისთვის, რომ საქართველო ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილად დარჩენილიყო (რის დღევანდელი განსახიერებაც ევროკავშირია), შეფასებითი მონაცემით, 45 მილიონამდე ქართველი შეეწირა, ვინც რა უნდა თქვას ან ივიშვიშოს, ეს დღე მათია! –

скачать dle 11.3