კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (106)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

რატომ იყვნენ თბილისის სომეხი მეეზოვეები პოლიციის ჯაშუშები და რატომ სცემდნენ ისინი ქალებსა და ბავშვებს #5

მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, მეფისნაცვლის ბრძანებით, თბილისში დაარსდა „მეეზოვის ინსტიტუტი“. დღევანდელ თბილისელებს უკვე მივიწყებული აქვთ, მაგრამ ძველი თბილისის მცხოვრებნი კარგად იცნობდნენ სომხური წარმოშობის მეეზოვეებს, რომლებიც, ამავე დროს, პოლიციის ჯაშუშის როლს ასრულებდნენ. ეს ის სომხები არიან, თბილისის თავმა რომ გადმოასახლა თავიანთი ოჯახებიანად. მაშინდელი მეეზოვის სახე შესანიშნავად აქვს გადმოცემული ნიკო ფიროსმანს თავის ნახატში – „მეეზოვე“, რომელსაც ხელში, ცოცხის ნაცვლად, ხელკეტი უჭირავს და ქუდზე ნომერიც კი აქვს მიმაგრებული წარწერით: „დვორნიკ“. მეეზოვეებს ევალებოდათ, ყოველ საღამოს გამოცხადებულიყვნენ პოლიციის ნაწილში და პოლიციის ზედამხედველისთვის მოეხსენებინათ სახლის მცხოვრებთა შესახებ – ვინ რას აკეთებდა, რას საქმიანობდა, ვინ მოსდიოდათ სტუმრად... ისინი ჯაშუშის როლს ყოველგვარი სასყიდლის გარეშე ასრულებდნენ. მათ პოლიცია ამაში არაფერს უხდიდა, რადგან მეეზოვეებისთვის ხელფასს სახლის პატრონები იხდიდნენ.
1906-1907 წლებში, როცა რევოლუცია ჩააქრეს და სასტიკი რეაქცია გამეფდა, რევოლუციონერი ახალგაზრდები საქართველოს სოფლებში ვერ გაჩერდნენ და დიდ ქალაქებს, უმეტესად, თბილისს მიაშურეს. ჯაშუში მეეზოვეები კი პოლიციას მათ შესახებ ატყობინებდნენ და დიდძალი ახალგაზრდობა გადაასახლეს ირკუტსკსა და ჩრდილოეთის სხვა რეგიონებში. რადგან  ახალგაზრდა რევოლუციონერებს ცხოვრების სხვა სახსარი არ ჰქონდათ, 5-6 კაცი ერთიანდებოდა და ხაზინებს, ფოსტებსა და სხვა დაწესებულებებს აყაჩაღებდნენ. ადგილობრივი ადმინისტრაცია და საგამოძიებო სისტემა მიიჩნევდა, რომ თუ უსისხლოდ იყო ჩადენილი ძარცვა, ესე იგი, ქართველებმა ჩაიდინეს, თუ სისხლით – რუსებმა. სომხური წარმოშობის მეეზოვეებმა ისეთი მძიმე სიტუაცია შექმნეს თბილისში, რომ მათ თვით თბილისის საკრებულოს სომხები დაუპირისპირდნენ და 1905 წლის 7 თებერვალს, თბილისის თვითმმართველობის სხდომა შედგა – ქალაქის თავის, ვერმიშევის თავმჯდომარეობით, ქალაქ თბილისის მეეზოვეთა გათავისუფლების შესახებ საპოლიციო მოვალეობათა შესრულებისგან.  თბილისის თვითმმართველობის  1905 წლის დადგენილებაში მრავალი დოკუმენტია, რომლებიც ადასტურებს მეეზოვეების ჯაშუშობის ფაქტს. გთავაზობთ დოკუმენტურ მასალას ზემოხსენებული სხდომიდან. ხმოსანმა (ხმის უფლების მქონე საკრებულოს წევრი) არღუთინსკი-დოლგორუკოვმა კრების ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ „მეეზოვეებმა უკანასკნელ ხანებში სისუფთავის მშვიდობიანი იარაღი – ცოცხი შეცვალეს ჯოხებით და კეტებით და ამ იარაღით ვარჯიშობენ ქალაქის უდანაშაულო მცხოვრებთა ზურგზე. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ჩვენ ვხედავთ, მთელი დღისა და ღამის განმავლობაში მეეზოვეთა მთელ რაზმებს. პოლიციის წარმომადგენელთა მეთაურობით და კეტებით შეიარაღებულნი, ისინი დასეირნობენ ტფილისის ქუჩებში და მუდამ მზად არიან, შეეტაკონ უიარაღო მცხოვრებთ. ანდა შეგროვილნი არიან სადმე, ეზოებში და მზად არიან, პირველ დაძახებაზევე გამოცვივდნენ ქალქის მცხოვრებლებზე თავდასასხმელად. ქუჩის მდგომარეობა, სისუფთავის მხრივ, სავალალოა, ვინაიდან მეეზოვეთა სახით, ჩვენ სამი ათასი უფროსი შევიძინეთ. როდესაც ჩვენ მათ წინადადებას ვაძლევთ, დაგავონ ქუჩები, ეზოები და დაიცვან საჭირო სისუფთავე, ისინი უარზე არიან და თავს იმით იმართლებენ, რომ პოლიციის მიერ მათ დიდი დავალებები აქვთ დაკისრებული, სახელდობრ – დემონსტრაციების ჩაშლა“. არღუთინსკი-დოლგორუკოვმა მოითხოვა, აღძრას შუამდგომლობა, რათა მეეზოვენი გათავისუფლებული იყვნენ საპოლიციო სამსახურისგან“. ხმოსანმა ბაბოვმა გაიზიარა არღუთინსკი-დოლგორუკოვის მოსაზრება და თავის სიტყვაში თქვა: „მეეზოვენი, პოლიციელთა ხელმძღვანელობით, სცემენ არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსა და ბავშვებსაც – სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს. ასეთი შემთხვევები ხშირია ამ უკანასკნელ ხანებში“. ხმოსანმა სვეშნიკოვმა თავის სიტყვაში ყველაფერს დაამატა, რომ: „პოლიცია უსევს მეეზოვეებს მცხოვრებლებს არა უბრალო დაძახებით, არამედ წინასწარ აგროვებს მათ ეზოებში და ასწავლის, როგორ სცემონ მცხოვრებნი“. ხმოსანმა კიურაჩიანცმა თქვა: „ჩვენ ვინახავთ და ვარჩენთ პოლიციელებს, ისინი კი ჩვენვე გვცემენ. ეს კიდევ არ იკმარეს და თავზე მოგვახვიეს მეეზოვეები. ჩვენ ამ უკანასკნელთაც ვინახავთ, ვარჩენთ, ისინი კი ჩვენვე გვცემენ. მოვითხოვთ, რომ მოგვაშორონ ეს ძალად თავზე მოხვეული მეურვეები. ბოლოს და ბოლოს, არც ისეთი ბობოლები ვართ, რომ საჭირო იყოს ჩვენი გაძლიერებული დაცვა“. ხმოსანმა თავადმა ბარათაშვილმა აღნიშნა, რომ თურმე, სახლის მეპატრონეებს არ აქვთ უფლება, დაითხოვონ სამსახურიდან მეეზოვეები, რომელთაც თავი ისახელეს პოლიციის სამსახურში – „აბა, სცადეთ და დაითხოვეთ მეეზოვე იმისთვის, რომ ის გულმოდგინედ და მხნედ სცემდა მცხოვრებლებს. იყო ასეთი შემთხვევა, ერთმა სახლის მმართველმა დაითხოვა სამსახურიდან  მეეზოვე, მაგრამ რომელიღაც უბნის ბოქაულმა უკანვე მიაღებინა და სცემა კიდეც სახლის მმართველი“ (ხმოსნებიდან ვიღაცამ დაუძახა - ეს მეოთხე უბნის ბოქაული იყოო). ხმოსანმა ხუდადოვმა საჭიროდ მიიჩინია, აღძრულიყო საერთო ხასიათის შუამდგომლობა – საზოგადოებრივი და კერძო ცხოვრების პირობების შეცვლის სურვილის შესახებ.
62 ხმოსნის თანდასწრებით, თვითმმართველობამ ერთხმად დაადგინა: აღიძრას შუამდგომლობა ტფილისის მეეზოვეთა გათვისუფლების შესახებ საპოლიციო მოვალეობისგან იმ პირობით, რომ სახლის მეპატრონეს მიეცეს უფლება, თავისუფლად დაიქირავოს მეეზოვე თავისი შეხედულებისამებრ, მიუხედავად მეეზოვის ეროვნებისა. ამ შუამდგომლობას არავითრი შედეგი არ მოჰყოლია. პოლიცია ამის შემდგომაც ფართოდ იყენებდა მეეზოვეებს თავიანთი კეტებით დემონსტრაციების დასაშლელად, ხალხის დასაპატიმრებლად და სხვა... მეეზოვეთა ინსტიტუტი 1914 წლამდე მოქმედებდა. სამი ათასი მეეზოვე ბრმა იარაღს წარმოადგენდა თვითმპყრობელობის ხელში. ბოლოს ყველამ დაივიწყა ეს და ისტორიას ჩაბარდა. საბჭოთა პერიოდში, ის უბნის რწმუნებულის ინსტიტუტმა შეცვალა, რომელიც ყველას კარგად ახსოვს.

скачать dle 11.3