კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის მნიშვნელოვანი ნეიროქირურგთან დროული ვიზიტი და რას ავირიდებთ ამით თავიდან #5

ძალიან ბევრია იმ პათოლოგიათა ნუსხა, რომელთა მკურნალობაც ნეიროქირურგიის საშუალებით უნდა ხდებოდეს. ესენია თავის ტვინის, ზურგის ტვინისა და ხერხემლის პათოლოგიები. გვესაუბრება წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის უფროსი, ნეიროქირურგი ბადრი საღირაშვილი
ბადრი საღირაშვილი:   პაციენტთა ჩივილები და ნევროლოგიური სიმპტომატიკა შეიძლება, იყოს ძალიან დიდი და უკავშირდებოდეს: თავის ტკივილს, თავბუხვევას, გულისრევას, მეტყველების გაძნელებას, სახის ასიმეტრიას, წელისა და კისრის ტკივილს, კიდურების ტკივილს, კიდურებში ძალის დაქვეითებასა და დაბუჟებას.
 ზოგადად, ნეიროქირურგიასა და ჩვენს კლინიკაში მეტწილად მოდიან პაციენტები ხერხემლის პათოლოგიით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან, მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში, არის  ხერხემლის პათოლოგიების მკურნალობის სრული სპექტრი, ანუ,  როგორც ოპერაციული, ისე კონსერვატიული მკურნალობისთვის. ძალიან ხშირია მალთაშორისი დისკის თიაქრები, არასტაბილური ხერხემალი, ზურგის ტვინის სიმსივნეები და ხერხემლის სხვა პათოლოგიები. ჩვენს კლინიკაში ოდითგანვე იყო ხერხემლის ნეიროქირურგიის დიდი სკოლა და ხერხემლისა და ზურგის ტვინის ნებისმიერი ოპერაცია ტარდება წარმატებით. ვცდილობთ, ოპერაცია იყოს მაქსიმალურად ნაკლებტრავმული და მინიინვაზიური. რაც  შეესაბამება თანამედროვე, დასავლურ სტანდარტებს, პაციენტები, რომლებიც არ საჭიროებენ ოპერაციულ ჩარევას, არ იგზავნებიან  სხვა კლინიკაში, მათ ჩვენთან შეუძლიათ, მიიღონ მანუალური მკურნალობისა და ფიზიოთერაპიის სრული პაკეტი. გვყავს სპეციალისტები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ და  ისინი, ასევე, ემსახურებიან პოსტოპერაციული პაციენტების რეაბილიტაციას.
– ბატონო ბადრი, ხშირია ოპერაციები თავის ტვინზე?
– რა თქმა უნდა, განყოფილების პაციენტთა შორის არიან ისეთებიც, ვისაც თავის ტვინის სხვადასხვა პათოლოგია აღენიშნებათ – დაწყებული თავის ტვინის თანდაყოლილი ანომალიებით, დამთავრებული თავის ტვინის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეებით. ასევე, მოდიან პაციენტები  თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიებით (მაგალითად, ანევრიზმა, მალფორმაცია). მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში ინერგება სისხლძარღვთა ჩამოთვლილი პათოლოგიების დახურული წესით (ენდოვაზალურად) მკურნალობა.
– ბატონო ბადრი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ მკურნალობას სასურველი შედეგი ჰქონდეს და პაციენტი გამოჯანმრთელდეს?
– ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ პაციენტმა დროულად  მიმართოს კლინიკას, დიაგნოსტირების მიზნით. პაციენტთან ამა თუ იმ პათოლოგიის მკურნალობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების დროულ და სრულფასოვან შესწავლას. ამ დროს გამოჯანმრთელების ალბათობაც ბევრად მაღალია.
ბატონ ბადრისთან დაკავშირება შეგიძლიათ ნომერზე: 599 13 44 04.

скачать dle 11.3