კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ირინა იაშვილის რჩეული მამაკაცი და რატომ გადაწყვიტა მან დაქორწინება #5

ირინა იაშვილი – ინტელექტუალური და გემოვნებიანი, პროფესორი ქალბატონი, თბილისური ბომონდის სახე და ბიზნესმენ ავთანდილ იაშვილის ქალიშვილი. როგორც შევიტყეთ, ქალბატონი ირინა,  დაქორწინებას გეგმავს. მისი რჩეული ლევან კობეშავიძეა. ამჯერად ის ჩვენი რუბრიკის სტუმარი გახლავთ. 
 – 2017 წელი სასიამოვნო სიურპრიზებით დაიწყო თქვენთვის... როგორც შევიტყვეთ, გათხოვებას გეგმავთ. იქნებ უფრო დეტალურად გაგვიმხილოთ, ვინაა თქვენი რჩეული?
– როგორც ყოველთვის, ზუსტი ინფორმაცია გაქვთ. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით. ჩემი რჩეული გახლავთ ლევან კობეშავიძე – ახალგაზრდა, წარმატებული პიროვნება. სრულად ჯანსაღი ცხოვრების წესზეა ორინტირებული და დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესპროექტებშია ჩართული, ცდილობს სულ ფორმაში იყოს. ერთმანეთი გვიყვარს და ეს უმთავრესია ჩვენთვისაც და გარშემო მყოფებისთვისაც. უკვე  საკმაოდ დიდხნიანი ურთიერთობა გვაქვს, რაც ადამიანის შეცნობისთვის, ვფიქრობ, საკმარისია.   ვაპირებთ, ახლო მომავალში ხელი მოვაწეროთ. მთელი ცხოვრება წინ გვაქვს.
– ვიცი, რომ დიდხანს თავს იკავებდით, კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე. როგორ დაგითანხმათ?
– საუკეთესოს ველოდებოდი და ვფიქრობ, ვიპოვე. ლევანი ღირსეული პიროვნება და მამაკაცია. მის გვერდით მე კიდევ უფრო შემდგარ პიროვნებად და წარმატებულ ქალად ვგრძნობ თავს. ყოველდღე სიურპრიზებით მანებივრებს და რაც მთავარია, ყოველ წუთს ვგრძნობ მის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას. დღევანდელ ყოფაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია.
– ქალები, როგორც წესი, თავიანთ რჩეულს მამას ადარებენ ხოლმე... თქვენს შემთხვევაში, ეს როგორ  მოხდა?
– მინდა, გითხრათ, რომ ხშირად მამაჩემის თვისებებს  ვხედავ მასში. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მამა ჩემთვის ყველაზე საამაყო პიროვნებაა. ის ჩემთვის იდეალია.
– როგორ გაიცანით ლევანი?
– სრულიად შემთხვევით, საერთო სამეგობრო წვეულებაზე. ისე ბუნებრივად მოხდა ჩვენი დაკავშირება, ფლუიდები რომ მიგიყვანს სასურველ ადამიანამდე, ზუსტად ის შემთხვევაა. მადლობელი ვარ უფლის, რომ მას შემახვედრა. უბედნიერესი ვარ.
– მინდა, გითხრათ, რომ ეს ვიზუალურადაც გეტყობათ. თქვენი აზრით, რა არის საჭირო,  ქალური ბედნიერებისთვის?
– თვითონ ეს სიტყვა „ქალური ბედნიერება“ ძალიან ტრივიალურია. ქალმა თავად უნდა იპოვო შენი თავი შვილში, საქმეში, საყვარელ მამაკაცში, მეუღლეში. ანუ, შენ უნდა იპოვო შენი ბედნიერება!
– ირა, თქვენ დაკავებული ქალბატონი ბრძანდებით, პროფესორი, რომელიც მუდმივად აქტივობაშია. ჩვენთან რატომღაც სტერეოტიპია, რომ საქმიან ქალს პირადი ცხოვრება დალაგებული არ აქვს...
– არ ვეთანხმები, როდესაც ნებისმიერ ადამიანს, ქალი იქნება თუ კაცი, პირადი ცხოვრება მოწესრიგებული აქვს, ეს ყველა სფეროზე აისახება. ლექციაზე ბედნიერი რომ მივდივარ, უფრო ნაყოფიერად ვმუშაობ, ჩემს სტუდენტებთან უფრო პოზიტიური ვარ. ყველაზე მთავარ ადგილს იკავებს პირადი ცხოვრება. ეს მახალისებს, ბევრი გეგმა მაქვს. ვაპირებ, გამოვცე ჩემი ორი ახალი, სასწავლო სახელმძღვანელო საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით. ზოგადად, სამეცნიერო ნიშა მინდა, დავიკავო და უფრო გავიღრმავო ჩემი პროფესიული განათლება.
– ირა, თქვენს გარდერობსაც მინდა, შევეხო. თბილისში ცნობილი ხართ, როგორც ერთ-ერთი, გემოვნებიანი და აღიარებული ბრენდების მოყვარული.
– კი, ჩემი ჰობია ცნობილი დიზაინერების სამოსი. ძირითადად, მსოფლიო კუტურიეების სამოსი ჰკიდია ჩემს გარდერობში. სხვათა შორის, მე და ლევანი, ამაშიც ვგავართ ერთმანეთს. მიხარია, რომ ჩვენი გემოვნება ამ მიმართულებითაც ემთხვევა. საახალწლოდ, ყოველ დილას,  სიურპრიზებით მანებივრებდა და ჩემს სანტას ვეძახი. უბედნიერესი ვარ, რომ მას შევხვდი.

скачать dle 11.3