კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2017 (118)
სექტემბერი 2017 (262)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)
მაისი 2017 (216)

როგორ აუფორიაქა სალომე დოლიძემ ქმარს მშვიდი ცხოვრება და რა საჩუქარი გაუკეთა მათ ჯვრისწერის წინ კათოლიკოს-პატრიარქმა #5

21 იანვარს, მომღერალმა სალომე დოლიძემ და მისი უწმიდესობის დაცვის წევრმა მამუკა არაბულმა ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერამდე წყვილი კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ დალოცა. ორასკაციანი ქორწილი კი საბოლოოდ, ლამაზ კონცერტად გადაიქცა. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ სალომეს და მამუკას ოჯახის შექმნას.
სალომე დოლიძე: ფაქტობრივად, ყველაფერი ძალიან სწრაფად დავგეგმეთ. კაბაც ათ დღეში შემიკერა დათუნა სულიკაშვილმა. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ბევრი კომპლიმენტიც მივიღე.
– როგორი იყო მამუკას რეაქცია, როცა საქორწილო კაბაში გნახა?
– გადაირია. ისედაც ყოველდღე მეუბნება: შენ ხარ ყველაზე ლამაზიო. როცა ადამიანი გიყვარს, რა თქმა უნდა, მისთვის ყველაზე ლამაზი ხარ. ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ თვეზე მეტია, ერთად ვცხოვრობთ, გადავწყვიტე, ქორწილის წინა დღეს ჩემებთან დავრჩენილიყავი. ერთად გაღვიძება და ქორწილში ისე წასვლა, არ გვინდოდა. თან, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ იმ დღეს ვთხოვდებოდი. ჯვრისწერის შემდეგაც ვუთხარი: ახლა ვიგრძენი, რომ გავთხოვდი და ცოლი მქვია-მეთქი. მანამდეც ვგრძნობდი, მაგრამ ჯვრისწერა სულ სხვა რამ ყოფილა. თავიდან, პატრიარქთან მივედით. სულ მინდოდა, მასთან მისვლა და თან, ძალიან ვნერვიულობდი. იმდენად სათნო და თბილია. სანამ არ დავინახე მისი უწმიდესობა, მანამდე არ მჯეროდა, რომ შევხვდებოდი. ჩემს მეჯვარეს მთელი გზა ეტირებოდა. ყველანი ავედით, ვინც ვიყავით – ჩემი დეიდაშვილები, ნათლული. მამუკა სულ მამშვიდებდა: არ იღელვო, არ ინერვიულო, თავიდან მეც ასე ვიყავიო. ახლაც, რა თქმა უნდა, დიდი მოწიწება აქვს მის მიმართ. საპატრიარქოში მისვლა არასდროს დამავიწყდება. თან, ჩემს ქმართან ერთად, ჩემი საყვარელი ადამიანებიც ჩემთან ერთად იყვნენ. ისე თბილად დაგვლოცა პატრიარქმა – გვითხრა, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთს დიდი პატივი უნდა ვცეთ; რომ ერთნი ვართ და როგორც ჩვენს მშობლებს მოვექცევით, ისე მოგვექცევიან ჩვენი შვილებიც. დაგვლოცა, მერე ღვთისმშობლის ხატი გვაჩუქა. შემდეგ კი, მე მაჩუქა თამარ მეფის ჯვარი და მამუკას – წმიდა ნიკოლოზის მედალიონი. ისეთი ბედნიერი ვიყავი. დაახლოებით, 15-20 წუთს დავრჩით – ფოტოებიც გადაიღო ჩვენთან. საპატრიარქოდან რომ გამოვედით, მამუკას ვეუბნებოდი: ასე მგონია, ჯვარდაწერილები ვართ უკვე-მეთქი. მერე დედაოები შეგხვდნენ, მოგვილოცეს.
– მამუკამ ამით ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გაგიკეთა.
– კი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი. ჩემი ნათლულის დედა მეუბნებოდა: მამუკა რომ არა, არც კი ვიცი, ოდესმე თუ მოვხვდებოდი აქო. ყველას ცრემლი მოერია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანი ლოცავს შენს ახლად შექმნილ ოჯახს. მით უმეტეს, რომ ჩემთვის ოჯახს ყოველთვის სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც ვერ ვდგამდი ამ ნაბიჯს. ჩემ ირგვლივ იმდენი ცუდი რაღაც ხდება, რომ სულ ვამბობდი: არ შევცდე, მეც არ დამემართოს მსგავსი რამ-მეთქი. მინდა, ჩვენს შვილებს სრულფასოვანი ოჯახი ჰქონდეთ. მამუკა ისეთი მშვიდია, თან, ისე ჩუმად ლაპარაკობს, მე უფრო ქოთქოთა ვარ და ერთმანეთს ვაბალანსებთ. ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ არ ნერვიულობს. მამუკას გვერდით ძლიერი ვარ. თვითმფრინავში სტიუარდესები რომ მშვიდად მოძრაობენ, შენც მათი შემხედვარე მშვიდად ხარ, ასეა მამუკას შემთხვევაშიც. თუ ვფორიაქობ და შევხედავ, მეტყვის: რა განერვიულებს, ყველაფერი კარგად იქნებაო და მეც ვმშვიდდები.
– სად დაიწერეთ ჯვარი?
– დავით მეფსალმუნის პატარა ტაძარში, რომელიც მამუკამ შეარჩია. მამა მიქაელმა დაგვწერა ჯვარი, თან ძველი ქართული წესით. აბსოლუტურად განსხვავდებოდა სხვა ჯვრისწერებისგან – გრძელიც იყო და ბევრი რიტუალი ჰქონდა დამატებული. შოკში ვიყავი, თან ჩემი მეგობრების უმეტესობა გათხოვილია და ყველა მეუბნებოდა: ეს რა იყოო. ჯვრისწერა რომ დამთავრდა, მერე გვითხრა მამა მიქაელმა: ძველი ქართული წესით დაგწერეთ ჯვარი, ისე, როგორც ადრე იწერდნენო. ყველაზე მეტად დამამხსოვრდა ის, რომ მთელი ჯვრისწერის განმავლობაში, ხელი გვქონდა ერთმანეთისთვის ჩაკიდებული, რომელიც ბოლოსკენ, საკურთხეველთან, სახარებით გაგვიხსნა. ჯვარსაც ორივე ერთად ვემთხვიეთ, ბევრი მნიშვნელოვანი და ლამაზი დეტალი იყო. შემდეგ უკვე რესტორანში წავედით. ორასკაციანი ქორწილი გვქონდა, ყველა იყო, ვისთანაც ვმეგობრობ. ყველაზე მეტად გამახარეს მეგობრებმა, რომლებიც მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. ზოგი ერთი დღით ჩამოვიდა, რომ ჩემს ქორწილს დასწრებოდა. მთელი ორგანიზება ჩემმა სიძემ აიღო საკუთარ თავზე და არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ ყველაფერი ძალიან კარგად, ლამაზად გამოსულიყო. რა თქმა უნდა, ყველა დეტალს მითანხმებდა, მაგრამ ადგილზე, ყველაფერი ბევრად უფრო ლამაზი იყო. ძალიან გამიხარდა, ნინო ქათამაძემ რომ მოახერხა მოსვლა. მას ბავშვობიდან ვიცნობ და ძალიან მიყვარს. ნოდიკოც იმ ღამეს მიფრინავდა  და მაინც მოვიდა. ვიმღერეთ, ვიცეკვეთ. ჩემთვის სიურპრიზი იყო აჩი ფურცელაძის ჩამოსვლა, რადგან ვიცოდი, რომ ვერ ახერხებდა. გული დამწყდებოდა, რადგან ჩემი დიდი ხნის მეგობარია – შუა ქორწილში შემოვიდა. ასევე იყვნენ: დათუნა მგელაძე, ვერიკო ტურაშვილი, მაკა ზამბახიძე, თემურ თათარაშვილი, ზურა დოიჯაშვილი. მოსკოვიდან ჩამოვიდნენ მომღერლები, რომლებიც ჩემს დასთან ერთად მღერიან. რა თქმა უნდა, მამუკას მეგობრებიც იყვნენ, მისი ოჯახის წევრები. ზაზა ალექსიძე უძღვებოდა ქორწილს და საბოლოოდ, ჩვენი ქორწილი ერთ დიდ, ლამაზ კონცერტად გადაიქცა. ჯემალ სეფიაშვილი იყო თავის მეუღლესთან ერთად და იმღერა ჩემი საყვარელი სიმღერა – „გაზაფხული შემოსულა, ლენ“. ლეილა თოდაძე ერთი დღით ჩამოვიდა ჩემი ქორწილისთვის მეუღლესთან ერთად, მანანამ ვერ მოახერხა ჩამოსვლა. ისრაელიდან, რუსეთის ქალაქებიდან ჩამოვიდნენ ოჯახის მეგობრები.
– მგონი, მამუკას შენი ცნობადობით ცხოვრება აუფორიაქე.
– მგონი, კი, რადგან მას ჩრდილში ყოფნა ურჩევნია. თუმცა, თვითონაც უყვარს ასეთი რაღაცეები. მისთვის მთავარია, მე ვიყო ბედნიერი. ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ჩვენი ცეკვა იყო, რომელიც ჩემს საყვარელ მაიკლ ჯეკსონის სიმღერაზე ვიცეკვეთ. ფოიერვერკები, კვამლი, ეფექტები – ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო.
– როდესაც წყვილი ერთად იწყებს ცხოვრებას, გარკვეული პრობლემები იჩენს ხოლმე თავს.
– მე უფრო ის მომენტი გამიჭირდა, როცა ხვდები რა დიდი პასუხისმგებლობა დაგეკისრა – ცოლი, ქმარი... მაგრამ, მომწონს ის, რომ, როგორი ურთიერთობაც გვქონდა შეყვარებულობის დროს, ისეთივე გვაქვს ახლაც – ცოლქმრობა ყოფას არ გვიოფიციალურებს. მაგრამ, მაინც დამჭირდა დრო, გამეაზრებინა, რომ ეს ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. რეალურად, შენ აწყობ საკუთარ ცხოვრებას. მაგრამ, ისეთი კომფორტულია მამუკა, ერთად ძალიან კარგად ვართ და იმედია, კარგ ოჯახს ავაწყობთ.

скачать dle 11.3