კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იღდგენს გარდაცვლილის სული ძალებს დედამიწაზე კვლავ დაბრუნებამდე და რატომ უნდა გაანეიტრალოთ გამოღვიძებისთანავე ცუდი სიზმარი #5

სულის არსებობისა და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის შესახებ, ყველა ადამიანს სჯერა. როგორც ეზოთერიკოსი, ბატონი გიორგი ამბობს, ასევე არსებობს  სიკვდილის წინა გამოცდილება და სულის რეინკარნაციაც. ასევე, მისივე თქმით, ჩვენ ირგვლივ არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებითაც, ადამიანი იზიდავს საკუთარ ბედნიერებასა თუ უბედობას.

 გიორგი: ყველა ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს, თუ რა ბედისანი ვართ. ასევე, არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებითაც, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშაოთ მიზანმიმართული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრი, რომელსაც შეუძლია, სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის.
– ბატონო გიორგი, ეზოთერიკოსები, ძილის პროცესს რეინკარნაციას უკავშირებენ და ამბობენ, ამ დროს ადამიანის სული დროებით ტოვებს სხეულს და სხვა სამყაროში გადაადგილდებაო. ამაზე რას იტყვით?
–   ძილის დროს, პრაქტიკულად, ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება, თითქოს ადამიანი ამ სამყაროს სცილდება და სხვა სამყაროში ხვდება. ამ დროს არარეალური სამყაროს სტუმრები ვართ, გამოღვიძებისთანავე კი, რეალურ სამყაროში ვბრუნდებით. სიზმარში მოდის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გადახარშვაც ხდება და ამით ჩვენი ქვეცნობიერი იმართება. აქვე, გეტყვით, რომ ცუდი სიზმარი გაღვიძებისთანავე უნდა გაანეიტრალოთ, რათა მისი შედეგები უარყოფითად არ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე. მაგალითად, ამის უძველესი მეთოდია, გაღვიძებისთანავე მოუყვეთ ის ონკანის გამდინარე წყალს და მას გაატანოთ. სიზმარს, როგორც სხვა ყველაფერს სამყაროში, ორი ძალა მართავს – დადებითი და უარყოფითი. როგორ სიზმარსაც ხედავს ადამიანი, სწორედ ისეთი აურა აქვს მას, ანუ, ისეთი დადებითი ან უარყოფითი ძალის ზეწოლის ქვეშ იმყოფება რეალურ ცხოვრებაში.  საერთოდ, ტვინს ასი პროცენტით არასდროს სძინავს და არც ასი პროცენტით იღვიძებს. ყველაზე საინტერესო კი სწორედ მაშინ იწყება, როცა ძილი და სიფხიზლე ერთმანეთს ეჯახება.
–  ის, რომ ჩვენი განვლილი ცხოვრება ექსტრემალურ სიტუაციაში, თვალწინ რამდენიმე წამში გაირბენს, ესეც რეალობაა?
–  დიახ ასეა და რომ ამბობენ, ცხოვრება კადრებივით ჩაუვლის ადამიანს ექსტრემალურ სიტუაციაშიო, სწორედ ეს დამემართა მეც. ავარიის დროს, მანქანა ხიდიდან გადაფრინდა და მეც მასში ვიჯექი. სანამ, მანქანა მიწაზე დაეცა, მთელმა ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ, თვალწინ კადრებად ჩამიარა. შემდეგ კი გავითიშე  და გონს რომ მოვედი, რეანიმაციაში ვიწექი. გამოფხიზლებისას ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ვერ აგიწერთ. მთელი ერთი კვირა ვიყავი კომაში. გამოფხიზლებულს კი, მეგონა, თითქოს სულ რაღაც ხუთი წუთი იყო გასული. მეცნიერებმა გაშიფრეს კომაში, ანუ დროებით გათიშულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა ხილვები და დაადგინეს, რომ ამ დროს მხედველობის არე მკვეთრად ვიწროვდება და თვალის გუგა ბუდის ცენტრალურ ნაწილშია გაჩერებული. შედეგად იქმნება ილუზია, რომ ადამიანი გარდაცლილია, რეალურად კი, მისი სული იმქვეყნად მოგზაურობს. მთელი ცხოვრება თვალწინ გაირბენს, გამოჩნდებიან გარდაცვლილი ნათესავებიც. ერთი სიტყვით, დროებით ხვდები იქ, სადაც ჯერ ადრეა მისვლა. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ტვინში ის ნაწილი ამუშავდა, რომელიც ხანგრძლივ მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ეს ნაწილი პირველი ჩაირთვება, როცა კრიზისი გაივლის. სული სხეულს რომ ტოვებს, ეს ფენომენიც შეიძლება, აიხსნას. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა გათიშვის პირას მყოფი ადამიანის ტვინში ქაოსურად აქტიურდება ის ნაწილი, რომელიც მხედველობის, შეხებისა და წონასწორობის ორგანოებთანაა დაკავშირებული. შედეგად სიგნალები ირთვება ერთმანეთში, ანუ, ტვინი უგზავნის მხედველობის ორგანოს ინფორმაციას სივრცეში სხეულის მდგომარეობის შესახებ. ასე ჩნდება ცრუ სურათები. გამოფხიზლებისას კი, ადამიანს ახსენდება, თითქოს სიზმარში ნახა ის, რაც რეალურად გადახდა. ახსენდება ცხოვრებისეული, მნიშვნელოვანი მომენტები. აქედან მოდის ხილვებიც. ადამიანი ცხადსა და სიზმარს კარგად არჩევს ერთმანეთისგან და რომ მეუბნებიან, შენ იმქვეყნად კი არ იმოგზაურე, სიზმრები ნახე და ახლა ის გახსენდებაო, ცოტა არ იყოს, ვბრაზდები. დამიჯერეთ, ისეთი არ ვარ, სიზმარი, ხილვის ან რეალობისგან ვერ გავარჩიო. ფაქტია, რაც კომაში ყოფნისას ვნახე, ეს სამყარო არ იყო. მე სხვა განზომილებაში ვიყავი და არაერთი, ამქვეყნიდან წასული ადამიანიც ვნახე. ასევე, ისიც რეალურია, რომ სული რეინკარნაციას განიცდის და რამდენჯერმე ბრუნდება დედამიწაზე ახალ სხეულში ჩასახლებული.
–  ის, რომ სული კვლავ დაბრუნდეს დედამიწაზე და  განმეორდეს ახალ სხეულში, ამისთვის რა პერიოდია საჭირო?
–   მას შემდეგ, რაც სული დაისვენებს და გააანალიზებს თავისი ბოლო ცხოვრების გაკვეთილებს, დგება ახალი ინკარნაციის დრო. თუმცა, ყველა სული არ არის მზად ინკარნაციისთვის. ხდება ისეც, ბოლო ცხოვრებიდან დაბრუნებული სული ძალიან გადაღლილია და არ უნდა, რომ დედამიწაზე ისევ დაბრუნდეს. სულისთვის ენერგიის აღდგენა და საკუთარი თავის შეფასება სულთა სამყაროში დაბრუნების შემდეგ, სხვადასხვაგვარად ხდება. ზოგიერთ სულს ამისთვის დიდი დრო სჭირდება, ზოგს – ნაკლები. ყველა შემთხვევაში, ახალი ცხოვრებისთვის მზადმყოფ სულს რბილად მიანიშნებენ იმქვეყნის ბრძანებლები, რომ დროა, დაიწყოს ახალი მოგზაურობა. სულთა სამყაროში, თუ არ ჩავთვლით დაბალ ასტრალურ შრეებს, სიმშვიდე და ნეტარება სუფევს. ამიტომ, ძნელია, დატოვო ეს სულიერი გარემო იმისთვის, დროებით დაბრუნდე პლანეტაზე, სადაც, ხშირ შემთხვევაში, გაურკვევლობა ელოდება. ასე რომ, ჩვენს მყარ ენერგიებში, მყარ სხეულში ცხოვრება და ტკბობა, შეუდარებელი განცდაა სულისთვის, გარკვეულწილად, აზარტიც.
– გამოდის, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ გაწერილი და განსაზღვრულია? მაშინ რაღა აზრი აქვს ადამიანის ბრძოლას, განცდას, შებრძოლებას ცხოვრებისეულ სიძნელეებთან?
–  ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ განსაზღვრული არ არის. არსებობს არაერთი ალტერნატივა და რომელ გზას დავადგებით, განსაზღვრავს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე, უფრო ნათელი ხდება გამოთქმა იმის შესახებ, რომ თავად ვქმნით საკუთარ ბედს. ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება – ბედნიერება და ტანჯვა, არ არის განპირობებული ცხოვრების არჩევისას, ჩვენი მფარველი ანგელოზების მხრიდან კეთილგანწყობით ან ღალატით. ვერავის დავადანაშაულებთ ამა თუ იმ რთული სიტუაციის გამო. ის, ან ჩვენ შევქმენით ამ ცხოვრებაში, ან როგორც გამოცდას, ბედისწერა გვაძლევს.

скачать dle 11.3