კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში ჩაითრია დათო ქაცარავამ ცოლი და როგორ დაიპყრო მან ბაქო #5

წლებია,  დათო ქაცარავა რამდენიმე „ფრონტს” ერთად ამაგრებს – ეს არის სპორტი, კინო, ტელევიზია, ტურისტული სეგმენტი. მოკლედ, აქტიურ და ენერგიულ დათოს საკუთარი  რეკორდის გაუმჯობესება უწევს. ახლახან უცხოეთის ტელევიზიის პოპულარულ პროექტშიც  მოხვდა, როგორც ქართველი მამაკაცების წარმომადგენელი, ერთ-ერთი, ცნობილი  სახე. როგორც ჩანს, იქაც გაიგეს, რომ დათო  ჩვენთან  სასურველი და პოპულარული კაცების  სიაში მოწინავე პოზიციას არ თმობს.  როგორია მისი ცხოვრება კადრს მიღმა, ამის შესახებ თავად  დათო  გიამბობთ. ის ძალიან კომუნიკაბელური, პოზიტიური ადამიანია და „ვარსკვალავური  ფობიები” არასდროს   უტევს.  
დათო ქაცარავა:   ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს. რაც მუშაობა დავიწყე, ბევრჯერ მქონდა ისეთი პერიოდი, ერთდროულად, 2-3 სამსახურში რომ ვმუშაობდი.  ბოლო ორი წელიწადია,   თითქოს საკუთარ რეკორდს ვაუმჯობესებ – 5-6 საქმეს ერთად ვაკეთებ. ბევრი ტვირთი ავიღე საკუთარ თავზე, მაგრამ არ ვწუწუნებ (იცინის).  რაც უფრო მეტად დატვირთული ვარ, უფრო მობილიზებული ვარ და მეტს ვახერხებ. თუ სატელევიზიო საქმიანობას დავუმატებთ ჩემს საყვარელ საქმეს, ჯომარდობისა  და კანოეს ფედერაციების ხელმძღვანელობას; კიდევ, ჩემს აქტიურ ჩართულობას ტურისტულ საქმიანობაში, რაც ბორჯომის რეგიონს შეეხება, მიხვდებით, რომ მთელი დღეები გზაში, ბორჯომსა და თბილისს შორის  ვარ გამოკიდებული, ახლა ამ მარშრუტს დაემატა ბაკურიანიც, სადაც გავხსენით ახალი კლუბი და კიდევ სხვა საქმეშიც მოვსინჯე საკუთარი თავი. ჭითახევში გვაქვს ჯომარდობის ბანაკი, სადაც თუ წარღვნა არ არის, ღამეებს საძილე ტომარაში ვატარებ.
–  კინოკარიერაში რა ხდება? როგორც ვიცი, სულ ახლახან, ბანდიტის როლი ითამაშე ფილმში, რომლის გადაღებაც ბაქოში მიმდინარეობდა.
– კინოში მაქვს კარგი შემოთავაზებები.  თითქმის დასრულდა ფილმის გადაღება ბაქოში. ამ ფილმში ვასრულებ ბანდიტის როლს – ვარ მეგაბოსის პირადი მცველი. მეგაბოსს  ძალიან მაგარი ქართველი მსახიობი ზურა ცინცქილაძე თამაშობს. მე, როგორც პირად მცველს, ბევრი შაბვნელი საქმის შესრულება მიწევს.  მოკლედ, მთელი ბაქო „დავიპყარით” (იცინის).  ორი დღეა, გავიგე, რომ თებერვალში რუსეთში  დაიწყება ახალი ფილმის გადაღება, რომელშიც ბოევიკის როლს შევასრულებ. მარტში, როგორც პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი,  ვიწყებთ საინტერესო პროექტს. კინოცენტრის დახმარებით, რეჟისორი  გია კაჭარავა იღებს ფილმს „კაცი”,  სადაც მე ვთამაშობ ცუდი პოლიციელის როლს. მე ყველაზე ცუდი როლი  მერგო, საშინელი ადამიანი ვარ –   ბოროტების განსახიერება, პოლიციელი, რომელიც ამ ბავშვის ცხოვრებას ანგრევს.
– ამ პოზიტიურ ადამიანს სულ  ბოროტი და ცუდი ტიპების  როლები რატომ გხვდება კინოში?
–  ცუდი ადამიანების თამაში საინტერესოა. მე არავის ტყავში არ ვძვრები, საკუთარ თავში ვეძებ იმ ნეგატივს, რაც მათ აქვთ და წარმოვიდგენ ხოლმე – ეს თვისება რომ მქონდეს, რა ცუდი ადამიანი ვიქნებოდი-მეთქი. არ ვიცი, ვინმე მანდობს თუ არა უწყინარი აფთიაქარის როლს მომავალში,  ხომ იცით,  არასდროს  უნდა თქვა, არასდროს, რამდენჯერაც ვთქვი რაიმეზე – „არასდროს,” ისე მოხდა, რომ  ის ამბავი რეალობად მექცა. ცხოვრება ცხვირს გვარტყმევინებს საკუთარ  დანაქადზე (იცინის). 
– ახლახან მონაწილეობა მიიღე უკრაინულ სატელევიზიო პროექტში,  რომლის მიზანიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი  მამაკაცების პორტრეტის შექმნაა. როგორ ფიქრობ, გამოგივიდა?
 – არ ვიცი,  თუ რამე დავაკელი, ალბათ, სხვა მონაწილეებმა დაამატეს (იცინის). ეს არის გადაცემების ციკლი,  რომელსაც უძღვეება  ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი წამყვანი – ლესია. ის  ჩადის სხვადასხვა ქვეყანაში და ადგენს იმ ქვეყნების მამაკაცთა პორტრეტებს. მე ვიყავი იმ ხუთეულში, ვინც საქართველოდან მონაწილეობდა ამ შოუში. ჩემი აზრით, მე წარმოვადგენდი  მამაკაცების გარკვეულ კატეგორიას – მოვირგე ჩოხა და ვიყავი როგორც ხრიდოლის, ქართული ორთაბრძოლის მიმდევარი. ნუკრი მჭედლიშვილი იყო ჩემი ინსტრუქტორი, რომელმაც ამისთვის მომამზადა. წამყვანს ჰქონდა შეკითხვები: ცოტა სერიოზული, ცოტა – იუმორით. მოკლედ, კარგი პინგ-პონგი გამოგვივიდა.  მე არ ვამტკიცებდი იმას, რომ მხოლოდ ისეთია ქართველი კაცი, ანუ ჩოხოსანი, ვისაც მე გადაცემაში წარმოვადგენდი. ჩვენ ვაჩვენეთ ყველანაირი  მამაკაცის სახე. 
– დათო, რეალურ ცხოვრებაშიც ტრადიციების მიმდევარი ხარ და ფიქრობ, რომ ქალის ადგილი „კუხნაშია”?
–  იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრს დინოზავრი და  გადმონაშთი ვგონივარ, გარკვეულ საკითხებზე ჩემი შეხედულებების გამო,    „ქალი კუხნაში” და მხოლოდ დედის როლში, ჩემთვის ტრადიციულობას არ ნიშნავს. მე მყავს მეუღლე, რომელიც ძალიან აქტიური, საქმიანი ქალია, მაგრამ  ზრდის შვილებს და ოჯახურ საქმეშიც   წუნს ვერ დასდებ (იცინის).  სოფო, გარდა იმისა, რომ საქმეემბით არის დაკავებული,  „ჩავითრიე”  სპორტშიც. მე არ აღვიქვამ ტრადიციად იმას, რომ ქალი სახლში უნდა იჯდეს და ოჯახის წევრებზე ზრუნვით  იყოს დაკავებული.  ყველაფერი ტრანსფორმაციას განიცდის და დღევანედელი ქალი ბევრად უფრო აქტიური და საქმიანია როგორც გარეთ, ასევე სახლში. ჩემი აზრით,   ალბათ, ქალების უმეტესობა მაინც იმას ფიქრობს, საბოლოო ჯამში, იყოს ოჯახურ, მშვიდ გარემოში,  ჰქონდეს  თავისი კომფორტი და იყოს დაკავებული ოჯახითა და თავისი თავით. შეიძლება, ვცდები და ეს ასე არაა – მე ხომ ზუსტად არ ვიცი, რა სურთ ქალებს.  ის კი ზუსტად ვიცი, რომ  ლიბერალები ბევრს მაკრიტიკებენ. მათი აზრით, მე ვარ ანაქრონიზმი და  ბნელი.  ეს ჩემი გზაა და  ვფიქრობ, რომ ადამიანს უნდა ახსოვდეს, ვისი გორისაა. ჩემთვის ოჯახის  დაცვის ტრადიცია ყველაზე ხელუხლებელია.  გარემო მე ვერ ჩამითრევს იმ ცხოვრებაში, რაც  აქტიურად ხდება ჩემ ირგვლივ. მაგალითად, არ ვარ ღამის კლუბებისა და ხმაურიანი „ტუსოვკების” მომხმარებელი. როდესაც 30 წელს გადავცდი, დავფიქრდი,  რატომ არ დავდივარ ქეიფებსა და კლუბებში – ეს  ასაკის ბრალი ხომ არ იყო?!. მაგრამ, მერე მივხვდი, იმდენი საინტერესო და კარგი მუღამი მაქვს, რითაც მე ვცხოვრობ, ამას ღამის ცხოვრებაც რომ დაემატოს, სულაც არაა აუცილებელი. თუმცა, როგორც გითხარით, არასდროს უნდა თქვა არასდროს. იმდენი ვიძახე, რომ კლუბი და ხმაურიანი თავშეყრები ჩემი სტიქია არ არის-მეთქი, აგერ ბაკურიანში, კლუბში ამოვყავი თავი, სადაც ღამის თენებაც მიწევს და ბევრი ხმაურიც – პირდაპირ ეპიცენტრში  ვარ   (იცინის).
– დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული   და ქალებისთვის სასურველი მამაკაცი ხარ. ამის გამო, მეუღლეს ბევრი თავსატეხი არ გაუჩინე? 
–    არა და არა!  ზოგადად, სოფო არის ეჭვიანი,  რაც, ალბათ, სიყვარულით მოსდის. ყოველ შემთხვევაში, ასეთია მისი არგუმენტი ამ თემაზე. თუმცა,  მან კარგად იცის, რომ ის არის  ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ძვირფასი ადამიანი. სოფო  ადრე უფრო ეჭვიანობდა, რის გამოც, გვქონდა ხოლმე ბარიერები.  ეს პერიოდი უკვე გადავლახეთ – ჩემს  პოპულარობას შევეჩვია.  ჩვენ იმდენი რამ გვაკავშირებს, იმდენ წყალში შევედით ერთად და გამოვედით, იმდენჯერ გამოსცადა ცხოვრებამ ჩვენი ოჯახი,  ახლა უკვე მშვიდადაა. მან კარგად იცის, რომ ხანდახან  იქნება  ჭორები  ჩემზე, ჩემს პირად ცხოვრებაზე,  განსაკუთრებით მაინც   სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისგან, თუმცა არც ესაა ჩემი პრობლემა.
– რატომ გიტევეენ ხშირად სექსუალური უმცირესობის წევრები და მარიხუანის მომხმარებლები?
– ალბათ, ჩემი მკვეთრი პოზიციის  გამო, რაც მათ არ მოწონთ.  მიმაჩნია, რომ არსებობს საზღვარი, ჩარჩოები, რომლის იქით გასვლა არ შეიძლება და უნდა არსებობდეს შეზღუდვები, რასაც ყველა უნდა ემორჩილებოდეს,   ჩემი აზრით, არ არსებობს აბსოლუტური თავისუფლება. შენი თავისუფლება უნდა მთავრდებოდეს იქ, სადაც იწყებ ჩემი უფლებების დარღვევას. მე ვფიქრობ, ჯერჯერობით ადრეა ჩვენს საზოგადოებაში მარიხუანის ლეგალიზებაზე საუბარი. ჯერ კიდევ თაობები სჭირდება, რომ ჩვენთან ეს მოხდეს. თუმცა, იმასაც ვამბობ, მარიხუანის მოწევისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ჯდებოდეს. ჩემთვის მეტისმეტია პროპაგანდა და პოპულარიზაცია, როგორც მარიხუანის მოხმარების, ასევე, სექსუალური უმცირესობების ცხოვრების. მარიხუანა მომიწევია.  ერთხელ გავსიჯნე, რომ მცოდნოდა, კარგი ვერაფერი აღმოვაჩინე მასში და აქ დამთავრდა ყველაფერი. ჩემს წრეში არიან ისეთები,  მარიხუანას რომ მოიხამარენ. თუმცა, ალბათ, ხვდებით, რომ ამ თემაზე მათთან  ხშირად ვდებატობ.  როლის შესრულებისას სიგარეტის მოწევა უფრო ხშირად მიწევს, რაც ძალიან არ მომწონს. მე საერთოდ არ ვარ მწეველი.   აი, სექსუალურ უმცირესობასთან უფრო მძიმედ მაქვს საქმე. თუმცა, არც მათ ვერჩი და არც მათზე ძალადობა მომწონს, როდესაც ასეთი ფაქტები ხდება.  ჩემს წრეში არ არიან ასეთები, უფრო მეტიც, მე მაგალითად, ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მილიონი რომ გადამიხადონ, ვერ შევასრულებ როლს, თუ  კაცთან ლოგინში კოტრიალი მომიწევს (იცინის). 
– არ მჯერა, რომ ქალების თავდასხმის ობიექტი არ ხარ ხშირად.
- ვერ ვიტყვი, რომ ქალები მაინცდამაინც ხშირად მესხმიან თავს. იმ საზოგადოებაში, სადაც მე ვტრიალებ, ყველამ იცის, რომ მაქვს ოჯახი, მყავს მეუღლე და  ეს მათთვის, ალბათ, გარკვეული შეზღუდვაა.  მე არასდროს ვცდილობ, მოვექცე ქალების ყურადღების ცენტრში.  ეს თავისთავად ხდება. იმის მიუხედავად, რომ ქორწინების ბეჭედს არ ვატარებ, რადგან დავკარგე, იქ, სადაც არ მიცნობენ,  თავი უცოლო კაცად არასდროს გამისაღებია, ეს დიდ უწესობად მიმაჩნია.  თუ ვინმეს მოვწონვარ და სასურველ მამაკაცად აღმიქვამს, ეტყობა, ჩემს გადაწყვეტილებას სცემს პატივს, რომ ოჯახი მყავს და შორიდან მეტრფის. თავს ჯერჯერობით არავინ დამსხმია და იმედი მაქვს, ასეთი თავდასხმები არც მომავალში მელის (იცინის).

скачать dle 11.3