კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოიხადეს რომანოვებმა ბაგრატიონებისა და ქართველების წინაშე ბოდიში #5

1945 წელს, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონმა გაიცნო ესპანეთის გადამდგარი მეფის, ალფონს მეცამეტის დის, ინფანტა მარია ტერეზას შვილი – მარია დე ლას მერსედესი, რომელიც მამის მხრიდან გახლდათ ბავარიის სამეფო ოჯახის წევრის, პრინც ფერდინანდის ასული. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და გადაწყვიტეს, დაქორწინებულიყვნენ.
ესპანეთისა და ბავარიის სამეფო ოჯახები ძალაუფლებას აღარ ფლობდნენ, მაგრამ მაინც მკაცრად მისდევდნენ ძველ კანონებს და მხოლოდ თანაბარი ღირსების ქორწინებებზე თანხმდებოდნენ. ანუ, მათთვის თავადების, აზნაურებისა და გლეხების შთამომავლებზე ქორწინება მორგანატულად, არათანაბარუფლებიანად მიიჩნეოდა. დღეს ასე აღარ არის ევროპაში, მაგრამ ადრე ასე იყო.
1946 წელს ბავარიის პრინცმა, ფერდინანდმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა რუსეთის ტახტის მემკვიდრეს, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვს და ჰკითხა, თუ ჩაითვლებოდა თანასწორუფლებიანად მისი ასულის სავარაუდო ქორწინება ირაკლი ბაგრატიონთან თანაბარუფლებიანად.
ეს ბავარიისა და ესპანეთის სამეფო ოჯახების ოფიციალური შეკითხვა იყო რუსეთის საიმპერატორო ოჯახისადმი. შეკითხვაში იგულისხმებოდა, თუ არის საქართველო რომანოვთა დინასტიის ინასიურისდიქციის გარეთ და თუ აქვთ ბაგრატიონებს შენარჩუნებული სამეფო ღირსება.
ბავარიის პრინცმა კარგად არ იცოდა საქართველოს ისტორია. არც გაემტყუნება, რადგან უკვე საუკუნე-ნახევრის განმავლობაში, ქართველებს საკუთარი სამეფო აღარ ჰქონდათ. მას ეცოდინებოდა 1918–1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. ეს ცნობილი მოვლენა იყო. ეცოდინებოდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის თაობაზეც. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონიერი მთავრობა იმხანად მოღვაწეობდა ევროპაში. ბავარიის პრინცმა თავისი ქალიშვილისა და მომავალი სიძისგან შეიტყო ბაგრატიონთა სამეფო საგვარეულოს შესახებაც – ის, რომ ბაგრატიონები ოდესღაც მეფობდნენ საქართველოში და ბაგრატიონების დინასტია უძველესია...
მაგრამ, ევროპულ დინასტიებში, ვენის კონგრესის მერე, ძალიან სერიოზულად უყურებდნენ დინასტიური ლეგიტიმური ტერიტორიების საკითხს. შეცდომით, შეიძლება ეგონათ, რომ საქართველო რუსეთის იმპერიისა და მისი დინასტიის კანონიერი საკუთრება იყო, რის გამოც, ბაგრატიონებმა თავის სუვერენულ უფლებებზე უარი თქვეს და რომანოვებს გადასცეს.
ასეა თუ ისე, ამდენხნიანი ანექსიის შემდეგ, პირველი, ვისაც უნდა ეღიარებინა ბაგრატიონთა სამეფო ღირსება, ეს რუსეთის იმპერატორთა ტახტის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო – იმათი მემკვიდრე, რომლებმაც ერთპიროვნულად, ქართული სამეფო დინასტიისა და ქართველი ხალხის თანხმობის გარეშე, გააუქმეს ქართული სამეფოები და რუსეთის იმპერიას შეუერთეს.
აღმოსავლეთ საქართველოს უკანასკნელ მეფეებს – ერეკლე მეორესა და გიორგი მეთორმეტეს არ უთქვამთ დინასტიის სამეფო ღირსებაზე უარი და ტახტის გაუქმებაზე რუსებისთვის თანხმობა არ მიუციათ. ისინი რუსული პროტექტორატის ფარგლებში ითხოვდნენ ავტონომიური სამეფოს შენარჩუნებას. მათ შთამომავლებს, რომლებიც იძულებით გადაასახლეს რუსეთში და ბაგრატიონ-გრუზინსკები უწოდეს, არ უცვნიათ კანონიერად რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება.
ქართლის სამეფო დინასტიის წევრებს: მეფე ვახტანგ მეექვსის მემკვიდრეებს და მისი ძმის, იესე მეფის შთამომავლებსაც არ უცვნიათ მათი ყოფილი სამეფოს, ქართლის და არც სრულიად საქართველოს, რუსეთის იმპერიაში ინკორპონირება კანონიერად.
არც იმერეთის სამეფოს სამართალმემკვიდრეებს, იმერელ ბაგრატიონებს უთქვამთ უარი სამეფო ღირსებაზე რუსეთის მეფეების სასარგებლოდ და იმერეთის სამეფოს ანექსია არ უცვნიათ კანონიერად.
სამართლიანობა მოითხოვდა – რუსეთის იმპერატორთა მემკვიდრის მხრიდან  ბაგრატიონთა სამეფო ღირსების აღიარებას.
ეს მხოლოდ ბაგრატიონთა საგვარეულოს აღიარება კი არა, საქართველოს, ქართველი ხალხის უფლებების აღიარება იქნებოდა, რადგან მეფე სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა.
და ღმერთმაც ისე განაგო საქმე – სამეფო დინასტიების დონეზე, იურიდიულად და მორალურად მაინც, სამართლიანობა აღდგენილიყო.
როგორც გვამცნობს რუსეთის საიმპერატორო სახლის დოკუმენტები, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვი სერიოზულად მიუდგა საქმეს. შეისწავლა საქართველოს ისტორიის საკითხები, საქართველოს სამეფოების ანექსიის ვითარებანი. დაეკითხა თავის მრჩევლებს და თავის ბიძას, მამის ძმას, ტახტის მემკვდრეობის საკითხში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებას – ანდრეი ვლადიმერის ძე რომანოვს. წერილობით მიმართა ქართველ ისტორიკოსს ემიგრაციაში, საერთაშორისო სამართლის ცნობილ ავტორიტეტს, სტრასბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგეს, პროფესორ მიხეილ მუსხელიშვილს და საბოლოოდ, დადებითი პასუხი შეუთვალა პრინც ფერდინანდს.
დიახ, რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრემ, დევნილობაში, დაადასტურა, რომ ბაგრატიონთა დინასტიას სამეფო ღირსება აქვს... სხვანაირად ის ვერც მოიქცეოდა, სიმართლე მაინც გაირკვეოდა. ისტორია არ დაიმალებოდა. იმ დროს ემიგრაციაში ბევრი ქართველი მამულიშვილი იყო, რომლებიც ნამდვილად მთელ მსოფლიოს  გააგებინებდნენ სიმართლეს. ვლადიმერ კირილეს ძე ვერ შეძლებდა სიმართლის დამალვას, ამას დიდი სკანდალი მოჰყვებოდა ევროპაში... ეს არც აწყობდა სამშობლოდან გაძევებულ რომანოვს. ამიტომ, ვლადიმერ კირილეს ძემ აღიარა სიმართლე.
მეტიც, ვლადიმერ კირილეს ძემ აღიარა არა მხოლოდ ბაგრატიონთა სამეფო ღირსება, არამედ თავისი წინაპრების აგრესიული ქმედება, გეორგიევსკის ტრაქტატისა და სხვა შეთანხმებების დარღვევა და ასევე, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოების ნაძალადევად მიერთება რუსეთის იმპერიისადმი – ერთმნიშვნელოვნად დაგმო.
1946 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა რუსეთის საიმპერატორო ოჯახის მეთაურის,  დიდი მთავრის, ვლადიმერ კირილეს ძის აქტი“ -------
აქტში ნათქვამია, რომ რომანოვთა დინასტიის მეთაურს სამართლიანად და სასარგებლოდ მიაჩნია ბაგრატიონთა სამეფო ღირსების აღიარება (აქტში ბაგრატიონთა დინასტიის მეთაურად დასახელებულია ერთ-ერთი ოჯახი, რაც უკვე არ იყო ვლადიმერ რომანოვის საქმე. ეს ქართველების საქმეა, ასევე, არის კიდევ ერთი იმპერიალისტური ნიუანსი. ამ თემებზე სხვა დროს).
ობიექტური სურათის მისაღებად გადავხედოთ, კიდევ რა განაცხადა რუსეთის იმპერატორთა მემკვიდრემ: „1801 წლის იანვარში გამოიცა საქართველოს (ამ შემთხვევაში, აღმოსავლეთ საქართველოს - ავტორი) რუსეთთან შეერთების მანიფესტი. ასე რომ, რუსეთმა დაარღვია პირობა, რომელიც მას გეორგიევსკის ტრაქტატით ეკისრებოდა. ჩვენ აქ არ შევჩერდებით იმ მოტივების კრიტიკაზე, რამაც გამოიწვია პოლიტიკის შეცვლა. ამისთვის მაშინ უცილობლად იქნებოდა გარკვეული მიზეზები, მაგრამ თუ წმინდა ადამიანური მოსაზრებებით განვსჯით, უნდა ითქვას, რომ  პოლიტიკის ამ ცვლილებამ, რომელიც მუხანათობის ზღვართან დგას, არ შეიძლება, სინანულის გრძნობა არ გამოიწვიოს რუს ადამიანებში... ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ უდავოა: როგორიც არ უნდა ყოფილიყო კონიუნქტურული მოსაზრებები, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ აუცილებლად მიიჩნია საქართველოს გამგებლობა თავისი უშუალო კონტროლის ქვეშ მოექცია, ეს მოსაზრებანი ვერ გაათავისუფლებს რუსეთს იმ დაპირებებისაგან, რაც მან ბაგრატიონების სახლს მისცა გეორგიევსკის ტრაქტატის დადების დროს”.
მაშასადამე, ქართული სახელმწიფოებრიობის გამაუქმებელი იმპერატორების, პავლე პირველისა და ალექსანდრე პირველის მემკვიდრემ, თავისი წინაპრების საქციელს მუხანათობის ზღვართან მდგომი ქმედება უწოდა. ეს იყო, ერთგვარად, ბოდიშის მოხდა ბაგრატიონებისა და ქართველების წინაშე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ საქართველოსა და რუსეთის სამეფო საგვარეულოთა ურთიერთობების ისტორიაში, 1801–1810 წლების მოვლენების მერე.
ირაკლი ბაგრატიონი დაქორწინდა ინფანტა მერსედესზე – თანაბარი ღირსების პრინცი თანაბარი ღირსების პრინცესაზე.
ქორწილი გაიმართა მადრიდში.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა აეწყოს ამ აღიარებაზე. კერძოდ,  ბაგრატიონთა ლეგიტიმური ტერიტორია, აფხაზეთისა და ჩრდილოეთ ქართლის (ცხინვალის რეგიონის) ჩათვლით, არის ბაგრატიონების ანუ საქართველოს ლეგიტიმური ტერიტორია და ეს უნდა აღიარონ როგორც რომანოვებმა, ისე რუსულმა სახელმწიფომ.

скачать dle 11.3