კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარტივი ნიღბები სახის კანის მოსავლელად #5

თუ გსურთ, ნაზი და უპრობლემო სახის კანი გქონდეთ, სცადეთ ქვემოთ შემოთავაზებული ნიღბები. მათი დამზადება საკმაოდ მარტივია და სახლის პირობებშიც, ადვილად შესასრულებელი. გარდა იმისა, ნატურალურია, უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომიც.
ქალი ყველა სეზონზე შეუდარებლად უნდა გამოიყურებოდეს და თუ კანი წესრიგში არაა, ეს პრობლემაა. ყველამ უნდა გაითვალისწონოს, რომ ზამთარში  კანს ცოტა განსხვავებული მოვლა სჭირდება, რომ თავიდან ავიცილოთ გამოშრობა და ჯანმრთელი იერიც შევინარჩუნოთ. გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია, ნიღბის გაკეთებამდე, 5 წუთით ადრე და მოცილების შემდეგ, კანზე დაიფინოთ თბილი, პიტნის ან გვირილის ნაყენში დასველებული ხელსახოცი. ასე, კანი სასარგებლო ნივთიერებებს უკეთესად შეიწოვს. ნიღბები რეკომენდებულია კვირაში, არაუმეტეს 2-ჯერ.
კვერცხისა და ზეთის ნიღაბი
დაჭიმულობისა და კანის აქერცვლისაგან კვერცხი და მცენარეული ზეთი გიხსნით. 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი, 2 ჩაის კოვზი ხილის წვენი ან თაფლი და ამდენივე ხაჭო გადაურიეთ ერთმანეთში. დაიტანეთ სახეზე. ნიღაბი 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ ალერგიული ხართ, თაფლს ნუ გამოიყენებთ.
ვაშლის ნიღაბი
გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. აურიეთ და წაისვით სახეზე. 20 წუთის შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი
გაათბეთ ნებისმიერი ზეთი კანისთვის სასიამოვნო ტემპერატურაზე, დაასველეთ მასში საფენი და დაიდეთ დეკოლტესა და ყელზე. ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და თბილი პირსდახოცი, რომ ზეთი კანმა კარგად შეიწოვოს. ნიღაბი გაიჩერეთ 20 წუთს და ნარჩენი ზეთი თბილი პირსახოცით მოიცილეთ. ეს ნიღაბი შეუდარებლად კვებავს, არბილებს და ტონუსს მატებს კანს.
კენკრა და იოგურტი
ამ ნიღბისთვის მარწყვი და ჟოლო იდეალურია, თუმცა, ნებისმიერი სხვა კენკრაც გამოდგება. ზოგადად, კენკრა კანს ასუფთავებს, შესაბამისად, შეგიძლიათ, სკრაბის დანიშნულებით გამოიყენოთ, იოგურტი კი სახის კანს მბზინვარებას მატებს. შეურიეთ დაჭყლეტილი კენკრა და იოგურტი ერთმანეთს და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ბანანი
ბანანის ნიღაბი დაატენიანებს და დაარბილებს კანს. დაჭყლიტეთ ბანანი ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
ვაშლის ძმარი
ეს ანტიასაკობრივი ნიღაბი აბალანსებს სახის კანს. სუნი, ალბათ არ მოგეწონებათ, თუმცა ეფექტი გაგაოცებთ. შეურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი პროპორციით 1:1, დაასველეთ ნაჭერი მიღებულ სითხეში და დაიდეთ სახეზე ისე, რომ სუნთქვა არ გაგიჭირდეთ. გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, აცადეთ შეშრობა და არ ჩამოიბანოთ.
რძე
თუ გინდათ, თქვენი კანი სიჯანსაღით ბრწყინავდეს, სცადეთ რძის ნიღაბი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ რძის ფხვნილი. შეურიეთ წყალი ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა, წაისვით სახეზე და გაიჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ნაჭრით.
შვრია და თაფლი
შვრია ერთ-ერთი საუკეთესო გამწმენდია. ეს ნიღაბი გაასუფთავებს, დააწყნარებს და დაიცავს სახის კანს. დააბლენდერეთ მშრალი მარცვლები, სანამ ფხვნილს არ მიიღებთ. დაამატეთ ცოტა თაფლი, კვერცხის ცილა და 1 კოვზი იოგურტი. წაისვით სახეზე წრიული მოძრაობით. გაიჩერეთ 15 წუთი და შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

скачать dle 11.3