კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ გავიხსნათ ცხოვრებაში ბედნიერებისა და წარმატების არხი #5

თუ კარგად დააკვირდებით,  მიხვდებით, რა ხდება თქვენ გარშემო – რას გთავაზობთ გარემოება, როდის დგას თქვენთვის არასასურველი თუ, პირიქით, სასურველი მოქმედებების დრო.
გვინდა თუ არა ეს, ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ, კოსმიურიდან მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. აზრობრივი ენერგია ძალიან საშიშია ადამიანისთვის, შეიძლება ითქვას, დამანგრეველიც კი. მაგალითად, როცა ერთ ადამიანს მეორის შურს, ამით ის მას უდიდეს ენერგეტიკულ ზიანს აყენებს და თვალავს მის წარმატებას. კერძოდ, ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა. სწორედ ეს ენერგეტიკა უქმნის პრობლემებს შურის ობიექტს. შური ძალიან ცუდი რამაა. ამიტომ, ყველას ვაფრთხილებ. თუ გსურთ, არ ავნოთ სხვას, თეთრი შურითაც კი არასდროს შეგშურდეთ.
აზრის მაგიას შეუძლია ადამიანისთვის წარმატების მოტანა, მაგრამ მისი მართვა თავად უნდა შეგეძლოთ. ამის სპეციალური ხერხები და მეთოდები კი, ასტროლოგიაში არსებობს. მაგალითად, გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე ადვილად, ხელი როდის გემართებოდათ. ანუ, ორიენტირდით სწორედ ასეთ მომენტებზე. გაიხსენეთ ისეთი დრო, როცა ბედნიერი და წარმატებული იყავით. ასევე, გაიხსენეთ, რა გეცვათ, გეკეთათ მაშინ, ვინ იყო თქვენს გარემოცვაში. ქვეცნობიერად, ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და თქვენი ცხოვრების წარმატების არხი ნამდვილად გაიხსნება.
ხშირად უნდა გაიხსენოთ ბედნიერი დღეები, წამები და წუთები. ამ ასოციაციის ფონზე კი გახსნათ ბედნიერებისა და წარმატების არხი. რაც მეტად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს თქვენს ცხოვრებაში, მით მეტად წარმატებული იქნებით მომავალში.
ზოგადად, აზრობრივი მაგია თავად ადამიანის ენერგიაზეა დამოკიდებული. რაც უფრო სწორად იხარჯება ენერგია და სწორ მიმართულებასაც აძლევთ, მით მეტად წარმატებული ხართ. ასევე, ვინმეს თუ ცუდს უსურვებთ, ან, თუნდაც, წყევლა – არის დღეები, განსაკუთრებულად საშიშ ძალას იძენს. მაგალითად, ახალ მთვარეზე, თუ ის შაბათს ან ორშაბათს ემთხვევა, ვინმეს დაწყევლა ან ცუდის გაფიქრება, ძალიან სახიფათოა. ამ დროს აზრი იძენს კოლოსალურ ძალას. ამ დღეებში, კონკრეტული ადამიანის დაწყევლა, დიდი შანსია, რეალურად ახდეს. გაფიქრებულმა ერთმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ადამიანის ბედ-იღბალი და ის ცუდისკენ წაიყვანოს. ეს ენერგეტიკულად ცუდი ფონი კი სწორედ იმ პერიოდშია, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ.
ასევე, არსებობს თვის გარკვეული რიცხვები, როცა ადამიანი საკუთარ ქმედებას მეტად უნდა დაუკვირდეს. ეს დღეებია: ყოველი თვის 3-დან 9 რიცხვამდე, 17-დან 23-მდე და 28-დან 31-მდეა. მათ ოდითგანვე ცუდ, კვიმატ და მარცხიან დღეებად მიიჩნევდნენ. ამიტომ, ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი აზრი და საქციელი. ასევე, არც უნდა ისესხოთ და არც გაასესხოთ ფული; არც გაყიდოთ რაიმე ფასეული და არც იყიდოთ. ამ დღეებში თუ ცუდად გახდით, გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. არ ვარგა კვიმატ დღეებში ახალ ბინაში გადასვლა, ქორწინება, ნიშნობა და ასე შემდეგ.

скачать dle 11.3