კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რაში დაადანაშაულა „ფიდემ“ გაიოზ ნიგალიძე და რატომ იყო ეს მოჭადრაკისთვის წარმატებული თაღლითობა #5

გაიოზ ნიგალიძე საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია ჭადრაკში. მისი სპორტული კარიერა ბევრ წარმატებას ითვლის, თუმცა დაახლოებით, ორი წლის წინ, მას არცთუ სახარბიელო ფაქტი შეემთხვა - 3 წლითა და 6 თვით დისკვალიფიცირებულია. დუბაის საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც 2015 წლის აპრილში გაიმართა, მონაწილეობა გაიოზმაც მიიღო, როგორც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა. ტურნირის მსვლელობისას დაფიქსირდა ფაქტი, რომ გაიოზი ტუალეტში დამალული ტელეფონის მეშვეობით, სავარაუდო სვლებს ამოწმებდა. პრესაში გავრცელდა, რომ მას 15-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. თუმცა, „ფიდე” ზემოაღნიშნულ სასჯელს დასჯერდა. გაიოზი, ასევე, არის ფრენბურთელი და კალათბურთის დიდი მოყვარული. მან თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები გვიამბო.
– პირველად როდის დაინტერესდით ჭადრაკით?
– ჭადრაკით 5 წლისა დავინტერესდი. მამაჩემი და ბიძაჩემი თამაშობდენ ჭადრაკს და მე ვუყურებდი. მამაჩემმა ისეთი სვლა გააკეთა, რომელიც არასწორად ითვლება და მე მივუთითე, რომ აღნიშნულ ფიგურას არ შეეძლო მსგავსად გადაადგილებულიყო დაფაზე – ვუჩვენე სწორი გზა. ამის შემდეგ მამა მიხვდა, რომ ჭადრაკით დაინტერესებული ვიყავი და მიმიყვანა ჭადრაკის სასახლეში. ასე, გადავდგი პირველი ნაბიჯები დიდი ჭადრაკისკენ.
– როდის დაიწყო წარმატებების სერია? პირველი გამარჯვება გაიხსენეთ...
–  პირველი გამარჯვება აჭარის ჩემპიონატის მოგება იყო, მაშინ 7 წლის ვიყავი. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მეგონა, თუ ასე მოხდებოდა, რადგან დიდ ტურნირში ეს ჩემი დებიუტი გახლდათ და ინფორმაცია არ მქონდა არც ერთი კონკურენტის შესახებ – ვინ რამდენად ძლიერი იყო და ვისთან როგორი თამაში იქნებოდა უკეთესი. ბუნებრივია, ყველა დიდ ჩემპიონატზე მოჭადრაკეების მიზანი ჩემპიონობაა. არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი, მაგრამ იმ ასაკის ბავშვისთვის ეს განსაკუთრებით სანატრელი იყო. მოხდა ისე, რომ 7 თამაშიდან 6 მოვიგე, ხოლო ერთი ყაიმით დავასრულე. ასე ვთქვათ, ის დღე ჩემი ბენეფისი იყო. განსაკუთრებით ემოციური მომენტი გახლდათ პირველი ადგილისთვის დიპლომის გადმოცემა.
– ალბათ, მშობლები მოხარულები იყვნენ, ჭადრაკით რომ იყავით დაკავებული.
– ძალიან დიდი შრომა სჭირდება ჭადრაკს, წარმატებას რომ მიაღწიო. მშობლები ყველანაირად მედგნენ გვერდში და მიწყობდნენ ხელს. მეტიც, ისინი მთლიანად იყვნენ ჩართული ჩემს თამაშებში. დაძაბული ელოდნენ, პარტიის ჩემი გამარჯვებით დასრულებას. მხურვალედ მგულშემატკივრობდნენ, არასასურველი შედეგის შემთხვევაში კი, მსაყვედურობდნენ, რატომ გააკეთე არასწორი სვლა, ან უპირატესი პოზიცია რატომ დათმეო. თუმცა, შემდეგ მაინც მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, არა უშავს, ჯერ ყველაფერი წინ გაქვსო. მადლობელი ვარ იმ თანადგომისა და მზრუნველობისთვის, რაც ჩემმა მშობლებმა გამიწიეს. მათ გარეშე, ალბათ, იმის ნახევარსაც ვერ მივაღწევდი, რასაც მივაღწიე.
– რა მოხდა რეალურად დუბაის საერთაშორისო ტურნირზე? მართალია, რომ 15-წლიანი დისკვალიფიკაცია მოგანიჭეს?
– ის, რაც მოხდა, ძნელი ასახსნელია. საერთოდ, მგონია, რომ ყველა ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ სჩადის კონკრეტულ საქციელს, რომლის ახსნაც, შემდგომ არ შეუძლია. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მასმედია ხშირად ფაქტებს განგებ აბუქებს. ის, რომ 15-წლიანი დისკვალიფიკაცია მომცეს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, რაც „ფიდემ” დამაკისრა, არის 3 წელი და 6 თვე. ანუ, 2018 წლის 6 სექტემბრისთვის დისკვალიფიკაცია უკვე მოხსნილი მექნება. „ფიდემ” არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ფიქრობდა, რომ ორწლიან დისკვალიფიკაციას მომცემდნენ, მაგრამ „ფიდემ” 3 წელი და 6 თვე დაამტკიცა. აღნიშნული ფაქტი ჩემამდეც მოხდა – ფრანგი მოჭადრაკის მხრიდან. მაშინ ის 2 წლით და 9 თვით მოკვეთეს ჭადრაკს. თითქოს ეს სხვაობა ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ აქ უფრო სხვა რამეა – რატომ იმას ნაკლები? და ასევე, იმათ, ვინც ჩემ შემდეგ  იგივე თაღლითობისთვის დაისაჯა? ყველაფერ ამას, რომ თავი  დავანებოთ, დიდოსტატობიდან ოსტატობის წოდებაზე ჩამომიყვანეს, რაც ვფიქრობ, ზედმეტი იყო მათი მხრიდან.
– ალბათ, უარყოფითად იმოქმედა ამ ყოველივემ თქვენს არა მხოლოდ, კარიერაზე, არამედ ცხოვრებაზეც.
– დიდი დრო მქონდა ამ საკითხზე რომ მეფიქრა. ეს ალბათ იყო უფლის ნება – საბოლოო ჯამში, ამ დასკვნამდე მივედი, რადგან უკანასკნელი პარტიის პოზიცია იმდენად მრავლისმთქმელი აღმოჩნდა, რომ ინსპირაციის წყარო გახდა. ვფიქრობ, ეს იმაზე მეტია, ვიდრე, უბრალოდ ჭადრაკი. ეს არ იყო უბრალოდ თაღლითობა. ეს იყო ყველაზე დიდი და სინამდვილეში, ყველაზე წარმატებული თაღლითობა – გარედან კრახით, ხოლო შიგნიდან გამარჯვებით დასრულებული. ღრმად მწამს, რომ უფლის ხელი ურევია – ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო და კმაყოფილი ვარ, რომ სწორედ მაშინ, მსგავს ვითარებაში მოხდა. ამის შემდეგ დავინახე,  სადაა ჭეშმარიტი ჭადრაკი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაშინ ყველაფერი ვაღიარე, რადგან ფაქტს ვერსად გავექცეოდი. ისე, ვაღიარებდი თუ არა, ამას დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდა. უბრალოდ, ზედმეტი კითხვებისთვის თავი რომ ამერიდებინა, იმიტომ მოვიქეცი ასე. მივხვდი, არაღიარება თავხედობად ჩამეთვლებოდა და შედარებით ყველაფრის იოლი გზით დასრულება ვამჯობინე. საერთოდ, ვფიქრობ, „ფიდე” მალე დაიშლება. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, თითქოს დაბოღმილი ვარ, „ფიდეს” მკაცრი სასჯელის გამო. უბრალოდ, ის არ არის ნამდვილი ჭადრაკის ფედერაცია – სიყალბეზეა აგებული. არ არის ცხოვრების ამსახველი, როგორ შეიძლება ქალი კაცზე ძლიერი იყოს? ანუ, ლაზიერი მეფეზე? ეს არის პირდაპირი გამოძახილი ფემინიზმისა, მით უმეტეს, ამ წესს ამკვიდრებს ქალი. ინგლისის დედოფოლის ბრძანებით, ლაზიერი, რომელიც დაფაზე თითო უჯრით  გადაადგილდებოდა, უცებ გადაიქცა ყველაზე ძლიერ ფიგურად. ან, ქვეითი ჯარისკაცი პაიკი, რომელიც ჩადის ბოლო ჰორიზონტალზე და გადაიქცევა ლაზიერად. რა გამოდის? ანუ, პაიკი ტრანსგენდერია? თუ, რა ჰქვია მის ამგვარ მეტამორფოზას? მეფე არ უნდა გახდეს ლოგიკურად? დღევანდელ ჭადრაკში მეფეა მთავარი ფიგურა, მაგრამ რეალურად, დედოფალზეა მორგებული თამაში. მეფე  როქს გააკეთებს, ანუ სახლში შევა, დედოფალი კი გადის და იბრძვის. ერთი სიტყვით, ახლანდელი მეფე შიშველია (იცინის). ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლის საფუძველზეც ვამტკიცებ, რომ დღევანდელი ჭადრაკი სიყალბეა.
– როგორც გავიგე, წიგნს წერთ. რას შეეხება თქვენი ნაშრომი?
– წიგნის არა, ეს იქნება ბროშურის ტიპის. შეეხება ჭადრაკს და არა მარტო ჭადრაკს. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ეს გახდეს იმ ჯაჭვის პირველი რგოლი, რომლითაც თანამედროვე ჭადრაკში გადატრიალება დაიწყება.
– გარდა ჭადრაკისა, ფრენბურთითაც ხართ დაკავებული. როგორ ახერხებდით ორ სპორტს ერთდროულად დაუფლებოდით? ხელს არ უშლიდა ერთი მეორეს?
 – ჩემი ცხოვრება თამაშია! ჭადრაკი, ფრენბურთი და კალათბურთი ჩემი ჰობია, მაგრამ ახლა მხოლოდ, ფრენბურთს შემოვრჩი (იცინის). ორი სპორტი, რა თქმა უნდა, ხელს მიწყობდა ფიზიკურად ვყოფილიყავი ძლიერი. ჭადრაკს სჭირდება ფიზიკური მომზადება, რადგან 5–6 საათი მიდის ერთი თამაში და არ უნდა მოდუნდე.
– პირად ურთიერთობაზე რას გვეტყვით? შეყვარებული ხართ?
 – ჭადრაკულად რომ ავხსნათ: შეყვარებული ვიყავი რვა დედოფალზე, მაგრამ მოხდა პირიქით, ისინი გავიდნენ ბოლო ჰორიზონტალზე და გახდნენ პაიკები (იცინის). საერთოდ, ისეთი თაღლითი შეყვარებული მინდა, რომელსაც იმხელა გამბედაობა ექნება, როგორიც მე გამოვიჩინე. ცხოვრება რისკია და მას უნდა შეეძლოს გარისკვა, რომ ჩემი ცხოვრება გახდეს. თუ ვიპოვე ასეთი გოგო, აუცილებლად მოვიყვან ცოლად (იცინის).

скачать dle 11.3