კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეუშალა ხელი სტალინმა ანგლოსაქსებს რუსეთის დაპყრობა-დაკაბალებაში #5

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი მგზნებარე რევოლუციონერი იყო და ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლამდე ოცი წელი არალეგალურ საქმიანობას შესწირა. ის არასდროს ყოფილა მსოფლიო რევოლუციის მომხრე და ყოველთვის ერთი ქვეყნის აბსოლუტურ მოდერნიზაციაზე ზრუნავდა. პროფესორი ანატოლი ზარეცკი წერს: „ჩემი მრავალწლიანი, სკურპულოზული და თანამიმდევრული კვლევა-ძიების შემდეგ, რასაც, რა თქმა უნდა, უტყუარი საბუთებიც ადასტურებს, იმ დასკვნამდე მივედი, რომ არა სტალინი, ლენინი და მისი ბანდა რუსეთს გაანადგურებდნენ. მის კულტურას სასტიკ აუტოდაფეს მოუწყობდნენ. ხალხს გაჟლეტდნენ. ტერიტორიასა და მის სიმდიდრეს, ბუნებრივ რესურსებს კი მსოფლიოს უმსხვილეს მაგნატებს გადასცემდნენ. მავანს ჩემი სიტყვები, შეიძლება, შიზოფრენიულ ბოდვად მოეჩვენოს, მაგრამ ეს რომ სიმართლეა, თვით ისინი აღიარებენ, ვინც ასეთი ვერაგობა, ანუ რუსეთის განადგურება ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში აქტიურად დაიწყო. რუსეთის ბუნებრივი რესურსების დაუფლების სურვილი, ანგლოსაქსურმა ფინანსურმა კლანმა ჯერ კიდევ 1860 წელს შეიმუშავა და მანამდე აფინანსა რუსეთის სხვადასხვა რევოლუციური მიმდინარეობები, სანამ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი, ნიკოლოზ მეორე არ გადადგა და მწვანე შუქი არ აუნთო ანგლოსაქსურ ფინანსურ კლანს, ჩაფიქრებული ვერაგობის განსახორციელებლად. სწორედ ამ კლანებმა დააბრუნეს რუსეთში 1917 წელს, ერთი მხრივ, ლენინი და მისი ჯგუფი, მეორე მხრივ კი, ტროცკი და მისი მომხრეები, რომ მათ რუსეთის განადგურების ბოლო აკორდები შეესრულებინათ და ქვეყანა ისე დაეჩოქებინათ, წამოდგომა აღარ შესძლებოდა. „რუსეთი ხმელი ფიჩხია, რომელსაც მსოფლიო რევოლუციის კოცონს შევუნთებთ და ისეთ ცეცხლს გავაჩაღებთ, ყველაფერს გადავბუგავთ...“ – ამბობდა სტროცკი 1917 წლის დეკემბერში, ანუ ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ და მისთვის რომ ამის ნება მიეცათ, რუსეთს გააცამტვერებდა. არანაკლებ სასტიკ მომავალს უმზადებდა რუსეთს ლენინი, რომელიც 1918 წლის იანვარში წერდა: „რუსეთის მთავარი ჭირი ეკლესია და მართლმადიდებლობაა. სანამ ერთიანად, ბოლო ანაფორიანამდე (იგულისხმება მართლმადიდებელი ღვთისმსახური) არ გავჟუჟავთ მათ, რუსეთს მოსვენება არ ექნება.“ მართალია, ლენინმა მაშინვე მისცა მსვლელობა თავის სიტყვებს და „წითელი ტერორი“ დაიწყო ეკლესიის მიმართ, მაგრამ არ დასცალდა და ისევე, როგორც ტროცკის, მას სტალინი აღუდგა წინ. ლენინისა და სტალინის დაპირისპირება უფრო პოზიციურ, არაკონფრონტაციულ ხასიათს ატარებდა. გონიერი, ეშმაკი ქართველი ახერხებდა ილიჩის დარწმუნებას და ზოგჯერ გადააფიქრებინებდა კიდეც სისასტიკის ჩადენას. სამაგიეროდ, ტროცკისა და სტალინის დაპირისპირება იყო სამკვდრო-სასიცოცხლო, სადაც  უმეტეს შემთხვევაში, სტალინი იმარჯვებდა და საბოლოოდაც მუხლებზე დააჩოქა ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინი (ტროცკი). თუმცა, ლენინმაც და ტროცკიმაც თავიანთი მმართველობის საკმაოდ ხანმოკლე პერიოდში, იმდენი დააშავეს და გააფუჭეს, რომ უკვე მმართველს, თითქმის აბსოლუტური ძალაუფლების მქონე სტალინს, ათწლეულები დასჭირდა მის გამოსასწორებლად. ერთ-ერთი ასეთი მეტასტაზა (ამას თვითონ სტალინი უწოდებდა) იყო კომუნისტური ინტერნაციონალი, ანუ, როგორც მას შემოკლებით უწოდებდნენ, „კომინტერნი“. ეს ორგანიზაცია, 1919 წლის 5 მარტს შეიქმნა ლენინის ინიციატივითა და ტროცკის დაჟინებით, მიზნად კი, მსოფლიო რევოლუციის გაჩაღებას ისახავდა. სინამდვილეში, „კომინტერნს“ რუსული რევოლუციური ძალები უნდა გამოეყენებინა მსოფლიო რევოლუციის აბსურდულ, უტოპიურ იდეაში, რაც რუსეთს უკიდურესად დაასუსტებდა და ანგლოსაქსებს საშუალებას მისცემდა, ამ უზარმაზარ ქვეყანას დაპატრონებოდა. სტალინმა მსოფლიო რევოლუციის იდეას და მასში მონაწილეობას, ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების იდეა დაუპირისპირა, რაც დიდი წარმატებითაც განახორციელა. „კომინტერნი“, რომელიც საკმაოდ ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, სხვადასხვა ქვეყნის თვალსაჩინო პიროვნებებისგან შედგებოდა. მართალია, შტაბ-ბინა მოსკოვში ჰქონდა, მაგრამ არ ემორჩილებოდა სტალინს და მეტიც, ბევრ რამეში წინააღმდეგობასაც კი უწევდა. „კომინტერნს“ საბჭოთა ბელადი, მეტასტაზის გარდა, საერთაშორისო ჯაშუშურ-ტერორისტულ ორგანიზაციასაც უწოდებდა და მიაჩნდა, რომ თუკი დროზე არ მოსპობდა ამ „კრაზანების ბუდეს“, საბჭოეთის განვითარება საგრძნობლად შეფერხდებოდა. 1935 წელს მოსკოვში, „კომინტერნის“ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც 52 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია მონაწილეობდა. კონფერენციის მონაწილეები იმდენად თავაშვებულები იყვნენ, რომ სიტყვით გამომსვლელებსაც კი არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ. თავისუფლად გადაადგილდებოდნენ დარბაზში, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ... ისტორიკოსი ანატოლი ვერშინი წერდა: „სტალინს, რომელიც სცენის კულისებში ნერვიულად სცემდა ბოლთას და ჩიბუხს აბოლებდა, ასეთი „საერთაშორისო თავხედობა“ არ მოეწონა და სავარაუდოდ, მათი მოთოკვაც მაშინ ჩაიფიქრა.“ „კომინტერნის“ კონფერენცია დამთავრებულიც არ იყო, როდესაც „ენკავედემ“ დელეგატთა მნიშვნელოვანი ნაწილი დარბაზიდან აიყვანა (სულ 61 ადამიანი), მათ შორის იყვნენ საერთაშორისო რევოლუციური მოძრაობის უთვალსაჩინოესი წევრები: ბელა კუნი, მანუილსკი, ჩერვონსკი და სხვები. მათ ტერორიზმში დასდეს ბრალი, გაასამართლეს და მოსკოვში, ლუბიანკის სარდაფში დახვრიტეს. ამის შემდეგ „კომინტერნში“ მხოლოდ სტალინის ერთგულ კადრებს ირჩევდნენ, რომლებმაც ეს ორგანიზაცია ისე დაშალეს, მსოფლიოს რევოლუციის იდეა სახსენებელშიც კი აღარ დარჩა. სტალინმა ჯერ ტროცკის საყრდენი „კომინტერნი“ მოსპო, შემდეგ კი ტროცკიზმი და ტროცკიც...
„კომინტერნის“ საპირწონედ, ალტერნატივად და საბჭოთა სისტემის მყარ დასაყრდენად, სტალინმა პარტიული სკოლის გაძლიერება, ფაქტობრივად კი, ახლიდან შექმნა ბრძანა. პარტიული სკოლები საბჭოეთში ჯერ კიდევ 1920 წელს დაარსდა, მაგრამ იმდენად არაქმედითი და სუსტი იყო ეს სისტემა, რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. სტალინმა კი, პარტიული სკოლა უმაღლეს პარტიულ სკოლად გადააკეთა. ის პარტიულ-კომუნისტური კადრების სამჭედლოდ იქცა და პირად დაქვემდებარებაში ჰყავდა. 1935-1953 წლებში, ანუ 18 წლის განმავლობაში, საბჭოთა მთავრობის 98 პროცენტს სწორედ სტალინური პარტსკოლა ჰქონდა გავლილი და მხოლოდ ამის მერე ინიშნებოდნენ თანამდებობებზე. უკვე პენსიაზე მყოფი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „რომ არა სტალინის გამბედაობა იმ შორეულ, 1935 წელს და საერთაშორისო ტეორორისტული ხროვის ერთი ხელის მოსმით განადგურება, რომელიც „კომინტერნის“ სახელით ინიღბებოდა, არც რუსეთი და არც საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებდა. ჩვენ კი ანგლოსაქსების მონები ვიქნებოდით“.. ვინ, თუ არა მოლოტოვმა იცოდა იმ შავ-ბნელი ოცდაათიანების მთელი სიმართლე და იმ ანგლოსაქსების ფინანსური კლანის შთამომავლები ერთხმად აღიარებენ, რომ სწორედ სტალინმა შეუშალა ხელი მათ წინაპრებს რუსეთის დაპყრობა-დაკაბალებაში.

скачать dle 11.3