კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხოცავენ ერთმანეთს ირაკლი ფიფია და ანი ჩხეიძე და საიდან გამოაგდო ორჯერ ირაკლიმ შეყვარებული #4

ირაკლი ფიფია მაყურებელმა გაიცნო პროექტიდან „შენ შეგიძლია ცეკვა,” სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა და ავტომობილი მოიგო. ირაკლიმ თავისი ცეკვითა და პოზიტიური ხასიათით შეძლო მაყურებლის დიდი ნაწილის მოხიბვლა. თუმცა, ჯერ კიდევ სამი წლის წინ, მან თავისი თვისებებით, ანი ჩხეიძე მოხიბლა, რომელიც სამი ნიჭიერი გოგონასგან შემდგარი ჯგუფ Sparkle-ს წევრია.
ირაკლი ფიფია: ვერ ვიტყვი, რომ ერთი ნაბიჯი დამაკლდა გამარჯვებამდე, რადგან მიმაჩნია, რომ სრულიად დამსახურებულად მოიგო ნიტამ. ასევე, სრულიად დამსახურებულად მოვიგეთ მე, თენგომაც და თეონამაც. ხელცარიელი არაცერთი არ წამოვსულვართ პროექტიდან. ჩვენ იმდენად ბევრი სტრესი, შიში, ნერვიულობა, სიძნელე გამოვიარეთ ამ ორი თვის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ოთხივე გამარჯვებული ვართ.
– მუდმივად ერთმანეთის გულშემატკივრები ხართ.
– კი, როცა ანია რაიმე პროექტში, მე ვარ მისი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ახლა, როცა „იმედმა” მოცეკვავეებს გაგვიკეთა ამხელა საჩუქარი, ანი მგულშემატკივრობდა.
ანი: თავიდან ბოლომდე ირაკლიზე ვიყავი გადართული, სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. უნივერსიტეტშიც აღარ დავდიოდი ნორმალურად.
ირაკლი: ნორმალურად კი არა, საერთოდ არ დადიოდი. რომ ვეუბნებოდი: ანი მოხვალ? – არა უნივერსიტეტში უნდა წავიდეო და მეორე დილას: ანი, რას შვრები, უნივერსიტეტში ხარ? – არა ვიცვამ და შენთან მოვდივარო. უკვე მივეჩვიეთ: ჯერ ანი იყო „X  ფაქტორში”, მერე – უკრაინაში, ღმერთმა ქნას, „ევროვიზიაზეც” გავიდნენ (ინტერვიუ ჩაწერილია 19 იანვარს – ავტორი). იმის გარდა, რომ ანი მღერის, მუშაობს, მეც ჩემი სტუდია მაქვს, ვცდილობთ ჩვენი თავის რეალიზება მოვახდინოთ.
ანი: ბედნიერი ვარ, რომ ჩემივე პროფესიის, ხელოვანი ადამიანი მყავს გვერდით და ყველაფერში მიგებს. მაგალითად, „ევროვიზიაზე” ბოდეს ჩაცმა მიწევს და ეს რომ სხვა ტიპი იყოს, ალბათ, დაიწყებდა: ამას რას იცვამო.
ირაკლი: დევიდ ლევინი, თენგო ზარდიაშვილი და გიორგი ტატიშვილი ეხმარებიან გოგონებს. რეპეტიცია ჰქონდათ და ცეკვის დროს კონტაქტი უწევთ გოგონებთან. ლევინი ანისთან იდგა და ხელი რომ უნდა წაევლო, არ ეხებოდა, მაჯით ჰკიდებდა. ძალიან საყვარელი ბიჭია და ვეუბნებოდი: მიდი, ნუ გერიდება-მეთქი.
– ანი, შენ როგორი რეაქცია გაქვს, როცა ირაკლის ბევრ გოგონასთან უწევს ურთიერთობა?
ანი: გადავიტანე უკვე.
ირაკლი: ორი ფაზა ჰქონდა ანის. პირველი ის, რომ სტუდიაში, სადაც ვასწავლი, სულ გოგონები არიან. ასევე, ვასწავლი „ვერნისაჟში”, სადაც ასევე სულ გოგონები არიან.
ანი: თავიდან შოკი მქონდა, რადგან არ ვიცოდი, რა მექნა: მეეჭვიანა, თუ სხვანაირად შემეხედა ამ ყველაფრისთვის. მერე მივხვდი, რომ არ ღირს ყველა დეტალზე ნერვების შლა. გოგონები გიჟდებიან ირაკლიზე, კი, ბატონო. მთავარია, მე ვარ მისი რჩეული. თვითონაც მიჩვეულია, მეც მწერენ ბიჭები.
ირაკლი: ჩვენ არ გვაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ზურგს უკან რაღაც გავაფუჭოთ და მერე გავუღიმოთ ერთმანეთს – ვითომც არაფერი. 24 საათის განმავლობაში წყნარად ვარ, რომც არ ვნახო ანი და ისიც ანალოგიურადაა. თავიდან შეთანხმებაც დავდეთ: თუ ოდესმე მოხდება ისე, აღარ გვენდომება ერთმანეთთან ურთიერთობა, იქ დავამთავრებთ.
ანი: მაგრამ, სამი წელია, ეს შეთანხმება გვაქვს და ერთად კარგად ვართ.
ირაკლი: იმდენი პროექტი გამოვიარეთ, იმდენი რამ გადავიტანეთ – ჩემი ოჯახის, მისი ოჯახის გვერდში დგომა, რომ ზოგჯერ მგონია, დიდი ხანია, ერთად ვართ და სახლში რომ მივალ, შვილები დამხვდებიან.
ანი: მგონია, რომ ირაკლი სულ იყო, სულ გვერდით მყავდა.
– ირაკლის თაყვანისმცემლების გამო, ხომ არ დაიწყე მასთან სტუდიაში სიარული?
ირაკლი: აქ ვარ, წყნარად იყავით. არა, მე წავიყვანე სტუდიაში, რადგან მომღერალმა ელემენტარული მოძრაობები მაინც უნდა იცოდეს.
ანი: მომკიდა ხელი და  წამიყვანა თავისთან, ცეკვას მიმაჩვია. როცა სიმღერასთან ერთად მიწევს ცეკვა, ვერც ვგრძნობ, ისე თავისუფლად ვაკეთებ მოძრაობებს. მასწავლებელი უმკაცრესი იყო, ოღონდ ჩემ მიმართ. 10 გოგო რომ ლაპარაკობდა, უცებ მე შემომხედავდა და დაიღრიალებდა: ანი, გაჩუმდი!
ირაკლი: ნინი ბრეგვაძესთან ერთად, ორჯერ გავაგდე სტუდიიდან. სამსახურში მკაცრი და მომთხოვნი ვარ, დისციპლინა მიყვარს.
ანი: მის სტუდიაში მეც ჩვეულებრივი მოსწავლე ვარ, არანაირი პრივილეგია არ მაქვს. პირიქით დაჩაგრული გოგო ვარ. რამეს თუ ვერ გავაკეთებ, მიღრიალებს, შეიძლება, ჩამარტყას კიდეც.
– როგორც მახსოვს, თქვენი ურთიერთობა „X ფაქტორიდან” დაიწყო.
ირაკლი: ქასთინგიდან აგვიყვანეს მოცეკვავეები და მათთან ერთად გვქონდა რეპეტიციები. ანი რომ დავინახე, მივხვდი: კარგი გოგოა, ლამაზი ფეისით, ჰაბიტუსით, მომეწონა. რეპეტიციის მერე, მე და ერთი მოცეკვავე ავტომობილში ჩავსხედით და ვხედავ, მოდის ანი. ვკითხე: სად მიდიხართ, წაგიყვანთ-მეთქი. ანის არც მოუხედავს, არც კი გაჩერებულა ისე მიპასუხა: სოლოლაკში. აუ, წავედით, იქით არ მივდივართ-მეთქი, ვუთხარი და გავუყევი ჩემს გზას. როგორი ამაყიც იყო, ისე ამაყად წავედი მეც.
ანი: ძალიან გავბრაზდი: გავიგე რომ მანქანა ჰყავს, რას გაიბლატავა-მეთქი.
ირაკლი: მერე ლაივიდან-ლაივამდე მეგობრულად ვიყავით ერთმანეთთან, მაგრამ ეს მეგობრობა არ აღმოჩნდა, რადგან ცოტა ვეფლირტავებოდით ერთმანეთს. თან, „რუსთავი 2-ში” ყველა ეუბნებოდა: თავი დაანებე, მექალთანეაო. სულ ვღადაობ, ბავშვივით ვიქცევი, ყველა მიყვარს, ყველას ვეფერები... და რადგან ყველა გოგოსთან კომუნიკაციაში შევდიოდი, ისეთი წარმოდგენა შეექმნათ, რომ მექალთანე ვარ.
ანი: დღეში ცხრაჯერ მიწევდა ამ ლექციების მოსმენა.
ირაკლი: თავი დაანებე, პროექტი მორჩება, გადაგაგდებს, თავს დაგანებებსო. ესეც მოდიოდა „დაგრუზული“. ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, ეს ყველაფერი. დღეს რომ გვხვდებიან ეს ადამიანები, ათი თითით დავცინით.
– გიყვართ ერთმანეთისთვის სიურპრიზების მოწყობა?
– ანის უყვარს სილამაზე. ასანთი რომ მივუტანო შეფუთული, ბედნიერია. შეძლებისდაგვარად, ვუკეთებთ ერთმანეთს სიურპრიზებს, საჩუქრებს. ურთიერთობა თვითონ უნდა გავალამაზოთ და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. რაც ანისთან ერთად ვარ, ბევრი დღესასწაულის შესახებ გავიგე, რომ თურმე ეს დღეა და ეს უნდა ქნა. ორივეს გვიყვარს, თბილისში მოვძებნოთ ისეთი ადგილები, სადაც ნამყოფი არ ვართ. ზაფხულში უყვარს გრილ ამინდში, პლედები რომ გვაქვს მოხურული. დღისით აუზში რომ ვიცურაოთ,  „დავიზაგროთ.” ღამე კი, ხედი უნდა იყოს ლამაზი. მაგრამ, ყველაზე საშინელი ეს შოპინგია.
ანი: შეიძლება, 5 საათი ვიარო, მაგრამ ხმა არ ამოიღოს, არც დაიწუწუნოს, ისეთი საყვარელია.
ირაკლი: მაგრამ, უნდა ნახო, რა ხდება ჩემს გულში.
– გავხართ ერთმანეთს?
– პატარა რომ ვიყავი, დედაჩემი სულ მეთამაშებოდა, მაიმუნობა უყვარდა და ანიც ზუსტად ასეთია, ძალიან საყვარელი. ასეთი საყვარელი ადამიანი, ცხოვრებაში არ მინახავს.
ანი: ზუსტად ვიცი, რა ეწყინება, რა გაუხარდება და რა თქმა უნდა, ორივე ვითვალისწინებთ. ამიტომაც ვეწყობით ასე კარგად ერთმანეთს. შეიძლება, დავხოცოთ ერთმანეთი, მაგრამ მეორე დღეს არ მახსოვს, რაზე ვიჩხუბეთ.  საკმაოდ დაძაბული საუბრებიც გვქონოა, მაგრამ სამი წლის განმავლობაში, ერთი დღე იყო, რომ არ ველაპარკებოდით ერთმანეთს, ერთი დღით დავშორდით.
– ახლო მომავალში აპირებთ დაქორწინებას?
ირაკლი: ჯერ კარიერაზე ვართ გადართულები. სანამ ახალგაზრდები ვართ, გვინდა, ყველაფერი მოვასწროთ, რომ მერე რაღაცეები არ ვინანოთ, ნელ-ნელა ფეხზე ვდგებით, 70 პროცენტი გავაკეთეთ, გვინდა, წერტილამდე მივიყვანოთ და მერე ყველაფერი იქნება.

скачать dle 11.3