კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონებს შორის და როგორ ანებივრებდა ბადრი ყველაზე საყვარელ ქალებს #4

 დიდი ხანი არაა, რაც  ბადრი პატარკაციშვილის უმცროსმა  დამ, მზია თოთლაძემ საკუთარი ძალები ბიზნესში მოსინჯა.  პარლამენტის ყოფილ წევრს, რომლის ცხოვრებაც ძმის გარდაცვალების შემდეგ რადიკალურად შეიცვალა,  მის  შესახებ საუბარი დღესაც უჭირს. ქალბატონ მზიას ტელეკომპანია „იმედის”  ირგვლივ განვითარებულ  მოვლენებსა და რძლის, ინა გუდავაძის შესახებაც ვკითხეთ, რომელიც ცოტა ხნის  წინ, ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონებს შორის დასახელდა, გამოცემა Sundau Times-ის მიერ.    
მზია თოთლაძე: ვერ ვიტყვი, რომ  საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურად აღარ  ვჩანვარ. ის, რასაც მე,  ჩემი და და ზოგადად, ჩემი ოჯახი  კატეგორიულად არ ვეკარებით, არის პოლიტიკა. პოლიტიკამ დაღუპა ჩემი ძმა, რის გამოც, ბევრი სირთულე და ტკივილი გამოვიარეთ.  იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მდგომარეობა საქართველოში ადრინდელი პერიოდისგან აბსოლუტურად განსხვავებულია,  ჩვენც უკეთესი, ბევრად მშვიდი ცხოვრება გვაქვს. სამწუხაროა, რომ  ბადრი ვერ მოესწრო თავისი ოცნების ასრულებას,  იმ ხელისუფლებისა და პოლიტიკური ძალის დასრულებას, რომელმაც ჩვენი ოჯახი  გაამწარა.  მინდა, ისე გაბრწყინდეს საქართველო, როგორც წარმოსახვაში ჰქონდა ჩემს ძმას. რაც შეგვეხება ჩვენ, მისი ოჯახის წევრებს - მე  ჩემი საქმე მაქვს. რამდენიმე თვის წინ დედამ თავისი სახელობის სამშობიარო სახლი „დედაშვილობა” გახსნა, რომელიც, იქიდან  გამომდინარე, რომ დედას მისი მიხედვა არ შეუძლია, მე გადმომაბარა ორგანიზაციული საკითხები. ძალიან მინდა, წარმატებული სამშობიარო სახლი გახდეს. დღეს ეს ჩემი ძირითადი საქმეა. ამას გარდა, რიტუალების სადღესასწაულო სახლი არის აღდგენილი ისე, როგორც წლების წინ იყო, სადაც კვლავ იმართება ხელმოწერის ცერემონიალები,  ასევე, შეხვედრები, სადღესასწაულო სუფრები, კორპორატიული საღამოები.  ეს საქმე მეგობრებისთვის მაქვს ჩაბარებული და ჩემი იქ ხშირად მისვლის საჭიროებაც კი არ არსებობს.
– როგორ უძღვებით ბიზნესს, აღმოგაჩნდათ, ამ საქმისთვის საჭირო თვისებები?
–    ეს ჩემთვის მართლაც დებიუტი იყო. ბიზნესთან შეხება არასდროს მქონია. სამშობიარო სახლს, როგორც ბიზნესპროექტს, ჯერ ვერ განვიხილავ. ეს უფრო დედას ოცნების  ასრულებაა. როცა ახალი სიცოცხლის მოვლენას ემსახურები, ამაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს. იმის მიუხედავად, რომ ბიზნესში აბსოლუტურად გამოუცდელი ვიყავი და თავიდან  უფრო მეძნელებოდა, მერე და მერე შევეჩვიე, უკვე ჩვევად მექცა. მე ძალიან მომწონს ის, რასაც დღეს ვაკეთებ. 
– როგორია თქვენი დამოკიდებულება ტელეკომპანია „იმედთან” დაკავშირებულ ბიზნესგარიგებებსა და პერიპეტიებზე?
– ჩემი ემოცია და დამოკიდებულება ამ ტელევიზიის მიმართ, ცხადია, განსაკუთრებულია.   იყო პერიოდი, როდესაც მე არ მომწონდა „იმედი”,  თითქოს ჩამორჩა რეიტინგებს,  რაც ამ ტელევიზიას ყოველთვის ჰქონდა. აღარ გახლდათ იმ დონეზე, ბადრის დროს რომ იყო, რაც ძალიან მტკენდა გულს.  დღეს მომწონს ტელევიზია, რა თქმა უნდა, არ ვერევი სარედაქციო პოლიტიკაში,  მაგრამ  ის, რომ საზოგადოებასაც დადებითი დამოკიდებულება აქვს მის მიმართ  და უფრო გაიზარდა რეიტინგი, ძალიან მახარებს. რაც შეეხება  ბიზნესგარიგებებსა და პერიპეტიებს „იმედთან“ დაკავშირებით, ეს თემა მე არ მეხება. შესაბამისად, მე ვერაფერს ვიტყვი.  ჩვენი ოჯახი საერთოდ არ ერევა ტელევიზიასთან დაკავშირებულ საკითხებში.
- რაც შეეხება თქვენს რძალს, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ინა გუდავაძეს, რომელიც სხვათა შორის, სულ ახლახან, სოლიდური ბრიტანული გამოცემის მიერ, დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ და გავლენიან ქალბატონთა შორის დასახელდა.
– ინა ბადრის გარდაცვალების შემდეგ,  ძლიერი გახდა, ბევრს შრომობს, ყველაფერს თავს ართმევს. ის, რომ  ის დიდი ბრიტანეთის ცნობილ ქალბატონებს შორის მოხვდა,   კარგი და სასიხარულო ამბავია და ოჯახის ყველა წევრს გვახარებს.  ჩვენ დიდი და შეკრული ოჯახი გვაქვს.  ასე ვიყავით სულ. თუმცა,  ბადრის გარდაცვალებამდე სხვანაირად ვცხოვრობდით – არ ვიყავით ბრძოლისუნარიანები, აქტიურები. ამ ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული ჩვენი, ყველას ცხოვრება. თითქოს ყველას ის გვმართავდა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, შევიცვალეთ. ცხოვრებამ რთული და დიდი განსაცდელი გადაგვატანინა. ამის შემდეგ სხვანაირად  გავძლიერდით. თითქოს თვისებებიც შეგვეცვალა, უფრო ბრძოლისუნარიანები გავხდით. ადამიანების ამოცნობაც უფრო გამოგვდის, ვიდრე – ადრე  გამოგვდიოდა. ბადრის ძლიერი ხასიათი თითქოს ჩვენ გვერგო „მემკვიდრეობად”.  ინა ძირითადად ინგლისშია, თუმცა  წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის თბილისში – ბადრის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში ყოველთვის აქაა – რამდენიმე დღით ადრე ჩამოდის ხოლმე.  ზოგჯერ  საქმეებზე უწევს ჩამოსვლა. სანამ ცოცხლები ვართ, ბადრის დაბადებისა და გარდაცვალების დღეებს ყოველთვის აღვნიშნავთ. ამ დღეს ყველა  რიტუალების სახლში ვიკრიბებით.  არავის  ვეპატიჟებით, ვისაც გაახსენდება ბადრის  დაბადების დღე – 31 ოქტომბერი, ყველა თავისით მოდის. ბადრის  შვილებიც  ჩამოდიან ამ დღეს. ლიკა და  ია  ლონდონში ცხოვრობენ.  ყველა ცალკ-ცაკლე ცხოვრობს, მაგრამ შაბათ-კვირას ერთად ინას სახლში არიან. გოგოები  დედას ეხმარებიან ბიზნესის მართვაში. ორივეს აქვს  ბიზნესის ნიჭი, როგორც ჩანს, ბადრისგან გადაეცათ გენეტიკურად. ახლა ბადრის უფროს ქალიშვილს მესამე შვილი შეეძინა. მალე ჩვენც ჩავალთ ლონდონში, მის მოსანახულებლად.
– თქვენს   შვილზე, ხათუნა თოთლაძეზე  მინდა გკითხოთ, რომელიც მაღალ პოზიციაზე მუშაობს – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა.  მისი ჩინოვნიკური სამსახური რეგლამენტს თქვენც ხომ არ გიწესებთ შვილთან ურთიერთობაში?
–  როგორც ყველა დედა, მეც განვიცდი ხათუნას ცხოვრების ყველა ეპიზოდს,  არ აქვს მნიშვნელობა, ეს მის საქმეს ეხება თუ მარტივ თემას – ჭამა თუ არა იმ დღეს რამე. ეს სულ მაწუხებს, იკვებება  თუ არა ის ნორმალურად (იცინის). ხათუნას ძალიან დატვირთული რეჟიმი აქვს, იმდენად დატვირთული, რომ ხშირად, კვირა ისე გადის, ვერც ვნახულობ. დღის განმავლობაში ესემესებს ვწერ, რომ მოულოდნელად ისეთ დროს არ დავურეკო, საქმით არ იყოს დაკავებული. ასე რომ, მინისტრის მოადგილე შვილთან მეც ჩემი რეგლამენტი მაქვს (იცინის). ასეთ რეჟიმში ყველაზე მეტად მახარებს დღესასწაულები,  ისეთი დღეები, როცა  გვიხერხდება  ოჯახის შეკრება და ერთმანეთის ნახვა. სხვა დროს სულ მისი დეფიციტი მაქვს, მაგრამ რას ვიზამ, ასეთი ცხოვრება აირჩია მან, მე მის ცხოვრებაში არ ვერეოდი. ხათუნა პატარა ასაკიდან დამოუკიდებელი იყო, მით უმეტეს, არჩევანსა და გადაწყვეტილებებში.  
–  მეუღლის ასეთ რეჟიმს დიზაინერი ავთანდილი როგორ ეგუება?
–  ავთანდილიც მესიჯობს  ცოლთან, ჩემსავით (იცინის). მას თვითონაც დატვირთული ცხოვრება აქვს, ასე რომ, ხათუნას  რეჟიმი არ უკვირს. სამწუხაროა, რომ ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ახლობელ ადამიანებს ერთად დიდხანს ყოფნის საშუალება აღარ გვაქვს. ბადრი რომ ცოცხალი იყო, ჩვენ, ყველა დედასთან ვიკრიბებოდით. რაც არ უნდა ბევრი საქმე ჰქონოდა, ყველაფერს გვერდით გაწევდა, ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო. განსაკუთრებული გახლდათ ჩვენი დღესასწაულები – ახალი წელი, როდესაც ბადრი თოვლის ბაბუის ფორმას იცვამდა და  ყველას გვამხიარულებდა. ის იყო ადამიანი ფოიერვერკი, სიურპრიზების დიდოსტატი. ყველა შეხვედრისას შეეძლო, მოეწყო დღესასწაული. გვანებივრებდა ყველას – ყურადღებით, საჩუქრებით, სიყვარულით. დღე არ გავა, მისმა მონატრებამ ტკივილი არ განმიახლოს. მე ერთი წლით უმცროსი ვიყავი ბადრიზე. ალბათ, ამიტომაც განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მე მას ყველა ჩემს საიდუმლოს ვუმხელდი. ასევე, იყო ბადრიც. დღეს ეს წლები ძალიან მენატრება. ყველაზე რთულ დროს ჩვენს საყრდენად რჩება დედა, ვის ირგვლივაც მთელი ცხოვრება ტრიალებდა  ბადრი  და მთელი ჩვენი ოჯახი.

скачать dle 11.3