კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საჩუქარი გაუკეთა პაციენტის მამამ ინგა ნიჟარაძეს #4

„ინგა ნიჟარაძე-მედალპია”  დიდი ხანია, საერთაშორისო ბრენდი და საყოველთაოდ აღიარებული  მსოფლიო პატენტია. ადამიანი, რომელმაც ძვლისა და ხერხემლის რეკონსტრუირების უნიკალური მეთოდები ჩამოაყალიბა, შექმნა პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა და მიაგნო სილამაზის შენარჩუნებისა და სიმელოტის დაძლევის გზებს. მისი პაციენტები არიან ქართული და მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები – მსახიობები, დიპლომატები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ. სულ ახლახან,  ექიმი-ფიტოთერაპევტის პაციენტი უწმიდესი და უნეტარესიც გახლდათ, რომელმაც ქალბატონ ინგას მადლობა გადაუხადა, იმ განუზომელი შვებისთვის, რაც მასთან სამკურნალო პროცედურების შედეგად მიიღო. 
„მედალპიაში” იკურნება:  ხერხემლის  დაავადებები, კოკსართროზი, მუხლის ართროზი, დაზიანებული მყესები და იოგები; მენისკი; მოტეხილობა; ძველი მოტეხილობების რეაბილიტაცია; ოსტეომელიტი; ტროფიკული წყლული და ასე შემდეგ.
– ქალბატონო ინგა, 2017 წელი თქვენთვის სასიამოვნო სიახლით დაიწყო. როგორც შევიტყეთ,  პაციენტის მამამ საოცარი საჩუქარი გაგიკეთათ, უახლესი მოდელის „რენჯ როვერის ჯიპი” გისახსოვრათ.
–  თქვენ კაცი ვერაფერს გამოგაპარებთ. ეს მართლაც მოულოდნელი  და ამაღელვებელი საჩუქარია ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, როცა, თავდაპირველად დავინახე, ემოციური შოკი მივიღე, იმდენად არა საჩუქრის ფასმა, არამედ,  ჩემი პაციენტის მამის დამოკიდებულებამ აღმაფრთოვანა. შემთხვევითი საუბრისას ვახსენე, რომ მანქანა არ მყავდა და როგორც ჩანს, ამით ეცადა, მადლობის გამოხატვას. თუმცა, ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი მისი მადლიერებით სავსე თვალები იყო, როდესაც მისი შვილის  6-თვიანი  მკურნალობის შემდეგ, პირველად დაინახა შედეგი... მის შვილს, სერიოზული ტრავმის შედეგად, ხერხემალი ჰქონდა დაზიანებული. ფაქტობრივად,  ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული და ჩვენ შევძელით, შეუძლებელი.
– საქართველოს მოქალაქეა?
– არა, ის დუბაიში ცხოვრობს.  ბიზნესმენია. შეიხი არ ვარო, ასე განმიცხადა. საოცარი პიროვნებაა, უაღრესად კეთილშობილი. 14 კომპანიის მფლობელია. მის შვილს ჰქონდა სერიოზული ტრავმა. მოწყვეტილი არ გახლდათ, თუმცა ვერ მოძრაობდა და ეტლშო იჯდა.  სხვათა შორის, ბევრ ქვეყანაში იყო ნამკურნალევი, მაგრამ უშედეგოდ.
– როგორ დაგეკონტაქტათ?
–  გასულ წელს პარიზის ერთ-ერთ წამყვან ჟურნალში დაიბეჭდა სტატია ჩემ შესახებ. როგორც  თვითონ მითხრა, იქ წაუკითხავს და დამეკონტაქტა. თავდაპირველად, საოცარი უნდობლობის შეგრძნება ჰქონდა, მაგრამ როცა მისმა ვაჟმა  გაიარა, მითხრა: თქვენ სასწაულმოქმედი ყოფილხართ, ქალბატონო ინგაო! ეს ჩემთვის ყველა საჩუქარზე მეტი ჯილდოა – როცა ჩემი საქმიანობით ადამიანს ვეხმარები და მას ცხოვრების სურვილსა და პირვანდელ მდგომარეობას ვუბრუნებ. ასევე, ორმაგად მახარებს ის ფაქტიც, რომ შესაძლებლობა მეძლევა, საერთაშორისო მასშტაბით  ვასახელო ჩემი ქვეყანა, როცა აქედან მიჰყავდეთ სპეციალისტი.
– ქალბატონო ინგა, თქვენზე საქართველოშიც ძალიან დიდი მოთხოვნაა. თქვენთან ჩაწერას პაციენტები რამდენიმე დღით ადრეც ვერ ახერხებენ...
– ბუნებრივია, გადატვირთული რეჟიმის გამო, ზოგჯერ ხდება ისე, რომ მხოლოდ ძალიან მძიმე და იმედგადაწურულ პაციენტებს ვმკურნალობ და შედეგიც ხშირად  ეფექტური დგება! ეს კი ყველაზე დიდი საჩუქარის ჩემთვის!
მისამართი: ვაჟა-ფშაველას მე-2 კვ. მე-14 კორპ.
მობ: +995 599556871.
Facebook: Medalpia Inga Nizharadze
ვებ-გვერდი: medalpia.ge

скачать dle 11.3