კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან ჰყავს ანტიკვარი ტყუპისცალი დათო ხუჯაძეს და რატომ არის ის სულ თავისუფალი სიყვარულისთვის #4

მომღერალ დათო ხუჯაძისთვის ეს წელიწადი საკმაოდ კარგად დაიწყო და იმედი აქვს, ასევე გაგრძელდება. ის, სულ მალე რუსეთში მიემგზავრება, სადაც მისი ახალი კლიპის პრეზენტაციაა დაგეგმილი. რატომ ვერ შეხვდა ის ახალ წელს საქართველოში და როგორი ურთიერთობა აქვს შვილთან, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
დათო ხუჯაძე: გასულ წელს ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ჩემს ცხოვრებაში და უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. თუმცა, მინდა, ეს წელი გაცილებით კარგი იყოს და მეტი  სასიამოვნო სიახლე მოხდეს.
– ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდი...
– კი არ გავაქტიურდი, სულ აქტიური ვიყავი. უბრალოდ, რაც რუსეთიდან საქართველოში ჩამოვედი და ძირითადად, აქ ვარ, უფრო მეტად გხვდებით თვალში (იცინის).
– დათო, შენს რეპერტუარში ქართული, რუსული და უკრაინული სიმღერები  რომ არის ეს გასაგებია, მაგრამ თურქულ და სომხურ ენებზე რატომ ამღერდი?
– ჰო, სიბერეში პოლიგლოტობა გადავწყვიტე (იცინის). მოსკოვში დიდი დიასპორებია და ძალიან უყვართ ჩემი მოსმენა. ხშირად მიწვევენ კორპორატიულ საღამოებზე და ამიტომ გახდა საჭირო, სხვადასხვა ენაზე ავმღერებულიყავი. ახლაც, რუსეთში მიწევს ჩასვლა.  სულ მალე გამოვა ჩემი ახალი კლიპი, რომელიც ამერიკაში გადავიღეთ და პრეზენტაცია, სწორედ, რუსეთში იგეგმება. ძალიან ლამაზი სიმღერა და კლიპი გამოვიდა. იმედია, მაყურებელი და მსმენელი ისევე შეიყვარებს, როგორც ჩემს სხვა სიმღერებს.
– ეს სიმღერაც სიყვარულზეა?
– ნებისმიერი სიმღერა სიყვარულზეა და მომწონს, როცა სიყვარულზე ვმღერი.
– სულ რომ სიყვარულზე მღერი, პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა. სულ ვამბობ, ამდენს ვმუშაობ და რაც კი ყველაზე კარგი შემიქმნია და გამიკეთებია, მელანოა, ჩემი შვილი – ჭკვიანი, მუსიკალური და ძალიან უყვარს ცეკვა. ასე რომ, ეს ულამაზესი გოგო, ჩემი მთავარი ქალია ცხოვრებაში.
– რითი ჰგავს მელანო მამას?
– რა ვიცი, ზოგი რით გვამსგავსებს და ზოგი რით. ვერ ვიტყვი, მელანოს ჩემი ნიკაპი ან თვალები დაჰყვა-მეთქი. დედასაც და მეც, ორივეს ერთნაირად გვგავს. ორივეს იერი აქვს. ძალიან თბილია, ხუნტრუცა და ეშმაკი. შვიდ ნოემბერს 7 წლის გახდა, ოქროს დაბადების დღე ჰქონდა. ჩავედი მოსკოვში და გავახარე. ერთად ძალიან კარგი დრო გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ სულ ერთად არ ვართ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მამა-შვილს. მეგობრებიც ვართ და რაღაცეებს მიყვება ხოლმე. თუმცა, ამაშიც მე მგავს – პირად ცხოვრებასა და შეყვარებულებზე არ მიყვება (იცინის). იცით, კიდევ რაში ვგავართ? მამა-შვილი, ორივე ჭკუამხიარულები ვართ (იცინის).
– ახალ წელს თუ შეხვდი შვილთან ერთად?
– არა, ახალ წელს მელანოსთან ერთად ვერ შევხვდი და ვერც პირადად მოვახერხე მილოცვა, მაგრამ დავურეკე. არც საქართველოში ვიყავი, ერევანში მქონდა გამოსვლები. სხვათა შორის, ბევრი წელია, ახალ წელს სახლში აღარ შევხვედრივარ.
– დათო, ვიცი არ გიყვარს პირად თემებზე ლაპარაკი. ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ერთხელ გული გეტკინა?
– არა, ქალი არაფერ შუაშია, უბრალოდ, არ მიყვარს იმაზე საუბარი, რაც მხოლოდ ჩემია. მირჩევნია, იმას აფასებდნენ, რასაც ვაკეთებ, ვიდრე ჩემს პირად ცხოვრებას განიხილავდნენ.
– ეს გასაგებია, მაგრამ როცა ცნობილი ხარ,  ისიც აინტერესებთ, როგორი ხარ სცენის მიღმა?
– მესმის მათი და თუ რამე ხდება, რომც არ ვთქვა, მაინც გაიგებენ (იცინის). ანუ, რა დონეზეც აინტერესებთ ჩამი ცხოვრება უცხო ადამიანებს, იმ დონეზე გაიგებენ.
– კარგი, მაშინ პირდაპირ გკითხავ: არის შენ გვერდით საყვარელი ქალი, მელანოს გარდა?
– ცოლი არ მყავს (იცინის). თუ მიყვარს, ცოლი უნდა იყოს!
– ესე იგი, თუ გიყვარს აუცილებლად ცოლი უნდა იყოს? ისე ურთიერთობები არ „მოსულა“?
– სასიყვარულო ურთიერთობები რამდენიმე ქალთან მოსულა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, ყველას ცოლად მოვიყვან? ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგადაა. თუ ხალისიანად და ენერგიულად ვმუშაობ, ესე იგი, შეყვარებულიც ვარ. მე სიყვარულისთვის სულ მცალია და სულ თავისუფალი ვარ.
– ერთხელ თქვი, ცოლად კარგია ქართველი და არა რუსი ქალიო. თუ საიდუმლო არ არის, რა იგულისხმე?
– ცოლად კარგია ნებისმიერი კარგი ქალი, მაგრამ თუ ქართულად ლაპარაკობს, მაშინ ეს ბონუსია (იცინის). სიყვარულში ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. ისეთი არჩევნის წინაშე – ქართველი ქალი თუ სხვა ეროვნება, ღმერთმა ნუ დამაყენოს. თუ შემიყვარდა, ოჯახს ნამდვილად შევქმნი, რატომაც არა. ქორწილში ყველა ჟურნალისტი დაპატიჟებული ხართ, ოღონდ მიკროფონებისა და დიქტოფონების გარეშე (იცინის).
– ამბობენ, როცა მამაკაცს ოჯახი ენგრევა და სიყვარულში არ უმართლებს, მეორედ დაოჯახების შიში აქვსო. ეს მომენტი არ არის შენში?
– მე არ მიმაჩნია, რომ სიყვარულში არ გამიმართლა. თუ ოჯახი დამენგრა და ვიღაცამ ვერ გამიგო, ეს არ ნიშნავს, რომ ცხოვრება დამენგრა. როცა დაინახავ და გული სხვანაირად დაიწყებს ფეთქვას, ესე იგი, ის შენია. რადგან ისევ უცოლო ვარ, ესე იგი, ჯერ ჩემი გული ისე არ აფეთქებულა, როგორც უნდა აფეთქებულიყო (იცინის). ასე რომ, ქალისგან შეშინებული და დამფრთხალი მამაკაცი ნამდვილად არ ვარ.
– საკმაოდ კარგ ფორმაში ხარ. ზედმეტი კილოგრამებიც დაგიკლია. არადა, ახალი წლის შემდეგ, ზოგადად, ბევრს წონის პრობლემები აქვს.
– ჭამა-სმას ცოტა შევეშვი. ვცდილობ, ნაკლები მივირთვა. თან, ბევრი საქმე მაქვს და ესეც მოქმედებს. რომ გითხრათ, იმის გამო რომ ფორმაში ვიყო, ვზივარ და თვიდან თვემდე ვაშლს ვჭამ და მინერალურ წყალს ვაყოლებ-მეთქი, მოგატყუებთ. ახლა, ამოვაგდე სპირტიანი სასმელი და მხოლოდ ღვინოს ვსვამ. კონიაკზე, ვისკისა და ჭაჭაზე უარი ვთქვი. ზოგადად, დალევა არ მიყვარს. ქართულად დროსტარება მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ღვინით მირჩევნია. ახალ წელს სამი კონცერტი მქონდა და რომ დავასრულე, „ჩაჯდომა“ მომინდა. ყველა მთვრალი იყო,  წავედი და წავუძინე, სხვა გზა არ მქონდა. ასე რომ, არც თოვლის ბაბუა მოსულა ჩემთან და არც საჩუქრები მოუტანია, დავრჩი ეგრე, გაღიმებული (იცინის).
– ამბობენ, ჩაკეტილი ადამიანი ხარ და არ გიყვარს შენი გრძნობების სააშკარაოზე გამოტანა...
– ვერ ვიტყვი, რომ ჩაკეტილი ვარ. იმ დონეზე გახსნილი ვარ, როგორც უნდა ვიყო. მე მინდა, საინტერესო ვიყო იმით, რასაც ვაკეთებ და არა სკანდალებით. ცხოვრებამ ბევრჯერ მომაყენა დარტყმა, მაგრამ ვფიქრობ, ეს რომ არ ყოფილიყო, არც  რამის კეთების სტიმული მექნებოდა.  მირჩევნია, ცხოვრებამ, დარტყმებით შემაფართხალოს, ვიდრე მოვეშვა და მოვდუნდე. ამ შეფართხალებებით მივდივარ წინ და დეპრესია რა არის, არც კი ვიცი. ასე რომ, ცხოვრებისეული დარტყმები უფრო მეტად მაფხიზლებს.
– ამბობენ, სახლში გაქვს შეუფასებელი განძი, რომელიც მემკვიდრეობით გერგო.
– ჰო, ეს განძია, რომელიც მემკვიდრეობით, მამისგან მერგო, ჩემი წლოვანების „ფორდ-მუსტანგი“. ვხუმრობ ხოლმე, ჩემი ტყუპისცალია, ასაკშია და ორივე, ერთ დონეზე ხმაურიანები ვართ-მეთქი (იცინის). თუმცა, შეუფასებელი ნამდვილად არ არის. ჩემთვის შეუფასებელი ადამიანის სიცოცხლეა მხოლოდ.

скачать dle 11.3