კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის აქვს ერთი დღე „ტრაური“ ჯულიანა ბარ-გნარს და რა აკავშირებს მას ნოდიკო ტატიშვილთან #4

ჯულიანა ბარ-გნარი და ოთო ფოლადაშვილი დიდი ხანია, მეწყვილეები არიან და ერთად  არაერთ წარმატებას მიაღწიეს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთის მასშტაბით. მათ საკუთარი სტუდიაც გახსნეს, სადაც მსურველებს ცეკვას ასწავლიან. მათ მოსწავლეებს კი უკვე სერიოზული წარმატებები  აქვთ.
ჯულიანა ბარ-გნარი: თავიდან, როცა მთავაზობდნენ მასწავლებლობას, სხვა პროფესიებს ვირჩევდი. რადგან მასწავლებლობა რაღაცნაირად არ ჯდებოდა ჩემში. მოთმენის უნარიც ხომ უნდა გქონდეს, რადგან, როცა რაღაც არ გამომდის, საკუთარ თავზე ადვილად ვბრაზდები. ერთი დღე მაქვს „ტრაური,“ სანამ დავამუშავებ. ძალიან მომთხოვნი ვარ საკუთარი თავისადმი და არ ვიცოდი, როგორი ვიქნებოდი ბავშვებთან. როცა ქალბატონმა ლარისა გაჩეჩილაძემ შემოგვთავაზა და ჩვენ პირველი ჯგუფი გავხსენით, საკმაოდ წარმატებულად წავიდა საქმე. ჩვენი ბავშვები ანათებდნენ პარკეტზე, მათში ძალიან გაგვიმართლა. როცა რაღაც დონემდე ადიხარ, მერე უკვე შენი ბუდე უნდა შექმნა. ამიტომ გავაკეთეთ ჩვენი სტუდია. იქ უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე სახლში. ეს ჩვენი ბუდეა, ჩემი და ოთოსი. ძალიან კარგი დამოკიდებულება გვაქვს ბავშვებისადმი. ვერ ვიტყვით, რომ ზედმეტად მკაცრები ან თბილები ვართ. მათ  არ ვათამამებთ და ისინიც ყოველთვის ყურადღებითა და პატივისცემით გვისმენენ.
– რამ განაპირობა, რომ შენ და ოთო ამდენი წელია, ძალიან კარგი პარტნიორები ხართ პარკეტზე და ახლა უკვე კარგი ბიზნესპარტნიორებიც გახდით?
– წყვილი გადის უამრავ გზას, სირთულეებს, მერე კი ან გახვალ ბოლომდე, ან ვერა. ჩვენ ჯერ ბოლომდე არ გავსულვართ. ამ სირთულეების გავლისას იხსნები, როგორც ადამიანი. ჩვენ იმდენი რამ გავიარეთ, ისე შევისწავლეთ ერთმანეთი, რომ ნდობაც გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ. ნდობა და პატივისცემა კი მთავარია, ურთიერთობაში და შემდეგ, ბიზნესპარტნიორობაში.
– თქვენ შორის არ ყოფილა ის გრძნობა, რაც ხშირად ჩნდება წყვილებში?
– კი, ხდება ასეთი რაღაცეები და ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ მოხდა, ძალიან კარგი, თუ არადა, ისეთ მეგობრებად რჩებიან, როგორიც მე და ოთო ვართ. ისედაც სულ ერთად ვართ და ეს ფაქტორი ჩვენ შორის არასდროს ყოფილა. ისე ხშირად ვართ ერთად, რომ ვიცით, ერთმანეთის პირად ცხოვრებაში რა ხდება. უბრალოდ,  არ მიყვარს, როცა  პირადში, ჩემს გულში უნდათ, ჩაიხედონ. ამიტომ, თუ ჩავთვლი საჭიროდ, რომ საქმის კურსში ჩავაყენო, ჩავაყენებ და ისიც ასეა. თუ საჭიროა, მეუბნება, თუ არადა, არაფერს ვეკითხებით ერთმანეთს. ოთო უფრო კარგად ერკვევა ცხოვრებაში, მე ცოტა მიამიტი ვარ. ზოგჯერ ვარდისფერი სათვალით ვიყურები – მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს. რამდენჯერმე საყვედურიც მივიღე: რა არის, ჯული, ამხელა გოგო ხარ და კიდევ ასე უყურებ ყველაფერსო. მაგრამ, ალბათ, ჯერჯერობით ასე მირჩევნია.
– ხშირად იჭრებიან შენს პირად სივრცეში?
– ცნობადი სახე რომ ხარ, აინტერესებთ, რა ხდება შენთან, პირადში. მე არ მიყვარს ამაზე საუბარი, რადგან პირადიც, ალბათ, იმიტომ ჰქვია, რომ შენი უნდა იყოს. როცა გრძნობებზე ხმამაღლა იწყებ ლაპარაკს, ასე მგონია, რომ სიტყვებით ამარტივებ, აუბრალოებ ყველაფერს. არ მინდა, ეს მომენტი დავკარგო. როცა ისეთი რამ იქნება, რაშიც დარწმუნებული ვიქნებით მე და ჩემი რჩეულიც, მაშინ შევძლებ, თამამად ვილაპარაკო. როცა გადავწყვეტ, რომ ეს არის ის, ვისზეც მინდა, საჯაროდ ვისაუბრო...
– ასეთი ადამიანი ჯერ არ არსებობს?
– ჯერ არ არის ასეთი მომენტი, თორემ...
– როდესაც „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობდი, ჭორებიც ვრცელდებოდა შენზე. ამას განიცდიდი?
– განვიცდიდი, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხალხის აზრი, ვინც ჩემ ირგვლივაა. ახლა აღარ მაინტერესებს, განა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს სხვისი აზრი  ჩემ შესახებ, უბრალოდ, პირადულზე არ უნდა ილაპარაკო. საერთოდ არავინ არაფერი იცის ამ საკითხთან დაკავშირებით და არც არავისი აზრი მაინტერესებს, რადგან ჩემ გარდა ეს, სხვას არავის ეხება. ჩემი თავი, ტვინი, ცოტა სხვა რაღაცეებითაა დაკავებული და ჭორებისთვის დრო არ მაქვს. მეც, ვინმეზე რამეს თუ ვამბობ, შინაგანად ვიცლები, განვიცდი, დისკომფორტი მაქვს: რატომ ვთქვი-მეთქი. ამით უარყოფითი ენერგეტიკა ჩემზე გადმოდის და ამიტომაც არ მიყვარს ცუდ რაღაცეებზე ლაპარაკი.
– შენ და ნოდიკო ტატიშვილი ახლო მეგობრები ხართ. ხშირად დებთ ერთად გადაღებულ ფოტოებს და ჭორებიც გავრცელდა – შეყვარებულები არიანო.
– მე და ნოდიკო ისე ახლოს ვართ, ისე გვიყვარს ერთმანეთი, რომ ვინც არ გვიცნობს, შეიძლება, ეს სხვანაირად მიიღოს. ასე, ბიჭი არ მყვარებია, როგორც ნოდიკო. ჩემთვის უძვირფასესი ადამიანია და როგორც ძმას, ისე ვუყურებ. შემიძლია, მასთან ძალიან ახლოს ვიყო, ჩავეხუტო, ვაკოცო და ვიცი, რომ მისგანაც იგივე გრძნობა მოდის. ამიტომ, მასთან მეც თავისუფალი ვარ. მისგან სხვა ემოცია, გრძნობა რომ წამოსულიყო, ალბათ, მეც არ მივცემდი თავს ამის უფლებას. ჩვენ ვგიჟდებით ერთმანეთზე და როცა ვხვდებით, შორიდან ვინმე იფიქრებს: ესენი შეყვარებულები არიან და ლამაზი წყვილიო. ნოდიკო ძალიან ბრძენი ადამიანია. ყველას უნდა ჰყავდეს ასეთი მეგობარი. თუ პრობლემა გაქვს, კი არ მოვა და გეტყვის: კარგი რა, ჯული, დამშვიდდიო. ზუსტად იცის, რა პრობლემა მაქვს და რა უნდა მითხრას. ზოგჯერ, შეიძლება, რაღაც უხეშადაც გამოსდის, მაგრამ ვიცი, რომ ჩემთვის კარგი უნდა.
– ასევე, ჭორაობის საგანი იყო შენი და გიორგი ყიფშიძის ურთიერთობა.
– აღარ მინდა ამ თემას შევეხოთ. სანერვიულო იყო და აღარ მინდა საუბარი.
– დღეს გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა?
– ახლა მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გიორგისაც ძალიან უხარია ჩემი წარმატება და მეც ყოველთვის ვგულშემატკივრობ. უბრალოდ, ნოდიკოსთან მაქვს გზები, სადაც ვიკვეთებით, მის სტუდიაში ვმუშაობ. გიორგისთან არ მაქვს ასეთი გადაკვეთა, მაგრამ, თუ სადმე ვხვდებით ერთმანეთს, ძალიან მეგობრული და კარგი ურთიერთობა გვაქვს. საინტერესო ადამიანია გიორგი. ამიტომაც მიყვარდა ეს პროექტი, რომ კარგად შეგეძლო, ადამიანის გაცნობა და მასთან ერთად ცხოვრობდი, რაღაც პერიოდი.
– იყო მაშინ თქვენ შორის გრძნობა, მართლა გიყვარდათ ერთმანეთი?
– არა, ჩვენ მხოლოდ კარგი მეგობრები ვიყავით.
– 25 წლის ხარ და ალბათ, უკვე გეუბნებიან: როდის თხოვდები, არავინ მოგწონს?
 – კი, მეკითხებიან და ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან დავბერდი. არადა, უცხოეთისთვის ჯერ კიდევ ღლაპი ვარ. თუმცა, კარგად ვიცნობ ბავშვის ფსიქოლოგიას, შემიძლია მივუდგე. თან, ბავშვები ძალიან მიყვარს... წარმომიდგენია, ჩემი როგორ მეყვარება.
– როგორ წარმოგიდგენია ოჯახში ქალისა და მამაკაცის უფლებები?
– რა თქმა უნდა, უფროსი უნდა იყოს კაცი. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. კაცი უნდა იყოს კაცი, ქალი კი – ქალი. როცა კაცს თავისი ადგილი უკავია და ქალს მოუნდება, დაიკავოს ის, მაშინ ინგრევა ყველაფერი. ქალი იმიტომაცაა ჭკვიანი, რომ ეს ჭკუა  მოთოკოს და კაცს დაანახვოს, რომ ის  ძლიერია. რაც უფრო მეტ პატივს სცემ კაცს, მით უფრო გსიამოვნებს, რომ შენ გვერდით ძლიერი მამაკაცია. მე ისეთი კაცი არ მინდა, ვის გვერდითაც ქალად ვერ ვიგრძნობ თავს. ამიტომაც უნდა იყოს კაცი მაღალ საფეხურზე. პატივისცემა მთავარია სიყვარულში და ოჯახურ ურთიერთობაშიც. თუ კაცი ქალს პატივს სცემს, არც არასდროს დააბრახუნებს და არც უყვირებს მას. თუ შენი მამაკაცი გიყვარს, ეცდები, აგრძნობინო, რომ ნაზი და მზრუნველი ხარ. თუმცა, იმავდროულად შეგიძლია, ძლიერი იყო, მაგრამ არ არის აუცილებელი, ამაზე მამაკაცთან იყვირო.  ეს ყველაფერი კი მარტივი ნამდვილად არ არის... მთელი ცხოვრებაც იმისთვის გვაქვს, რომ ვისწავლოთ.

скачать dle 11.3