კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩემი გული, შენი გული…“ #4

ანუ შოთას როლი ლე პენის პოლიტბიოგრაფიაში

 ბევრი რამ მოხდა თუ ცოტა, დონალდ ტრამპი აშშ-ის აწ უკვე ინაუგურებული პრეზიდენტია, რაც თუ მთლად ოპტიმიზმის საფუძველი არაა, სიახლეს, ანუ სანახაობას მაინც გვპირდება.
ანალიტიკოსთა ვარაუდით, არც ისაა გამორიცხული, რომ აწ უკვე ევროპის კონტინენტზე გაიმარჯვონ არალიბერალმა ლიდერებმა. მათ შორის, იგულისხმება საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი „ეროვნული ფრონტიდან“ თვით მარინ ლე პენი.
თვით-მეთქი, ვინაიდან იგი პრ. პუტინისადმი მეტად თბილი გრძნობებით გამოირჩევა და, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ემოქმედა შოთას შეგონებით (და მერე რა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ არც კი სმენია?!). სახელდობრ, „სჯობს საყვარელსა უჩვენნე საქმენი საგმირონია“.
ასეა თუ ისე, ხსენებულმა ლე პენმა, ჯერ ერთი, სანქციებს უწოდა „სულელური მეთოდი დიპლომატიაში“ (სხვათა შორის, იქვე დასძინა, თუ მათი მიზანი ფრანგი ფერმერების გაკოტრება არ იყოო, ანუ თავის ამომრჩეველსაც მოუქონა თავი) და, რაც მთავარია, გამოაცხადა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ყირიმს აღიარებს რუსეთის ფედერაციის ნაწილად (მომყავს ციტატა: „ყირიმის ნახევარკუნძული არასდროს ეკუთვნოდა უკრაინას“).
თუ გავიხსენებთ, რომ ამის შესახებ მან რუსულ „იზვესტიას“ უთხრა, ვითომ რუსი ჰაკერები აწ უკვე თავის არჩევნებზე მიიწვია?!
თუმცა ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ ზემონახსენები თბილი გრძნობები ფრანგ ქალბატონს იმასაც არ ამოათქმევინებს, გულზე დაღად მაზის ორად გახლეჩილი „ალანიაო“?!  –

скачать dle 11.3